მომხმარებლის გადახდის მეთოდები Shopify Payments-ით ლატვიაში

როდესაც იყენებ Shopify Payments-ს ლატვიაში, შეგიძლია მიიღო მომხმარებლის გადახდები საკრედიტო და სადებეტო ბარათებით, დაჩქარებული გადახდებით, გადახდის ლოკალური მეთოდებითა და კრიპტოვალუტით. გადახედე ხელმისაწვდომ ვარიანტებს, რათა განსაზღვრო, გადახდის რომელი მეთოდები გაააქტიურო შენი მაღაზიისთვის. Shopify Payments-ით მომხმარებლის მიერ ბარათით შესყიდვებისას გადახდის დამუშავების ტარიფები, რომლებიც გერიცხება, დამოკიდებულია შენი Shopify ანგარიშის გამოწერის გეგმაზე.

Shopify Payments-ით, შენ შეგიძლია მართო შენი გადახდის დამუშავებისა და შეკვეთების მართვის სისტემები პირდაპირ შენი Shopify-ს ადმინიდან. Shopify Payments იცავს შენი მომხმარებლების მონაცემებს თაღლითობის აღმოჩენისა და დაშიფრვის მეთოდებით, როგორიცაა 3D Secure.

საკრედიტო და სადებეტო ბარათები Shopify Payments-ით ლატვიაში

Shopify Payments მხოლოდ ონლაინ გაყიდვისთვის არის ხელმისაწვდომი ლატვიაში. შენ არ შეგიძლია გამოიყენო Shopify Payments პირადად (POS) გადახდის დასამუშავებლად. Shopify POS-ით გადახდების პირადად მისაღებად, უნდა გამოიყენო გარე ბარათის ტერმინალი მესამე მხარის გადახდის პროცესორთან ერთად.

როდესაც ააქტიურებ Shopify Payments-ს, საკრედიტო და სადებეტო ბარათით გადახდები ავტომატურად გააქტიურდება და არანაირი დამატებითი დაყენება არ არის საჭირო. შენ შეგიძლია მიიღო გადახდები შემდეგი საკრედიტო და სადებეტო ბარათების ბრენდებიდან:

  • Visa
  • Mastercard
  • American Express
  • UnionPay

დაჩქარებული გადახდები Shopify Payments-ით ლატვიაში

შემდეგი დაჩქარებული გადახდის მეთოდები ხელმისაწვდომია Shopify Payments-ით ლატვიაში:

გადახდის ლოკალური მეთოდები Shopify Payments-ით ლატვიაში

გადახდის ლოკალური მეთოდები უნდა გააქტიურდეს შენი Shopify-ს ადმინის სექციაში გადახდები.

გადახდის ლოკალური მეთოდები ნაჩვენებია შეკვეთის გაფორმებისას შენი მომხმარებლის ლოკაციიდან გამომდინარე და არა შენი მაღაზიის ლოკაციის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია მიიღო გადახდები სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლებისგან მათ მიერ არჩეული გადახდის ლოკალური მეთოდების გამოყენებით.

მაგალითად, თუ შენი მაღაზია მდებარეობს ლატვიაში, გააქტიურებული გაქვს iDEAL | Wero, როგორც გადახდის ლოკალური მეთოდი, ხოლო შენი მომხმარებელი იმყოფება ნიდერლანდებში, მაშინ iDEAL | Wero გამოჩნდება გადახდის ვარიანტად ამ მომხმარებლისთვის შეკვეთის გაფორმებისას.

გადახედე შემდეგ ცხრილს, რომ შეიტყო მეტი, თუ გადახდის რომელი მეთოდების გააქტიურება შეგიძლია და რომელ ქვეყნებში უნდა იმყოფებოდნენ შენი მომხმარებლები შეკვეთის გაფორმებისას ამ ვარიანტების გამოსაყენებლად.

ლატვიაში Shopify Payments-ით ხელმისაწვდომი გადახდის ლოკალური მეთოდები.
გადახდის მეთოდიმომხმარებლის ლოკაცია
Bancontactბელგია
iDEAL | Weroნიდერლანდები
BLIKპოლონეთი
Przelewy24პოლონეთი
Klarnaავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო
MB WAYპორტუგალია
MobilePayდანია, ფინეთი
Satispayიტალია
TWINTშვეიცარია

გადახდის კონკრეტული ლოკალური მეთოდების დასაშვებობის დამატებითი მოთხოვნები

გადახდის შემდეგ ლოკალურ მეთოდებს დასაშვებობის დამატებითი მოთხოვნები აქვთ:

კრიპტოვალუტა Shopify Payments-ით ლატვიაში

ლატვიაში Shopify Payments-ის მეშვეობით შეგიძლია მიიღო კრიპტოვალუტით გადახდები USD Coin-ით (USDC).