Collective საზოგადოების სახელმძღვანელო პრინციპების გაცნობა საცალო მოვაჭრეებისთვის
იმის უზრუნველსაყოფად, რომ Shopify Collective იყოს ადგილი, სადაც შეძლებ მომწოდებლებთან წარმატებული ურთიერთობების დამყარებას, სასურველია, გადახედო საზოგადოების შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებსა და საუკეთესო პრაქტიკას. შეგიძლია თავისუფლად დაუკავშირდე მომწოდებლებს, რომლებთანაც პარტნიორობ, რათა შეთანხმდეთ ერთობლივი მუშაობის საუკეთესო გზებზე:
- მოწვევის ეტიკეტი: გაგზავნე დაკავშირების მოსაწვევები მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომლებთან ერთადაც ნამდვილად გსურს გაყიდვა Collective-ზე. დროულად უპასუხე მიღებულ დაკავშირების მოსაწვევებს, მიუხედავად იმისა, იღებ თუ უარყოფ მათ.
- პატიოსანი გაყიდვა: ნამდვილად შეეცადე, ხელი შეუწყო და გაყიდო მომწოდებლის პროდუქტები, რომელთა იმპორტსაც ახდენ Collective-ით. სხვა მარკეტფლეისებზე მათი ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვამდე ითხოვე ნებართვა მომწოდებლებისგან.
- იყავი პასუხისმგებლიანი: მიაწოდე ზუსტი საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრები და შესაბამისი გადაყიდვის სერტიფიკატები შენს მომწოდებლებს შეერთებულ შტატებში.
- შეინარჩუნე ნდობა: შესაბამისი მომწოდებლის ჩართვამდე, გადადგი ნაბიჯები დაკარგული ამანათების შესახებ მომხმარებელთა შეტყობინებების დასადასტურებლად.
- დაბრუნების წესები: დარწმუნდი, რომ მომხმარებლის მიერ დაბრუნება ნამდვილია და ხორციელდება შეთანხმებული დაბრუნების პერიოდის განმავლობაში.
- კლიენტის გამოცდილება: ეცადე, მომხმარებელთა მხარდაჭერის შეკითხვებს 48 საათის განმავლობაში უპასუხო. მომხმარებელთა ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, უზრუნველყავი ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა შენს მომწოდებლებთან.
თუ უკმაყოფილო ხარ კონკრეტული პარტნიორობით, უშუალოდ მომწოდებელს დაელაპარაკე. პრობლემების უმეტესობა მოლოდინების შესახებ მკაფიო კომუნიკაციით შეიძლება მოგვარდეს.
თუ პარტნიორობის დასრულება გჭირდება, შეგიძლია გათიშო კავშირი მომწოდებელთან Shopify Collective აპის პარამეტრებში და სურვილისამებრ, შეატყობინო მომწოდებლის მიერ თაღლითური ქმედებების ან გადაცდომების შესახებ. Shopify ამ რეპორტებს ამოწმებს მხოლოდ მომწოდებელთა ქცევის პოტენციური მოდელების გამოსავლენად. მომწოდებლის დარეპორტების შემდეგ შენი უკუკავშირის შესახებ Shopify-სგან დამატებით შეტყობინებებს არ მიიღებ.