შეკვეთაში პროდუქტების რედაქტირება
შეგიძლია დაარედაქტირო შენი შეკვეთა, რათა დაამატო პროდუქტები და მორგებული ერთეულები, წაშალო პროდუქტები შეკვეთიდან და დააკორექტირო ერთეულების რაოდენობა. გაფორმების შემდეგ შეკვეთაში პროდუქტების რედაქტირება დაგეხმარება შეცდომების გამოსწორებაში, დამატებით ერთეულებზე მომხმარებლის მოთხოვნების შესრულებასა თუ პროდუქტების გაცვლაში.
შეკვეთის რედაქტირებისას, შეკვეთის ჯამი განახლდება ამ ცვლილებების ასახვის მიზნით და შეკვეთაში გამოჩნდება, მომხმარებლისთვის თანხაა დასაბრუნებელი თუ შენთვისაა ბალანსი გადასახდელი. შეკვეთის კორექტირებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ან მისგან გადახდის შეგროვება.
შეკვეთის რედაქტირებამდე, გაეცანი შეკვეთების რედაქტირებისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს.
ამ გვერდზე
შეკვეთაში ერთეულის დამატება
შეგიძლია დაარედაქტირო შენი შეკვეთა პროდუქტებისა და მორგებული ერთეულების დასამატებლად. თუ შეკვეთას პროდუქტებს დაამატებ, შეძლებ მომხმარებელს გაუგზავნო ინვოისი ელფოსტით გადახდის გვერდის ბმულთან ერთად, ან შეგიძლია შეკვეთისთვის მიიღო გადახდა.
შეკვეთაში უკვე არსებული პროდუქტის ვარიანტის დასამატებლად, პროდუქტის ვარიანტის დამატების ნაცვლად, საჭიროა გაზარდო არსებული ვარიანტის ერთეულთა რაოდენობა.
ნაბიჯები:
დესკტოპი
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში შეკვეთები.
დააწკაპუნე შეკვეთას, რომლის რედაქტირებაც გსურს.
დააწკაპუნე: რედაქტირება.
შეკვეთაში პროდუქტის დასამატებლად, შეასრულე შემდეგი ნაბიჯები:
- დააწკაპუნე პროდუქტს.
- მოძებნე პროდუქტი, რომლის დამატებაც გსურს შეკვეთაში და შემდეგ აირჩიე პროდუქტი.
- დააწკაპუნე: მზადაა.
მორგებული ერთეულის შესაქმნელად და შეკვეთაში დასამატებლად, შეასრულე შემდეგი ნაბიჯები:
- დააწკაპუნე მორგებულ ერთეულს.
- მორგებული ერთეულის დამატების ფანჯარაში შეიყვანე ერთეულის სახელი, ფასი და რაოდენობა.
- სურვილისამებრ: თუ ერთეული იბეგრება, აირჩიე ერთეული იბეგრება.
- სურვილისამებრ: თუ ერთეული ფიზიკური პროდუქტია, აირჩიე ერთეული ფიზიკური პროდუქტია.
- დააწკაპუნე ერთეულის დამატებას.
სურვილისამებრ: რედაქტირების მიზეზის სექციაში, შეიყვანე შენიშვნა შეკვეთის რედაქტირების შესახებ. ეს შენიშვნა შენს მომხმარებელს არ გამოუჩნდება.
შეკვეთის რედაქტირების დასრულების შემდეგ, გადახედე და განაახლე შეკვეთა.
მობილური
Shopify აპიდან შეეხე
ხატულას .
შეეხე შეკვეთას, რომლის რედაქტირებაც გსურს.
შეეხე ამას:
ან
და შემდეგ შეეხე რედაქტირებას.
შეკვეთაში პროდუქტის დასამატებლად, შეასრულე შემდეგი ნაბიჯები:
- შეეხე: პროდუქტის დამატება.
- მოძებნე პროდუქტი, რომლის დამატებაც გსურს შეკვეთაში და შემდეგ აირჩიე პროდუქტი.
- შეეხე შენახვას ან ✓-ს.
მორგებული ერთეულის შესაქმნელად და შეკვეთაში დასამატებლად, შეასრულე შემდეგი ნაბიჯები:
- შეეხე: მორგებული ერთეულის დამატება.
- მორგებული ერთეულის დამატების ეკრანზე შეიყვანე ერთეულის სახელი, ფასი და რაოდენობა.
- სურვილისამებრ: თუ ერთეული იბეგრება, აირჩიე ერთეული იბეგრება.
- სურვილისამებრ: თუ ერთეული ფიზიკური პროდუქტია, აირჩიე ერთეული ფიზიკური პროდუქტია.
- შეეხე შენახვას ან ✓-ს.
სურვილისამებრ: რედაქტირების მიზეზის სექციაში, შეიყვანე შენიშვნა შეკვეთის რედაქტირების შესახებ. ეს შენიშვნა შენს მომხმარებელს არ გამოუჩნდება.
შეეხე ცვლილებების გადახედვას, გადახედე შენს შეკვეთაში შეტანილ ცვლილებებს და შემდეგ შეეხე: შეკვეთის განახლება.
შეკვეთიდან ერთეულების წაშლა
შენ შეგიძლია შეკვეთიდან ერთეულების წაშლა. თუ ერთეულების შეცვლა გსურს, უნდა წაშალო არასასურველი ერთეული და დაამატო ახალი.
როდესაც შეკვეთიდან ერთეულებს შლი, შენი შეკვეთის ჯამი ახლდება ამ ცვლილების ასასახად და შეკვეთა აჩვენებს, გჭირდება თუ არა თანხის დაბრუნება.
ნაბიჯები:
დესკტოპი
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში შეკვეთები.
დააწკაპუნე შეკვეთას, რომლის რედაქტირებაც გსურს.
დააწკაპუნე: რედაქტირება.
მიიტანე კურსორი პროდუქტზე, რომლის წაშლაც გსურს, და შემდეგ დააწკაპუნე ×-ს.
სურვილისამებრ: თუ არ გსურს წაშლილი პროდუქტის მარაგის შევსება, გააუქმე ერთეულების მარაგის შევსების მონიშვნა. შენ მიერ წაშლილი პროდუქტების მარაგი ავტომატურად ივსება მათ საწყის ლოკაციაზე.
სურვილისამებრ: რედაქტირების მიზეზის სექციაში, შეიყვანე შენიშვნა შეკვეთის რედაქტირების შესახებ. ეს შენიშვნა შენს მომხმარებელს არ გამოუჩნდება.
შეკვეთის რედაქტირების დასრულების შემდეგ, გადახედე და განაახლე შეკვეთა.
მობილური
- Shopify აპიდან შეეხე
ხატულას .
- შეეხე შეკვეთას, რომლის რედაქტირებაც გსურს.
- შეეხე ამას:
ან
და შემდეგ შეეხე რედაქტირებას.
- პროდუქტისთვის, რომლის წაშლაც გსურს, შეეხე
-ს და შემდეგ შეეხე ერთეულის წაშლას.
- სურვილისამებრ: თუ არ გსურს წაშლილი პროდუქტის მარაგის შევსება, გააუქმე ერთეულების მარაგის შევსების მონიშვნა. შენ მიერ წაშლილი პროდუქტების მარაგი ავტომატურად ივსება მათ საწყის ლოკაციაზე.
- სურვილისამებრ: რედაქტირების მიზეზის სექციაში, შეიყვანე შენიშვნა შეკვეთის რედაქტირების შესახებ. ეს შენიშვნა შენს მომხმარებელს არ გამოუჩნდება.
- შეეხე ცვლილებების გადახედვას, გადახედე შენს შეკვეთაში შეტანილ ცვლილებებს და შემდეგ შეეხე: შეკვეთის განახლება.
შეკვეთაში ერთეულის რაოდენობის გაზრდა
შეგიძლია გაზარდო ერთეულის რაოდენობა შეკვეთაში. შეკვეთის რედაქტირების შემდეგ, შეგიძლია მომხმარებელს გაუგზავნო ინვოისი ელფოსტით გადახდის გვერდის ბმულთან ერთად, ან მიიღო გადახდა შეკვეთისთვის.
ნაბიჯები:
დესკტოპი
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში შეკვეთები.
დააწკაპუნე შეკვეთას, რომლის რედაქტირებაც გსურს.
დააწკაპუნე: რედაქტირება.
იმ ერთეულის რაოდენობის სვეტში, რომლის რაოდენობის გაზრდაც გსურს, შეიყვანე ერთეულის ახალი რაოდენობა.
სურვილისამებრ: რედაქტირების მიზეზის სექციაში, შეიყვანე შენიშვნა შეკვეთის რედაქტირების შესახებ. ეს შენიშვნა შენს მომხმარებელს არ გამოუჩნდება.
შეკვეთის რედაქტირების დასრულების შემდეგ, გადახედე და განაახლე შეკვეთა.
მობილური
- Shopify აპიდან შეეხე
ხატულას .
- შეეხე შეკვეთას, რომლის რედაქტირებაც გსურს.
- შეეხე ამას:
ან
და შემდეგ შეეხე რედაქტირებას.
- დააკორექტირე რაოდენობა + ან - ღილაკებზე დაჭერით.
- სურვილისამებრ: რედაქტირების მიზეზის სექციაში, შეიყვანე შენიშვნა შეკვეთის რედაქტირების შესახებ. ეს შენიშვნა შენს მომხმარებელს არ გამოუჩნდება.
- შეეხე ცვლილებების გადახედვას, გადახედე შენს შეკვეთაში შეტანილ ცვლილებებს და შემდეგ შეეხე: შეკვეთის განახლება.
შეკვეთაში ერთეულის რაოდენობის შემცირება
შეგიძლია შეამცირო ერთეულის რაოდენობა შეკვეთაში.
ნაბიჯები:
დესკტოპი
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში შეკვეთები.
დააწკაპუნე შეკვეთას, რომლის რედაქტირებაც გსურს.
დააწკაპუნე: რედაქტირება.
იმ ერთეულის რაოდენობის სვეტში, რომლის რაოდენობის შემცირებაც გსურს, შეიყვანე ერთეულის ახალი რაოდენობა.
სურვილისამებრ: თუ არ გსურს წაშლილი პროდუქტის მარაგის შევსება, გააუქმე ერთეულების მარაგის შევსების მონიშვნა. შენ მიერ წაშლილი პროდუქტების მარაგი ავტომატურად ივსება მათ საწყის ლოკაციაზე.
სურვილისამებრ: რედაქტირების მიზეზის სექციაში, შეიყვანე შენიშვნა შეკვეთის რედაქტირების შესახებ. ეს შენიშვნა შენს მომხმარებელს არ გამოუჩნდება.
შეკვეთის რედაქტირების დასრულების შემდეგ, გადახედე და განაახლე შეკვეთა.
მობილური
- Shopify აპიდან შეეხე
ხატულას .
- შეეხე შეკვეთას, რომლის რედაქტირებაც გსურს.
- შეეხე ამას:
ან
და შემდეგ შეეხე რედაქტირებას.
- დააკორექტირე რაოდენობა + ან - ღილაკებზე დაჭერით.
- სურვილისამებრ: თუ არ გსურს წაშლილი პროდუქტის მარაგის შევსება, გააუქმე ერთეულების მარაგის შევსების მონიშვნა. შენ მიერ წაშლილი პროდუქტების მარაგი ავტომატურად ივსება მათ საწყის ლოკაციაზე.
- სურვილისამებრ: რედაქტირების მიზეზის სექციაში, შეიყვანე შენიშვნა შეკვეთის რედაქტირების შესახებ. ეს შენიშვნა შენს მომხმარებელს არ გამოუჩნდება.
- შეეხე ცვლილებების გადახედვას, გადახედე შენს შეკვეთაში შეტანილ ცვლილებებს და შემდეგ შეეხე: შეკვეთის განახლება.
რედაქტირებული შეკვეთის გადახედვა და განახლება
შეკვეთის რედაქტირების შემდეგ, უნდა გადახედო შეკვეთის განახლებულ ჯამს და შეამოწმო, რომ ის ზუსტია. შენ მიერ შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, შეკვეთის მთლიანი ღირებულება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმ თანხასთან შედარებით, რაც მომხმარებელმა შეკვეთის გაფორმებისას გადაიხადა.
გადახედე შემდეგ ცხრილს, რათა გაიგო მეტი შეკვეთების რედაქტირებისას სახსრების მიმოქცევის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელო კონკრეტულ სიტუაციებში.
| სიტუაცია | მაგალითი | ქმედება |
|---|---|---|
| შეკვეთის ჯამური ღირებულება მცირდება და მომხმარებლისთვის თანხა გაქვს დასაბრუნებელი. შეკვეთის შეჯამებაში ნაჩვენებია დასაბრუნებელი თანხა, რომლის გადახდაც გმართებს. | შეკვეთიდან შლი ერთეულს ან ამცირებ ერთეულის რაოდენობას. | მომხმარებლისთვის გჭირდება თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნების პროცესი არ სრულდება შეკვეთის რედაქტირებისა და მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნის დროს. მომხმარებელს თანხა შეკვეთის განახლების შემდეგ უნდა დაუბრუნო. |
| შეკვეთის ჯამური ღირებულება იზრდება და მომხმარებელს შენთვის თანხა აქვს გადასახდელი. შეკვეთის შეჯამებაში ჩანს მისაღები თანხა. | ამატებ ახალ პროდუქტს, ზრდი ერთეულის რაოდენობას ან ამატებ მიწოდების მორგებულ საფასურს. | გადახდის მისაღებად მომხმარებელს უნდა გაუგზავნო ინვოისი, რომელშიც გადახდის გვერდის ბმული იქნება, ან შეგიძლია შეკვეთისთვის პირდაპირ მიიღო გადახდა. |
| შეკვეთის ჯამი არ იცვლება. | ამატებ მორგებულ ერთეულს 0 ფასით. | მოქმედების შესრულება საჭირო არ არის. შეგიძლია აირჩიო, გსურს თუ არა ცვლილების შესახებ შეტყობინების მომხმარებლისთვის გაგზავნა. |
შეკვეთის რედაქტირების შემდეგ, მომხმარებლისთვის გასაგზავნი ინვოისის ან შეტყობინების მორგება შაბლონის რედაქტირებით შეგიძლია.