მაღაზიის დიზაინის საკონტროლო სია

Shopify-სთან მუშაობის დაწყებისას, არის რამდენიმე რამ, რისი დამატებაც უნდა განიხილო შენს მაღაზიაში მომხმარებლების ნდობის მოსაპოვებლად. როდესაც ვიზიტორები ენდობიან შენს მაღაზიას, შეკვეთის გაფორმების ალბათობაც იზრდება.

ეს საკონტროლო სია სხვა Shopify-ს მაღაზიების წარმატების მაგალითზე შეიქმნა, რათა დაგეხმაროს მაღაზიის ვიზიტორების ნდობის მოპოვებაში.

შეამოწმე, იყენებს თუ არა შენი მაღაზია შემდეგ ფუნქციებს:

A store's storefront menu, listing the menu items Home, Shop, About, and Contact. This menu is labeled with the number 1.

დარწმუნდი, რომ მაღაზიის მენიუ გასაგები და მარტივად გამოსაყენებელია ყველა მოწყობილობაზე.

გადახედე მენიუებს.

An About us page titled "Our story", shows simple paragraph structure, with three headings: Comfort, Sustainability, and Inclusivity. This page is labeled with the number 2.

გააზიარე შენი ბრენდის ისტორია და ღირებულებები „ჩვენ შესახებ“ გვერდზე.

გადახედე გვერდებს.

A Contact us page titled "Contact us", there are icons for email, map location, a chat bubble, and telephone. Included on this page is a three-field form, with a submit button that's labeled "CONTACT". This page is labeled with the number 3.

კონტაქტის გვერდზე მიუთითე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაგიკავშირდნენ.

გადახედე გვერდებს.

A Product page titled "Icon sneaker". The page shows three product images of a person in black pants wearing yellow sneakers. Product details, shipping policies, and return policies are also displayed on this page. The product images are numbers with the number 4. The Product details are numbered with the number 5. The Shipping policies are numbered with the number 6. The Return policies are numbered with the number 7.

პროდუქტის გვერდებზე დაამატე რამდენიმე ფოტო და ვიდეო.

გადახედე პროდუქტებს.

გამოიყენე ბლოკები პროდუქტის გვერდზე, რათა მოაწესრიგო და დაამატო პროდუქტის აღწერები.

გადახედე პროდუქტებს.

დარწმუნდი, რომ მიწოდების პოლიტიკა შეიცავს ინფორმაციას გადასახადებისა და ბაჟის შესახებ საერთაშორისო შეკვეთებისთვის.

გადახედე მაღაზიის პოლიტიკებს.

დააგენერირე ან დაამატე მკაფიო დაბრუნების პოლიტიკა შენს მაღაზიაში.

გადახედე მაღაზიის პოლიტიკებს.

გატესტე შენი გვერდის ჩატვირთვის დროები და გააუმჯობესე სურათები, წაშალე გამოუყენებელი აპები და შეაკეთე დაზიანებული ბმულები მაღაზიის სისწრაფის შესანარჩუნებლად.

გადახედე ონლაინ მაღაზიის სიჩქარეს.

წინასწარ ნახე შენი თემა ტელეფონზე, რათა დარწმუნდე, რომ სურათები, მენიუები და შეკვეთის გაფორმება გამართულად მუშაობს პატარა ეკრანებზე.

წინასწარ ნახე შენი თემა.

განათავსე სატესტო შეკვეთა, რათა დარწმუნდე, რომ შეკვეთის გაფორმების პროცესი თავიდან ბოლომდე შეუფერხებლად მუშაობს.

გადახედე შეკვეთის გაფორმების პარამეტრებს.