მოთხოვნები შენი საკუთარი იდენტობის პროვაიდერის კლიენტის ანგარიშებთან დასაკავშირებლად

სანამ კლიენტის ანგარიშებს დაუკავშირებ შენს საკუთარ იდენტობის პროვაიდერს, დარწმუნდი, რომ ის აკმაყოფილებს ყველა ტექნიკურ მოთხოვნას: გაეცანი მის დოკუმენტაციას ან მხარდაჭერისთვის დაუკავშირდი შენს იდენტობის პროვაიდერს.

მოთხოვნები იდენტობის პროვაიდერებისთვის

შენი Shopify-ს მაღაზიასთან ინტეგრაციისთვის, იდენტობის პროვაიდერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იდენტობის პროვაიდერს აქვს OAuth 2.0 ავტორიზაციის კოდის ნაკადის მხარდაჭერა. არაპირდაპირი (implicit) და ჰიბრიდული ნაკადები მხარდაჭერილი არ არის. client_secret_basic ტოკენის ბოლო წერტილის ავთენტიფიკაციის ნაგულისხმევი მეთოდია.
  • იდენტობის პროვაიდერს აქვს Proof Key for Code Exchange (PKCE) მხარდაჭერა საჯარო კლიენტებისთვის.
  • იდენტობის პროვაიდერი თავსებადია OpenID Connect (OIDC) ავთენტიფიკაციის სტანდარტთან.
  • იდენტობის პროვაიდერს აქვს OpenID Connect RP-Initiated Logout 1.0-ის მხარდაჭერა სისტემიდან გამოსვლისთვის. Back-Channel და Front-Channel გამოსვლა არ არის მხარდაჭერილი.
  • იდენტობის პროვაიდერს აქვს მომხმარებლების უნიკალურ იდენტიფიკატორად ელფოსტის გამოყენების მხარდაჭერა, ხოლო ელფოსტის ვერიფიკაცია რეგისტრაციის პროცესის ნაწილია.

ბოლო წერტილის მოთხოვნები

იდენტობის პროვაიდერს, რომელსაც უკავშირდები, უნდა ჰქონდეს კონკრეტული ბოლო წერტილების მხარდაჭერა. გაეცანი შემდეგ ცხრილს, რათა მეტი შეიტყო მოთხოვნილი ბოლო წერტილების, მათი სპეციფიკაციებისა და მაგალითების შესახებ.

მოთხოვნილი იდენტობის პროვაიდერის ბოლო წერტილები
მოთხოვნილი ბოლო წერტილიდომენისა და გზის მაგალითისპეციფიკაციები
ავტორიზაციაhttps://auth.provider.com/authorizeRFC 6749-ის სექცია 4.1
ტოკენიhttps://auth.provider.com/tokenRFC 6749-ის სექცია 4.1.3 და RFC 6749-ის სექცია 6
JWKShttps://auth.provider.com/.well-known/jwks.jsonRFC 7517-ის სექცია 5
აღმოჩენაhttps://auth.provider.com/.well-known/openid-configurationOpenID Discovery 1.0

ბოლო წერტილის პასუხის დროის მოთხოვნები

Shopify-დან შენი იდენტობის პროვაიდერის ტოკენის, აღმოჩენისა და userinfo ბოლო წერტილებისკენ გაგზავნილ მოთხოვნებს პასუხი უნდა დაუბრუნდეს 1 წამში. თუ ბოლო წერტილი პასუხის დასაბრუნებლად 1 წამზე მეტს მოანდომებს, მოთხოვნას ვადა გაუვა და ავტორიზაციის ნაკადი წარუმატებლად დასრულდება. ვადის ამოწურვის (timeout) თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდი, რომ შენი იდენტობის პროვაიდერი განთავსებულია დაბალი დაყოვნების (latency) და საკმარისი წარმადობის მქონე გარემოში.

მოთხოვნები მობილურისთვის

თუ შენს მაღაზიას აქვს მობილური აპი, იდენტობის პროვაიდერის ავტორიზაციის ბოლო წერტილს უნდა ჰქონდეს შემდეგი პარამეტრების მხარდაჭერა:

  • code_challenge: ამოწმებს, რომ კლიენტი, რომელიც ტოკენს ითხოვს, იგივეა, რომელმაც მოთხოვნა წამოიწყო.
  • code_challenge_method: ეს ბოლო წერტილი უნდა დაყენდეს S256-ზე.

ID ტოკენის მოთხოვნები

ID ტოკენი ავთენტიფიკაციის მტკიცებულებაა, რომელსაც შენი იდენტობის პროვაიდერი მომხმარებლის წარმატებული ავტორიზაციის შემდეგ გასცემს. გაეცანი ID ტოკენების შემდეგი claim-ებისა და ხელმომწერის მოთხოვნებს.

მოთხოვნილი claim-ები

Claim-ები არის განაცხადები, რომლებსაც შენი იდენტობის პროვაიდერი აზიარებს მომხმარებლის შესახებ და რომლებიც ავთენტიფიკაციისთვის გამოიყენება. კლიენტის ანგარიშების შენს საკუთარ იდენტობის პროვაიდერთან დაკავშირებისას, ID ტოკენის დაყენებისას საჭიროა შემდეგი claim-ები:

  • sub: მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორი შენს იდენტობის პროვაიდერში.
  • nonce: ID ტოკენში ჩართული უნიკალური სტრიქონი განმეორებითი (replay) შეტევების თავიდან ასაცილებლად.
  • email: მომხმარებლის უნიკალური ელფოსტის მისამართი, რომელიც გამოიყენება კლიენტის ანგარიშის უზრუნველსაყოფად. Entra ID-სა და Azure AD-ის ინტეგრაციებისთვის, email-ის ნაცვლად გამოიყენება upn claim-ი და იგი უნდა მიუთითებდეს ვალიდურ ელფოსტის მისამართზე, რომელსაც შეუძლია შეკვეთებსა და კლიენტებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება.
  • email_verified: ლოგიკური (boolean) მნიშვნელობა, რომელიც მიუთითებს, დადასტურებულია თუ არა ელფოსტა იდენტობის პროვაიდერის მიერ. email_verified-ის მნიშვნელობა უნდა იყოს true.
  • iss: გამომცემის იდენტიფიკატორი შენი იდენტობის პროვაიდერისთვის.
  • aud: აუდიტორია, რომლისთვისაც განკუთვნილია ID ტოკენი, ასევე ცნობილია, როგორც შენი კლიენტის ID.

მოთხოვნები ტოკენის ხელმოწერაზე

ხელმოწერის მოთხოვნები ეხმარება შენს იდენტობის პროვაიდერს, გადაამოწმოს მომხმარებლის ვინაობა შესვლის პროცესში. შენმა იდენტობის პროვაიდერმა უნდა მოაწეროს ხელი ID ტოკენებს შემდეგი მხარდაჭერილი ალგორითმებიდან ერთ-ერთის გამოყენებით:

  • RSA: RS256, RS384, RS512
  • ელიფსური მრუდი: ES256, ES384, ES512, ES256K
  • RSA-PSS: PS256, PS384, PS512
  • EdDSA: ED25519, EdDSA

HS256-ით (HMAC გაზიარებული საიდუმლოთი) ხელმოწერილი ტოკენები მხარდაჭერილი არ არის.

სესიისა და ტოკენის მოთხოვნები

Shopify იყენებს განახლების ტოკენებს მომხმარებელთა სესიების შესანარჩუნებლად 90 დღემდე ვადით. განახლების ტოკენის გარეშე, სესიები დასრულდება შენი იდენტობის პროვაიდერის წვდომის ტოკენის ვადის ამოწურვისას, რაც, როგორც წესი, 1 საათია.

მომხმარებლის ხანგრძლივი სესიების მხარდასაჭერად, შენი იდენტობის პროვაიდერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იდენტობის პროვაიდერს უნდა ჰქონდეს განახლების ტოკენების გაცემის მხარდაჭერა, როგორც ეს განსაზღვრულია RFC 6749-ის 1.5 ნაწილში.
  • იდენტობის პროვაიდერი ისე უნდა იყოს კონფიგურირებული, რომ დააბრუნოს განახლების ტოკენები ტოკენის პასუხში.

დამატებითი რესურსები

OpenID Connect-თან (OIDC) თავსებადი იდენტობის პროვაიდერებისა და მოთხოვნების შესახებ მეტის გასაგებად, გაეცანი მესამე მხარის შემდეგ რესურსებს: