აპი Checkout Blocks
Shopify-ს აპის, Checkout Blocks-ის მეშვეობით შეგიძლია შეკვეთის გაფორმება მოირგო კოდის გამოყენების გარეშე, რაც მოიცავს მორგებული ველების დამატებას, გადახდისა და მიწოდების მეთოდების მიმდევრობის შეცვლას, შეკვეთის ღირებულების ლიმიტების შექმნასა და ამოქმედებას, და მორგებული ფასდაკლებების დაყენებას გაფართოებული წესებით.
Checkout Blocks იყენებს ცალკეულ ბლოკებს შეკვეთის გაფორმებისას მორგებების დასაკონფიგურირებლად. შენ შეგიძლია ბლოკები ზუსტად იქ განათავსო, სადაც გსურს მათი გამოჩენა, შეკვეთის გაფორმებისა და ანგარიშების რედაქტორის გამოყენებით. Checkout Blocks მხარს უჭერს ჩვენების წესების ფართო სპექტრს, რაც გაძლევს საშუალებას, განსაზღვრო რა პირობები უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ ბლოკი გამოჩნდეს შეკვეთის გაფორმებისას.
შენ ასევე შეგიძლია დააკონფიგურირო შეკვეთის და მიწოდების მორგებული ფასდაკლებები უფრო დეტალური პირობითი წესებით, ვიდრე Shopify-ს ნაგულისხმევი ფასდაკლებების შემქმნელშია. ამასთან, შეგიძლია დამალო, გადაარქვა სახელი და შეცვალო მიწოდებისა და გადახდის მეთოდების მიმდევრობა შეკვეთის გაფორმებისას.
Checkout Blocks აპთან სამუშაოდ, უნდა იყო მაღაზიის მფლობელი ან პერსონალის წევრი შემდეგი პერსონალის ნებართვებით:
- სექციაში მაღაზიის ნებართვები > კონტენტი პერსონალს უნდა ჰქონდეს მეტაობიექტის დეფინიციების ნახვის, ასევე ჩანაწერების ნახვის, შექმნისა და რედაქტირების ნებართვა მაინც.
- სექციაში აპის ნებართვები პერსონალს უნდა ჰქონდეს სულ მცირე Checkout Blocks-ის ნებართვები.