ონლაინ შეკვეთებისთვის მაღაზიიდან გატანის დაყენება

შეკვეთის გაფორმებისას შეგიძლია დააყენო მაღაზიიდან გატანის პარამეტრი, რათა მომხმარებლებმა ონლაინ შეკვეთების გატანა საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი ლოკაციიდან შეძლონ.

ასევე, შეგიძლია დააყენო მაღაზიის ტრანსფერები გატანის ადგილებისთვის. მაღაზიის ტრანსფერები საშუალებას გაძლევს, ავტომატურად გადაიტანო მარაგი ერთი ან მეტი ლოკაციიდან გატანის ადგილზე, როდესაც მარაგი გატანის ადგილზე ხელმისაწვდომი არაა.

თუ შენი მაღაზია Shopify Plus გეგმაზეა, მაშინ შეგიძლია მაღაზიიდან გატანის ნაგულისხმევი ფუნქცია მორგებული აპით ჩაანაცვლო.

მოთხოვნები მაღაზიიდან გატანის დასაყენებლად

შენს Shopify-ს ადმინში მაღაზიიდან გატანის დასაყენებლად, უნდა აკმაყოფილებდე შემდეგ მოთხოვნებს:

მაღაზიიდან გატანის დაყენებისას გასათვალისწინებელი ფაქტორები

მაღაზიიდან გატანის დაყენებამდე, გაეცანი შემდეგ გასათვალისწინებელ ფაქტორებს:

  • მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ზოგიერთი ერთეულის მიწოდება, ზოგიერთის კი მაღაზიიდან გატანა იმავე შეკვეთის ფარგლებში. თუ გასატანი ერთეულებისთვის მაღაზიის ტრანსფერია საჭირო, მაშინ შეკვეთის გაფორმებისას გამოჩნდება გატანის სავარაუდო დრო, რომელიც ითვალისწინებს ტრანსფერს.
  • თუ იყენებ თემას, რომელსაც გატანის ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა აქვს, მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ხელმისაწვდომია თუ არა პროდუქტი გასატანად, სანამ მას კალათაში დაამატებს. პროდუქტები, რომლებიც ხელმისაწვდომია მაღაზიის ტრანსფერით, ნაჩვენებია, როგორც გასატანად ხელმისაწვდომი, გატანის კორექტირებული სავარაუდო დროით.

მაღაზიიდან გატანის დაყენება

შეგიძლია დააყენო მაღაზიიდან გატანა შენი ლოკაციებისთვის. მაღაზიიდან გატანა უნდა დააყენო თითოეული ლოკაციისთვის, საიდანაც მომხმარებლები შეკვეთების გატანას შეძლებენ.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > მიწოდება.

  2. მიწოდების დამატებითი მეთოდების სექციაში დააწკაპუნე აქ: მაღაზიიდან გატანა.

  3. დააწკაპუნე ლოკაციაზე, რომლისთვისაც გსურს მაღაზიიდან გატანის გააქტიურება.

  4. ლოკაციის სტატუსის სექციაში გააქტიურე პარამეტრი მიეცი მომხმარებლებს შეკვეთების გატანის საშუალება პირდაპირ ამ ლოკაციიდან.

  5. გატანის მოსალოდნელი თარიღის სექციაში, ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე დამუშავების დრო მაღაზიიდან გატანისთვის. ეს ინფორმაცია გამოუჩნდებათ შენს მომხმარებლებს.

  6. არასავალდებულო: მაღაზიის ტრანსფერის დასაყენებლად, შეასრულე შემდეგი დავალებები:

    1. მაღაზიის ტრანსფერების სექციაში, აირჩიე ის ლოკაციები, საიდანაც მარაგის გადატანა გსურს, როცა მარაგი მიუწვდომელია მაღაზიიდან გატანის ლოკაციაზე.
    2. იმ შეკვეთებისთვის, რომლებიც მაღაზიის ტრანსფერს საჭიროებს, დამუშავების განსხვავებული დროის დასაყენებლად, აირჩიე შეკვეთის გაფორმებისას დამუშავების განსხვავებული დროის დაყენება, როცა მაღაზიის ტრანსფერია საჭირო და შემდეგ აირჩიე დამუშავების დრო ჩამოსაშლელი მენიუდან.
  7. შეტყობინების - მზადაა გასატანად სექციაში, შეიყვანე გატანის ინსტრუქციები მომხმარებლებისთვის. ეს ველი ჩაანაცვლებს ნებისმიერ მორგებას, რომელიც გაქვს email_body ცვლადში, შეტყობინების შაბლონში მზადაა გასატანად.

  8. არასავალდებულო: შეკვეთის გაფორმების გადახედვის სექციაში გადახედე, როგორ ჩანს მაღაზიიდან გატანის პარამეტრი შეკვეთის გაფორმებისას.

  9. დააწკაპუნე აქ: შენახვა.

მაღაზიის ტრანსფერების დაყენება

ნაგულისხმევად, მაღაზიიდან გატანა ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთლიანი შეკვეთა მარაგშია გატანის ლოკაციაზე. თუ გაქვს მრავალი ლოკაცია, შეგიძლია დააყენო მაღაზიის ტრანსფერები, რაც საშუალებას მოგცემს, გადაიტანო მარაგი ერთი ან მეტი ლოკაციიდან გატანის ადგილზე. ასევე, შეგიძლია დააყენო დამუშავების განსხვავებული დრო იმ შეკვეთებისთვის, რომლებიც მაღაზიის ტრანსფერს საჭიროებს. თუ არცერთ ცალკეულ ლოკაციას არ შეუძლია მთლიანი მარაგის გადატანა, მაშინ შეკვეთისთვის შეიქმნება მრავალი ტრანსფერი. უპირატესობა ენიჭებათ გატანის ლოკაციასთან ყველაზე ახლოს მდებარე ლოკაციებს, რომლებზეც მარაგია ხელმისაწვდომი.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > მიწოდება.

  2. მიწოდების დამატებითი მეთოდების სექციაში დააწკაპუნე აქ: მაღაზიიდან გატანა.

  3. დააწკაპუნე ლოკაციაზე, რომლისთვისაც გსურს მაღაზიის ტრანსფერების დაყენება.

  4. მაღაზიის ტრანსფერების სექციაში, აირჩიე ის ლოკაციები, საიდანაც გსურს მარაგის გადატანა, როცა მარაგი გატანის ადგილზე ხელმისაწვდომი არაა.

  5. არასავალდებულო: იმ შეკვეთებისთვის, რომლებიც მაღაზიის ტრანსფერს საჭიროებს, დამუშავების განსხვავებული დროის დასაყენებლად, აირჩიე შეკვეთის გაფორმებისას დამუშავების განსხვავებული დროის დაყენება, როცა მაღაზიის ტრანსფერია საჭირო და შემდეგ აირჩიე დამუშავების დრო ჩამოსაშლელი მენიუდან.

  6. დააწკაპუნე აქ: შენახვა.

ტრანსფერის გამონაკლისების დაყენება

შეგიძლია გამორიცხო კონკრეტული პროდუქტების კოლექციები მაღაზიის ტრანსფერებიდან. მაგალითად, თუ შენი ზოგიერთი პროდუქტი ძალიან დიდია გატანის ადგილზე გადასატანად, შეგიძლია გამორიცხო ეს პროდუქტები მაღაზიის ტრანსფერებიდან. შენ შეგიძლია გამორიცხო პროდუქტების კოლექციები, მაგრამ არა კონკრეტული პროდუქტები.

დაწყებამდე შექმენი კოლექცია იმ პროდუქტებისთვის, რომელთა გადატანა გატანის ადგილზე შეუძლებელია. მომხმარებლებისთვის კოლექციის ჩვენების თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდი, რომ კოლექცია არ არის ჩართული არცერთ გაყიდვების არხში.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > მიწოდება.

  2. მიწოდების დამატებითი მეთოდების სექციაში დააწკაპუნე აქ: მაღაზიიდან გატანა.

  3. ტრანსფერის გამონაკლისების სექციაში, დააწკაპუნე აქ: კოლექციების დამატება.

  4. აირჩიე ნებისმიერი კოლექცია, რომლის გამორიცხვაც გსურს მაღაზიის ტრანსფერებიდან და შემდეგ დააწკაპუნე აქ: მზადაა.

  5. დააწკაპუნე აქ: შენახვა.

გატანის სერვისის გააქტიურება

თუ გსურს მაღაზიიდან გატანის სამართავად მორგებული აპი გამოიყენო, შეგიძლია Shopify-ს ადმინში გატანის სერვისი გაააქტიურო და ჩაანაცვლო მაღაზიიდან გატანის არსებული პარამეტრები. შეიტყვეთ მეტი მაღაზიიდან გატანის მორგებული აპების შესახებ.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > მიწოდება.

  2. მიწოდების დამატებითი მეთოდების სექციაში დააწკაპუნე აქ: მაღაზიიდან გატანა.

  3. გატანის სერვისი სექციაში დააწკაპუნე შეცვლა.

  4. აირჩიე მორგებული აპი, რომლის გამოყენებაც გსურს მაღაზიიდან გატანის ფუნქციისთვის და შემდეგ დააწკაპუნე შენახვა.

  5. დააწკაპუნე გატანის სერვისის არჩევა.

ერთეულების ხელით გადატანა

თუ ვერ ასრულებ მაღაზიიდან გატანის შეკვეთას და გჭირდება ერთეულების სხვა ადგილიდან გადატანა, ან მაღაზიებს შორის გადატანისთვის ავტომატურად შერჩეული ლოკაცია მიუწვდომელია, შეგიძლია ხელით შეცვალო მაღაზიიდან გატანის შეკვეთის ლოკაცია. შენ არ შეგიძლია შეცვალო შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებლის მიერ არჩეული გატანის ლოკაცია.

ნაბიჯები

  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი სექციაში შეკვეთები.

  2. დააწკაპუნე მაღაზიიდან გატანის იმ შეკვეთაზე, რომლის შესრულებაც გსურს.

  3. შეუსრულებელი სექციაში დააწკაპუნე Horizontal menu ღილაკს.

  4. დააწკაპუნე ლოკაციის შეცვლა.

  5. აირჩიე ერთეულები, რომლებისთვისაც ახალი ლოკაციის არჩევა გსურს.

  6. ლოკაციის შეცვლა სექციაში აირჩიე ახალი ლოკაცია.

  7. დააწკაპუნე ლოკაციის შეცვლა.

მაღაზიიდან გატანის შეკვეთის შესრულება

მაღაზიიდან გატანის შეკვეთა შეგიძლია შენი Shopify-ს ადმინიდან შეასრულო. ამისთვის ჯერ უნდა მონიშნო, როგორც გასატანად მზადმყოფი, ხოლო მომხმარებლის მიერ შეკვეთის გატანის შემდეგ მონიშნო, როგორც გატანილი. მომხმარებლის ინფორმირებისთვის შეგიძლია თითოეულ ეტაპზე ელფოსტით გააგზავნო შეტყობინებები. თუ შენი მაღაზიიდან გატანის შეკვეთისთვის აუცილებელია პროდუქტის გადატანა, შენი გატანის ლოკაციის გვერდით გამოჩნდება ბეჯი საჭიროებს გადატანას.

შეკვეთის მონიშვნა გასატანად მზადმყოფად

როდესაც შეკვეთას გასატანად მზადმყოფად მონიშნავ, შენს მომხმარებელს ეგზავნება შეტყობინების ელფოსტა გასატანად მზადაა. ამ ელფოსტის ნახვა ან ხელახლა გაგზავნა შეგიძლია შეკვეთის ქრონოლოგიიდან.

ნაბიჯები:

  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი სექციაში შეკვეთები.

  2. დააწკაპუნე მაღაზიიდან გატანის იმ შეკვეთაზე, რომლის შესრულებაც გსურს.

  3. არასავალდებულო: თუ გატანის ლოკაციაზე ერთეულების გადასატანად აუცილებელია გადატანა, დააწკაპუნე გადატანა გატანის ლოკაციაზე მას შემდეგ, რაც შეასრულებ შესაბამის მოსამზადებელ სამუშაოებს. ამ ქმედების გაუქმება მხოლოდ ერთეულების ხელით გადატანით არის შესაძლებელი.

  4. დააწკაპუნე გასატანად მზადაა.

  5. დააწკაპუნე მონიშნე გასატანად მზადმყოფად.

შეკვეთის გატანილად მონიშვნა

მას შემდეგ რაც მომხმარებელი გაიტანს შეკვეთას, შეგიძლია შეკვეთა მონიშნო გატანილად და გააგზავნო დადასტურების ელფოსტა.

ნაბიჯები:

  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი სექციაში შეკვეთები.

  2. დააწკაპუნე მაღაზიიდან გატანის იმ შეკვეთაზე, რომლის მონიშვნაც გსურს გატანილად.

  3. დააწკაპუნე მონიშნე გატანილად.

  4. არასავალდებულო: შენი მომხმარებლისთვის დადასტურების ელფოსტის გატანილია მომხმარებლის მიერ გასაგზავნად, აირჩიე შეტყობინების გაგზავნა მომხმარებლისთვის.

  5. დააწკაპუნე მონიშნე გატანილად შეკვეთის შესრულებულად მოსანიშნად.

შეკვეთის გაფორმების პროცესი

მაღაზიიდან გატანის გააქტიურების შემდეგ, შენს მომხმარებლებს შეკვეთის გაფორმებისას, მიწოდება სექციაში შეუძლიათ აირჩიონ გაგზავნა და გატანა ოფციებს შორის. გატანა ოფციის არჩევისას, მათ შეუძლიათ აირჩიონ ის ლოკაცია, საიდანაც სურთ შეკვეთის გატანა. მომხმარებლები შეძლებენ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში არსებული გატანის ლოკაციების ნახვას. თუ მათ ქვეყანაში არ არის გატანის ლოკაციები, შეკვეთის გაფორმებისას გამოჩნდება ხელმისაწვდომი გატანის ლოკაციები არ არის. ქვეყნის შეცვლა შესაძლებელია ღილაკზე ჩემი ლოკაციის შეცვლა დაწკაპუნებით.

მაღაზიიდან გატანის პარამეტრებში შენ მიერ არჩეული დამუშავების დრო გამოჩნდება შეკვეთის გაფორმებისას.

გატანის ხელმისაწვდომობის ჩვენება შენი მომხმარებლებისთვის

ზოგიერთი თემა მომხმარებლებისთვის იმის ჩვენების საშუალებას გაძლევს, ხელმისაწვდომია თუ არა პროდუქტი მაღაზიიდან გასატანად. პროდუქტის თითოეულ გვერდზე, გატანის ხელმისაწვდომობის სექციაში ჩანს, პროდუქტი ხელმისაწვდომია თუ არა და გატანის სავარაუდო ვადები.

მას შემდეგ რაც მაღაზიიდან გატანა გააქტიურდება, პროდუქტის გვერდზე გამოჩნდება პროდუქტის ხელმისაწვდომობა შენს ერთ ან რამდენიმე გატანის ლოკაციაზე. ეს ინფორმაცია ნაჩვენები იქნება მხოლოდ იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც ინახება მინიმუმ ერთ გატანის ლოკაციაზე და რომელთა ვარიანტის დეტალების მიწოდება სექციაშიც გააქტიურებულია ფიზიკური პროდუქტი პარამეტრი.

თუ მაღაზიიდან გატანა გააქტიურებული გაქვს მხოლოდ ერთი ლოკაციისთვის, გამოჩნდება ამ ლოკაციის მონაცემები და გატანის ხელმისაწვდომობა. მომხმარებლებს შეუძლიათ დააწკაპუნონ მაღაზიის ინფორმაციის ნახვა გატანის ლოკაციის შესახებ მეტის გასაგებად.

თუ მაღაზიიდან გატანა ერთზე მეტი ლოკაციისთვის გაქვს გააქტიურებული, მაშინ გატანის ხელმისაწვდომობის სექციაში გამოჩნდება ლოკაცია და გატანის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მაღაზიისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ დააწკაპუნონ ხელმისაწვდომობის შემოწმება სხვა მაღაზიებში, რათა შეამოწმონ პროდუქტის ხელმისაწვდომობა გატანისთვის გააქტიურებულ ყველა ლოკაციაზე.

ეს ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია თემაში Dawn, Horizon-ის თემების ოჯახში და Shopify Theme Store-ის არაერთ ფასიან თემაში.

მაღაზიიდან გატანის გამორთვა

თუ აღარ გსურს შენს ლოკაციაზე მაღაზიიდან გატანის შეთავაზება, შეგიძლია გამორთო ის.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > მიწოდება.

  2. მაღაზიიდან გატანა სექციაში დააწკაპუნე › ხატულას.

  3. დააწკაპუნე იმ ლოკაციაზე, სადაც გსურს მაღაზიიდან გატანის გამორთვა.

  4. დააწკაპუნე მაღაზიიდან გატანის გამორთვა.

  5. დიალოგურ ფანჯარაში დააწკაპუნე მაღაზიიდან გატანის გამორთვა.

მაღაზიიდან გატანის ხარვეზების აღმოფხვრა

თუ მაღაზიიდან გატანასთან დაკავშირებით პრობლემები გექმნება, გადახედე შემდეგ საერთო პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

შაბლონისგან განსხვავებული „გასატანად მზადაა“ შეტყობინების ხარვეზის აღმოფხვრა

თუ გასატანად მზადაა შეტყობინება, რომელსაც მომხმარებლები იღებენ, განსხვავდება შენი შაბლონისგან, რომელიც მოცემულია განყოფილებაში პარამეტრები > შეტყობინებები, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ლოკაციისთვის სპეციფიკური გატანის ინსტრუქციებით.

ლოკაციისთვის სპეციფიკური გატანის ინსტრუქციები ანაცვლებს ზოგად შეტყობინების შაბლონს. თუ ლოკაციის პარამეტრებში დამატებული გაქვს გატანის მორგებული ინსტრუქციები, შეტყობინებაში სწორედ ეს ინსტრუქციები იქნება გამოყენებული შენი შეტყობინების შაბლონის კონტენტის ნაცვლად.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი ამოცანა:

  • შეცვალე ან წაშალე გატანის ინსტრუქციები შენი ლოკაციის პარამეტრებში. Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში პარამეტრები > მიწოდება > მაღაზიიდან გატანა, დააწკაპუნე ლოკაციაზე და შემდეგ დაარედაქტირე სექცია გასატანად მზადაა შეტყობინება.
  • წაშალე {{ pickup_instructions }} ცვლადი შენი შეტყობინების შაბლონიდან. Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში პარამეტრები > შეტყობინებები > გასატანად მზადაა და შემდეგ წაშალე {{ pickup_instructions }} ცვლადი შაბლონიდან.
შეცდომის გამოსწორება: შენი შეკვეთა არ არის ხელმისაწვდომი გასატანად

თუ მომხმარებლები შეკვეთის გაფორმებისას იღებენ შეცდომას შენი შეკვეთა არ არის ხელმისაწვდომი გასატანად. შეიყვანე მიწოდების მისამართი, ამას იწვევს შენი გატანის ადგილისთვის მიწოდების ზონის არარსებობა.

ეს შეცდომა ჩნდება მაშინ, როდესაც არ არსებობს მიწოდების ზონა, რომელიც დაკავშირებულია იმ ფიზიკურ ლოკაციასთან, საიდანაც მომხმარებლებს შეკვეთები გააქვთ. შენი მიწოდების პარამეტრებში გატანის ადგილის გასწვრივ შეიძლება გამოჩნდეს არ იგზავნება აქედან.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > მიწოდება და ტრანსპორტირება.
  2. შენი გატანის ადგილის მიწოდების ზონაში დააწკაპუნე აქ: ტარიფის დამატება > ახალი ტარიფი.
  3. დააწკაპუნე ღილაკზე მზადაა, მიწოდების რეალური ტარიფების დამატების გარეშე.

ამ ზონაში მიწოდების ტარიფების დამატება არ გჭირდება. თვითონ ზონა უნდა არსებობდეს, რათა გატანის ადგილმა გამართულად იმუშაოს.