საცალო მოვაჭრეებისგან გათიშვა Shopify Collective-ის გაყიდვების არხზე
შენ შეგიძლია გაითიშო საცალო მოვაჭრისგან შენი Shopify Collective-ის გაყიდვების არხზე, თუ გადაწყვეტ პარტნიორობის დასრულებას. როდესაც საცალო მოვაჭრეს გაეთიშები, ისინი მიიღებენ შეტყობინებას ელფოსტით, რომ თქვენი მაღაზიები აღარ არის დაკავშირებული. საცალო მოვაჭრეებისგან გათიშვა აჩერებს მათთან პროდუქტების სინქრონიზაციას.
საცალო მოვაჭრისგან გათიშვამდე, დაუკავშირდი მას შესრულებული შეკვეთებისთვის დავალიანების გადახდების განსახილველად და შეუთანხმდი, თუ როგორ მოაგვარებთ შეუსრულებელ შეკვეთებს.
ამ გვერდზე
გასათვალისწინებელი ფაქტორები საცალო მოვაჭრეებისგან გათიშვისას
შენი Shopify Collective-ის გაყიდვების არხზე საცალო მოვაჭრისგან გათიშვამდე გადახედე შემდეგ გასათვალისწინებელ ფაქტორებს:
- საცალო მოვაჭრისგან გათიშვა მყისიერად წყვეტს კავშირს თქვენს Shopify-ს მაღაზიებს შორის. საცალო მოვაჭრე მიიღებს შეტყობინებას ელფოსტით.
- საცალო მოვაჭრის Shopify-ს მაღაზიაში, ყველა იმ პროდუქტის მარაგი, რომელიც შენგან დააიმპორტა, დაყენდება 0-ზე.
- უნდა დაუკავშირდე საცალო მოვაჭრეს ნებისმიერი შეუსრულებელი შეკვეთის განსახილველად, ან შეგიძლია გააუქმო შეუსრულებელი შეკვეთები შენს Shopify-ს ადმინში.
- შეკვეთების სინქრონიზაცია ჩერდება საცალო მოვაჭრისგან გათიშვიდან რამდენიმე წუთში, და თუ შეკვეთებს დამატებული აქვთ თრექინგის ნომრები, არც ისინი არ სინქრონიზდება.
- ეს არ ეხება შესრულებული შეკვეთების გადახდებს, ხოლო თანხის დაბრუნების დამუშავება კვლავ შესაძლებელია.
თანხის მიღება პარტნიორობის დასრულების შემდეგ
გათიშულ საცალო მოვაჭრესთან ახალი შეკვეთები ვერ შეიქმნება, მაგრამ შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს არსებული შეკვეთები, რომელთათვისაც თანხა არ მიგიღია. ამ შეკვეთებისთვის თანხის მიღების გზა დამოკიდებულია Shopify Collective-ის გაყიდვების არხში შენს გადახდის პარამეტრებზე და საცალო მოვაჭრეებთან ინდივიდუალურ შეთანხმებაზე.
თუ საცალო მოვაჭრესთან გააქტიურებულია ავტომატური გადახდები
თუ იყენებ ავტომატურ გადახდებს საცალო მოვაჭრესთან, გათიშვის შემდეგ კვლავ ავტომატურად მიიღებ მათგან თანხას შესრულებული შეკვეთებისთვის.
ნებისმიერი შეუსრულებელი შეკვეთისთვის, რომელსაც გააგრძელებ საცალო მოვაჭრის გათიშვის შემდეგ, გადახდა არ განხორციელდება ავტომატურად. შეუსრულებელი შეკვეთების გაგზავნამდე, აუცილებლად შეუთანხმდი საცალო მოვაჭრეს ხელით გადახდის მეთოდსა და პირობებზე.
თუ საცალო მოვაჭრესთან ავტომატური გადახდები დეაქტივირებულია
თუ საცალო მოვაჭრესთან არ იყენებ ავტომატურ გადახდებს, გათიშვის შემდეგ კვლავ გააგრძელე მისგან გადახდების ხელით შეგროვება ყველა ადრე შესრულებული შეკვეთისთვის. გადახდის ხელით შეგროვება ასევე იმოქმედებს ნებისმიერ შეუსრულებელ შეკვეთაზე, რომლის გაგზავნაზეც შეთანხმდებით Collective-ზე თქვენი პარტნიორობის დასრულების შემდეგ.
საცალო მოვაჭრისგან გათიშვა
თუ გსურს Shopify Collective-ზე პარტნიორობის დასრულება, შეგიძლია გაითიშო საცალო მოვაჭრისგან. გათიშვისას, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია გაგზავნო რეპორტი ნებისმიერი დარღვევის შესახებ, რომელსაც შეიძლება წააწყდი.
საცალო მოვაჭრისგან გათიშვის შემდეგ, შენ კვლავ შეგიძლია ნახო მათი საკონტაქტო დეტალები და შენი შეკვეთებისა და გაყიდვების მეტრიკა Shopify Collective-ის გაყიდვების არხში, შენი საცალო მოვაჭრეების გვერდის არქივის ჩანართში.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: გაყიდვების არხები > Collective: მომწოდებელი.
დააწკაპუნე აქ: საცალო მოვაჭრეები.
დაკავშირებული ჩანართიდან დააწკაპუნე ან აირჩიე საცალო მოვაჭრე, რომლისგან გათიშვაც გსურს.
დააწკაპუნე აქ: საცალო მოვაჭრისგან გათიშვა
არასავალდებულო: თუ გსურს Collective-ის გუნდს გაუგზავნო რეპორტი საცალო მოვაჭრის შესახებ, აირჩიე საცალო მოვაჭრის დარეპორტება დარღვევის გამო და შემდეგ შეიყვანე შეტყობინება.
დააწკაპუნე აქ: გათიშვა.