ენა და ტექსტი თემებში
შენი ონლაინ მაღაზიის მორგება თემაში ნაგულისხმევი ტექსტის შეცვლით შეგიძლია. მაგალითად, შეგიძლია შეცვალო „კალათა“ „საშოპინგო ჩანთით“, ან „გაყიდულია“ „მიუწვდომელით“.
ზოგიერთი თემა მრავალი ენის ვარიანტსაც გთავაზობს. ასეთ თემებში შედის შენი ონლაინ მაღაზიის მთელი ტექსტური კონტენტის თარგმანები, როგორიცაა საკონტაქტო ინფორმაცია, კალათა და შეკვეთის გაფორმების ინფორმაცია. თემებისთვის, რომლებიც მრავალ ენას შეიცავს, შეგიძლია, უბრალოდ, თემის ენა შეცვალო. თუ შენს თემას არ აქვს ის ენა, რომელიც გსურს, შეგიძლია თარგმანები თავად შექმნა.