რას გულისხმობს INFORM Consumers Act

INFORM Consumers Act არის შეერთებული შტატების კანონი, რომელიც ძალაში 2023 წლის 27 ივნისს შევიდა. ეს კანონი ონლაინ მარკეტფლეისებს, მათ შორის Shop აპს, აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, შეაგროვონ, გადაამოწმონ და გაამჟღავნონ გარკვეული ინფორმაცია მაღალი ბრუნვის მქონე მოვაჭრეების (high-volume sellers) შესახებ. Shop აპის მოვაჭრეებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს გვერდი INFORM Consumers Act-ის გასაცნობად.

INFORM Consumers Act-ით განსაზღვრული მოვაჭრის კრიტერიუმები

INFORM Consumers Act ვრცელდება მაღალი ბრუნვის მქონე მოვაჭრეებზე, რომლებიც პროდუქტებს შეერთებულ შტატებში მყოფ მომხმარებლებზე ყიდიან. მაღალი ბრუნვის მქონე მოვაჭრედ (high-volume seller) მიიჩნევა პირი, რომელმაც ბოლო 24 თვის განმავლობაში, ნებისმიერ უწყვეტ 12-თვიან პერიოდში, ონლაინ მარკეტფლეისის მეშვეობით განახორციელა ახალი ან გამოუყენებელი სამომხმარებლო პროდუქტების 200 ან მეტი ცალკეული გაყიდვა და მისი საერთო შემოსავალი შეადგენდა 5000 USD-ს ან მეტს.

INFORM Consumers Act-ის მოთხოვნები

თუ აკმაყოფილებ იმ მაღალი ბრუნვის მქონე მოვაჭრის კრიტერიუმებს, რომელიც Shop არხის მეშვეობით შეერთებულ შტატებში მყოფ მომხმარებლებზე ყიდის, მაშინ შენი მაღაზია უნდა შეესაბამებოდეს INFORM Consumers Act-ით განსაზღვრულ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ინფორმაციის შეგროვება და გადამოწმება: ონლაინ მარკეტფლეისებმა მაღალი ბრუნვის მქონე მოვაჭრეებისგან გარკვეული ინფორმაცია უნდა შეაგროვონ და გადაამოწმონ. ეს ინფორმაცია მოიცავს საბანკო ანგარიშის მონაცემებს, მოქმედ ბიზნეს ელფოსტასა და ტელეფონის ნომერს, ასევე საგადასახადო ID-ის ინფორმაციას. თუ ამ ინფორმაციაში რაიმე ცვლილებაა, მაღალი ბრუნვის მქონე მოვაჭრემ ის დროულად უნდა განაახლოს.
  • ინფორმაციის დადასტურება: წელიწადში ერთხელ მაღალი ბრუნვის მქონე მოვაჭრეებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათი ინფორმაცია განახლებულია, ან მიაწოდონ განახლებული ინფორმაცია, თუ ის შეიცვალა.
  • მოვაჭრის ინფორმაციის ჩვენება: ონლაინ მარკეტფლეისზე 20 000 USD ან მეტი წლიური საერთო შემოსავლის მქონე მაღალი ბრუნვის მქონე მოვაჭრეებისთვის პროდუქტის ლისტინგის გვერდებზე, ან შეკვეთის დადასტურების შეტყობინებებსა და ანგარიშის ტრანზაქციების ისტორიაში უნდა იყოს ნაჩვენები მოვაჭრის ბიზნესის დასახელება, ფიზიკური მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მოქმედ ტელეფონის ნომერს, ელფოსტის მისამართს ან პირდაპირი ელექტრონული შეტყობინებების შესაძლებლობას. შეიტყვე მეტი, თუ როგორ გადახედო და განაახლო შენი Shop-ის საკონტაქტო ინფორმაცია.

შეუსრულებლობა

INFORM Consumers Act-ის მოთხოვნების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმების დაკისრება შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. ონლაინ მარკეტფლეისებს, რომლებიც ვერ შეასრულებენ ამ ვალდებულებებს, შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა 50 000 USD-მდე თითოეულ დარღვევაზე. ამ პირობებიდან გამომდინარე, მაღალი ბრუნვის მქონე მოვაჭრის მიერ INFORM Consumers Act-ით მოთხოვნილი ინფორმაციის ან დადასტურების მიწოდების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს Shop აპის გაყიდვების არხის გამოყენების შეფერხება.