თემების არჩევა

იპოვე შენი ბიზნესისთვის შესაფერისი თემა Shopify Theme Store-ში. Theme Store გთავაზობს თემების ფართო არჩევანს, რომლებიც შეგიძლია დაამატო შენს ონლაინ მაღაზიას. ის მოიცავს უფასო თემებს, რომლებიც შექმნილია Shopify-ს მიერ და ფასიან თემებს, რომლებიც შექმნილია მესამე მხარის დიზაინერების მიერ. ფასიანი თემის შეძენამდე, დარწმუნდი, რომ გესმის, რა ტიპის მხარდაჭერა არის ხელმისაწვდომი ამ თემისთვის.

იპოვე შესაფერისი თემა

შეგიძლია გამოიყენო Shopify Theme Store-ს ძიებისა და გაფილტვრის პარამეტრები შენი ონლაინ მაღაზიისთვის შესაფერისი თემის საპოვნელად.

ძიება თემის ფუნქციის მიხედვით

შენთვის სასურველი ფუნქციების მქონე თემების პოვნა შეგიძლია Shopify Theme Store-ის ზედა პანელის საძიებო ველის გამოყენებით.

მაგალითად, თუ ეძებ ტერმინს „ხშირად დასმული კითხვების გვერდი“, ძიების შედეგების გვერდზე გამოჩნდება ყველა თემა, რომელსაც აქვს ხშირად დასმული კითხვების გვერდი.

კონკრეტული ფუნქციების მქონე თემების მოსაძებნად, დააწკაპუნე ღილაკს ძიება გვერდის ზედა ნაწილში.

Shopify Theme Store-ში შეგიძლია საძიებო ტერმინების შემდეგი მაგალითების გამოყენება:

  • ხშირად დასმული კითხვების გვერდი
  • Instagram-ის არხი
  • პროდუქტის გაფილტვრა
  • სწრაფი ყიდვა
  • დაკავშირებული პროდუქტები
  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
  • ფიქსირებული ნავიგაცია
  • ვიდეო
  • განიერი განლაგება

ძიების შედეგების დასაზუსტებლად გამოიყენე ფილტრები გვერდითი პანელის მენიუში.

ძიება კოლექციის ან ინდუსტრიის მიხედვით

Shopify Theme Store-ში თემების დათვალიერებისას შეგიძლია გამოიყენო ჩამოსაშლელი მენიუები გვერდის ზედა ნაწილში თემების კოლექციის ან ინდუსტრიის მიხედვით დასათვალიერებლად.

შეგიძლია დაახარისხო კოლექციის მიხედვით, რათა გამოჩნდეს კონკრეტული სტილის, განლაგების ან მიზნის მქონე თემები. შეგიძლია დაახარისხო ინდუსტრიის მიხედვით, რათა გამოჩნდეს თემები, რომლებიც უპირველესად კონკრეტული ინდუსტრიისთვის შეიქმნა. თუმცა, არცერთი თემა არ არის შეზღუდული რომელიმე ინდუსტრიით. მაგალითად, ტექნოლოგიების მაღაზიას შეუძლია გამოიყენოს თემა, რომელიც „ხელოვნება და ფოტოგრაფია“ კატეგორიაშია მითითებული.

ნაბიჯები:

  1. გადადი Shopify Theme Store-ში.
  2. გვერდის ზედა ნაწილში დააწკაპუნე კოლექციები ან ყველა თემა > ინდუსტრია და შემდეგ აირჩიე კატეგორია.
  3. ძიების შედეგების დასაზუსტებლად გამოიყენე ფილტრები გვერდითი პანელის მენიუში.

შემდეგი ნაბიჯები

შენი ონლაინ მაღაზიისთვის თემების დამატების, გადახედვისა და შეძენის შესახებ მეტის გასაგებად, იხილე თემების დამატება, გადახედვა და შეძენა.