მორგებული ველის ბლოკები
მომხმარებლის დამატებითი ინფორმაციის შეგროვება შეგიძლია მორგებული ველის ბლოკით. მორგებული ველები შეიძლება იყოს არასავალდებულო ან სავალდებულო, ამიტომ შეგიძლია დააკონფიგურირო მორგებული ველები ისე, რომ დაიბლოკოს შეკვეთის გაფორმება მომხმარებლის მიერ პროცესის გაგრძელებამდე.
Checkout Blocks მხარს უჭერს სხვადასხვა ტიპის შეყვანას, მათ შორის, ჩვეულებრივ ტექსტს, ჩამოსაშლელ მენიუებს, მოსანიშნ უჯრებს და თარიღის ამომრჩევს. მორგებული ველის მონაცემები შეიძლება შეინახოს, როგორც შეკვეთის მეტაველი, შეკვეთის ატრიბუტი ან შეკვეთის შენიშვნა.
ხელმისაწვდომია რამდენიმე შაბლონი, რომლებიც წინასწარ ავსებს მორგებული ველის ბლოკის კონტენტს და პარამეტრებს ზოგიერთი გავრცელებული გამოყენების შემთხვევის საფუძველზე:
- პირობებზე დათანხმება: ეს შაბლონი მოითხოვს, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს შენს მომსახურების პირობებს, რომელზე დაწკაპუნებაც შესაძლებელია და პოპ-აპში ჩანს შეკვეთის გაფორმებამდე. ნაგულისხმევად, მოსანიშნი უჯრა არ არის მონიშნული.
- დაბადების დღე: ეს შაბლონი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, შეკვეთის გაფორმებისას მიუთითონ დაბადების თარიღი მარკეტინგული მიზნებისთვის.
- სასაჩუქრე შეტყობინება: ეს შაბლონი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, დაურთონ არასავალდებულო წერილობითი შეტყობინება, როდესაც სხვისთვის საჩუქრად აფორმებენ შეკვეთას.
ამ გვერდზე
მხარდაჭერილი მონაცემთა ტიპები
მორგებული ველები ინახება მომხმარებლის შეკვეთაში, როგორც შეკვეთის მეტაველი, შეკვეთის შენიშვნის ატრიბუტი ან თავად შეკვეთის შენიშვნა. შეძლებისდაგვარად გამოიყენე შეკვეთის მეტაველები, რადგან ისინი Shopify-ში შეკვეთებზე მორგებული მონაცემების შენახვისა და მოძიების ყველაზე საიმედო გზაა.
Checkout Blocks მხარს არ უჭერს შეკვეთის გაფორმების არსებულ ფორმებში ახალი ველების დამატებას, როგორიცაა მიწოდების მისამართი ან ბილინგის მისამართი. ამის ნაცვლად, დაამატე მორგებული ველის ბლოკი შეკვეთის გაფორმების არსებული ფორმის ზემოთ ან ქვემოთ.
შეკვეთის მეტაველები
შეკვეთის მეტაველში მორგებული ველების შენახვისას, მის მიერ გამოყენებული სახელთა სივრცეა checkoutblocks, ხოლო გასაღები განისაზღვრება ბლოკში მორგებული ველის დამატებისას (მაგალითად, agree_to_terms).
შეკვეთის ატრიბუტები
შეკვეთის ატრიბუტები, ასევე ცნობილი როგორც შენიშვნის ატრიბუტები ან კალათის ატრიბუტები, შეუთავსებელია Shopify-ს ნაგულისხმევ შეფუთვის ფურცლებთან და შეკვეთის მონახაზებთან.
თუ გჭირდება შეფუთვის ფურცლების ან შეკვეთის მონახაზების გამოყენება, მონაცემთა ტიპად მათ ნაცვლად გამოიყენე შეკვეთის მეტაველები.
შეკვეთის შენიშვნები
შეკვეთის შენიშვნებში მორგებული ველების შენახვისას, მომხმარებლის მიერ შენიშვნის ველში დამატებული ნებისმიერი არსებული კონტენტი ნაცვლდება შენი მორგებული ველით. თუ ირჩევ მორგებული ველის მონაცემების შეკვეთის შენიშვნად შენახვას, განიხილე შენს თემაში კალათაში შეკვეთის შენიშვნის დამატების ვარიანტის დეაქტივაცია (თუ გააქტიურებული გაქვს ეს პარამეტრი). ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შენიშვნის კონტენტის ორჯერ შეყვანა არ მოუწევთ.
შეკვეთის შენიშვნების ტიპის გამოყენების უპირატესობა ის არის, რომ იგი ავტომატურად აჩვენებს კალათაში შეყვანილ არსებულ შენიშვნებს შეკვეთის გაფორმებისას. ეს უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას შეკვეთის გაფორმების პროცესში კონკრეტული შემთხვევებისთვის, როგორიცაა შეკვეთის შენიშვნები ან მიწოდების შენიშვნები.
შეკვეთის შენიშვნები შეუთავსებელია შეკვეთის მონახაზებთან.
შეტანის მხარდაჭერილი ტიპები
მორგებული ველების ბლოკებს აქვთ შემდეგი ტიპის ველების მხარდაჭერა:
- მოსანიშნი უჯრა
- თარიღისა და დროის ამომრჩევი
- დაბადების თარიღი
- ჩამოსაშლელი სია
- ტელეფონის ველი
- რადიო ღილაკები
- ტექსტის შეტანა
მორგებული ველის ბლოკის შექმნა
შეგიძლია შექმნა და დააკონფიგურირო მორგებული ველის ბლოკი Checkout Blocks აპში. მორგებული ველის ბლოკის შექმნის შემდეგ, აუცილებლად უნდა დაამატო ბლოკი შეკვეთის გაფორმებაში.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Checkout Blocks.
დააწკაპუნე: ბლოკები, შემდეგ კი — ბლოკის შექმნა.
დააწკაპუნე: მორგებული ველი.
აირჩიე იმ ველის შაბლონი, რომლის გამოყენებაც გსურს. თუ არ გსურს რაიმე ველი ან პარამეტრი წინასწარ იყოს შევსებული, აირჩიე ცარიელი შაბლონი.
ბლოკის სახელის სექციაში შეიყვანე ბლოკის სახელი. ის არ გამოუჩნდებათ შენს მომხმარებლებს.
ბლოკის ID-ის სექციაში გამოიყენე ჩამოსაშლელი მენიუ კონკრეტული ID ნომრის მისანიჭებლად. შეიტყვეთ მეტი ბლოკის ID-ების შესახებ.
ჩვენების წესების სექციაში დააკონფიგურირე შენი ბლოკის ჩვენების წესები:
- ბლოკის ყველა მომხმარებლისთვის საჩვენებლად, ჩვენების წესების სექცია ცარიელი დატოვე.
- ჩვენების წესის შესაქმნელად დააწკაპუნე: ⊕ ჩვენების წესის დამატება და შემდეგ დააკონფიგურირე შენი წესი. დაამატე იმდენი ჩვენების წესი, რამდენიც გჭირდება.
კონტენტის სექციაში დაამატე და მოარგე შენი ბლოკის კონტენტი:
- მენიუში შენახვა როგორც, აირჩიე, სად გსურს მორგებული ველის მონაცემების შენახვა. შეიტყვეთ მეტი მორგებული ველის მონაცემთა ტიპების შესახებ.
- ველების სექციაში დააწკაპუნე: ⊕ მორგებული ველის დამატება და შემდეგ აირჩიე მორგებული ველის ტიპი, რომლის გამოყენებაც გსურს.
- დააკონფიგურირე მორგებული ველის დეტალები, როგორიცაა ველის იარლიყები, ველის გასაღები, არჩევანის ვარიანტები და არის თუ არა ველი სავალდებულო. დააწკაპუნე: მზადაა.
- არასავალდებულო: სექციის თავსართის განყოფილებაში შენს მორგებულ ველს დაამატე სათაური და ქვესათაური.
- არასავალდებულო: პარამეტრების სექციაში აირჩიე, დაემატოს თუ არა „(არასავალდებულო)“ შენი ველის იარლიყს და გამოჩნდეს თუ არა ყველა ველი.
არასავალდებულო: სტილების სექციაში დააწკაპუნე: დიზაინის მორგება ბლოკის მინდვრების, კონტეინერისა და გამყოფის სტილების მოსარგებად.
არასავალდებულო: გამოქვეყნების სექციაში დააწკაპუნე ფანქრის ხატულას, რათა აირჩიო ბაზრები და გადახდის გვერდები, სადაც გსურს ბლოკი გამოჩნდეს.
დააწკაპუნე: შენახვა.
შენი ბლოკი ნაგულისხმევად ინახება, როგორც მონახაზი. როდესაც მზად იქნები ბლოკის გამოსაქვეყნებლად, სტატუსის სექციაში ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე აქტიური.
მორგებული ველის ბლოკის დამატება შეკვეთის გაფორმებაში
შეკვეთის გაფორმებაში შეგიძლია დაამატო არსებული მორგებული ველის ბლოკი. შეკვეთის გაფორმებისას რომ გამოჩნდეს, ბლოკები აქტიურ რეჟიმზე უნდა იყოს დაყენებული.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Checkout Blocks.
დააწკაპუნე: ბლოკები.
დააწკაპუნე მორგებული ველის ბლოკს, რომლის დამატებაც გსურს შეკვეთის გაფორმებაში.
დააწკაპუნე აქ: მეტი ქმედება ⌄ > შეკვეთის გაფორმებაში დამატება.
არასავალდებულო: ბლოკის გადახედვის ID-ის სექციაში დააწკაპუნე გაცვლის ბუფერის ხატულას, რათა დააკოპირო ბლოკის უნიკალური გადახედვის ID.
აირჩიე შეკვეთის გაფორმების სასურველი კონფიგურაცია და შემდეგ დააწკაპუნე: რედაქტორის გახსნა.
შეკვეთის გაფორმებისა და ანგარიშების რედაქტორში, დაამატე მორგებული ველის ბლოკი შენი შეკვეთის გაფორმების პროცესში:
- გადადი გადახდის გვერდზე, რომელზეც გსურს ბლოკის დამატება.
- დააწკაპუნე ⊕ ბლოკის დამატება იმ სექციაში, რომელშიც გსურს ბლოკის დამატება.
- დააწკაპუნე Checkout Blocks-ის პარამეტრზე მორგებული ველი.
- დააკონფიგურირე გადახდის ბლოკის დეტალები და აირჩიე ბლოკის შესაბამისი ბლოკის ID.
- არასავალდებულო: გამოიყენე ველი ბლოკის ID-ის გადახედვა (სატესტო მიზნებისთვის) და ბლოკის გადახედვის ID, რათა წინასწარ ნახო, თუ როგორ გამოჩნდება ბლოკი შეკვეთის გაფორმებისას.
- არასავალდებულო: გადაათრიე და ჩააგდე დინამიკური ბლოკი გადახდის გვერდზე იმ ლოკაციის შესაცვლელად, სადაც გსურს, რომ ბლოკი გამოჩნდეს.
დააწკაპუნე: შენახვა.