PayPal Wallet საფრანგეთისთვის
როდესაც ქმნი შენს Shopify-ს მაღაზიას და აყენებ Shopify Payments-ს საფრანგეთისთვის, შენ ავტომატურად იღებ PayPal Wallet ანგარიშს. PayPal Wallet-ის გამოყენებით, შეგიძლია მართო შენი PayPal-ის ტრანზაქციები შენი Shopify-ს ადმინიდან.
PayPal Wallet-ის გამოსაყენებლად დაგჭირდება Shopify Checkout-ის ყველაზე განახლებული ვერსიის გამოყენება.
ამ გვერდზე
PayPal Wallet-ის მთავარი სარგებელი და ფუნქციები
PayPal Wallet-ის გამოყენების ზოგიერთი ძირითადი ფუნქცია შემდეგია:
- PayPal-ის ყველა პარამეტრისა და ტრანზაქციის, მათ შორის დავებისა და თანხის დაბრუნების მართვა შესაძლებელია Shopify-ს ადმინში.
- შემოსავლები ერთიანდება და ირიცხება შენთვის სასურველ საბანკო ანგარიშზე.
- PayPal ბარათით ტრანზაქციები და PayPal Wallet-ით ტრანზაქციები ირიცხება ერთი შემოსავლის სახით.
- PayPal Wallet-ს აქვს ახალი გამოწერებისა და პერიოდული გადახდების მხარდაჭერა.
PayPal Wallet საფრანგეთში
PayPal Wallet პირდაპირ არის დაკავშირებული Shopify Payments-თან და მოქმედებს, როგორც გადახდის მეთოდი Shopify Payments-ში, რაც შენი ტრანზაქციების მართვას აადვილებს.
თუ შენი ბიზნესი საფრანგეთშია რეგისტრირებული და იყენებ Shopify Payments-ს, შეგიძლია შესთავაზო PayPal-ი PayPal Wallet-ის ინტეგრაციის მეშვეობით.
PayPal-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანი PayPal-ის სერვისების იურიდიულ შეთანხმებებს, რომლებიც ვრცელდება საფრანგეთში მოქმედ მოვაჭრეებზე.
გასათვალისწინებელი ფაქტორები Shopify Payments-თან ერთად PayPal Wallet-ის გამოყენებისას
სანამ გამოიყენებ PayPal Wallet-ს Shopify Payments-თან ერთად, გადახედე შემდეგ ფაქტორებს:
- თუ შენი ბიზნესი საფრანგეთშია და იყენებ Shopify Payments-ს, მაშინ PayPal არ იქნება ხელმისაწვდომი შენი Shopify-ს ადმინის დამატებითი გადახდის მეთოდების სექციაში. PayPal-ის ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ Shopify Payments Wallet-ის მეშვეობით.
- PayPal Wallet-ის გამოსაყენებლად უნდა გამოიყენო Shopify Checkout-ის უახლესი ვერსია.
- თუ დავა გაიხსნა PayPal Wallet-ის ტრანზაქციაზე, შეგიძლია მხოლოდ თანხის სრულად დაბრუნება. სადავო ტრანზაქციებზე ნაწილობრივ თანხის დაბრუნება მიუწვდომელია.
- დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეუძლებელია.
PayPal Wallet-ის ტრანზაქციების დავების მართვა
როდესაც მომხმარებელი აცნობებს პრობლემის შესახებ PayPal-ის რეზოლუციის ცენტრს (PayPal Resolution Center), იწყება მოკვლევის პროცესი. შენ გაქვს 20 დღე, რომ მოაგვარო პრობლემა უშუალოდ მომხმარებელთან PayPal-ის ჩარევის გარეშე, თან შენი ანგარიშიდან არ ჩამოიჭრება არანაირი საკომისიო ან თანხა. დავის მართვისთვის შეგიძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა:
- მომხმარებლებთან ყველა კომუნიკაცია უნდა წარიმართოს შენს Shopify-ს ადმინში.
- თუ მომხმარებლის პრეტენზიას საფუძვლიანად მიიჩნევ, მოკვლევის დასახურად შეგიძლია თანხის სრულად დაბრუნება.
- თუ მიგაჩნია, რომ შესყიდვა არ მოითხოვს შემდგომ რეაგირებას, განიხილე ეს საკითხი მომხმარებელთან. თუ ის დაგეთანხმება, შეუძლია დახუროს მოკვლევა ან დაელოდოს მის ამოწურვას 20 დღის შემდეგ.
- მომხმარებლებს შეუძლიათ მოკვლევა პრეტენზიად გადააქციონ ნებისმიერ დროს 20 დღის განმავლობაში, რითაც გადაწყვეტის პროცესი PayPal-ს გადაეცემა, ჩარჯბექებისა და მოკვლევების პროცედურების მსგავსად.
- Shopify Payments-ზე PayPal Wallet-ის მეშვეობით შეძენილი შეკვეთები ექვემდებარება PayPal-ის გამყიდველის დაცვას. თუ მომხმარებელი დავას წამოიწყებს დაცულ ტრანზაქციაზე, შენ უნდა დაამატო მიწოდების დეტალები მტკიცებულების სახით ჩარჯბექზე პასუხში, რათა ტრანზაქცია კვლავ ექვემდებარებოდეს დაცვას.
მოკვლევის ჩატის ფორმის ხარვეზების აღმოფხვრა
თუ მიიღებ შეცდომის შეტყობინებას „message failed to be sent“ (შეტყობინება ვერ გაიგზავნა) მომხმარებელთან დავის მოკვლევის ჩატში პასუხის გაცემის მცდელობისას, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას დავის მიმდინარე სტატუსის დასადგენად და შემდგომ ნაბიჯებზე მითითებების მისაღებად.