მოირგე შენი პროდუქტის ლისტინგები
შენი პროდუქტის ლისტინგების მორგება შეგიძლია შემდეგი გზებით Marketplace Connect-ის გამოყენებით:
- მოირგე პროდუქტის ლისტინგები მეტაველების გამოყენებით
- გამოიყენე ატრიბუტების ასახვა იმის მოსარგებად, თუ პროდუქტის რა ინფორმაცია გამოქვეყნდეს მარკეტფლეისებზე
- მოირგე პროდუქტის ლისტინგის სათაურები მარკეტფლეისებზე ცვლადების გამოყენებით
ამ გვერდზე
მოირგე შენი პროდუქტის ლისტინგები მეტაველებით
მეტაველების საშუალებით შეგიძლია პროდუქტის ლისტინგებს დაამატო მორგებული ველები, რომლებიც არ არის ასახული Shopify-ს ადმინში. ეს გეხმარება, აჩვენო მომხმარებლებს მეტი ინფორმაცია შენი პროდუქტების შესახებ და უკეთესი სპეციფიკაციის ხარჯზე, გააუმჯობესო პოზიცია ძიების რეიტინგში. მაგალითად, მოვაჭრეს, რომელიც მალფუჭებად პროდუქტებს ყიდის, შეიძლება სურდეს შექმნას მორგებული მეტაველი, რათა აჩვენოს პროდუქტების ვარგისიანობის ვადა.
გაეცანი მხარდაჭერილ მეტაველებს, რათა გაიგო რომელი მეტაველები ამოიცნობა ავტომატურად Marketplace Connect-ის მიერ.
მორგებული მეტაველების შექმნის შემდეგ, შეგიძლია გამოიყენო ატრიბუტების ასახვა, რათა მოახდინო პროდუქტების მორგებული მეტაველების სინქრონიზაცია მარკეტფლეისის შესაბამის ლისტინგებთან. გაიგე, როგორ დაამატო მეტაველები პროდუქტებს.
მხარდაჭერილი მეტაველების ტიპები
შემდეგი ტიპის მეტაველები ამოიცნობა Marketplace Connect-ის მიერ:
- თარიღი და დრო
- თარიღი
- ათწილადი
- განზომილება
- მთელი რიცხვი
- მრავალსტრიქონიანი
- ერთსტრიქონიანი
- კოლექცია
- URL
- ჭეშმარიტი ან მცდარი
- ფერი
შემდეგი ტიპის მეტაველები არ ამოიცნობა Marketplace Connect-ის მიერ:
- JSON
- ფორმატირებული ტექსტი
- წონა
- მოცულობა
- შერეული მითითება
- ფული
- რეიტინგი
- გვერდი
- მეტაობიექტი
- ფაილები
- პროდუქტის ვარიანტი
გამოიყენე ატრიბუტების ასახვა პროდუქტების სამართავად
ატრიბუტების ასახვა გაძლევს საშუალებას მოირგო ის ინფორმაცია, რომელიც ქვეყნდება Shopify-ს კატალოგიდან მარკეტფლეისის ლისტინგებზე.
Shopify-ს პროდუქტის ყველა ძირითადი მეტაველი ავტომატურად აისახება Marketplace Connect-ის დაყენების შემდეგ. თუმცა, ზოგიერთი მარკეტფლეისი მოითხოვს პროდუქტის კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ნაგულისხმევად არ არის Shopify-ს ადმინში პროდუქტის დეტალების ნაწილი. მაგალითად, პროდუქტის კონკრეტული ზომები ან პუნქტებიანი სიები.
თითოეული პროდუქტისთვის ამ ველების ხელით დამატებაზე დროის დასაზოგად, შეგიძლია შექმნა მეტაველები პროდუქტის თითოეული ატრიბუტისთვის, რომლებსაც დაკავშირებული მარკეტფლეისები ითხოვს და შემდეგ გამოიყენო ატრიბუტების ასახვა ამ ველის მთელ კატალოგზე გამოსაყენებლად.
მორგებული მეტაველების შექმნისა და ასახვის შემდეგ, ეს ველები ავტომატურად ივსება Shopify-ში ახალი პროდუქტების ატვირთვისას, რაც ამარტივებს მარკეტფლეისის ლისტინგის პროცესს.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Marketplace Connect.
დააწკაპუნე ამაზე: ასახვა.
დააწკაპუნე ასახვის ჩამოსაშლელ მენიუზე და აირჩიე ის მარკეტფლეისი, რომლის პროდუქტების მართვაც გსურს.
გამოიყენე ჩამოსაშლელი მენიუები თითოეულ სექციაში იმ პროდუქტის ატრიბუტების ასარჩევად, რომელთა სინქრონიზაციაც გსურს შენი Shopify-ს პროდუქტებიდან მარკეტფლეისის ლისტინგებთან.
დააწკაპუნე შენახვაზე.
მოირგე სათაურები შენი მარკეტფლეისის ლისტინგებისთვის
ნაგულისხმევად, Marketplace Connect იყენებს შენი Shopify-ს პროდუქტის სახელს მარკეტფლეისის შესაბამისი ლისტინგის სათაურად და თუ შეცვლი პროდუქტის სახელს, მარკეტფლეისის ლისტინგის სათაურიც ავტომატურად შეიცვლება. თუმცა, შეგიძლია შეიყვანო ფორმულის მნიშვნელობა პროდუქტის სათაურის ველში მარკეტფლეისის ლისტინგის სათაურის მოსარგებად.
შეგიძლია მოირგო სათაურები შენი მარკეტფლეისის ლისტინგებისთვის ინდივიდუალური რედაქტირების რეჟიმში ან ჯგუფური რედაქტირების რეჟიმში.
გაითვალისწინე შემდეგი მაგალითები:
- ცვლადის წინ NEW მუდმივი ტექსტური მნიშვნელობის ჩასასმელად, როგორიცაა შენი პროდუქტის სახელი (
{name}), შეიყვანეNEW {name}სათაურის სვეტში. - პროდუქტის მომწოდებლის ატრიბუტის ცვლადის პროდუქტის სახელის ცვლადთან ერთად გამოსაყენებლად, შეიყვანე
{vendor} {name}სათაურის სვეტში.