მეტაველების მასობრივად რედაქტირება

შეგიძლია გამოიყენო მასობრივი რედაქტორის ინსტრუმენტი, რათა ერთდროულად შეიტანო ცვლილებები რამდენიმე მეტაველში. შეგიძლია მასობრივად დაარედაქტირო პროდუქტების, ვარიანტების, კოლექციებისა და მომხმარებლების მეტაველები.

თუ პროდუქტის მეტაველების მასობრივად რედაქტირებისთვის Microsoft Edge ბრაუზერს იყენებ, URL-ის შეზღუდული სიგრძის გამო შესაძლოა შეცდომები დაფიქსირდეს. სცადე სხვა ვებბრაუზერების გამოყენება, როგორიცაა Chrome, Firefox ან Safari.

პროდუქტის მეტაველების მასობრივად რედაქტირება

შეგიძლია აირჩიო პროდუქტები მასობრივად რედაქტირებისთვის პროდუქტების გვერდიდან, შენს Shopify-ს ადმინში.

მასობრივი რედაქტორი ცხრილში აჩვენებს შენ მიერ არჩეულ პროდუქტებსა და მათ ზოგიერთ მახასიათებელს. შეგიძლია შეცვალო, პროდუქტის რომელი მახასიათებლები გამოჩნდეს ცხრილში. ცხრილის თითოეული სვეტი წარმოადგენს პროდუქტის მახასიათებელს, როგორიცაა ფასი, SKU და პროდუქტის კონკრეტული მეტაველი. ცხრილში თითოეული სტრიქონი წარმოადგენს არჩეულ პროდუქტს.

პროდუქტის იმ მეტაველების არჩევის შემდეგ, რომელთა რედაქტირებაც გსურს, შეგიძლია დააწკაპუნო რედაქტორში არსებულ ველებზე ახალი მონაცემების შესაყვანად ან არსებულის დასარედაქტირებლად.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში: პროდუქტები.

  2. გამოიყენე მოსანიშნი უჯრები თითოეული იმ პროდუქტის ასარჩევად, რომლის რედაქტირებაც გსურს.

  3. დააწკაპუნე ღილაკზე პროდუქტების რედაქტირება.

  4. დააწკაპუნე ღილაკზე სვეტები.

  5. მეტაველების სექციაში აირჩიე ის მეტაველები, რომელთა მასობრივად რედაქტირებაც გსურს.

  6. დააწკაპუნე და შეიყვანე მონაცემი ცხრილის ველში, კონკრეტული პროდუქტის მეტაველის დასარედაქტირებლად.

  7. დააწკაპუნე ღილაკზე შენახვა. თუ რაიმე შეცდომა დაფიქსირდა, უნდა გამოასწორო ისინი და კვლავ დააწკაპუნო შენახვაზე.