პროდუქტების მართვა აპში Shopify Collective
მას შემდეგ, რაც მომწოდებელს დაუკავშირდები, შეგიძლია მისი პროდუქტების შენს მაღაზიაში იმპორტირება.
თუ გსურს პროდუქტის იმპორტისა და პროდუქტის დეტალების სინქრონიზაციის ავტომატიზაცია, განიხილე Shopify Collective-ის პროდუქტის პოლიტიკების გამოყენება. მაგალითად, შესაძლოა, დაგჭირდეს პროდუქტის მეტი დეტალის უწყვეტი სინქრონიზაცია, როგორიცაა მომწოდებლისგან პროდუქტის უახლესი სურათების მიღება.
ასევე შეგიძლია, ხელით დააიმპორტო მომწოდებლის პროდუქტები, დაარედაქტირო პროდუქტის დეტალები და გამოაქვეყნო პროდუქტები შენს ონლაინ მაღაზიაში. ასევე შეგიძლია, ნახო მომწოდებლის პროდუქტების ფასების დეტალები და ტრანსპორტირების ღირებულება.
ზოგიერთმა მომწოდებელმა შეიძლება შექმნას საჯარო ფასების სია, საიდანაც შეგიძლია მყისიერად დააიმპორტო პროდუქტები შენს მაღაზიაში, მომწოდებელთან დაკავშირების ან მისი თანხმობის გარეშე.
ამ გვერდზე
- გასათვალისწინებელი ფაქტორები Shopify Collective-ში პროდუქტების იმპორტისა და მართვისთვის
- პროდუქტის ფასების დეტალები
- პროდუქტების იმპორტი შენს მაღაზიაში
- პროდუქტის დეტალების რედაქტირება
- პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შენს მაღაზიაში
- პროდუქტების წაშლა შენი მაღაზიიდან
- მარაგის სინქრონიზაციის ხარვეზების აღმოფხვრა
გასათვალისწინებელი ფაქტორები Shopify Collective-ში პროდუქტების იმპორტისა და მართვისთვის
სანამ Shopify Collective-ში პროდუქტებს დააიმპორტებ ან მართავ, გადახედე შემდეგ გასათვალისწინებელ ფაქტორებს.
იმპორტირებული პროდუქტის დეტალები და ფასდაკლებები
- კოლექციების, თეგების, მეტაველებისა და ფასდაკლების კოდების იმპორტირება მომწოდებლის მაღაზიიდან შენს მაღაზიაში არ ხდება.
- შენ გაქვს შესაძლებლობა, რომ შენი მომწოდებლებისგან იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასდაკლების კოდები გამოიყენო, მაგალითად, 20%-იანი მისასალმებელი შეთავაზება. ეს შენი მოგების მარჟებზე ახდენს გავლენას, თუმცა მომწოდებლისთვის გადახდილი თანხა უცვლელი რჩება. იმისათვის, რომ თავიდან აიცილო ფასდაკლების კოდებში Collective-ის პროდუქტების შეყვანა, შეგიძლია გამოიყენო მესამე მხარის ფასდაკლების აპები, რომლებიც გამონაკლისის ფუნქციებს გთავაზობენ.
ვარიანტები, მარაგი და SKU-ები
- შეგიძლია, გქონდეს პროდუქტის 100-მდე ვარიანტი. თუ პროდუქტი გადააჭარბებს ვარიანტების ამ ლიმიტს, პროდუქტის მარაგისა და ფასების ინფორმაცია შეიძლება არ დასინქრონიზდეს.
- Collective-ის იმპორტირებული პროდუქტების მარაგის რაოდენობას მართავს მომწოდებელი და ის შენი მაღაზიის ადმინ პანელში ხელმისაწვდომია მხოლოდ წასაკითხად.
- არ შეგიძლია პროდუქტის ვარიანტების რედაქტირება და ვერ აირჩევ, თუ პროდუქტის რომელი ვარიანტები გამოაქვეყნო.
- POS მარაგის დონეების სინქრონიზაცია მომწოდებლის მაღაზიიდან შენს მაღაზიაში არ ხდება. შენს მაღაზიაში გასაყიდად ხელმისაწვდომი რაოდენობის სახით ნაჩვენებია მხოლოდ ონლაინ მარაგის დონეები.
- მარაგის აღრიცხვის ერთეული (SKU) აუცილებელია ყველა პროდუქტისთვის, რომელიც იყიდება Shopify Collective-ის საშუალებით. შეგიძლია ნებისმიერ დროს დაარედაქტირო პროდუქტის SKU. შეიძლება მოქმედებდეს შემდეგი სცენარები:
- თუ მომწოდებლის პროდუქტს უკვე აქვს SKU, მაშინ პროდუქტის იმპორტისას მომწოდებლის SKU დაემატება შენს მაღაზიას.
- თუ მომწოდებლის პროდუქტს არ აქვს SKU, შენს მაღაზიაში ავტომატურად შეიქმნება SKU იმ ნომრით, რომელსაც Shopify Collective გამოიმუშავებს.
- Claude-ის ან ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებიდან იმპორტირებული პროდუქტები ზუსტად ისევე იმართება, როგორც უშუალოდ მომწოდებლებისგან იმპორტირებული პროდუქტები. მათ მომწოდებელი მართავს და მათზე იმპორტის, მარაგისა და ფასწარმოქმნის ისეთივე პროცესები ვრცელდება, როგორიც Collective-ის ნებისმიერ სხვა პროდუქტზე.
პროდუქტის დუბლირება, ფასწარმოქმნა და გადასახადები
- Shopify Collective-იდან იმპორტირებული პროდუქტების დუბლირება არ შეიძლება. პროდუქტის დუბლირებისას მომწოდებელთან მისი კავშირი წყდება. დუბლიკატს ვერც Shopify Collective-ს ხელახლა დაუკავშირებ და ვერც აღადგენ. თუ პროდუქტი უკვე დაადუბლირე, წაშალე დუბლიკატი.
- შენს აპში Shopify Collective ნაჩვენები პროდუქტის ფასები შეიცავს გადასახადს, თუ მომწოდებელმა თავისი მაღაზია ისე დააყენა, რომ პროდუქტის ფასებში გადასახადიც შედიოდეს, ან პროდუქტის ფასებში არ შევა გადასახადი, თუ მას მომწოდებელი არ ითვალისწინებს. შეიტყვე მეტი იმ გაყიდვების გადასახადის შესახებ, რომელიც შეიძლება მომწოდებელმა შეაგროვოს შენგან.
Shopify Collective-ის დეინსტალაცია
- თუ წაშლი აპს Shopify Collective, შენი მომწოდებლის ყველა კავშირი წაიშლება და ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც შენ Collective-ით დააიმპორტე, მარაგი 0-მდე გაუნულდება და გაითიშება Collective-ისგან. პროდუქტები დარჩება შენს მაღაზიაში, მაგრამ თუ მოგვიანებით ხელახლა დააინსტალირებ აპს Shopify Collective, პროდუქტების Collective-ით ხელახლა იმპორტირება დაგჭირდება.
პროდუქტის ფასების დეტალები
Shopify Collective-ში პროდუქტის ფასების დეტალების შესახებ მეტის გასაგებად გადახედე შემდეგ ცხრილს.
| ფასის დეტალი | აღწერა |
|---|---|
| საცალო ფასი | შეგიძლია დააყენო შენი საკუთარი საცალო ფასი, ან შენს მაღაზიაში მომწოდებლის საცალო ფასი ავტომატურად დაასინქრონიზო. თუ პროდუქტის საცალო ფასის გაზრდა ან შემცირება გსურს, პროდუქტის ფასზე სასაუბროდ, პირველ რიგში მომწოდებელთან დაკავშირება განიხილე. |
| თვითღირებულება | თვითღირებულება არის პროდუქტის საცალო ფასი გამოკლებული საცალო მოვაჭრის პროცენტული მარჟა, რომელსაც მომწოდებელი აყენებს თავის ფასების სიაში. ეს ის თანხაა, რომელიც მომწოდებლის წინაშე გმართებს მათი პროდუქტის გაყიდვისას. არ შეგიძლია პროდუქტის თვითღირებულების რედაქტირება. თუ მომწოდებელი შეცვლის პროდუქტის თვითღირებულებას, ის ავტომატურად განახლდება შენს მაღაზიაში. |
| მარჟა | მარჟა არის პროცენტი, რომელსაც მომწოდებელი აკლებს პროდუქტის საცალო ფასს, რათა შენთვის მისი თვითღირებულება განსაზღვროს. |
| მოგება | მოგება მიუთითებს თანხის რაოდენობაზე, რომელსაც გამოიმუშავებ პროდუქტის გაყიდვისას. შენი მოგება არის პროდუქტის საცალო ფასს გამოკლებული თვითღირებულება. |
შენს მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ფასდაკლების კოდები Shopify Collective-ის მეშვეობით იმპორტირებული პროდუქტებისთვის, მაგრამ ღირებულება, რომელსაც უხდი მომწოდებლებს პროდუქტის თითოეულ გაყიდვაზე, არ იცვლება.
მაგალითად, მომწოდებლისგან იმპორტირებულ პროდუქტს აქვს 100 USD საცალო ფასი და 70 USD ღირებულება. თუ შენი მომხმარებელი იყენებს 20 USD ფასდაკლების კოდს, შენ მაინც გიწევს მომწოდებლისთვის 70 USD-ის გადახდა და შენი მოგება იქნება მხოლოდ 10 USD, ნაცვლად 30 USD-ისა მომხმარებლის ფასდაკლების გარეშე.
პროდუქტების იმპორტი შენს მაღაზიაში
შენ შეგიძლია მომწოდებლის პროდუქტების იმპორტი შენს მაღაზიაში.
თუ Shopify Collective-იდან პროდუქტების იმპორტის ავტომატიზაცია გსურს, შეგიძლია პროდუქტების პოლიტიკები გამოიყენო. ან შეგიძლია Collective-ის პროდუქტების იმპორტისთვის მხარდაჭერილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტები გამოიყენო.
მაღაზიაში პროდუქტების იმპორტის შემდეგ, შენი მომწოდებლის პროდუქტების სიებში ისინი ხელმისაწვდომი ჩანართიდან იმპორტირებული ჩანართში გადაინაცვლებს.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში აპები > Collective.
დააწკაპუნე მომწოდებლები-ს.
დააწკაპუნე იმ მომწოდებელს, რომლისგანაც გსურს პროდუქტების იმპორტი.
ხელმისაწვდომი ჩანართიდან დააწკაპუნე ინდივიდუალურ პროდუქტებს, რომელთა იმპორტიც გსურს შენს მაღაზიაში, ან აირჩიე მომწოდებლის ყველა ხელმისაწვდომი პროდუქტი.
დააწკაპუნე პროდუქტების იმპორტი-ს.
პროდუქტის დეტალების რედაქტირება
შენ შეგიძლია შეცვალო პროდუქტის შემდეგი დეტალები:
- პროდუქტის ფასი
- პროდუქტის სათაური
- აღწერა
- მედია
პროდუქტის ფასწარმოქმნისთვის, შეგიძლია გაზარდო ან შეამცირო მომწოდებლის საცალო ფასი, როდესაც პროდუქტებს შენს საკუთარ მაღაზიაში ყიდი.
საცალო ფასის სინქრონიზაცია ნაგულისხმევად გამორთულია, რაც ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია შეცვალო მომწოდებლის პროდუქტის საცალო ფასი შენს მაღაზიაში. შენ შეგიძლია აირჩიო, რომ გააქტიურო საცალო ფასის ავტომატური სინქრონიზაცია პროდუქტის პოლიტიკებთან ერთად, რათა შენს მაღაზიაში ყოველთვის გქონდეს მომწოდებლის პროდუქტის საცალო ფასი. თუ სინქრონიზაცია ჩართული გაქვს და შენს მაღაზიაში შეცვლი პროდუქტის საცალო ფასს, მაშინ ფასი არ დაუბრუნდება მომწოდებლის საცალო ფასს და განახლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას თავად მომწოდებელი გაანახლებს.
თუ მომწოდებლის პროდუქტის საცალო ფასი არ შეესაბამება შენს ფასწარმოქმნის სტრატეგიას და გსურს საცალო ფასის გაზრდა ან შემცირება, პირველ რიგში, განიხილე მომწოდებელთან დაკავშირება პროდუქტის ფასწარმოქმნის განსახილველად. საცალო ფასის რედაქტირებამდე უნდა დარწმუნდე, რომ საცალო ფასის სინქრონიზაცია გამორთულია.
არსებობს გარკვეული დეტალები, რომლებიც არ უნდა დაარედაქტირო იმ პროდუქტებზე, რომელთა იმპორტს და გაყიდვასაც Shopify Collective-ის მეშვეობით ახორციელებ. პროდუქტის შემდეგ დეტალებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გადაიწერება, როდესაც მომწოდებელი განაახლებს საკუთარ ორიგინალ პროდუქტს:
- კონტროლირებადი მარაგი
- მიწოდება – დარწმუნდი, რომ გააქტიურებულია პარამეტრი ფიზიკური პროდუქტი
- ვარიანტები – შენ არ შეგიძლია ვარიანტის პარამეტრების შეცვლა, გადალაგება ან დამატება
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში პროდუქტები.
დააწკაპუნე იმ პროდუქტის სახელს, რომლის შეცვლაც გსურს.
დაარედაქტირე პროდუქტის ფასი, პროდუქტის სათაური, აღწერა ან მედია.
დააწკაპუნე შენახვა-ს.
პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შენს მაღაზიაში
იმის უზრუნველსაყოფად, რომ შენმა მომხმარებლებმა შეძლონ იმპორტირებული პროდუქტების შეძენა, უნდა დაადასტურო შემდეგი დეტალები:
- პროდუქტი დაყენებულია აქტიურ სტატუსზე
- პროდუქტი გამოქვეყნებულია შენს გაყიდვების არხებში
შენ შეგიძლია დაარედაქტირო ნაგულისხმევი პროდუქტის პოლიტიკა ან მორგებული პროდუქტის პოლიტიკა და დააყენო ამ პოლიტიკის მომწოდებლის ყველა პროდუქტი, რომ ავტომატურად დაიმპორტდეს როგორც აქტიური.
იმპორტირებული პროდუქტების გამოქვეყნების სტატუსის გადახედვა
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში აპები > Collective.
დააწკაპუნე მომწოდებლები-ს.
დააწკაპუნე იმ მომწოდებლის სახელს, რომლის პროდუქტების გადახედვაც გსურს.
მომწოდებლის დეტალების გვერდის პროდუქტები-ს სექციაში, დააწკაპუნე იმპორტირებული-ს.
სტატუსი-ს სვეტში, გადახედე პროდუქტის სტატუსს.
არხები-ს სვეტში, იხილე შემდეგი დეტალები:
- თუ ნაჩვენებია 0-ზე მეტი რიცხვი, დააწკაპუნე ამ რიცხვს, რათა იხილო გაყიდვების არხები, რომლებზეც პროდუქტი გამოქვეყნებულია.
- თუ ნაჩვენებია 0, მაშინ პროდუქტს აქვს მონახაზის სტატუსი და შენ უნდა დააყენო ის აქტიურზე, რათა პროდუქტის შეძენა შესაძლებელი იყოს.
- თუ ნაჩვენებია გამოუქვეყნებელი, დააწკაპუნე ისარს, შემდეგ კი დააწკაპუნე პროდუქტის მართვა-ს, რათა გახსნა პროდუქტი შენს Shopify-ს ადმინში. თუ გსურს პროდუქტი მომხმარებლებისთვის შესაძენად ხელმისაწვდომი გახადო, მაშინ გამოაქვეყნე პროდუქტი შენს გაყიდვების არხებში.
იმპორტირებული პროდუქტის სტატუსის დაყენება აქტიურზე
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში პროდუქტები.
დააწკაპუნე იმ პროდუქტს, რომლის აქტიურ სტატუსზე დაყენებაც გსურს.
სტატუსი-ს სექციაში, დააწკაპუნე ჩამოსაშლელ მენიუს, შემდეგ კი აირჩიე აქტიური.
დააწკაპუნე შენახვა-ს.
იმპორტირებული პროდუქტის გამოქვეყნება გაყიდვების არხებში
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში პროდუქტები.
დააწკაპუნე იმ პროდუქტს, რომლის გამოქვეყნებაც გსურს შენს გაყიდვების არხებში.
გამოქვეყნება-ს სექციაში, დააწკაპუნე
ხატულას.
გაააქტიურე გაყიდვების არხები, რომლებზეც გსურს პროდუქტის გამოქვეყნება, ან დააწკაპუნე ყველგან გამოქვეყნება-ს.
დააწკაპუნე დასრულებულია-ს.
დააწკაპუნე შენახვა-ს.
პროდუქტების წაშლა შენი მაღაზიიდან
შენ შეგიძლია წაშალო მომწოდებლის პროდუქტები შენი მაღაზიიდან. შენი მაღაზიიდან პროდუქტების წაშლის შემდეგ, ისინი გადაინაცვლებს იმპორტირებული ჩანართიდან ხელმისაწვდომი ჩანართში.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში აპები > Collective.
დააწკაპუნე მომწოდებლები-ს.
დააწკაპუნე იმ მომწოდებელს, რომლისგანაც გსურს პროდუქტების წაშლა.
გადადი იმპორტირებული ჩანართზე, შემდეგ კი აირჩიე პროდუქტები, რომელთა წაშლაც გსურს შენი მაღაზიიდან.
დააწკაპუნე პროდუქტების წაშლა-ს, შემდეგ კი დააწკაპუნე წაშლა-ს.
მარაგის სინქრონიზაციის ხარვეზების აღმოფხვრა
თუ პროდუქტის მარაგი სწორად არ სინქრონიზდება შენსა და შენს მომწოდებელს შორის, გადახედე ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ნაბიჯებს.
მარაგის არასწორი ლოკაციის ხარვეზების აღმოფხვრა
Shopify Collective-ის მეშვეობით იმპორტირებული პროდუქტები დაკავშირებულია აპის მიერ შექმნილ ლოკაციასთან, რომელსაც ჰქვია „მომწოდებლის სახელი Shopify Collective-ის მეშვეობით“. არ შეცვალო მარაგის ლოკაცია იმპორტირებული პროდუქტებისთვის, რადგან ამან შეიძლება დაარღვიოს შეკვეთის სინქრონიზაციის პროცესი და გამოიწვიოს შეკვეთის შესრულების პრობლემები.
ნაბიჯები:
- შენი Shopify-ს ადმინში გადადი განყოფილებაში პროდუქტები.
- დააწკაპუნე სინქრონიზაციის ხარვეზის მქონე პროდუქტს.
- ინვენტარი-ს სექციაში შეამოწმე, რომ ლოკაციად მითითებულია „მომწოდებლის სახელი Shopify Collective-ის მეშვეობით“.
- თუ სხვა ლოკაციაა მითითებული, შეცვალე ისევ Shopify Collective-ის ლოკაციით.
ხარვეზების აღმოფხვრა, როცა პროდუქტი ვიტრინაზე ჩანს სტატუსით „მარაგში არ არის“, მაგრამ მარაგი ხელმისაწვდომია ადმინ პანელში
თუ შენს ადმინ პანელში ნაჩვენებია, რომ მარაგი ხელმისაწვდომია სწორ ლოკაციაზე, მაგრამ ვიტრინაზე პროდუქტს აქვს სტატუსი „მარაგში არ არის“, მაშინ შესაძლოა ხარვეზი იყოს შენს თემაში ან აპში. გადაამოწმე ნებისმიერი აპი, რომელიც მართავს მარაგის სტატუსს ვიტრინაზე, მაგალითად, მარაგების მართვის აპები. ხარვეზის აღმოსაჩენად, შესაძლოა თემის დებაგინგი დაგჭირდეს.
ხარვეზების აღმოფხვრა, როცა მომწოდებელმა პროდუქტზე წვდომა გააუქმა
თუ შენს მაღაზიაში მარაგის რაოდენობა ნულია, მაგრამ მომწოდებელს აქვს მარაგი, მაშინ მომწოდებელმა შესაძლოა გააუქმა პროდუქტზე წვდომა მისი ხელმისაწვდომი ფასების სიიდან ამოღებით ან მისთვის მონახაზის სტატუსის მინიჭებით.
შეგიძლია პროდუქტის შეცდომები გადაამოწმო Shopify Collective აპის Imported ჩანართში შესაბამისი მომწოდებლისთვის. პროდუქტები შეცდომის ყვითელი ხატულით, რომელსაც აწერია „Supplier removed product access“, აღარ არის გაზიარებული.
თუ პროდუქტზე წვდომა გაუქმდა, დაუკავშირდი მომწოდებელს და სთხოვე მისი ხელახლა გაზიარება.
შეგიძლია გადაამოწმო მარაგის ისტორია, რომ გაარკვიო, რა მოხდა.
ნაბიჯები:
- Shopify-ს ადმინში გადადი პროდუქტზე.
- დააწკაპუნე სექციას ინვენტარი და შემდეგ გადაამოწმე ისტორია.
- გადაამოწმე კორექტირების ტიპი:
- „Inventory correction Collective (Retailer)“ ნიშნავს, რომ მომწოდებელმა მარაგი გაანულა, მაგრამ პროდუქტი კვლავ გაზიარებულია.
- „Other Collective (Retailer)“ ნიშნავს, რომ მომწოდებელმა პროდუქტზე წვდომა გააუქმა.
ხარვეზების აღმოფხვრა, როცა პროდუქტი Shopify Collective-ის მიწოდების პროფილში არ არის
დარწმუნდი, რომ გაქვს მიწოდების პროფილი Shopify Collective-ისთვის და Collective-ით გაყიდული ყველა პროდუქტი დამატებულია მასში. თუ პროდუქტები მიწოდების პროფილში არ არის, სინქრონიზაცია შესაძლოა ვერ შესრულდეს.