ფასდაკლებებისთვის გაყიდვების არხის პარამეტრების მართვა

გაყიდვების არხებთან დაკავშირებული ფასდაკლებების პარამეტრების რეგულირება შეგიძლია შენი Shopify-ს ადმინის ფასდაკლებების გვერდიდან.

გაყიდვების არხებზე წვდომის გააქტიურებით შეგიძლია შენი ფასდაკლებები გაყიდვების არხებზე წარმოაჩინო. გაყიდვების არხების პარამეტრები შეიძლება დარეგულირდეს იმის მიხედვით, ფასდაკლების კოდს იყენებ თუ ავტომატურ ფასდაკლებას.

გაყიდვების არხები, სადაც შენი ფასდაკლებების განაღდებაა შესაძლებელი

შენ მიერ შექმნილი ფასდაკლებების გამოყენება მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც შენი გაყიდვების არხებზე, ასევე ონლაინ მაღაზიაში. ფასდაკლებების განაღდების შეზღუდვა მხოლოდ შემდეგ სცენარებში შეგიძლია:

  • მომხმარებლებს შეუძლიათ გაანაღდონ ფასდაკლების კოდები ყველა იმ გაყიდვების არხზე, რომელიც შენი მაღაზიისთვის დააყენე. კონკრეტულ გაყიდვების არხებზე მომხმარებლებისთვის ფასდაკლების კოდების განაღდების შეზღუდვა არ შეგიძლია.
  • ავტომატური ფასდაკლებები მოქმედებს ყველა იმ გაყიდვების არხზე, რომელიც შენი მაღაზიისთვის დააყენე. კონკრეტულად გაყიდვის წერტილისთვის (POS), ავტომატური ფასდაკლებების გააქტიურება მხოლოდ POS Pro ლოკაციებისთვის შეგიძლია. ავტომატური ფასდაკლებები აქტიურდება POS Pro ლოკაციებზე გამოყენების არჩევისას, თუ ფასდაკლების კრიტერიუმი ყველა მომხმარებელზეა დაყენებული, ან მოქმედი საცალო ბაზრის მინიჭებისას, თუ ფასდაკლების კრიტერიუმი ბაზრებზეა დაყენებული.

ფასდაკლების კოდებისთვის გაყიდვების არხებზე წვდომის გააქტიურება

შენ შეგიძლია გამოაჩინო შენი ფასდაკლების კოდები გაყიდვების არხებზე მას შემდეგ, რაც გააქტიურებ გაყიდვების არხზე წვდომას. ფასდაკლების კოდზე გაყიდვების არხის წვდომის გააქტიურება ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის არხისთვის, რაც არხის ადმინისტრატორებს საშუალებას აძლევს, რომ ფასდაკლების კოდი გამოაჩინონ სოციალური მედიის პოსტებში, რეკლამებში, POS-ის ფილებსა და არხის სხვა კონკრეტულ სარეკლამო კონტენტში.

თუ აირჩევ Shop-ს, მაშინ დასაშვები ფასდაკლების კოდები შეიძლება გამოჩნდეს Shop აპში. მომხმარებლებმა შეიძლება ასევე ნახონ შენ მიერ მათთვის ელფოსტით გაგზავნილი ფასდაკლების კოდები Shop აპში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ აგირჩევია Shop ამ კოდებისთვის.

ფასდაკლების კოდისთვის გაყიდვების არხების გააქტიურება შეგიძლია შენი Shopify-ს ადმინის ფასდაკლებები გვერდიდან.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი ფასდაკლებები-ზე.

  2. შექმენი ახალი ფასდაკლების კოდი ან აირჩიე ფასდაკლების კოდი, რომლის რედაქტირებაც გსურს.

  3. გაყიდვების არხზე წვდომა სექციაში, დააწკაპუნე არჩეულ არხებზე ფასდაკლების გამოჩენის დაშვება-ს.

  4. დააწკაპუნე გაყიდვების არხები-ს და შემდეგ აირჩიე ის გაყიდვების არხები, რომლებსაც ფასდაკლების გამოსაჩენად წვდომა უნდა ჰქონდეთ.

  5. დააწკაპუნე მზადაა-ს.

ავტომატური ფასდაკლებებისთვის გაყიდვების არხზე წვდომის გააქტიურება

ავტომატური ფასდაკლებები ვრცელდება შენ მიერ დაყენებულ ყველა გაყიდვების არხზე, გაყიდვის წერტილის (POS) გარდა, სანამ მას არ გაააქტიურებ. ავტომატური ფასდაკლებების გააქტიურება შეგიძლია მხოლოდ იმ ლოკაციებისთვის, რომლებსაც აქვთ POS Pro-ს გამოწერა.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი ფასდაკლებები-ზე.

  2. შექმენი ახალი ავტომატური ფასდაკლება ან აირჩიე ავტომატური ფასდაკლება, რომლის რედაქტირებაც გსურს.

  3. ხელმისაწვდომობა სექციაში, აირჩიე POS-ზე გამოყენება (მხოლოდ Pro ლოკაციები).