შენი მაღაზიისთვის ბიზნესის პარამეტრების დამატება

სანამ Shopify-ს მაღაზიის დაყენებას დაიწყებ, უნდა შექმნა Shopify ანგარიში და დაამატო შენი მაღაზიის ბიზნეს-ინფორმაცია. არ არის აუცილებელი ყველა დეტალის მაშინვე მითითება, მაგრამ აუცილებლად დაამატე შემდეგი პუნქტები:

  • მაღაზიის სახელი
  • ბიზნესის იურიდიული სახელი და მისამართი
  • მაღაზიის დროის სარტყელი
  • მაღაზიის ნაგულისხმევი ვალუტა
  • წონის ნაგულისხმევი ერთეული
  • პაროლი შენი ონლაინ მაღაზიის დასაცავად

შენი myshopify.com დომენის სახელის გადახედვა

ანგარიშის შექმნისას გენიჭება ავტომატურად გენერირებული myshopify.com დომენის სახელი, მაგალითად, 1a2b3c4-5.myshopify.com. შენი myshopify.com დომენი უნიკალურია შენი მაღაზიისთვის და გამოიყენება Shopify-ს ადმინში შესასვლელად და შენი ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის. მაგალითად, შენი ანგარიშის დასაკავშირებლად მესამე მხარის აპებმა ან სერვისებმა შეიძლება მოგთხოვონ შენი myshopify.com-ის მითითება როგორც Shopify ანგარიშის ID-ის ან ანგარიშის ნომრის სახით.

შენი Shopify-ს ადმინი ასევე იყენებს myshopify.com ID-ს თავისი URL-ის ნაწილად. მაგალითად: admin.shopify.com/store/1a2bc4-5.

შენ შეგიძლია აირჩიო ახალი myshopify.com დომენის სახელი შენი Shopify-ს ადმინიდან მხოლოდ 1-ხელ.

ნაგულისხმევად, ეს დომენის სახელი ასევე მიიჩნევა შენი მაღაზიის ძირითად დომენად, თუმცა შეგიძლია იყიდო მორგებული დომენი, რათა ჩაანაცვლო შენი myshopify.com დომენი იმ ვებმისამართით, რომელსაც მომხმარებლები შენს მაღაზიაში მოსანახულებლად გამოიყენებენ.

ახალი myshopify.com დომენის სახელის არჩევა

როდესაც Shopify-ზე რეგისტრირდები, ნაგულისხმევი myshopify.com დომენის სახელი ავტომატურად გენერირდება. ეს დომენის სახელი გამოჩნდება შენი ვებ-ბრაუზერის მისამართების ველში Shopify-ს ადმინში ყოფნისას. ის აგრეთვე ვიტრინის ნაგულისხმევი მისამართია, რომელიც გამოუჩნდებათ შენს ონლაინ მაღაზიაში შემოსულ მომხმარებლებს.

თუ გსურს, შენი მაღაზიის მნახველ მომხმარებლებს ბრენდზე გაუმახვილო ყურადღება, შეგიძლია გამოიყენო შემდეგი ვარიანტები:

  • იყიდე და დაამატე მორგებული დომენი. როცა მორგებულ დომენს იყენებ ძირითად დომენად, შენი myshopify.com დომენის სახელი მომხმარებლებთან არ გამოჩნდება. მას იყენებ მხოლოდ შენ და შენი პერსონალი Shopify-ს ადმინში შესასვლელად.
  • მომხმარებლებისთვის საჩვენებლად, აირჩიე ახალი, უფასო myshopify.com დომენის სახელი. მისი შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეგიძლია Shopify-ს ადმინიდან.
  • როცა აახლებ myshopify.com დომენს, ამავდროულად ახლდება Shopify-ს ადმინის URL-იც ახალ myshopify.com დომენზე. მაგალითად, თუ .myshopify.com დომენს განაახლებ johns-apparel.myshopify.com-ით, შენი Shopify-ს ადმინის URL გახდება admin.shopify.com/store/johns-apparel.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > დომენები.

  2. დომენების გვერდზე კურსორი მიიტანე myshopify.com დომენთან და მის შესაცვლელად დააწკაპუნე ფანქრის ხატულას.

  3. შეიყვანე ახალი სახელი და დააწკაპუნე დომენის დამატება-ს.

მობილური
  1. Shopify აპი-დან შეეხე Menu-ს და შემდეგ შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე დომენები-ს.

  3. დომენების გვერდზე myshopify.com დომენთან შეეხე ღილაკს მოქმედებები, შემდეგ კი შეეხე myshopify.com დომენის შეცვლა-ს.

  4. შეიყვანე ახალი სახელი და შეეხე დომენის დამატება-ს.

ახალი myshopify.com დომენი ავტომატურად ხდება შენი ძირითადი დომენი, ხოლო წინა myshopify.com დომენი ავტომატურად გადამისამართდება ახალზე. URL-ის დამატებითი გადამისამართებების შექმნა საჭირო არ არის.

შენ და შენს პერსონალს კვლავ დაგჭირდებათ წინა myshopify.com დომენის გამოყენება Shopify-ს ადმინში შესასვლელად და მაღაზიასთან დაკავშირებით Shopify-ს მხარდაჭერასთან დასაკავშირებლად.

შენი მაღაზიის სახელი გამოჩნდება ვებსაიტის ყველა გვერდზე. ნაგულისხმევად, მაღაზიის სახელია „My Store“. Shopify ანგარიშის გასახსნელად უნდა მიუთითო შენი სრული იურიდიული სახელი, ბიზნესის მისამართი, ტელეფონის აქტიური ნომერი და მოქმედი ელფოსტის მისამართი. მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება დაგჭირდეს. ეს ინფორმაცია გამოიყენება Shopify ანგარიშზე რეგისტრაციისას შენი იდენტობის გადასამოწმებლად და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. შესაძლოა დაგჭირდეს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. შეიტყვეთ მეტი Shopify-ს მომსახურების პირობების შესახებ.

მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაცია საჯაროა. მომხმარებლებს შეუძლიათ ამ ინფორმაციის ნახვა შენი მაღაზიისა და პოლიტიკის გვერდებზე. მომხმარებელთა მომსახურების გასაწევად, შეგიძლია გადაწყვიტო, გაუზიარო თუ არა მომხმარებლებს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა შენი ტელეფონის ნომერი.

თუ შენი მაღაზია იყენებს Shopify Payments-ს, შენს Shopify Payments ანგარიშზე ბიზნესის სახელის შესაცვლელად ასევე დაგჭირდება Shopify-ს მხარდაჭერასთან დაკავშირება. სხვა შემთხვევაში, მაღაზიის სახელისა და საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლაზე შეზღუდვები არ მოქმედებს. მათი შეცვლა შეგიძლია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > ზოგადი.

  2. მაღაზიის საკონტაქტო დეტალების სექციაში დააწკაპუნე მაღაზიის სახელს, ან მის გასწვრივ > ნიშანს.

  3. მაღაზიის საკონტაქტო დეტალების გვერდზე, ველში მაღაზიის სახელი, დაარედაქტირე მაღაზიის სახელი.

  4. დააწკაპუნე შენახვა-ს.

მობილური
  1. Shopify აპი-დან შეეხე Menu-ს და შემდეგ შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე ზოგადი-ს.

  3. მაღაზიის საკონტაქტო დეტალების სექციაში შეეხე შენი მაღაზიის სახელს.

  4. მაღაზიის საკონტაქტო დეტალების გვერდზე, ველში მაღაზიის სახელი, დაარედაქტირე მაღაზიის სახელი.

  5. შეეხე შენახვა-ს ან ✓-ს.

დააყენე ან შეცვალე მაღაზიის მისამართი

შენი მაღაზიის მისამართი არის შენი ბიზნესის ფიზიკური ან მომხმარებლებისთვის განკუთვნილი მისამართი. მომხმარებლებს შეუძლიათ ამ მისამართის ნახვა შენი მაღაზიისა და პოლიტიკის გვერდებზე. შეგიძლია მისი დაყენება მაღაზიის საკონტაქტო დეტალების სექციაში აქ: პარამეტრები > ზოგადი.

Shopify-ს ანგარიშებზე კომპანიის სახელი და მისამართი ბილინგის მისამართიდან აისახება, რაც ცალკე პარამეტრს წარმოადგენს. მაღაზიის მისამართის შეცვლა არ ცვლის ბილინგის მისამართს. შეიტყვეთ მეტი Shopify-ს ბილინგის მისამართის მართვის შესახებ.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > ზოგადი.

  2. მაღაზიის საკონტაქტო დეტალების სექციაში დააწკაპუნე მაღაზიის მისამართი-ს.

  3. შეიყვანე შენი კომპანიის სახელი და მაღაზიის მისამართი.

  4. დააწკაპუნე შენახვა-ს.

მობილური
  1. Shopify აპი-დან შეეხე Menu-ს და შემდეგ შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე ზოგადი-ს.

  3. მაღაზიის საკონტაქტო დეტალების სექციაში შეეხე მაღაზიის მისამართს.

  4. შეიყვანე შენი კომპანიის სახელი და მაღაზიის მისამართი.

  5. შეეხე შენახვა-ს ან ✓-ს.

თუ შენი მაღაზია იყენებს ისეთ ფინანსურ სერვისებს, როგორებიცაა Shopify Payments, Shopify Balance, Shopify Capital ან Shopify Credit, Shopify-ს ადმინში მაღაზიის ქვეყნის შესაცვლელად ყველა ფინანსური სერვისის დეაქტივაცია დაგჭირდება.

დააყენე ან შეცვალე მაღაზიის დროის სარტყელი

დესკტოპი
  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > ზოგადი.

  2. მაღაზიის ნაგულისხმევი პარამეტრების სექციაში, დროის სარტყელის სიიდან, აირჩიე ახალი დროის სარტყელი.

  3. დააწკაპუნე შენახვა-ს.

მობილური
  1. Shopify აპი-დან შეეხე Menu-ს და შემდეგ შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე ზოგადი-ს.

  3. მაღაზიის ნაგულისხმევი პარამეტრების სექციაში, დროის სარტყელის სიიდან, აირჩიე ახალი დროის სარტყელი.

  4. შეეხე შენახვა-ს ან ✓-ს.

აირჩიე მაღაზიის ვალუტა

შენი Shopify-ს ადმინის ზოგადი პარამეტრების გვერდზე შეგიძლია აირჩიო, რომელ ვალუტას იყენებს შენი მაღაზია (მაგალითად, USD, EUR, CAD, AUD, JPY).

თუ იყენებ Shopify Payments-ს, როგორც საკრედიტო ბარათით გადახდის კარიბჭეს, მაშინ უნდა შეცვალო ვალუტა იმ საბანკო ანგარიშისა და ვალუტის პარამეტრების რედაქტირებით, რომლებსაც Shopify Payments იყენებს.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > ზოგადი.

  2. მაღაზიის ნაგულისხმევი პარამეტრების სექციაში დააწკაპუნე: Horizontal menu > მაღაზიის ვალუტის შეცვლა.

  3. ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე ახალი ფულადი ერთეული.

  4. თუ ვალუტას შენი პირველი შეკვეთის შემდეგ ცვლი, ასევე უნდა მონიშნო მესმის მაღაზიის ვალუტის შეცვლის რისკი. სურვილისამებრ, ასევე შეგიძლია აირჩიო ვალუტის შეცვლის მიზეზი. დააწკაპუნე ღილაკს შენახვა.

  5. არასავალდებულო: ფულადი თანხების ასახვის ფორმატის შესაცვლელად, შეასრულე შემდეგი ნაბიჯები:

    1. დააწკაპუნე: Horizontal menu > ვალუტის ფორმატის შეცვლა.
    2. შეიტანე ცვლილებები შენი ვალუტის ფორმატში.
    3. დააწკაპუნე შენახვა-ს.
მობილური
  1. Shopify აპი-დან შეეხე Menu-ს და შემდეგ შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე ზოგადი-ს.

  3. მაღაზიის ნაგულისხმევი პარამეტრების სექციაში შეეხე: Horizontal menu ან Vertical menu > მაღაზიის ვალუტის შეცვლა.

  4. ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე ახალი ფულადი ერთეული.

  5. თუ ვალუტას შენი პირველი შეკვეთის შემდეგ ცვლი, ასევე უნდა მონიშნო მესმის მაღაზიის ვალუტის შეცვლის რისკი. სურვილისამებრ შეგიძლია აირჩიო ვალუტის შეცვლის მიზეზი. შეეხე ღილაკს შენახვა.

  6. არასავალდებულო: ფულადი თანხების ასახვის ფორმატის შესაცვლელად, შეასრულე შემდეგი ნაბიჯები:

    1. შეეხე: Horizontal menu ან Vertical menu > ვალუტის ფორმატის შეცვლა.
    2. შეიტანე ცვლილებები შენი ვალუტის ფორმატში.
    3. შეეხე შენახვა-ს ან ✓-ს.

რამდენიმე ვალუტის ჩვენება

თუ იყენებ Shopify Payments-ს, შეგიძლია შენი მაღაზია ისე დააკონფიგურირო, რომ რამდენიმე ვალუტაში გაყიდო. მომხმარებლებს შეეძლებათ შენი ონლაინ მაღაზიის დათვალიერება და შეკვეთის გაფორმება მათთვის სასურველ ადგილობრივ ვალუტაში.

თუ არ იყენებ Shopify Payments-ს, შეგიძლია მოარგო თემები, რათა ონლაინ მაღაზიაში რამდენიმე ვალუტა მხოლოდ საჩვენებლად დაამატო. მომხმარებლებს შეკვეთის გაფორმება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელიც შენს ზოგადი პარამეტრების გვერდზე, მაღაზიის ნაგულისხმევი პარამეტრების სექციაში გაქვს დაყენებული.

შეიტყვე მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დაამატო რამდენიმე ვალუტის მხარდაჭერა შენს თემაში.

მაღაზიის ნაგულისხმევი წონის ერთეულის დაყენება ან შეცვლა

შეგიძლია აირჩიო წონის შემდეგი ნაგულისხმევი ერთეულებიდან ერთ-ერთი:

  • ფუნტი (lb) - იმპერიული სისტემა
  • უნცია (oz) - იმპერიული სისტემა
  • კილოგრამი (kg) - მეტრული სისტემა
  • გრამი (g) - მეტრული სისტემა

აირჩიე წონის ის ერთეული, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს ბიზნესს. ეს მხოლოდ ნაგულისხმევი მნიშვნელობაა და მოგვიანებით მისი შეცვლა ცალკეული პროდუქტებისთვისაც არის შესაძლებელი.

სანამ წონის ნაგულისხმევ ერთეულს აირჩევ, იმავე ეკრანზე უნდა აირჩიო შენი ერთეულთა სისტემა.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > ზოგადი.

  2. მაღაზიის ნაგულისხმევი პარამეტრების სექციაში გამოიყენე ერთეულთა სისტემისა და წონის ნაგულისხმევი ერთეულის ჩამოსაშლელი მენიუები, რათა აირჩიო სასურველი წონის ერთეული.

  3. დააწკაპუნე შენახვა-ს.

მობილური
  1. Shopify აპი-დან შეეხე Menu-ს და შემდეგ შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე ზოგადი-ს.

  3. მაღაზიის ნაგულისხმევი პარამეტრების სექციაში გამოიყენე ერთეულთა სისტემისა და წონის ნაგულისხმევი ერთეულის ჩამოსაშლელი მენიუები, რათა აირჩიო სასურველი წონის ერთეული.

  4. შეეხე შენახვა-ს ან ✓-ს.

მთავარი გვერდის მეტამონაცემების დაყენება ან განახლება

მეტამონაცემები, როგორიცაა გვერდის სათაური და მეტა აღწერა, საძიებო სისტემის შედეგებში აისახება. ის არ ახდენს გავლენას საძიებო სისტემაში გამოჩენის შანსებზე, თუმცა კარგმა მეტა აღწერამ შეიძლება გაზარდოს ალბათობა იმისა, რომ ვიზიტორები შენს მაღაზიაში გადმოვიდნენ. ეს მეტი ტრაფიკის მოსაზიდად შესანიშნავი გზაა.

სათაური და მეტა აღწერა თითოეული გვერდისთვის უნიკალური უნდა იყოს და უნდა აღწერდეს ამ გვერდის კონტენტს. შენს Shopify-ს ადმინში არსებული ყველა პროდუქტის, გვერდის ან ბლოგისთვის არის საძიებო სისტემის სექცია, სადაც შეგიძლია შეიყვანო ის ინფორმაცია, რომლის გამოჩენაც გსურს საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე.

სათაურებისთვის დაწესებულია 70-სიმბოლოიანი ლიმიტი. ყველა საძიებო სისტემა არ ჭრის ტექსტს სიმბოლოების ლიმიტის მიღწევის შემდეგ, თუმცა წაკითხვადობის გასაუმჯობესებლად მათი უმეტესობა ტექსტს წყვეტს სიტყვის ბოლოს და არა სიტყვის შუაში. საძიებო სისტემები შენი სათაურის თეგის ქვემოთ აჩვენებს მეტა აღწერის მხოლოდ 140-მდე სიმბოლოს, ამიტომ შეეცადე, მოკლედ დაწერო.

შეგიძლია ნახო შენი გვერდის წინასწარი გადახედვა, თუ როგორ გამოჩნდება ის ძიების შედეგად Google-ის შედეგების გვერდზე.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: ონლაინ მაღაზია > პრეფერენციები.

  2. სოციალურ ქსელში გასაზიარებელი სურათი და SEO სექციაში შეიყვანე შენი მთავარი გვერდის მეტამონაცემები ველებში მთავარი გვერდის სათაური და მეტა აღწერა.

  3. დააწკაპუნე შენახვა-ს.

შეიტყვე მეტი შენს Shopify-ს მაღაზიაში SEO-სთვის საკვანძო სიტყვების დამატების შესახებ.

შეკვეთის ID-ების ფორმატირება

ნაგულისხმევად, შენი პირველი შეკვეთის ID-ს ენიჭება ფორმატი #1001. ამის შემდგომი შეკვეთების ნომრები 1-ით იზრდება თითოეული ახალი შეკვეთისთვის. არ შეგიძლია შეცვალო რიცხვი, რომლითაც შენი შეკვეთები იწყება (1001), მაგრამ შეგიძლია შეკვეთის ID-ის პრეფიქსის ან სუფიქსის დამატებით ან რედაქტირებით მოარგო შენი შეკვეთის ID-ების ფორმატი.

შეკვეთის ID-ის პრეფიქსის დამატება ან რედაქტირება

პრეფიქსის ველში შეგიძლია წაშალო #, ან ჩაანაცვლო ის A-Z, 0-9 სიმბოლოებითა თუ ნიშნებით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია ჩაანაცვლო ის რამდენიმე სიმბოლოთი.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > ზოგადი.

  2. შეკვეთის ID-ის ფორმატის სექციაში დააწკაპუნე პრეფიქსის ველზე და შემდეგ შეიყვანე პრეფიქსი შენი შეკვეთის ფორმატისთვის.

  3. დააწკაპუნე შენახვა-ს.

მობილური
  1. Shopify აპი-დან შეეხე Menu-ს და შემდეგ შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე ზოგადი-ს.

  3. შეკვეთის ID-ის ფორმატის სექციაში შეეხე პრეფიქსის ველს და შემდეგ შეიყვანე პრეფიქსი შენი შეკვეთის ფორმატისთვის.

  4. შეეხე შენახვა-ს ან ✓-ს.

შეკვეთის ID-ის სუფიქსის დამატება ან რედაქტირება

სუფიქსის ველში შეგიძლია წაშალო #, ან ჩაანაცვლო ის A-Z, 0-9 სიმბოლოებითა თუ ნიშნებით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია ჩაანაცვლო ის რამდენიმე სიმბოლოთი.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > ზოგადი.

  2. შეკვეთის ID-ის ფორმატის სექციაში დააწკაპუნე სუფიქსის ველზე და შემდეგ შეიყვანე სუფიქსი შენი შეკვეთის ფორმატისთვის.

  3. დააწკაპუნე შენახვა-ს.

მობილური
  1. Shopify აპი-დან შეეხე Menu-ს და შემდეგ შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე ზოგადი-ს.

  3. შეკვეთის ID-ის ფორმატის სექციაში შეეხე სუფიქსის ველს და შემდეგ შეიყვანე სუფიქსი შენი შეკვეთის ფორმატისთვის.

  4. შეეხე შენახვა-ს ან ✓-ს.

შემდეგი ნაბიჯები

ბიზნესის ინფორმაციის დაყენების შემდეგ, დროა, მაღაზიის აწყობა დაიწყო.