არსებული მარკეტფლეისის ლისტინგების Shopify-ს პროდუქტებთან დაკავშირება

თუ უკვე გაქვს არსებული ლისტინგები დაკავშირებულ მარკეტფლეისებზე, შეგიძლია გამოიყენო Marketplace Connect არსებული ლისტინგის შესაბამის Shopify-ს პროდუქტთან დასაკავშირებლად.

როდესაც მარკეტფლეისი დაკავშირებულია არსებულ ლისტინგებთან, Marketplace Connect ეძებს შენს Shopify-ს მაღაზიაში, რათა შემოგთავაზოს შესაბამისი პროდუქტი პროდუქტის SKU-ს, UPC-ის (პროდუქტის უნივერსალური კოდი) ან სათაურის საფუძველზე. თუ აპი ვერ იპოვის შესაბამისობას, შეგიძლია თავად აირჩიო ის ჩამოსაშლელი მენიუდან.

მარკეტფლეისების ლისტინგების შენს პროდუქტებთან დაკავშირების შემდეგ, Marketplace Connect იწყებს შენი დაკავშირებული ლისტინგებისთვის შეკვეთებისა და მარაგის სინქრონიზაციას. შეიტყვე, როგორ დაარედაქტირო შენი პროდუქტის ლისტინგები მათი დაკავშირების შემდეგ.

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Marketplace Connect.

  2. დააწკაპუნე: ლისტინგები.

  3. დააწკაპუნე მარკეტფლეისების ჩამოსაშლელ მენიუს და აირჩიე მარკეტფლეისი, რომლისთვისაც გსურს პროდუქტების მართვა.

  4. დააწკაპუნე: ლისტინგების დაკავშირება და შემდეგ შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:

    • იმ მარკეტფლეისის ლისტინგების დასაკავშირებლად, რომლებისთვისაც Marketplace Connect-მა იპოვა შესაბამისობა, დააწკაპუნე ბმულს Ready to list (მზადაა ლისტინგისთვის) ბეჯის გვერდით. აირჩიე ლისტინგები, რომელთა დაკავშირებაც გსურს შეთავაზებულ პროდუქტებთან და დააწკაპუნე: ყველას დამტკიცება.
    • იმ მარკეტფლეისის ლისტინგების დასაკავშირებლად, რომლებისთვისაც Marketplace Connect-მა იპოვა მიახლოებული შესაბამისობა, დააწკაპუნე ბმულს, რომელიც არის ბეჯის — მიახლოებული შესაბამისობა — გვერდით და შემდეგ შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:
      • აირჩიე ლისტინგები, რომელთა დაკავშირებაც გსურს შეთავაზებულ პროდუქტებთან და დააწკაპუნე: ყველას დამტკიცება.
      • ლისტინგის შესაბამისობის სხვა Shopify-ს პროდუქტით ჩასანაცვლებლად, აირჩიე დასაკავშირებელი პროდუქტი Shopify-ს SKU ჩამოსაშლელი მენიუდან და დააწკაპუნე: შესაბამისობის დადასტურება.
    • იმ მარკეტფლეისის ლისტინგების დასაკავშირებლად, რომლებისთვისაც Marketplace Connect-მა ვერ იპოვა შესაბამისობა, დააწკაპუნე ბმულს, რომელიც არის ბეჯის — შესაბამისობა ვერ მოიძებნა — გვერდით.
      • გადახედე მარკეტფლეისის ლისტინგის სვეტს, აირჩიე დასაკავშირებელი პროდუქტი Shopify SKU ჩამოსაშლელი მენიუდან Shopify-ს პროდუქტის სვეტში და დააწკაპუნე: შესაბამისობის დადასტურება.
  5. დააწკაპუნე: შესაბამისობების გადახედვა.

  6. გადახედე შესაბამისობებს, რომელთა დაკავშირებაც გსურს და დააწკაპუნე: ლისტინგების დაკავშირება.

თუ არსებულ eBay-ს ლისტინგებს დააკავშირებ პროდუქტთან, მოგეთხოვება აირჩიო eBay-ს ლისტინგის წესები.

eBay-ს ლისტინგის წესების არჩევა

მას შემდეგ, რაც აირჩევ eBay-ს ლისტინგებს, რომელთა დაკავშირებაც გსურს Shopify-სთან, მოგეთხოვება აირჩიო ლისტინგის შემდეგი წესები:

  • მიწოდების წესები
  • დაბრუნების პოლიტიკა
  • eBay-ს სათაური
  • აღწერა
  • ფასი და გადასახადები

თითოეული ლისტინგის წესისთვის უნდა აირჩიო ერთ-ერთი შემდეგი:

  • აირჩიე eBay-ს პარამეტრების გამოყენება, რათა გამოიყენო eBay-ს მიმდინარე პარამეტრები პროდუქტის ლისტინგისთვის.
  • აირჩიე Marketplace Connect-ის პარამეტრები, რათა გადააწერო eBay-ში კონფიგურირებული პარამეტრები. თუ აირჩევ Marketplace Connect-ის პარამეტრების გამოყენებას, eBay-ს ლისტინგის საწყისი პარამეტრების აღდგენა ვეღარ მოხერხდება.

თუ აირჩევ eBay-ს პარამეტრებს სათაურისთვის, აღწერისთვის ან ფასისთვის და მოგვიანებით მოგინდება მათი შეცვლა Shopify-ში პროდუქტის პარამეტრებთან სინქრონიზაციისთვის, შეგიძლია შეცვალო ეს პარამეტრები ნებისმიერ დროს მასობრივი რედაქტორის გამოყენებით.