თვითმომსახურებით დაბრუნება და გაუქმება
შეგიძლია მომხმარებლებს მისცე საშუალება, დაბრუნებისა და გაუქმების მოთხოვნები პირდაპირ შეკვეთის სტატუსის გვერდიდან გამოგიგზავნონ შენთან დაკავშირების გარეშე. თვითმომსახურებით დაბრუნება და გაუქმება ამცირებს მოთხოვნების დამუშავებაზე დახარჯულ დროს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეკვეთები დამოუკიდებლად და მარტივად მართონ. შეკვეთის სტატუსის იმავე გვერდიდან მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ შესრულებული ერთეულების დაბრუნება, მათ შორის ჯერ კიდევ გზაში მყოფი ერთეულებისაც, ან გააუქმონ ჯერ კიდევ გაუგზავნელი ერთეულები.
როცა მომხმარებელი მოთხოვნას აგზავნის, იღებ შეტყობინებას და შეგიძლია მოთხოვნა Shopify-ს ადმინში განიხილო. შენი პოლიტიკის შესაბამისად შეგიძლია მოთხოვნა დაამტკიცო ან უარყო. დაბრუნების დამტკიცებისას შეგიძლია დაამატო გადასაცვლელი ერთეულები, მიუთითო გაგზავნის ინსტრუქციები და მომხმარებელს დაბრუნების იარლიყები გაუგზავნო. გაუქმების მოთხოვნაზე რეაგირებისთვის მოთხოვნაში მითითებული ერთეულები თანხის დაბრუნების სტანდარტული პროცესით უნდა ამოშალო ან მოთხოვნა უარყო.
თვითმომსახურებით დაბრუნება და გაუქმება დაბრუნებისა და გაუქმების წესების მიხედვით მუშაობს. ამ წესებით განსაზღვრავ, რომელ ერთეულებზე შეიძლება მოთხოვნის გაგზავნა, რა ვადა აქვთ ამისთვის მომხმარებლებს და დაბრუნებისას გაგზავნა უფასოა თუ მის საფასურს მომხმარებელი იხდის. მოთხოვნის ფორმა შეგიძლია მოარგო ისეთი ინფორმაციის შეგროვებას, როგორიცაა დაბრუნების მიზეზები და პროდუქტის მდგომარეობა.