მიწოდება FedEx-ით Managed Markets-ზე

Managed Markets-თან ერთად მიწოდების სერვისად შეგიძლია გამოიყენო FedEx International Connect Plus®.

რა უნდა გაითვალისწინო FedEx-ის Managed Markets-თან გამოყენებისას

გადახედე შემდეგ ფაქტორებს FedEx-ით მიწოდებამდე:

  • FedEx International Connect Plus® მხარს უჭერს მიწოდებას ბაჟის გადახდით (DDP). DDP-ს გამოყენებისას ყველა ბაჟი, გადასახადი და საბაჟო საკომისიო წინასწარ არის გადახდილი, რაც მიწოდების პროცესს ამარტივებს შენი მომხმარებლებისთვის.
  • FedEx-ის ამანათების ჩაბარება USPS ლოკაციებზე არ შეიძლება. ერთადერთი გზავნილი, რომელიც შეგიძლია მიიტანო USPS-ის ჩაბარების ადგილებში, არის DHL eCommerce-ის ამანათები.
  • FedEx International Connect Plus®-ს არ აქვს საფოსტო ყუთების (PO) მხარდაჭერა წარმოშობის ან დანიშნულების მისამართებისთვის Managed Markets-ის გამოყენებისას. თუ გაგზავნა საფოსტო ყუთში გჭირდება, მაშინ გამოიყენე DHL eCommerce-ის მიწოდების სერვისები.
  • FedEx International Connect Plus®-ით გაგზავნილი ამანათის მაქსიმალური ღირებულებაა 2500 USD.
  • დანიშნულების ადგილის მიხედვით, შენს გზავნილს შეიძლება დაემატოს 7 USD დისტანციური ზონის საკომისიო. ამას განსაზღვრავს FedEx დანიშნულების ქალაქის ან საფოსტო ინდექსის მიხედვით, ქვეყნის გათვალისწინებით. თუ დარწმუნებული არ ხარ, დაეკისრება თუ არა გზავნილს ეს გადასახადი, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას.
  • FedEx-ის გადაზიდვის იარლიყების შეძენა შეუძლებელია იმ შეკვეთებისთვის, რომელთა დანიშნულების ადგილია მექსიკა და მოიცავს ჰარმონიზებული სისტემის (HS) 64 კოდის (ფეხსაცმელი) მქონე ერთეულებს. ასეთი შეკვეთებისთვის არც UPS-ის იარლიყებია ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ შეკვეთის გაფორმება დანიშნულების ადგილად მექსიკის და FedEx-ის იარლიყების არჩევით, თუმცა შეკვეთის შესასრულებლად დაგჭირდება DHL Express Worldwide-ის იარლიყის შეძენა. თუ შენი ბიზნესი შეერთებულ შტატებში მდებარეობს, ამის ნაცვლად შეგიძლია გამოიყენო DHL eCommerce-ის იარლიყი.

ამანათის მოთხოვნები FedEx-ისთვის Managed Markets-ში

FedEx-ს დაწესებული აქვს შეზღუდვები გზავნილების მაქსიმალურ ზომებსა და წონაზე. გადახედე შემდეგ ცხრილს და დარწმუნდი, რომ შენი შეკვეთები არ აჭარბებს ამ შეზღუდვებს.

არასტანდარტული (დიდი) ზომის ამანათებზე მოქმედებს 30 USD-ის დამატებითი საკომისიო. ჭარბწონიან ამანათებზე მოქმედებს 38 USD-ის დამატებითი საკომისიო.

წონისა და განზომილების მოთხოვნები FedEx-ისთვის
ზომაFedEx International Connect Plus®
სიგრძე48 დუიმი
სიგანე30 დუიმი
სიგრძე და გარშემოწერილობა105 დუიმი
წონა55 ფუნტი

გზავნილის სიგრძისა და გარშემოწერილობის გამოსათვლელად, ამანათის სიგრძეს დაუმატე სიმაღლე ორჯერ და სიგანე ორჯერ. მაგალითად, ამანათს, რომლის სიგრძეა 10 დუიმი, სიმაღლე 20 დუიმი, ხოლო სიგანე 15 დუიმი, აქვს 80-დუიმიანი სიგრძე და გარშემოწერილობა: (10 + (20 X 2) + (15 X 2) = 80).

პროდუქტების FedEx-ისთვის გადაცემა

თუ Managed Markets-თან FedEx-ს იყენებ, უნდა მიიტანო შენი გზავნილი FedEx-ის ჩაბარების ადგილას ან დაგეგმო გატანა. FedEx-თან გატანის დაგეგმვა შეგიძლია ტელეფონით ან FedEx-ის ვირტუალური ასისტენტის გამოყენებით.

თუ გატანის დაგეგმვის შემდეგ კითხვები გაგიჩნდება, დასახმარებლად შეგიძლია დაუკავშირდე FedEx-ს და მიაწოდო გატანის ნომერი.

FedEx-ის მიერ გატანის პირობები

თუ გზავნილი FedEx-ს გააქვს, გატანის დაგეგმვამდე გადახედე შემდეგ ფაქტორებს:

  • ექსპრეს-გატანა ხელმისაწვდომია მხოლოდ 150 ფუნტამდე წონის გზავნილებისთვის. 150 ფუნტზე მეტი გზავნილები კლასიფიცირდება როგორც ტვირთის გატანა, რასაც შეიძლება მოჰყვეს დამატებითი გადასახადები და შეფერხებები.
  • FedEx International Connect Plus®-ის გზავნილები ექსპრეს-მძღოლმა უნდა გაიტანოს. თუ დაგეგმავ გატანას და არ მიუთითებ, რომ ექსპრეს-გატანა გჭირდება, შენი გზავნილი უარყოფილი ან შეფერხებული იქნება.
  • გატანისთვის უნდა მიაწოდო Managed Markets-ის თრექინგის ვალიდური ნომერი. თუ არ მიაწვდი ან შენი თრექინგის ნომერი არასწორია, FedEx ჩამოგაჭრის გატანის გადასახადს.
  • ვრცელდება 4,00 USD-ის ოდენობის გამოძახებით გატანის საკომისიო იმ გზავნილებზე, რომლებიც კურიერს მიაქვს და არა შენ თავად მიგაქვს FedEx-ის ჩაბარების ადგილას. ეს გადასახადი ირიცხება თითოეულ გატანაზე და არა თითო ამანათზე. გამოძახებით გატანის საკომისიოსგან თავისუფლდებიან გამგზავნები, რომლებსაც უკვე აქვთ რეგულარულად დაგეგმილი გატანები.

FedEx-თან გატანის დაგეგმვა

  1. დაუკავშირდი FedEx-ს ტელეფონით ნომერზე 1-800-463-3339, ან დააწკაპუნე Ask FedEx-ს fedex.com-ზე.
  2. აუცილებლად მიუთითე, რომ გჭირდება ექსპრეს-გატანის დაგეგმვა. FedEx International Connect Plus®-ის გზავნილები ექსპრეს-მძღოლმა უნდა წაიღოს.
  3. უპასუხე შენს გზავნილთან დაკავშირებულ ნებისმიერ დამატებით კითხვას და მიაწოდე შენი თრექინგის ნომერი.
  4. ჩაინიშნე გატანის ნომერი მითითებისთვის.

მიწოდების დაზღვევა FedEx-ისთვის Managed Markets-ში

თუ გზავნილი დაიკარგა ან დაზიანდა, გაგზავნე მიწოდების პრეტენზია Shopify-ს ადმინში.

პრეტენზია უნდა გაგზავნო მაშინვე, როგორც კი აღმოაჩენ, რომ ამანათი დაიკარგა ან დაზიანდა. FedEx-მა დაზიანების პრეტენზიის შესახებ შეტყობინება უნდა მიიღოს გზავნილის თარიღიდან 9 თვის განმავლობაში. თუ პრეტენზია ეხება ფარულ დაზიანებას, რომელიც მხოლოდ ხელუხლებელი ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, პრეტენზია წარდგენილი უნდა იყოს მიწოდების თარიღიდან 21 დღის განმავლობაში.

დაზღვევა შედის ფასში, როდესაც გადაზიდვის იარლიყს FedEx-ით ყიდულობ. მიწოდების სერვისები, რომლებიც მოიცავს სადაზღვევო დაფარვას, ანაზღაურებს მაქსიმუმ 100 USD-ს პროდუქტის ღირებულებისა და გადაზიდვის იარლიყის ფასის ჯამიდან.

პრეტენზიაში მიუთითე შემდეგი ინფორმაცია:

  • მიმღების ტელეფონის ნომერი
  • ეკრანის ანაბეჭდი, რომელშიც ჩანს შენი მომხმარებლის შეტყობინებები ამანათის დაკარგვის ან დაზიანების დასადასტურებლად

დაზიანებული ამანათებისთვის, ასევე უნდა დაურთო შემდეგი ინფორმაცია:

  • დაზიანების აღწერა
  • დაზიანებული ამანათისა და პროდუქტების ფოტოები