საფასო გეგმების ხშირად დასმული კითხვები

იპოვე პასუხები Shopify-ს საფასო გეგმებთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ კითხვებზე.

დავკარგავ თუ არა უფასო საცდელ პერიოდს გეგმაზე დარეგისტრირებისას?

არა. შენ არ დაკარგავ არაფერს, რაც უფასო საცდელ პერიოდში გააკეთე ყოველთვიურ გეგმაზე დარეგისტრირებისას.

თუ ყოველთვიურ გეგმაზე უფასო საცდელი პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირდები, უფასო საცდელი პერიოდის დასრულებამდე არანაირი გამოწერის საფასური არ ჩამოგეჭრება.

როგორ გავაუქმო ჩემი მაღაზია უფასო საცდელი პერიოდის განმავლობაში?

უფასო საცდელი პერიოდის განმავლობაში საფასო გეგმის აურჩევლობის შემთხვევაში, უფასო საცდელი პერიოდის დასრულებისას შენი ანგარიში გაიყინება. უფასო საცდელი პერიოდის ვადის გასვლისას არანაირი თანხა არ ჩამოგეჭრება. თუ უფასო საცდელი პერიოდის დასრულებამდე აირჩევ საფასო გეგმას, მაშინ ხელით მოგიწევს შენი მაღაზიის დეაქტივაცია.

რა მოხდება, თუ დავაყენებ Shopify Payments-სა და PayPal-ს?

შეგიძლია დააყენო როგორც Shopify Payments, ისე მესამე მხარის პროვაიდერები, როგორიცაა PayPal ან მორგებული გადახდის მეთოდი. მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიოები ვრცელდება მესამე მხარის გადახდის პროვაიდერების მეშვეობით დამუშავებულ ყველა ტრანზაქციაზე. თუმცა, თუ მთავარ გადახდის პროვაიდერად Shopify Payments-ს აირჩევ, PayPal-ის ტრანზაქციები გათავისუფლდება მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიოებისგან. ხელით გადახდის მეთოდებს არ ერიცხება მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიო.

როდის უნდა შევცვალო ჩემი გეგმა?

გეგმა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს საჭიროებებს, დამოკიდებულია შენს ბიზნესზე.

არ არსებობს კონკრეტული დრო, როდესაც გეგმა უნდა შეცვალო, მაგრამ უნდა იფიქრო შენი გეგმის გაუმჯობესებაზე, თუ მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიო, რომელსაც იხდი, აღემატება სხვაობას შენი მიმდინარე გეგმის ყოველთვიურ გადასახადებსა და მომდევნო გეგმას შორის.

როგორ შევცვალო ჩემი გეგმა?

შეგიძლია შენი გეგმა შეცვალო Shopify-ს ადმინიდან.

შემიძლია ჩემი მაღაზიის დაპაუზება ან დეაქტივაცია?

შენ შეგიძლია მაღაზიის დეაქტივაცია. მაღაზიის დეაქტივაცია აჩერებს გამოწერის გადახდებს და ხურავს შენს ანგარიშს განუსაზღვრელი ვადით, ხოლო შენი მაღაზიის ინფორმაცია ინახება 2 წლის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მის ხელახლა გახსნას გადაწყვეტ. Pause and Build გეგმა აღარ არის ხელმისაწვდომი ახალი გამოწერებისთვის, თუმცა მაღაზიებს, რომლებიც უკვე იყენებენ მას, შეუძლიათ მისი გამოყენების გაგრძელება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე Shopify-ს მაღაზიის დეაქტივაცია და რეაქტივაცია.

თანხა დამიბრუნდება, თუ გავაუქმებ ჩემი Shopify-ს მაღაზიის გამოწერის გეგმას?

Shopify-ს გამოწერის გეგმების გადასახადები დაუბრუნებადია. ეს ნიშნავს, რომ ვერ მიიღებ თანხის დაბრუნებას შენი გამოწერის გეგმის გადასახადებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანი Shopify-ს მომსახურების პირობების 5.10 სექციას.