საკომისიოები და ხარჯები

ადგილობრივ ვალუტაში გაყიდვისას, ჩამოგეჭრება Shopify Payments-ის დამუშავების სტანდარტული საკომისიო და ვალუტის კონვერტაციის საკომისიო.

საკომისიოს მნიშვნელობებს ნახავ შენს მომსახურების პირობებში.

შეგიძლია ნახო დეტალური გაანგარიშება, თუ როგორ გამოითვლება თითოეული პროდუქტის ფასი თითოეული ბაზრისთვის.

Shopify Payments-ის საკომისიო

თითოეული გადახდის დამუშავებისთვის Shopify Payments გაჭრის საკომისიოს, რომლის განაკვეთიც დამოკიდებულია ბარათის ტიპსა და ლოკაციაზე. შეკვეთის გადახდის ჩამოჭრისას გეჭრება Shopify Payments-ის საკომისიო (შენს განაღდების ვალუტაში), რომელიც ფარავს გადახდის დამუშავების ხარჯებს. საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია გამოყენებული საკრედიტო ბარათის ტიპსა და იმ ლოკაციაზე, სადაც ის არის რეგისტრირებული. მაგალითად, Visa ბარათის საკომისიოს ოდენობა ზოგჯერ შეიძლება განსხვავდებოდეს American Express ბარათის საკომისიოს ოდენობისგან. ქვემოთ ჩამოთვლილია დამუშავების საკომისიოს ის ტიპები, რომლებსაც Shopify Payments აჭრის:

  • გადახდის დამუშავების საკომისიოები (შიდა): იმ საკრედიტო ბარათების დამუშავების ღირებულება, რომლებიც გაცემულია იმავე ქვეყანაში ან რეგიონში, რომელშიც შენი მაღაზია მდებარეობს.
  • გადახდის დამუშავების საკომისიოები (ტრანსსასაზღვრო): იმ საკრედიტო ბარათების დამუშავების ღირებულება, რომლებიც გაცემულია იმ ქვეყანაში ან რეგიონში, რომელიც განსხვავდება შენს მაღაზიასთან დაკავშირებული ქვეყნისგან ან რეგიონისგან.

მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიო

მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიოები ფარავს Shopify-ს მიერ უსაფრთხო გადახდის პლატფორმის უზრუნველყოფისა და გარე გადახდის პროვაიდერებთან ინტეგრაციის ხარჯებს. ტრანზაქციის საკომისიოები განსხვავდება შენ მიერ არჩეული Shopify-ს გეგმის მიხედვით და მათი ჩამოჭრა ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც იყენებ მესამე მხარის გადახდის პროვაიდერს მომხმარებლისგან გადახდების მისაღებად.
  • როდესაც შეკვეთა მოიცავს მაღაზიის კრედიტს ან სასაჩუქრე ბარათებს გადახდის მეთოდის სახით, იმ Shopify-ს მაღაზიებში, რომლებიც შეიქმნა 2025 წლის 12 მაისს ან მის შემდეგ. მაგალითად, თუ შენი მაღაზია იყენებს Shopify Payments-ს და მომხმარებელი იხდის შეკვეთისთვის როგორც საკრედიტო ბარათით, ასევე 10 CAD-ის ოდენობის მაღაზიის კრედიტით, მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიო ჩამოგეჭრება მხოლოდ ამ 10 CAD-ის ოდენობის მაღაზიის კრედიტზე.

Shopify Payments-ის გამოყენებისას არ ჩამოგეჭრება მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიოები იმ შეკვეთებისთვის, რომლებიც მუშავდება გადახდის შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

  • Shopify Payments
  • Shop Pay
  • Shop Pay Installments
  • ხელით გადახდის მეთოდები, როგორიცაა ნაღდი ფული, ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას (COD) და საბანკო გადარიცხვები.

თუ მთავარ გადახდის პროვაიდერად Shopify Payments-ს აირჩევ, PayPal-ის ტრანზაქციები გათავისუფლდება მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიოებისგან.

კონვერტაციის კურსი და საკომისიო

როდესაც იღებ გადახდებს შენი განაღდების ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ვალუტის კონვერტირება მოიცავს როგორც გაცვლით კურსს, ისე საკომისიოს. როდესაც იღებ გადახდას შენი განაღდების ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ხდება ვალუტის კონვერტირება. თანხა, რომელსაც იღებ შენი მომხმარებლის ადგილობრივ ვალუტაში (რომელსაც ასევე უწოდებენ წარდგენის ვალუტას), კონვერტირდება შენს განაღდების ვალუტაში და გეჭრება ვალუტის კონვერტაციის საკომისიო:

  • ვალუტის კონვერტაციის კურსი — საბაზრო კურსი, რომლითაც ერთი ვალუტა გადაიცვლება მეორეზე. კონვერტაციის კურსი არ არის საკომისიო (ეს არის საშუალო საბაზრო კურსი ყოველგვარი ფასნამატის გარეშე). მაგალითად, USD/EUR კონვერტაციის კურსი 0,8788 ნიშნავს, რომ $1 USD გადაიცვლება €0,87 EUR-ად.
  • ვალუტის კონვერტაციის საკომისიო — საკომისიო, რომელსაც Shopify გაჭრის (შენს განაღდების ვალუტაში) ვალუტების კონვერტირებისთვის გადახდის ჩამოჭრისას. ვალუტის კონვერტაციის საკომისიოები და საკრედიტო ბარათის საკომისიოები არ გიბრუნდება თანხის დაბრუნებისას, თუმცა თანხის დაბრუნების ან ჩარჯბექის მიღების დროს დამატებითი კონვერტაციის საკომისიო არ გეჭრება.

Shopify Payments-ის ვალუტის კონვერტაციის საკომისიო

კონვერტაციის საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია შენი მაღაზიის ძირითად ქვეყანაზე. თუ ტრანზაქციებს იღებ არაშიდა (უცხოურ) ვალუტაში, დაგერიცხება ვალუტის კონვერტაციის საკომისიო.

ინფორმაცია ვალუტის კონვერტაციის საკომისიოს შესახებ, რომელსაც Shopify გაჭრის არაშიდა ვალუტაში გადახდის ჩამოჭრისას საერთაშორისო გაყიდვების ინსტრუმენტების მეშვეობით.
ამერიკის შეერთებული შტატებისაფრანგეთიShopify Payments-ის ყველა სხვა რეგიონი
ვალუტის კონვერტაციის საკომისიო1,5%2%2%

PayPal Wallet-ის ვალუტის კონვერტაციის საკომისიო Shopify Payments-ისთვის

თუ გაააქტიურებ PayPal Wallet-ს Shopify Payments-ისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ან Shopify Payments საფრანგეთში, მაშინ გამოყენებული იქნება ვალუტის კონვერტაციის კურსი.

ინფორმაცია ვალუტის კონვერტაციის საკომისიოს შესახებ, რომელსაც Shopify გაჭრის არაშიდა ვალუტაში გადახდის ჩამოჭრისას PayPal Wallet-ით Shopify Payments-ის მეშვეობით.
ამერიკის შეერთებული შტატებისაფრანგეთიShopify Payments-ის ყველა სხვა რეგიონი
ვალუტის კონვერტაციის საკომისიო 3%3%მიუწვდომელია

ვალუტის კონვერტაციის საკომისიოს გამოთვლის შემდეგ, შენი ხარჯების დასაბალანსებლად, ის შეიტანება შენი მომხმარებლის ფასში.

თითოეული შეკვეთისთვის ვალუტის კონვერტაციის კურსი და საკომისიო შედის შეკვეთის ქრონოლოგიაში, რისი ნახვაც შეგიძლია შეტყობინებაზე [payout amount] დაემატება შენს [date] შემოსავალს დაწკაპუნებით. უშუალოდ შენი შემოსავალი ნაჩვენებია შენი მაღაზიის განაღდების ვალუტაში.

საერთაშორისო ტრანზაქციის საკომისიო

ბანკები საერთაშორისო ტრანზაქციის საკომისიოებს აჭრიან მომხმარებლებს, რომლებიც ახორციელებენ ტრანსსასაზღვრო შესყიდვებს, თუმცა ეს საკომისიოები შენ, როგორც მოვაჭრეს, არ გერიცხება. შენს საერთაშორისო მომხმარებლებს საერთაშორისო ტრანზაქციის საკომისიოები (ან უცხოური ტრანზაქციის საკომისიოები) შეიძლება დაარიცხოს მათმა ბანკმა ან საკრედიტო ბარათის ემიტენტმა მაშინაც კი, როდესაც თანხა მათ საკრედიტო ბარათზე ადგილობრივ ვალუტაში იჭრება. მაგალითად, თუ შენი ბიზნესი დაფუძნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მომხმარებელი კანადიდან აფორმებს შეკვეთას, მისმა ბანკმა შეიძლება დააკისროს საერთაშორისო ტრანზაქციის საკომისიო მაშინაც კი, თუ მისი საკრედიტო ბარათიდან თანხა ჩამოიჭრა CAD-ში.

ეს საკომისიოები განსხვავდება და მათ ადგენს და აჭრის შენი მომხმარებლის ბანკი ან საკრედიტო ბარათის ემიტენტი — მათ Shopify არანაირად არ აკონტროლებს. საერთაშორისო მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ ბანკს ან საკრედიტო ბარათის ემიტენტს ამ საკომისიოების შესახებ მეტის გასაგებად.