მიწოდება UPS-ით ამერიკის შეერთებულ შტატებში

თუ აგზავნი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ლოკაციიდან, შეგიძლია შეიძინო გადაზიდვის იარლიყები UPS-ისგან. შენი ამანათების გაგზავნა შეგიძლია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიწოდებით.

მიწოდების ტარიფები, რომლებიც გერიცხება, დაფუძნებულია UPS-ში Shopify-ს ანგარიშზე.

თუ გსურს UPS-თან შეთანხმებული საკუთარი ტარიფების გამოყენება და არა გადაზიდვის იარლიყების, მაშინ გაეცანი სექციას UPS-ით მიწოდების გააქტიურება.

გასათვალისწინებელი დეტალები UPS-ით ამანათების გაგზავნისას

გაეცანი შემდეგ გასათვალისწინებელ დეტალებს UPS-ით გაგზავნისას:

  • UPS არ უჭერს მხარს საფოსტო ყუთების (PO box) მისამართებს, როგორც გაგზავნის ან დანიშნულების ადგილს.
  • UPS-ის იარლიყები ხელმისაწვდომი არ არის პუერტო-რიკოდან გაგზავნის მისამართებისთვის. თუ პუერტო-რიკოში იმყოფები და გსურს UPS-ის გამოყენება, შეგიძლია დაამატო UPS, როგორც მესამე მხარის გადამზიდავი.
  • UPS ახორციელებს მიწოდებას მხოლოდ კონტინენტური ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს გამორიცხავს ამერიკის შეერთებული შტატების ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჰავაი, პუერტო-რიკო და ალასკა.
  • UPS-ით გატანა ხელმისაწვდომია მხოლოდ კონტინენტურ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

UPS-ის მიერ აკრძალული ნივთები

არსებობს გარკვეული აკრძალული ნივთები, რომლებსაც UPS არ აგზავნის კანონების ან რეგულაციების გამო. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია გაეცნო UPS-ის გადაზიდვისთვის აკრძალული და შეზღუდული ნივთების სიას. გამგზავნის პასუხისმგებლობაა დარწმუნდეს, რომ UPS-ისთვის გადაცემული ნებისმიერი გზავნილი არ არღვევს მოქმედ რეგულაციებს.

ქვემოთ მოცემულია იმ ნივთების რამდენიმე მაგალითი, რომელთა გაგზავნა UPS-ით არ შეიძლება:

  • კანონით აკრძალული გზავნილები
  • ბანკის ბანკნოტები, ფასიანი ქაღალდები ან ვალუტა
  • ჩვეულებრივი ფოიერვერკები
  • სახიფათო ნარჩენები ან სახიფათო ნარჩენების მომსახურება
  • ადამიანის ნეშტი, ნაყოფის ნეშტი, ადამიანის სხეულის ნაწილები, ადამიანის ემბრიონი ან მათი კომპონენტები
  • სპილოს ძვალი
  • მარიხუანა, სამედიცინო მიზნით განკუთვნილი მარიხუანის და მარიხუანისგან მიღებული კანაბიდიოლის („CBD“) ჩათვლით
  • საფოსტო მარკები
  • ზვიგენის ფარფლები
  • ვეიპის პროდუქტები აშშ-ის ტერიტორიაზე, აშშ-ში ან აშშ-დან გასაგზავნად

ნებისმიერი გზავნილი, რომელიც აკრძალულია მოქმედი კანონით ან რეგულაციით წარმოშობის ან დანიშნულების ქვეყანაში, არ გადაიზიდება UPS-ის მიერ.

UPS იტოვებს უფლებას, უარი თქვას ან შეაჩეროს ნებისმიერი ამანათის ტრანსპორტირება, რომელზეც არ არის მითითებული გამგზავნისა და მიმღების საკონტაქტო დეტალები, აგრეთვე ინფორმაცია საქონლის შესახებ.

UPS-ის რეგისტრირებული დაბრუნების მისამართის მოთხოვნები

UPS მიწოდების მისამართების გადასამოწმებლად იყენებს საკუთარ მეთოდს. დარწმუნდი, რომ შენ მიერ გამოყენებული ნებისმიერი მისამართი აკმაყოფილებს UPS-ის შემდეგ მოთხოვნებს:

  • მისამართი არ არის საფოსტო ყუთი - UPS-ს არ შეუძლია დაამუშაოს გზავნილები საფოსტო ყუთიდან (PO box) Shopify-ის მეშვეობით.
  • ტელეფონის ნომერი სწორ ფორმატშია - მიუთითე რეგიონის კოდი ტელეფონის ნომრის ნაწილად. მაგალითად, 123-456-7890.
  • მისამართი მხარდაჭერილ ლოკაციაზეა - UPS შემოიფარგლება მხოლოდ კონტინენტური აშშ-დან მიწოდებით. არ შეგიძლია UPS-ის გამოყენება პუერტო-რიკოდან გადაზიდვის იარლიყების მეშვეობით გასაგზავნად. თუ შენი ბიზნესი დაფუძნებულია პუერტო-რიკოში და გსურს UPS-ის გამოყენება, მაშინ დაამატე UPS, როგორც მესამე მხარის გადამზიდავი.

თუ მისამართი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, მაგრამ მაინც არ არის მიღებული, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას.

დაბრუნების მისამართები

როდესაც პირველად ყიდულობ UPS-ის იარლიყს Shopify-ის მეშვეობით, მოგეთხოვება დაბრუნების მისამართის შეყვანა. თუ UPS-ის გზავნილს სჭირდება დაბრუნება ან მიმღებმა უარი თქვა მასზე, მაშინ UPS აწვდის გზავნილს დაყენების დროს მითითებულ დაბრუნების მისამართზე და არა იარლიყზე მითითებულ დაბრუნების მისამართზე.

თუ შეცვლი შესრულების ლოკაციის დეტალებს, მოგეთხოვება დაადასტურო შენი ახალი დაბრუნების მისამართი UPS-ის შემდეგი იარლიყის შეძენის მცდელობისას. დაბრუნების მისამართის შეცვლის ორი გზა არსებობს, იმის მიხედვით, თუ რამდენად დაშორებულია ის შენი წინა მისამართიდან:

  • თუ შენი შესრულების ახალი მისამართი იგივე ZIP კოდის ფარგლებშია, რომელშიც შენი წინა მისამართი იყო, შეგიძლია შეავსო დადასტურების ფორმა და გააგრძელო UPS-ის გადაზიდვის იარლიყების შეძენა ახალი დაბრუნების მისამართით.
  • თუ შენი შესრულების ახალი მისამართი შენი წინა მისამართის ZIP კოდის გარეთაა, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას შენი ახალი დაბრუნების მისამართით. დაბრუნების მისამართის განახლების პროცესი დასრულდება 24 საათში, რა დროსაც შეუძლებელი იქნება UPS-ის იარლიყების შეძენა Shopify-ის მეშვეობით. ამ პერიოდის განმავლობაში, გადაზიდვის იარლიყების შეძენა მაინც შესაძლებელია შეერთებულ შტატებში ხელმისაწვდომი სხვა გადამზიდავების მეშვეობით.

შიდა მიწოდება UPS-ით

შეგიძლია ქვეყნის შიგნით გაგზავნო შემდეგი სერვისების გამოყენებით: UPS Next Day Air®, UPS Next Day Air Saver®, UPS 2nd Day Air®, UPS 2nd Day Air A.M.®, UPS 3 Day Select®, UPS Ground® და UPS® Ground Saver.

UPS-ის შიდა მიწოდების სერვისების ტიპების აღწერა
მიწოდების სერვისიმიწოდების ვადებიაღწერა
UPS Ground®1-5 სამუშაო დღეაშშ-ის შიგნით მცირე ზომის ამანათების გაგზავნის ეკონომიური გზა.
UPS® Ground Saver2-7 დღეაშშ-ის შიგნით მცირე ზომის, დროში შეუზღუდავი ამანათების გაგზავნის ეკონომიური გზა. გზავნილები პირდაპირ UPS-ს უნდა გადაეცეს.
UPS 3 Day Select®3 სამუშაო დღეშეკვეთების გაგზავნა აშშ-ის შიგნით.
UPS 2nd Day Air®2 სამუშაო დღეშეკვეთების სწრაფი გაგზავნა აშშ-ის შიგნით, რომლებიც არ საჭიროებს მომდევნო დღეს მიწოდების სერვისს.
UPS 2nd Day Air A.M.®*2 სამუშაო დღეშეკვეთების სწრაფი გაგზავნა კომერციულ დანიშნულების ადგილზე, რომლებიც უნდა მივიდეს მეორე სამუშაო დღის დილით.
UPS Next Day Air Saver®*მომდევნო სამუშაო დღე (შუადღე)შეკვეთების გაგზავნა აშშ-ის შიგნით, რომლებიც უნდა მივიდეს მომდევნო სამუშაო დღის შუადღეს.
UPS Next Day Air®*მომდევნო სამუშაო დღეშეკვეთების გაგზავნის გზა, რომლებიც უნდა მივიდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
UPS Next Day Air Early®*მომდევნო სამუშაო დღე (დილა)შეკვეთების გაგზავნა, რომლებიც უნდა მივიდეს მომდევნო სამუშაო დღის დილით.

* გარანტირებული მიწოდება

UPS-ის შიდა მიწოდების ტარიფების შესახებ მეტის გასაგებად ეწვიე UPS-ის შიდა მიწოდების ვებსაიტს.

UPS Ground Saver

UPS Ground Saver არის ეკონომიური UPS სერვისი მცირე ზომის, დროში შეუზღუდავი ამანათებისთვის შეერთებული შტატების ფარგლებში. გზავნილს ამუშავებს UPS, თუმცა მიწოდების ბოლო ეტაპი შეიძლება განახორციელოს USPS-მა, დანიშნულების ადგილის მიხედვით.

UPS Ground Saver-ის იარლიყები შეიძლება შეიცავდეს როგორც UPS-ის, ისე USPS-ის თრექინგის ნომრებს. ორივე თრექინგის ნომერი ვალიდურია და ამანათი მიეწოდება ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილზე.

Ground Saver-ის ამანათები დატოვე მხოლოდ UPS-ის ლოკაციებზე, როგორიცაა UPS Store, UPS Drop Box ან UPS Access Point. ასევე შეგიძლია დაგეგმო UPS-ის გატანა. არ დატოვო Ground Saver-ის ამანათები USPS-ის ლოკაციებზე, მაშინაც კი, თუ იარლიყზე USPS-ის თრექინგის ნომერია.

საერთაშორისო მიწოდება UPS-ით

საერთაშორისო გაგზავნა შეგიძლია განახორციელო სერვისების – UPS Worldwide Express®, UPS Worldwide Saver, UPS World Expedited® და კანადის მიმართულებით UPS Standard-ის გამოყენებით.

UPS-ის მიერ შემოთავაზებული მიწოდების სხვადასხვა საერთაშორისო მეთოდი.
მიწოდების სერვისიმიწოდების ვადებიაღწერა
UPS Standardდაგეგმილი თარიღის მიხედვით განსაზღვრული დღეგაგზავნე ნაკლებად სასწრაფო შეკვეთები კანადაში.
UPS Worldwide Expedited2-5 სამუშაო დღეგაგზავნე ნაკლებად სასწრაფო მცირე ზომის ამანათები 220 ქვეყანაში.
UPS Worldwide Saver*1-3 სამუშაო დღე (დღის ბოლო)გაგზავნე საერთაშორისო შეკვეთები სწრაფად.
UPS Worldwide Express*1-3 სამუშაო დღე (დილა)გაგზავნე საერთაშორისო შეკვეთები სწრაფად 120 ქვეყანაში.

* გარანტირებული მიწოდება

საერთაშორისო მიწოდებისას შენს მომხმარებლებს შეიძლება დაეკისროთ ბაჟი, გადასახადები და საბროკერო მოსაკრებელი. UPS-ის საერთაშორისო მიწოდების შესახებ მეტის გასაგებად, ეწვიე UPS-ის საერთაშორისო მიწოდების ვებსაიტს

UPS-ის საერთაშორისო მიწოდების და საბაჟო დოკუმენტები

UPS-ით საერთაშორისო მიწოდებისას UPS Paperless® Invoice-ის გამოყენებით შეგიძლია შეამცირო ქაღალდის ნარჩენები და დააჩქარო საბაჟო პროცედურები. თუ აგზავნი ისეთ ქვეყანაში, რომელიც იღებს ელექტრონულ დოკუმენტაციას, შენი საბაჟო დოკუმენტაცია ავტომატურად გაიგზავნება ელექტრონულად და მხოლოდ გადაზიდვის იარლიყის დაბეჭდვა დაგჭირდება.

თუ აგზავნი მხარდაჭერის არმქონე ქვეყანაში ან რეგიონში, უნდა დაბეჭდო საბაჟო ფორმები და დაურთო შენს გზავნილს.

ამანათის მოთხოვნები UPS-ის შიდა და საერთაშორისო გზავნილებისთვის

UPS უშვებს შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებლებს შიდა და საერთაშორისო გზავნილებისთვის, UPS Ground Saver-ის გამოკლებით:

  • მაქსიმალური წონაა 150 ფუნტი (68 კგ)
  • მაქსიმალური სიგრძე და გარშემოწერილობა ჯამში 165 ინჩია (419 სმ)
  • მაქსიმალური სიგრძეა 108 ინჩი (274 სმ)

UPS უშვებს შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებლებს UPS Ground Saver-ით შიდა გზავნილისთვის:

  • მაქსიმალური წონაა 70 ფუნტი (31 კგ)
  • მაქსიმალური სიგრძე და გარშემოწერილობა ჯამში 130 ინჩია (330 სმ)
  • მაქსიმალური სიგრძეა 60 ინჩი (152 სმ)

ამანათის მოთხოვნების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე UPS-ის ვებსაიტს.

პროდუქტების მიტანა UPS-ში

შეგიძლია მიიტანო შენი პროდუქტები UPS-ის ჩაბარების ადგილას ან დაგეგმო გატანა.

თუ ამანათს შაბათს ჩააბარებ ან გაიტანენ, UPS-მა შესაძლოა შაბათს დამუშავების $16 USD საკომისიო ჩამოგაჭრას. ეს საკომისიო იარლიყის შეძენის შემდეგ ჩამოიჭრება, როგორც გადაზიდვის იარლიყის ფასის კორექტირება.

UPS-ის გატანის დაგეგმვა

შენ შეგიძლია გატანის დაგეგმვა შენთვის სასურველ თარიღზე, დროსა და მისამართზე. გატანის დრო დაფუძნებულია გატანის მისამართის დროის სარტყელზე. გატანის დაგეგმვა შეგიძლია 1-დან 7 დღით ადრე. გატანის ნებისმიერი დრო მიახლოებითია და დამოკიდებულია ტრაფიკზე, ამინდსა და გატანის მისამართზე. თუ გსურს რამდენიმე გატანის დაგეგმვა, უნდა იყიდო მინიმუმ ერთი UPS-ის ეტიკეტი.

UPS On-Call Pickup®-ის ღირებულება $4 USD-ია და ეს არის ექსკლუზიური, ფასდაკლებული ტარიფი იმ მოვაჭრეებისთვის, რომლებიც გადაზიდვის იარლიყებს იყენებენ. თუ გატანას შაბათს დაგეგმავ, UPS-მა შესაძლოა შაბათს დამუშავების $16 USD საკომისიოც ჩამოგაჭრას. ეს საკომისიო არ შედის გატანის ღირებულებაში და ის მოგვიანებით ჩამოიჭრება, როგორც ფასის კორექტირება.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი სექციაში შეკვეთები.

  2. გატანის დასაგეგმად, შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:

  • გადაზიდვის იარლიყის შეძენისთანავე გატანის დასაგეგმად, სექციაში ამანათის გატანა, დააწკაპუნე ღილაკზე გატანის დაგეგმვა.
  • UPS-ით შესრულებული შეკვეთისთვის გატანის დასაგეგმად, გახსენი შეკვეთა, დააწკაპუნე Horizontal menu ხატულაზე და შემდეგ დააწკაპუნე ღილაკზე გატანის დაგეგმვა.
  1. სექციაში გატანის მისამართი აირჩიე გატანის მისამართი ან შეიყვანე მორგებული მისამართი. მორგებული მისამართები არ ინახება სამომავლო გატანებისთვის.
  2. სექციაში გატანის დეტალები მიუთითე შემდეგი დეტალები:
  • საკონტაქტო პირის სახელი და ტელეფონის ნომერი
  • გატანის თარიღი და მიახლოებითი დრო
  • ამანათის ლოკაცია, მაგალითად მისაღები ან წინა კარი
  • ნებისმიერი სპეციალური ინსტრუქცია კურიერისთვის, როგორიცაა ბინის ნომერი ან დომოფონის კოდი.
  1. არასავალდებულო: თუ შენი ამანათების წონა 70 ფუნტს (32 კგ) აღემატება, აირჩიე აცნობე გადამზიდავს, რომ ზოგიერთი ამანათი იწონის 70 ფუნტზე მეტს, რათა მომზადებულები მოვიდნენ.
  2. გადახედე გატანის შეჯამებას და შემდეგ დააწკაპუნე ღილაკზე გატანის დაგეგმვა.

შენი დაგეგმილი გატანების ნახვა შეგიძლია შენს Shopify-ს ადმინში, შეკვეთების გვერდიდან.

თუ მძღოლი არ მოვა დაგეგმილ გატანაზე, დაურეკე UPS-ს ნომერზე 1-800-PICK-UPS (1-800-742-5877) და უკარნახე შენი გატანის დადასტურების ნომერი. გატანის დადასტურების ნომერს იპოვი შეკვეთის ქრონოლოგიაში.

UPS-ის გატანის გაუქმება

შენ შეგიძლია გააუქმო დაგეგმილი გატანა. თუ შეეცდები გატანის გაუქმებას დაგეგმილ დროსთან ძალიან ახლოს, შესაძლოა უკვე გვიანი იყოს და მძღოლი მაინც მოვიდეს დაგეგმილ დროს.

თუ წარმატებით გააუქმებ UPS-ის გატანას, შენს ანგარიშზე დაგიბრუნდება გატანის ღირებულება, რომლის გამოყენებასაც შეძლებ გადაზიდვის იარლიყების შესაძენად ან სხვა გატანების დასაგეგმად.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი სექციაში შეკვეთები.

  2. დააწკაპუნე ღილაკზე გატანების ნახვა.

  3. დააწკაპუნე ღილაკზე გატანის გაუქმება.

  4. დასადასტურებლად კვლავ დააწკაპუნე გატანის გაუქმება.

ხელმოწერის მოთხოვნა UPS-ის გზავნილის ჩაბარებისას

გზავნილის ჩაბარებისას ხელმოწერის მოსათხოვად, გადაზიდვის იარლიყის შეძენისას აირჩიე საჭიროა ხელმოწერა.

ამ სერვისის ფასი დამოკიდებულია UPS-ის მიერ დამატებული საწვავის დანამატის ღირებულებაზე.

UPS-ის გადაზიდვის უფასო მასალების შეკვეთა

შენ შეგიძლია პირდაპირ UPS-დან შეუკვეთო გადაზიდვის უფასო მასალები (მაგალითად, კონვერტები, ეტიკეტები და პარკები). მასალების მისაღებად დაგჭირდება დარეგისტრირდე უფასო UPS ანგარიშზე.

გადაზიდვის პრეტენზიების წარდგენა UPS-ის გზავნილებისთვის

თუ იყენებ UPS-ს გადაზიდვის იარლიყებთან ერთად აშშ-ში და შენი UPS-ის გზავნილი დაიკარგა ან დაზიანდა, შეგიძლია გაუგზავნო გადაზიდვის პრეტენზია Shopify-ს მხარდაჭერას.

ჩართული სადაზღვევო დაფარვა UPS-ის გზავნილებისთვის

დაზღვევა შედის ფასში, როდესაც ყიდულობ გადაზიდვის იარლიყს UPS-დან. მიწოდების სერვისები, რომლებიც მოიცავს სადაზღვევო დაფარვას, ანაზღაურებს მაქსიმუმ 50 USD-ს Ground Saver-ისთვის, ან 100 USD-ს UPS-ის ყველა სხვა მიწოდების მეთოდისთვის.

გადაზიდვის იარლიყის შეძენისას, შენ შეგიძლია დაამატო მეტი გადაზიდვის დაზღვევა.

გადაზიდვის პრეტენზიის წარდგენა დაკარგული ან დაზიანებული UPS-ის გზავნილებისთვის

თუ გზავნილი დაიკარგა ან დაზიანდა, გააგზავნე გადაზიდვის საკომპენსაციო განაცხადი Shopify-ს ადმინში.

განაცხადი უნდა გააგზავნო მაშინვე, როგორც კი აღმოაჩენ, რომ ამანათი დაიკარგა ან დაზიანდა. UPS-მა განაცხადის შესახებ შეტყობინება უნდა მიიღოს ამანათის მიწოდებიდან 60 დღის განმავლობაში, ხოლო დაკარგული ამანათის შემთხვევაში — დაგეგმილი მიწოდების თარიღიდან 60 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, Shopify-ს მხარდაჭერას სჭირდება დრო, რათა დაამუშაოს და გადააგზავნოს შენი განაცხადი UPS-ში, სანამ პასუხისმგებლობის პერიოდი ამოიწურება.

შენს განაცხადში მიუთითე შემდეგი ინფორმაცია:

  • პრობლემის აღწერა
  • მიმღების ტელეფონის ნომერი

დაზიანებული ამანათებისთვის, ასევე უნდა მიუთითო შემდეგი ინფორმაცია:

  • დაზიანების აღწერა
  • ვის აქვს ამჟამად ამანათი და მისი შიგთავსი
  • არის თუ არა გზავნილი ხელმისაწვდომი UPS-ის მიერ ინსპექტირებისთვის
  • რა ტიპის გარე და შიდა შეფუთვა და მასალა იქნა გამოყენებული გზავნილისთვის
  • როგორ იყო ამანათი დალუქული

დაზიანების განაცხადის განსახილველად UPS-ს ასევე სჭირდება შემდეგი სამი ფოტო:

  • ამანათის გარე მხარე, სადაც ჩანს დაზიანება, ან ამანათის ზედა და ორი გვერდითა ნაწილი, თუ გარე მხარე არ არის დაზიანებული
  • დაზიანებული ერთეული და შეფუთვის მასალა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იყო ერთეული შეფუთული, ამანათის მთლიანი შიგთავსითურთ
  • ამანათზე არსებული გადაზიდვის იარლიყის ახლო ხედი, რომელზეც თრექინგის ნომერი იკითხება

თუ გზავნილი შენს მომხმარებელს აქვს, სთხოვე, შეინახოს ორიგინალი ყუთი და შეფუთვა, აგრეთვე მიღებული დაზიანებული შიგთავსი ინსპექტირებისთვის. დაზიანების განაცხადის პროცესის ფარგლებში, UPS-მა შეიძლება მოითხოვოს შიგთავსისა და ორიგინალი შეფუთვის დაზიანების ინსპექტირება.

გადაზიდვის საკომპენსაციო განაცხადის გაგზავნა დაგვიანებულ UPS-ის გზავნილებზე

თუ გზავნილმა დაიგვიანა და გსურს თვალი ადევნო ამანათს და გააკეთო განაცხადი, გააგზავნე გადაზიდვის საკომპენსაციო განაცხადი Shopify-ს ადმინში.

თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა გააკეთო 15 კალენდარული დღის განმავლობაში დაგეგმილი მიწოდების თარიღიდან, ups.com-ის თრექინგის დეტალებში მითითებული თარიღიდან ან მიწოდების დამადასტურებელი საბუთის თარიღიდან (რომელიც უფრო გვიანია).

შენს განაცხადში მიუთითე შემდეგი ინფორმაცია:

  • თარიღი, როდესაც ამანათი მიიღო UPS-მა და უახლესი თარიღი, როდესაც ამანათი უნდა ყოფილიყო მიწოდებული
  • მიმღების ტელეფონის ნომერი

მხარდაჭერის მიღება UPS-ის გზავნილებისთვის

UPS-ის გზავნილთან დაკავშირებული დახმარებისთვის, როგორიცაა ამანათის შეჩერება ან გადამისამართება, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას.

მხარდაჭერის მოთხოვნა UPS-ის ფიზიკურ ინვოისებთან დაკავშირებით

თუ მიიღე ფიზიკური UPS-ის ინვოისი, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას და მიაწოდე UPS-ისგან მიღებული ინვოისის ასლი.

Shopify-ს მეშვეობით ნაყიდი UPS-ის იარლიყების ანგარიშსწორება უნდა მოხდეს შენი Shopify-ს ინვოისის საშუალებით. UPS-ისგან მიღებული ინვოისები უნდა მიაწოდო Shopify-ს, რათა UPS-მა შეძლოს მოკვლევა, თუ რატომ ხდება თანხის ჩამოჭრა Shopify-ს გარეთ.

მხარდაჭერის მოთხოვნა UPS-ის გზავნილებისთვის

თუ იყენებ UPS-ს გადაზიდვის იარლიყებით და გჭირდება დახმარება, გაეცანი შემდეგ ცხრილს, რათა გაიგო, ვის დაუკავშირდე.

ვის უნდა დაუკავშირდე, როდესაც გჭირდება დახმარება UPS-თან და გადაზიდვის იარლიყებთან დაკავშირებით, შენი საჭიროებებიდან გამომდინარე
სიტუაციაკონტაქტი
მიიღე დახმარება იარლიყის შეძენამდე.Shopify-ს მხარდაჭერა
მიიღე დახმარება იარლიყის შეძენის შემდეგ, როგორიცაა ამანათის შეჩერება ან გადამისამართება.Shopify-ს მხარდაჭერა
გააგზავნე საკომპენსაციო განაცხადი.გააგზავნე გადაზიდვის საკომპენსაციო განაცხადი UPS-ში Shopify-ს ადმინის მეშვეობით
გაასაჩივრე მიწოდების კორექტირება.Shopify-ს მხარდაჭერა

თუ იარლიყი შეიძინე შენი UPS-ის ანგარიშით და არ გამოგიყენებია გადაზიდვის იარლიყები, პირდაპირ UPS-ს უნდა დაუკავშირდე:

  • შიდა შეკვეთები: 1-800-742-5877
  • საერთაშორისო შეკვეთები: 1-800-782-7892
  • TDD/TTY: 1-800-833-0056