მომწოდებლებთან კავშირის გათიშვა Shopify Collective აპში
შეგიძლია გათიშო კავშირი მომწოდებელთან შენს Shopify Collective აპში, თუ პარტნიორობის დასრულებას გადაწყვეტ. მომწოდებელთან კავშირის გათიშვისას, მას ელფოსტით გაეგზავნება შეტყობინება, რომ თქვენი მაღაზიები აღარ არის დაკავშირებული. მომწოდებლებთან კავშირის გათიშვა მათთან პროდუქტების სინქრონიზაციას აჩერებს.
კარგი პრაქტიკაა, რომ მომწოდებლებს კავშირის გათიშვამდე დაუკავშირდე, რათა განიხილოთ შესრულებული შეკვეთებისთვის გადასახდელი თანხები და შეთანხმდეთ, როგორ გაუმკლავდებით ნებისმიერ შეუსრულებელ შეკვეთას.
ამ გვერდზე
მომწოდებლებთან კავშირის გათიშვისას გასათვალისწინებელი დეტალები
Shopify Collective აპში მომწოდებელთან კავშირის გათიშვამდე, გაეცანი შემდეგ გასათვალისწინებელ დეტალებს:
- მომწოდებელთან კავშირის გათიშვა დაუყოვნებლივ წყვეტს კავშირს თქვენს Shopify-ს მაღაზიებს შორის. მომწოდებელს ეცნობება ელფოსტით.
- პროდუქტებისთვის, რომლებიც მომწოდებლისგან დააიმპორტე, ხდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უმკლავდები მიუწვდომელ პროდუქტებს შენი პროდუქტის პოლიტიკის მიხედვით:
- პროდუქტის მარაგი განისაზღვრება 0-ით.
- პროდუქტებს მიენიჭებათ მონახაზის სტატუსი.
- პროდუქტები სამუდამოდ წაიშლება შენი მაღაზიიდან.
- გათიშულ მომწოდებელთან ახალი შეკვეთების შექმნა ვერ მოხერხდება და მან შეიძლება გააუქმოს ნებისმიერი შეუსრულებელი შეკვეთა.
- შეკვეთების სინქრონიზაცია წყდება მომწოდებელთან კავშირის გათიშვიდან რამდენიმე წუთში, და თუ შეკვეთებს თრექინგის ნომრები აქვს დამატებული, მათი სინქრონიზაციაც აღარ მოხდება.
- შესრულებული შეკვეთების გადახდებზე ეს გავლენას არ მოახდენს და თანხის დაბრუნების პროცესები კვლავ შეიძლება შესრულდეს.
მომწოდებლისთვის თანხის გადახდა პარტნიორობის დასრულების შემდეგ
გათიშულ მომწოდებელთან ახალი შეკვეთების შექმნა შეუძლებელია, თუმცა შეიძლება ჯერ კიდევ არსებობდეს შეკვეთები, რომელთა თანხაც არ გადაგიხდია. ამ შეკვეთების გადახდის წესი დამოკიდებულია Shopify Collective აპში შენი გადახდის პარამეტრებზე და იმ ინდივიდუალურ შეთანხმებაზე, რომელიც მომწოდებელთან გაქვს.
თუ მომწოდებელთან ავტომატური გადახდები გააქტიურებულია
თუ მომწოდებელს ავტომატური გადახდებით უხდი, მაშინ კავშირის გათიშვის შემდეგ, ავტომატური გადახდები გაგრძელდება იმ შეკვეთებისთვის, რომლებიც მან მანამდე შეასრულა.
ნებისმიერი შეუსრულებელი შეკვეთა, რომლის დამუშავებასაც გააგრძელებ, ხელით უნდა გადაიხადო. აუცილებლად შეათანხმე გადახდის მეთოდი და პირობები გათიშულ მომწოდებელთან.
თუ მომწოდებელთან ავტომატური გადახდები დეაქტივირებულია
თუ არ იყენებ ავტომატურ გადახდებს მომწოდებელთან, მასთან კავშირის გათიშვის შემდეგ, გააგრძელე ყველა ადრე შესრულებული შეკვეთის გადახდა შეთანხმებული ხელით გადახდის მეთოდისა და პირობების გამოყენებით.
მომწოდებელთან კავშირის გათიშვა
თუ გსურს დაასრულო პარტნიორობა Shopify Collective-ში, შეგიძლია გათიშო კავშირი მომწოდებელთან. კავშირის გათიშვისას ასევე შეგიძლია გაგზავნო ანგარიში ნებისმიერი თაღლითური ქმედების ან დარღვევის შესახებ, რომელსაც შეიძლება წააწყდი.
მომწოდებელთან კავშირის გათიშვის შემდეგ, კვლავ შეგიძლია ნახო მისი საკონტაქტო დეტალები, ასევე შენი შეკვეთებისა და გაყიდვების მეტრიკები Archive ჩანართში შენს მომწოდებლების (Suppliers) გვერდზე, Shopify Collective-ის აპში.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Collective.
დააწკაპუნე მომწოდებლები (Suppliers).
Connected ჩანართიდან დააწკაპუნე ან აირჩიე მომწოდებელი, რომელთანაც გსურს კავშირის გათიშვა.
დააწკაპუნე მომწოდებელთან კავშირის გათიშვა
არასავალდებულო: თუ გსურს გაუგზავნო ანგარიში Collective-ის გუნდს მომწოდებლის შესახებ, აირჩიე მომწოდებლის დარეპორტება დარღვევისთვის და შემდეგ შეიყვანე შეტყობინება.
დააწკაპუნე კავშირის გათიშვა.