Shopify Payments ავსტრალიისთვის
ავსტრალიაში შეგიძლია გამოიყენო Shopify Payments შენს Shopify-ს მაღაზიაში შეკვეთის გაფორმებისას სხვადასხვა გადახდის მეთოდის მისაღებად. Shopify Payments-ის გააქტიურება შეგიძლია შენი Shopify ანგარიშის შექმნისას. შესაძლოა, დაგჭირდეს პირადი ინფორმაციისა და ბიზნესის შესახებ ინფორმაციის დადასტურება. შეიტყვე მეტი Shopify Payments-ის გამოყენებისას ინფორმაციული მოთხოვნების შესახებ.
Shopify Payments-ის მეშვეობით, გადახდის დამუშავებისა და შეკვეთების მართვის სისტემები იმართება პირდაპირ შენი Shopify-ს ადმინიდან. Shopify Payments იცავს მომხმარებელთა მონაცემებს თაღლითობის გამოვლენისა და დაშიფრვის მეთოდების, მაგალითად 3D Secure-ის გამოყენებით. გადახდის დამუშავების საკომისიო, რომელიც გეკისრება მომხმარებლის მიერ ბარათით შესყიდვისას Shopify Payments-ით, დამოკიდებულია გამოწერის გეგმაზე, რომელიც გაქვს შენი Shopify ანგარიშისთვის.
Shopify Payments ავსტრალიისთვის გაძლევს საშუალებას, მიიღო საკრედიტო და სადებეტო ბარათებით გადახდები და დაჩქარებული გადახდები. შენ ასევე შეგიძლია მიიღო გადახდის ლოკალური მეთოდები, რაც შენს მომხმარებლებს შეკვეთების გადახდისას კიდევ უფრო მეტ მოქნილობას სთავაზობს.