Flexport-ით დაწყება

მას შემდეგ, რაც გაეცნობი Fulfillment Network აპის დაყენების ნაბიჯებს და გადაწყვეტ, გამოიყენო Flexport, როგორც მესამე მხარის ლოგისტიკური (3PL) სერვისი, შეგიძლია დაიწყო Flexport-ის დაყენება. შეიტყვე მეტი იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო Flexport-ის Fulfillment Network აპთან დასაყენებლად, ამ საკონტროლო სიის დახმარებით. შესაძლოა, გამოგადგეს ამ გვერდის დაბეჭდვა, რათა დაყენების პროცესში შეგეძლოს მასზე დაყრდნობა.

საკონტროლო სია: Flexport-ით დაწყება

დააკავშირე Flexport შენს მაღაზიას

მოირგე შეკვეთის შესრულების პარამეტრები

ინფორმაცია ბილინგის შესახებ

Flexport-ის დაკავშირება მაღაზიასთან

Fulfillment Network აპის გამოსაყენებლად დაუკავშირე მაღაზია Flexport-ს.

ნაბიჯები:

  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Fulfillment Network.

  2. დააწკაპუნე: მაღაზიის დაკავშირება.

  3. დაუკავშირე Flexport შენს Shopify-ს მაღაზიას:

    • თუ არ გაქვს Flexport ანგარიში, დაკავშირება შეგიძლია Facebook-ის, Google-ის ან Shopify ანგარიშით.
    • თუ უკვე გაქვს Flexport ანგარიში, შედი იმ ავტორიზაციის მონაცემებით, რომლებიც Flexport-ის ანგარიშის შესაქმნელად გამოიყენე.
  4. გადახედე მოთხოვნილ წვდომებს და დააწკაპუნე: დაშვება.

დაყენების პროცესის დაწყების შემდეგ, შენი Shopify-ს მაღაზიის Flexport-თან დაკავშირებას და პროდუქტების სინქრონიზაციას შესაძლოა რამდენიმე წუთი დასჭირდეს. როდესაც სინქრონიზაციის ხატულა შეიცვლება მონიშვნის ნიშნით, შენი ანგარიში და პროდუქტები დაუკავშირდება ერთმანეთს და Shopify-ს მაღაზიაში შეიქმნება ახალი ლოკაცია იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც Flexport-მა უნდა შეასრულოს. ამ ახალ ლოკაციას ეწოდება SFN - Flexport.

გადახედე მარაგს Flexport-ში

სინქრონიზებული პროდუქტების ნახვა შეგიძლია Flexport-ში. შენი Shopify-ს მაღაზიის Flexport-თან დაკავშირების შემდეგ, პროდუქტების სინქრონიზაცია ხდება ყოველ ოთხ საათში, ამიტომ შესაძლოა ახლადშექმნილი პროდუქტები მაშინვე არ გამოჩნდეს Flexport-ში.

ნაბიჯები:

  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Fulfillment Network.

  2. დააწკაპუნე: გადასვლა Flexport-ზე.

  3. დააწკაპუნე: ინვენტარი.

  4. არასავალდებულო: პროდუქტების კატალოგის ხელახლა სინქრონიზაციისთვის და ბოლო ოთხ საათში დამატებული პროდუქტების ჩასართავად დააწკაპუნე: კატალოგის სინქრონიზაცია.

თუ კატალოგის სინქრონიზაციის შემდეგ პროდუქტი მაინც არ გამოჩნდა, შეამოწმე ის და დარწმუნდი, რომ აკმაყოფილებს Flexport-ის მოთხოვნებს:

  • პროდუქტები უნდა იყოს აქტიური.
  • პროდუქტებს უნდა ჰქონდეთ სათაური.
  • პროდუქტის თითოეულ ვარიანტს უნდა ჰქონდეს SKU მნიშვნელობა.
  • SKU მნიშვნელობები არ უნდა შეიცავდეს გამოტოვებებს ან სპეციალურ სიმბოლოებს.
  • SKU მნიშვნელობები უნიკალურია პროდუქტის თითოეული ვარიანტისთვის.

მხარდაჭერის მიღება

თუ Fulfillment Network აპის დაყენებისას დახმარება დაგჭირდება, დაუკავშირდი მხარდაჭერის გუნდს.