Rollo-ს ეტიკეტების პრინტერი
გადაზიდვის იარლიყების დასაბეჭდად შეგიძლია Rollo-ს ეტიკეტების პრინტერი გამოიყენო. Rollo-ს ეტიკეტების პრინტერი კომპიუტერს USB-ის საშუალებით უკავშირდება და არ საჭიროებს ტონერს ან მელანს საბეჭდად.
თუ Rollo-ს ეტიკეტების პრინტერის დაყენებაში, ინსტალაციაში ან ხარვეზების აღმოფხვრაში დახმარება გჭირდება, დაუკავშირდი Rollo-ს მხარდაჭერის გუნდს.
დააყენე შენი Rollo-ს ეტიკეტების პრინტერი
მიჰყევი ამ ნაბიჯებს Rollo-ს ეტიკეტების პრინტერის დასაყენებლად.
ნაბიჯები:
- თუ პრინტერის ჩამრთველი დაყენებულია On პოზიციაზე, გამორთე ის პრინტერის უკანა მხარეს მდებარე ჩამრთველზე დაჭერით.
- შეაერთე კვების კაბელი შენს Rollo-ს ეტიკეტების პრინტერში.
- შეაერთე კვების კაბელის მეორე ბოლო დენის ადაპტერში, ხოლო ადაპტერი შეაერთე დენის წყაროში.
- შეაერთე USB კაბელი შენს პრინტერში, ხოლო მეორე ბოლო - კომპიუტერში.
- მოათავსე ეტიკეტები პრინტერში ისე, რომ ეტიკეტის მხარე ზემოთ იყოს მოქცეული.
- დაარეგულირე სამაგრები ისე, რომ მათ ეტიკეტები ადგილზე დააფიქსირონ.
- გადართე დენის ჩამრთველი On პოზიციაზე.
- ეტიკეტების პრინტერის ზედა ნაწილში დააჭირე და ხანგრძლივად გეჭიროს იასამნისფერი ღილაკი, სანამ ხმოვან სიგნალს არ გაიგონებ, შემდეგ კი აუშვი. შენი პრინტერი ავტომატურად ამოიცნობს ეტიკეტის ტიპსა და ზომას.
Rollo-ს ეტიკეტების პრინტერის ინსტალაცია
შენს კომპიუტერზე rollow-ს ეტიკეტების პრინტერის დრაივერის დაინსტალირებაა საჭირო.
Mac
ნაბიჯები:
- ეწვიე Rollo-ს ვებსაიტს, რათა ჩამოტვირთო შენი კომპიუტერისთვის შესაბამისი დრაივერი.
- იპოვე და გახსენი საინსტალაციო პაკეტი შენს კომპიუტერში.
- დიალოგურ ფანჯარაში ორჯერ დააწკაპუნე
.pkgფაილს. - მიჰყევი ინსტალატორის ინსტრუქციებს, შემდეგ დააწკაპუნე Close-ს.
- პრინტერის ჩართვის შემდეგ, კომპიუტერი მას ავტომატურად ამოიცნობს.
Windows
ნაბიჯები:
- ეწვიე Rollo-ს ვებსაიტს, რათა ჩამოტვირთო შენი კომპიუტერისთვის შესაბამისი დრაივერი.
- იპოვე და გახსენი საინსტალაციო პაკეტი შენს კომპიუტერში.
- მიჰყევი ინსტალატორის ინსტრუქციებს.
- Windows-ში გადადი აქ: Control panel > Devices and Printers.
- დააწკაპუნე მარჯვენა ღილაკით Rollo Printer-ზე.
- დიალოგურ ფანჯარაში დააწკაპუნე Advanced-ს.
- Paper Size ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე შენი ეტიკეტის ზომა.
- პარამეტრების შესანახად დააწკაპუნე OK-ს.