განცხადებების ზოლის დამატება

შენს ონლაინ მაღაზიას შეგიძლია, დაამატო განცხადებების ზოლი შენი ბიზნესის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოსაყოფად, როგორიცაა:

  • მიწოდების შეფერხებები ან რეგიონები, სადაც საერთაშორისო გზავნილები არ მიიღება
  • ახალი ან განახლებული პოლიტიკის გვერდები
  • მიმდინარე აქციები, როგორიცაა ფასდაკლებები ან ახალი სასაჩუქრე ბარათები

ზოგიერთ თემას აქვს განცხადებების ზოლის ჩაშენებული ფუნქცია, ზოგის შემთხვევაში კი განცხადებების ზოლის გამოსაჩენად აპის ჩამოტვირთვა დაგჭირდება.

შეამოწმე, აქვს თუ არა შენს თემას განცხადებების ზოლის ფუნქცია

იმის შესამოწმებლად, აქვს თუ არა შენს თემას განცხადებების ზოლის ფუნქცია, გამოიყენე ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:

  • გადადი ონლაინ მაღაზია-ში და დააწკაპუნე თემის რედაქტირება-ს. თუ შენს თემას აქვს განცხადებების ზოლი, განცხადებების ზოლი გამოჩნდება სექციების სიაში ან თავსართი-ს პარამეტრებში თემის რედაქტორში.
  • იხილე შენი თემის დოკუმენტაცია.
  • დაუკავშირდი შენი თემის დეველოპერს. თუ იყენებ Shopify-ს მიერ მხარდაჭერილ თემას, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას.

თუ შენს თემას აქვს განცხადებების ზოლის ჩაშენებული ფუნქცია, ონლაინ მაღაზიაში მის დასამატებლად მიჰყევი შენი თემის დოკუმენტაციას.

თუ შენს თემას არ აქვს განცხადებების ზოლის ფუნქცია ან ჩაშენებულ ფუნქციას არ გააჩნია სასურველი პარამეტრები, შეგიძლია ჩამოტვირთო ბანერის აპი.

განცხადებების ზოლის დამატება

შენს თემაში შეგიძლია იქონიო განცხადებების ზოლის მხოლოდ ერთი სექცია, თუმცა მასში 12-მდე განცხადების ბლოკის დამატებას შეძლებ.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი ონლაინ მაღაზია-ში.

  2. დააწკაპუნე თემის რედაქტირება-ს იმ თემის გასწვრივ, რომლის მორგებაც გსურს.

  3. განცხადებების ზოლი სექციაში დააწკაპუნე განცხადების დამატება-ს.

  4. ტექსტი ველში შეიყვანე შენი განცხადების ტექსტი.

  5. არასავალდებულო: დააწკაპუნე ბმული-ს ველს და შემდეგ შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:

    • შეიყვანე URL შენი მომხმარებლების კონკრეტულ ლოკაციაზე გადასამისამართებლად.
    • გამოიყენე ჩამოსაშლელი მენიუ შენი ონლაინ მაღაზიიდან გვერდის ასარჩევად.
  6. დააწკაპუნე შენახვა-ს.

განცხადებების ზოლის რედაქტირება

განცხადებების ზოლის მორგება შეგიძლია სამი სხვადასხვა გზით:

  • სტილი: აირჩიე ფერთა სქემა განცხადებების ზოლის ფონის და ტექსტის ფერის შესაცვლელად.
  • ფუნქცია: დაამატე ენის სელექტორი, ქვეყნის ან რეგიონის სელექტორი და სოციალური მედიის ხატულები შენს განცხადებების ზოლში.
  • ანიმაცია: დაამატე რამდენიმე განცხადება. აირჩიე განცხადებების ავტომატური მონაცვლეობა ან მიეცი მომხმარებლებს საშუალება, ხელით გადართონ განცხადებები შესაბამისი ისრის ღილაკების გამოყენებით.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი ონლაინ მაღაზია-ში.

  2. დააწკაპუნე თემის რედაქტირება-ს იმ თემის გასწვრივ, რომლის მორგებაც გსურს.

  3. დააწკაპუნე განცხადებების ზოლი-ს სექციას.

  4. არასავალდებულო: ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე ფერთა სქემა, რომლის გამოყენებაც გსურს.

  5. არასავალდებულო: გამყოფი ხაზის დასამატებლად, აირჩიე გამყოფი ხაზის ჩვენება.

  6. არასავალდებულო: განცხადებების ზოლში სოციალური მედიის ხატულების დასამატებლად, აირჩიე ხატულების ჩვენება დესკტოპზე.

  7. არასავალდებულო: თუ გაქვს რამდენიმე განცხადება და გსურს მათი ავტომატურად მონაცვლეობა, შეასრულე შემდეგი მოქმედებები:

    1. აირჩიე განცხადებების ავტომატური მონაცვლეობა.
    2. სლაიდერში სლაიდების შეცვლა ყოველ აირჩიე, თუ რა სიხშირით გსურს შენი განცხადებების მონაცვლეობა.
    3. დააწკაპუნე და გადაიტანე ⋮⋮ ხატულა, რათა შეცვალო განცხადებების თანმიმდევრობა.
  8. არასავალდებულო: განცხადებების ზოლში ქვეყნის ან რეგიონის სელექტორის დასამატებლად აირჩიე ქვეყნის/რეგიონის სელექტორის ჩართვა.

  9. არასავალდებულო: განცხადებების ზოლში ენის სელექტორის დასამატებლად აირჩიე ენის სელექტორის ჩართვა.

  10. დააწკაპუნე შენახვა-ს.

განცხადებების ზოლის დამალვა ან წაშლა

შეგიძლია დამალო ან წაშალო განცხადებების ზოლი, რომლის გამოჩენაც შენს ონლაინ მაღაზიაში აღარ გსურს. განცხადებების ზოლის დამალვით, ის ონლაინ მაღაზიიდან წაშლის გარეშე გაქრება და შეგიძლია კვლავ გამოაჩინო მაღაზიაში. განცხადებების ზოლის წაშლა სამუდამო მოქმედებაა, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი ონლაინ მაღაზია-ში.

  2. მოძებნე თემა, რომლის რედაქტირებაც გსურს და შემდეგ დააწკაპუნე თემის რედაქტირება-ს.

  3. დააწკაპუნე განცხადებების ზოლი-ს გადამრთველს, რათა გამოჩნდეს შენი განცხადებების ზოლების სია.

  4. წაშალე განცხადებების ზოლი ერთ-ერთი შემდეგი მეთოდის გამოყენებით:

    • განცხადების ზოლის დასამალად, მიიტანე მაუსის კურსორი განცხადების ბლოკთან და დააწკაპუნე თვალის ხატულას.
    • განცხადების ზოლის წასაშლელად, დააწკაპუნე იმ ზოლზე, რომლის წაშლაც გსურს და შემდეგ დააწკაპუნე ვარიანტს ბლოკის ამოღება.
  5. დააწკაპუნე შენახვა-ს.

მობილური
  1. Shopify აპიდან შეეხე მენიუ ხატულას.

  2. გაყიდვების არხების სექციაში შეეხე ვარიანტს ონლაინ მაღაზია.

  3. შეეხე ვარიანტს ყველა თემის მართვა.

  4. იპოვე თემა, რომლის რედაქტირებაც გსურს და შეეხე ვარიანტს თემის რედაქტირება.

  5. შეეხე ვარიანტს რედაქტირება.

  6. შეეხე განცხადების ზოლის გადამრთველს შენი განცხადების ზოლების სიის საჩვენებლად.

  7. წაშალე განცხადებების ზოლი ერთ-ერთი შემდეგი მეთოდის გამოყენებით:

    • განცხადების ზოლის დასამალად, მიიტანე მაუსის კურსორი განცხადების ბლოკთან და შეეხე თვალის ხატულას.
    • განცხადების ზოლის წასაშლელად, შეეხე იმ ზოლს, რომლის წაშლაც გსურს და შემდეგ შეეხე ვარიანტს ბლოკის ამოღება.
  8. შეეხე ვარიანტს შენახვა ან ✓-ს.

ჩამოტვირთე განცხადების ბანერის აპი

  1. გადადი Shopify App Store-ში.
  2. მოძებნე აპი banner message ან announcement bar ტერმინების გამოყენებით.
  3. დააწკაპუნე აპზე აპის ლისტინგის გვერდის სანახავად.
  4. როდესაც აპის დეტალები დაგაკმაყოფილებს, დააწკაპუნე ვარიანტს აპის დამატება.

შენს მაღაზიაში ბანერის დასამატებლად, მიჰყევი აპის ინსტალაციის ინსტრუქციებს და აპის დეველოპერების მიერ მოწოდებულ ნებისმიერ დოკუმენტაციას.