შეკვეთის მონახაზებისთვის თანხის მიღება
როდესაც შეკვეთის მონახაზი მომხმარებლის მიერ გადასახდელად მზადაა, შეგიძლია გააგზავნო ინვოისი ან შეკვეთის გაფორმების ბმული, რათა მომხმარებელმა შეიყვანოს საკუთარი გადახდის ინფორმაცია და ონლაინ შეკვეთის გაფორმების გვერდიდან გადაიხადოს შეკვეთის საფასური.
სხვა შემთხვევაში, თუ გაქვს მომხმარებლის ბილინგის ინფორმაცია, შეგიძლია შეკვეთის მონახაზებისთვის ხელით მიიღო გადახდა საკრედიტო ბარათით. ასევე შეგიძლია მონიშნო შეკვეთა გადახდილად, თუ უკვე მიიღე გადახდა. შეკვეთის მონახაზისთვის გადახდის მიღებისას ის იქცევა შეკვეთად შეკვეთების გვერდზე.
ამ გვერდზე
გასათვალისწინებელი ფაქტორები შეკვეთის მონახაზებისთვის თანხის მისაღებად
სანამ შეკვეთის მონახაზებისთვის მიიღებ გადახდებს, გადახედე შემდეგ გასათვალისწინებელ ფაქტორებს:
- საკრედიტო ბარათებით ხელით გადახდის მიღება მხოლოდ Shopify Payments-ის მეშვეობით შეგიძლია.
- მალე დაემატება შეკვეთის მონახაზის გადახდილად მონიშვნის და საკრედიტო ბარათით გადახდის მიღების მხარდაჭერა ისეთი შეკვეთის მონახაზებისთვის, რომლებიც შეიცავს ნებისმიერ გამოწერის პროდუქტს. მანამდე, შეკვეთის მონახაზის დასასრულებლად, გაუგზავნე ინვოისი ან გაუზიარე შეკვეთის გაფორმების ბმული შენს მომხმარებელს.
- შეკვეთის მონახაზებისთვის საკრედიტო ბარათით გადახდების მისაღებად უნდა გაიარო Shopify Payments-ის ვერიფიკაციის პროცესი.
- თუ გადახდებს იღებ პირდაპირი გადახდის პროვაიდერების მეშვეობით (Shopify Payments-ის გარდა), გადაამოწმე შენს პროვაიდერთან, მოქმედებს თუ არა მომხმარებელთა ინფორმაციის ამგვარად დამუშავება PCI-სთან შესაბამისობის მოთხოვნებზე.
- თუ შენი შეკვეთის მონახაზის დეტალები მოძველებულია და არ ემთხვევა Shopify-ს ადმინში არსებულ ამჟამინდელ მონაცემებს (მაგალითად, თუ შეიცვალა პროდუქტის ფასი ან მიწოდების ტარიფი), გადახდის მიღებამდე აუცილებლად უნდა მოაგვარო ეს პრობლემები და ასახო ცვლილებები.
- ნებისმიერი გადახდის მეთოდის მორგება, რომელიც გააქტიურებული გაქვს შეკვეთის გაფორმებისას, ნაგულისხმევად ვრცელდება შეკვეთის მონახაზის გაფორმებაზეც. შექმნილი შეკვეთის მონახაზები არ აჩვენებს გადახდის მეთოდის მორგებებს შენს Shopify-ს ადმინში, თუმცა მორგებები მაინც იმოქმედებს შეკვეთის გაფორმებისას.
- ეფექტურობის ოპტიმიზაციისთვის 2025 წლის 1 აპრილს ან მის შემდეგ შექმნილი შეკვეთის მონახაზები უმოქმედობიდან 1 წლის შემდეგ ავტომატურად იშლება. შეკვეთის მონახაზის ნებისმიერი ტიპის რედაქტირება ტაიმერის გადატვირთვას იწვევს.
ტრანზაქციის საკომისიო შეკვეთის მონახაზებისთვის
შეკვეთის მონახაზებისთვის მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიო არ ჩამოგეჭრება შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც გადახდას ამუშავებ Shopify Payments-ის მეშვეობით. შენ იხდი მხოლოდ საკრედიტო ბარათის დამუშავების საკომისიოს შენს Shopify-ს ადმინში საკრედიტო ბარათით შესყიდვების ხელით დამუშავებისას.
- როდესაც მონიშნავ შეკვეთას გადახდილად და აირჩევ ხელით გადახდის მეთოდს, როგორიცაა ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას ან საბანკო დეპოზიტი.
როდესაც გადახდების მისაღებად იყენებ საკრედიტო ბარათით პირდაპირი გადახდის მხარდაჭერილ მესამე მხარის პროვაიდერს, მაშინ საკრედიტო ბარათით შესყიდვების დამუშავებისას იხდი მესამე მხარის იმავე ტრანზაქციის საკომისიოს, რომელსაც იხდი ონლაინ შეკვეთებისთვის.
შეკვეთის მონახაზზე გადახდის მონიშვნა გადახდილად
თუ უკვე მიიღე გადახდა მიმდინარე შეკვეთისთვის, ან თუ შენს Shopify-ს ადმინში შემოგაქვს წარსული შეკვეთა სხვა პლატფორმიდან, შეგიძლია მონიშნო შეკვეთა გადახდილად. მიღებული თანხა ხელახლა არ ჩამოიჭრება შენი გადახდის პროვაიდერის მიერ და მომხმარებელი მიიღებს შეკვეთის დადასტურების ელფოსტას.
თუ იყენებ საერთაშორისო გაყიდვების ინსტრუმენტებს, მაშინ მნიშვნელობა მიღებულ თანხაში არის მომხმარებლის ადგილობრივ ვალუტაში არსებული მნიშვნელობა, რომელიც კონვერტირებულია შენი მაღაზიის ვალუტაში. კონვერტაცია ეფუძნება ვალუტის მიმდინარე გაცვლით კურსს. ანგარიშგების მიზნებისთვის, თუ შენ მიერ მიღებული თანხა განსხვავდება ნაჩვენები თანხისგან, განაახლე იგი.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი შეკვეთები > მონახაზები.
დააწკაპუნე შეკვეთის არსებულ მონახაზზე, რომლის გადახდილად მონიშვნაც გსურს.
გადახდის სექციაში დააწკაპუნე ღილაკს გადახდის მიღება, შემდეგ კი – გადახდილად მონიშვნა.
არასავალდებულო: თუ მიღებული თანხის მნიშვნელობა განსხვავდება შენ მიერ მიღებული თანხისგან, განაახლე მნიშვნელობა.
დააწკაპუნე შეკვეთის შექმნას.
არასავალდებულო: თუ შეკვეთაზე შეკვეთის გაფორმების ვალიდაციის რომელიმე წესი არ დაკმაყოფილდა, გამოჩნდება გაფრთხილება იმ წესების ჩამონათვალით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:
- გადახდის გასაუქმებლად და შეკვეთის მონახაზის შესაცვლელად დასაბრუნებლად დააწკაპუნე გაუქმებას.
- წესის იგნორირებისა და შეკვეთის გადახდილად მონიშვნისთვის დააწკაპუნე იგნორირებას და შეკვეთის შექმნას.
შეკვეთის შექმნის შემდეგ მასზე წვდომა შეგიძლია შეკვეთების გვერდიდან.
შეკვეთის მონახაზისთვის ხელით გადახდის მიღება საკრედიტო ბარათით
თუ გაქვს შენი მომხმარებლის ბილინგის ინფორმაცია, შეგიძლია მიიღო გადახდა შეკვეთისთვის საკრედიტო ბარათით. გადახდის ეს მეთოდი ხელმისაწვდომია მხოლოდ Shopify Payments-ით.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი შეკვეთები > მონახაზები.
დააწკაპუნე შეკვეთის არსებულ მონახაზზე, რომლისთვისაც გსურს საკრედიტო ბარათით გადახდის მიღება.
გადახდის სექციაში დააწკაპუნე გადახდის მიღებას, შემდეგ კი – საკრედიტო ბარათს.
შეიყვანე მომხმარებლის ბილინგისა და საკრედიტო ბარათის ინფორმაცია.
გადახდის პარამეტრების დასადასტურებლად და შეკვეთის მონახაზიდან შეკვეთის შესაქმნელად დააწკაპუნე ჩამოჭრა-ს. ღილაკზე ნაჩვენებია შეკვეთის ჯამური თანხა.
არასავალდებულო: თუ შეკვეთაზე შეკვეთის გაფორმების ვალიდაციის რომელიმე წესი არ დაკმაყოფილდა, გამოჩნდება გაფრთხილება იმ წესების ჩამონათვალით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:
- გადახდის გასაუქმებლად და შეკვეთის მონახაზის შესაცვლელად დასაბრუნებლად დააწკაპუნე გაუქმებას.
- წესის იგნორირებისა და შეკვეთის გადახდილად მონიშვნისთვის დააწკაპუნე იგნორირებას და შეკვეთის შექმნას.
მოძველებულ შეკვეთის მონახაზებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება
შეკვეთის მონახაზის შექმნისას, მასში დამატებული ელემენტები (როგორიცაა პროდუქტები და მიწოდების ტარიფები) ნაჩვენებია იმ კონფიგურაციით, რომელიც მათ მონახაზში დამატების მომენტში ჰქონდათ. თუ მისი დასრულების მცდელობისას შეკვეთის მონახაზის რომელიმე ელემენტი შეიცვალა, მაგალითად, თუ პროდუქტი წაიშალა ან მიწოდების ტარიფის ფასი შეიცვალა, ამ ცვლილებების შესახებ შეტყობინებას მიიღებ. შეგიძლია ხელით შეიტანო ცვლილებები შეკვეთის მონახაზში, ან მიიღო განახლებები და შეკვეთა ავტომატურად დაასრულო.
შეტყობინებას მიიღებ შემდეგი ტიპის ცვლილებების შესახებ:
- პროდუქტი ან ვარიანტი წაიშალა.
- პროდუქტის ან ვარიანტის ფასი შეიცვალა. ეს არ ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლებზეც მოქმედებს ფასის ფიქსაცია.
- მიწოდების ტარიფი აღარ არის ხელმისაწვდომი.
- მიწოდების ტარიფის ფასი შეიცვალა.
როდესაც მიიღებ შეტყობინებას ახალი განახლებები ამ შეკვეთის მონახაზისთვის, შეგიძლია შეასრულო შემდეგი მოქმედებებიდან ერთ-ერთი:
- შეკვეთის მონახაზის გადახედვა: დაბრუნდი შეკვეთის მონახაზის რედაქტორში შეკვეთაზე ასახული, მაგრამ ჯერ შეუნახავი განახლებებით. შეგიძლია ხელით შეიტანო ცვლილებები პროდუქტებში, ან გამოიყენო მორგებული ფასდაკლებები თუ მიწოდების ტარიფები.
- შეკვეთის შექმნა: განაგრძე შეკვეთის დასრულება შეკვეთაზე ავტომატურად ასახული განახლებებით.