საბანკო ანგარიშისა და პირადი ინფორმაციის მოთხოვნები Shopify Payments-ის გამოსაყენებლად მალტაში

მალტაში Shopify Payments-ის გამოსაყენებლად საჭიროა პირადი და ბიზნეს ინფორმაციის წარდგენა, რათა დააკმაყოფილო ფინანსური დანაშაულების პრევენციის რეგულაციები. მოთხოვნილი ინფორმაცია დამოკიდებულია შენი ბიზნესის ტიპზე, და შესაძლოა დაგჭირდეს პირადობის, მისამართის ან ბიზნესის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვა.

მოთხოვნები Shopify Payments-ის გამოსაყენებლად მალტაში

სანამ მალტაში Shopify Payments-ს გამოიყენებ, დარწმუნდი, რომ აკმაყოფილებ შემდეგ მოთხოვნებს:

  • დაშვებული ბიზნესის ტიპები: ბიზნესის და სერვისების გარკვეულ ტიპებს არ აქვთ Shopify Payments-ის გამოყენების უფლება. იმის დასადგენად, არის თუ არა შენი ბიზნესი დაშვებული, იხილე მალტისთვის აკრძალული ბიზნესის ტიპების სია აქ: Shopify Payments-ის მომსახურების პირობები.
  • მოთხოვნები საბანკო ანგარიშის მიმართ: სანამ საბანკო ანგარიშს Shopify Payments-ს დაუკავშირებ, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
    • საბანკო ანგარიში უნდა იყოს EUR ვალუტაში.
    • საბანკო ანგარიში უნდა იყოს დაშვებული ევროთი გადახდების ერთიანი სივრცის (SEPA) გადარიცხვებისთვის.
    • საბანკო ანგარიშს უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიშის საერთაშორისო ნომერი (IBAN), რომელიც იწყება ქვეყნის შემდეგი კოდებიდან ერთ-ერთით: AT, BE, BG, CH, CY, DE, DK, EE, ES, FI, FR, GB, GI, GR, HR, HU, IE, IT, LT, LU, LV, MT, NL, NO, PL, PT, RO, SE ან SI.

საბანკო ანგარიშის მხარდაუჭერელი ტიპები

საბანკო ანგარიშის ზოგიერთი ტიპი არ არის თავსებადი Shopify Payments-თან. ანგარიშის შემდეგი ტიპები მხარდაუჭერელია:

  • მიმდინარე ანგარიშები, რომლებიც იღებენ მხოლოდ ფულად გადარიცხვებს: ეს ანგარიშები არ მუშაობს Shopify Payments-თან.
  • შემნახველი ანგარიშები: შემნახველი ანგარიშების გამოყენება Shopify Payments-ის შემოსავლებისთვის შეუძლებელია.
  • მოქნილი ვალუტის მქონე ანგარიშები: ანგარიშები, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე ვალუტის მხარდაჭერა აქვთ, მხარდაუჭერელია.
  • ფულის გადარიცხვის სერვისები: სერვისები, რომლებიც ბაძავენ საბანკო ანგარიშებს (მაგალითად, ზოგიერთი ფინტექ პლატფორმა), Shopify Payments-თან ვერ გამოიყენება.

არა-Shopify ვირტუალური ანგარიშები მხარდაჭერილია, თუმცა ამ ანგარიშებზე შემოსავლის მიღებისას შეიძლება მეტი შეფერხება გამოცადო.

იმის დასადასტურებლად, შეუძლია თუ არა შენს ანგარიშს შენი რეგიონისთვის მითითებული გადარიცხვის ტიპის მიღება, დაუკავშირდი შენს ბანკს.

ინფორმაციის შეგროვების მიზანი

ფინანსური დანაშაულების პრევენციის მიზნით, მალტის რეგულაციების დასაცავად, Shopify და მისი საბანკო პარტნიორები ვალდებულნი არიან, შეაგროვონ და გადაამოწმონ ინფორმაცია შენსა და შენი ბიზნესის შესახებ. ვინაიდან ადგილობრივი წესები და რეგულაციები იცვლება, შენი Shopify Payments ანგარიშის მოქმედების განმავლობაში, Shopify-მ და მისმა საბანკო პარტნიორებმა შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოწოდება გთხოვონ.

შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება ბიზნესის იდენტობის, მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების იდენტობისა და მათ შორის ურთიერთობის ბუნების დასადასტურებლად.

Shopify არასდროს აგზავნის დოკუმენტაციას ფიზიკური ფოსტით. ნებისმიერი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ან შეტყობინება იგზავნება ელფოსტით ან ციფრულად ხელმისაწვდომი ხდება მაღაზიის მფლობელისთვის შენი Shopify-ს ადმინის პარამეტრები > მომხმარებლები გვერდზე.

შენი ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ მეტის გასაგებად, გაეცანი Shopify-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მალტაში Shopify Payments-ის გასააქტიურებლად საჭირო პირადი და ბიზნესის ინფორმაცია

დარწმუნდი, რომ სწორად მიუთითებ შენი ბიზნესის ტიპს, რადგან ის განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაციის მოწოდება დაგჭირდება.

თუ არ ხარ რეგისტრირებული რომელიმე სამთავრობო უწყებაში, ან დარეგისტრირდი, მაგრამ ბიზნესს მართავ, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, აირჩიე ბიზნესის ტიპი ფიზიკური პირი / ინდივიდუალური მეწარმე.

თუ დაარეგისტრირე შენი ბიზნესი და გაქვს კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი (Numru tar-reġistrazzjoni tal-kumpanija), აირჩიე შენი ბიზნესის ტიპი შემდეგი მითითებების მიხედვით:

  • ამხანაგობებმა კომპანიის სარეგისტრაციო ნომრით, უნდა აირჩიონ ბიზნესის ტიპი სააქციო კომანდიტური საზოგადოება.
  • არამომგებიანმა ორგანიზაციებმა კომპანიის სარეგისტრაციო ნომრით, უნდა აირჩიონ ბიზნესის ტიპი კორპორაციული არამომგებიანი ორგანიზაცია.
  • ყველა სხვა ბიზნესმა კომპანიის სარეგისტრაციო ნომრით, უნდა აირჩიოს ბიზნესის ტიპი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ყველაზე გავრცელებული მაგალითია შპს.

თუ გაქვს რეგისტრირებული ბიზნესი, მაგრამ არ გაქვს კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი, აირჩიე შენი ბიზნესის ტიპი შემდეგი მითითებების საფუძველზე:

  • ამხანაგობებმა კომპანიის სარეგისტრაციო ნომრის გარეშე, უნდა აირჩიონ ბიზნესის ტიპი არაკორპორაციული ამხანაგობა.
  • არამომგებიანმა და საქველმოქმედო ორგანიზაციებმა კომპანიის სარეგისტრაციო ნომრის გარეშე, უნდა აირჩიონ ბიზნესის ტიპი არაკორპორაციული არამომგებიანი ორგანიზაცია.

თუ არ ხარ დარწმუნებული, რომელი ბიზნესის ტიპი უნდა აირჩიო, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას სწორი ტიპის შერჩევაში დახმარებისთვის.

ფიზიკური პირები / ინდივიდუალური მეწარმეები

ფიზიკური პირები არიან ერთი მფლობელის მქონე ბიზნესები, რომლებიც არ დარეგისტრირებულან მთავრობაში და ბიზნესს კერძოდ აწარმოებენ. ინდივიდუალური მეწარმეები არიან ერთი მფლობელის მქონე ბიზნესები, რომლებიც მთავრობაში საკუთარი პირადი ინფორმაციით არიან რეგისტრირებულნი. ორივე წარმოადგენს ისეთ ბიზნესს, რომელსაც ფლობს და აკონტროლებს მალტაში მცხოვრები ერთი ფიზიკური პირი. ეს მოიცავს ფრილანსერებს და თვითდასაქმებულ მცირე ბიზნესის ოპერატორებს.

ბიზნესის ამ ტიპების მიმართ მიდგომა ერთნაირია და მათ ერთი და იგივე ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ. ფიზიკურმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა უნდა მიუთითონ:

  • იურიდიული სახელი და გვარი: შენი სრული იურიდიული სახელი ისე, როგორც ის მთავრობის მიერ გაცემულ დოკუმენტაციაშია მითითებული.
  • დაბადების თარიღი: შენი დაბადების თარიღი.
  • ელფოსტის მისამართი: ვალიდური და აქტიური ელფოსტის მისამართი.
  • ტელეფონის ნომერი: ვალიდური და აქტიური ტელეფონის ნომერი.
  • საცხოვრებელი მისამართი მალტაში: შენი სახლის მისამართი, რომელიც ემთხვევა დოკუმენტაციას.

თუ შენი ინფორმაციის ავტომატურად გადამოწმება ვერ მოხერხდება, მიიღებ მოთხოვნას იდენტობის დასადასტურებლად. თუ რომელიმე ინფორმაცია (მაგალითად შენი სახელი, დაბადების თარიღი ან სახლის მისამართი) არასწორია, უნდა განაახლო შენი ანგარიშის ინფორმაცია.

თუ ინფორმაცია სწორია და მაინც მიიღებ მოთხოვნას გადამოწმებაზე, მოთხოვნის შესრულება შეგიძლია შემდეგი ამოცანებიდან ერთ-ერთის დასრულებით:

  • დაადასტურე შენი იდენტობა, ვალიდურ პირადობის დამადასტურებელ ფოტოსურათიან მოწმობასთან ერთად სელფის გადაღებით.
  • ატვირთე ცალკეული იდენტობის დამადასტურებელი და მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტები შენს Shopify-ს ადმინში.
    • შენს დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ანგარიშში შეყვანილ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია, რათა ის დოკუმენტებს დაემთხვეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის ბიზნესი, რომლის კაპიტალი დაყოფილია წილებად და მას აქციონერები ფლობენ. კომპანია განიხილება, როგორც ცალკეული იურიდიული პირი, იმ ადამიანებისგან დამოუკიდებლად, ვინც მას მართავს. მათ, როგორც წესი, დირექტორთა საბჭოც ჰყავთ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებმა ანგარიშის წარმომადგენლად უნდა დანიშნონ ბენეფიციარი მესაკუთრე, ან გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილების მქონე აღმასრულებელი პირი. ანგარიშის წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • იურიდიული სახელი და გვარი: შენი სრული იურიდიული სახელი ისე, როგორც ის მთავრობის მიერ გაცემულ დოკუმენტაციაშია მითითებული.
  • დაბადების თარიღი: შენი დაბადების თარიღი.
  • ელფოსტის მისამართი: ვალიდური და აქტიური ელფოსტის მისამართი.
  • ტელეფონის ნომერი: ვალიდური და აქტიური ტელეფონის ნომერი.
  • საცხოვრებელი მისამართი: შენი სახლის მისამართი, რომელიც ემთხვევა დოკუმენტაციას.
  • თანამდებობა: შენი თანამდებობა ბიზნესში.
  • წილი: ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბიზნესის წილის პროცენტი, რომელსაც ფლობ.

თუ შენი ინფორმაციის ავტომატურად გადამოწმება ვერ მოხერხდება, მიიღებ მოთხოვნას იდენტობის დასადასტურებლად. თუ რომელიმე ინფორმაცია (მაგალითად შენი სახელი, დაბადების თარიღი ან სახლის მისამართი) არასწორია, უნდა განაახლო შენი ანგარიშის ინფორმაცია.

თუ ინფორმაცია სწორია და მაინც მიიღებ მოთხოვნას გადამოწმებაზე, მოთხოვნის შესრულება შეგიძლია შემდეგი ამოცანებიდან ერთ-ერთის დასრულებით:

  • დაადასტურე შენი იდენტობა, ვალიდურ პირადობის დამადასტურებელ ფოტოსურათიან მოწმობასთან ერთად სელფის გადაღებით.
  • ატვირთე ცალკეული იდენტობის დამადასტურებელი და მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტები შენს Shopify-ს ადმინში.
    • შენს დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ანგარიშში შეყვანილ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია, რათა ის დოკუმენტებს დაემთხვეს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებმა ასევე უნდა მიუთითონ შემდეგი დეტალები ბიზნესის შესახებ:

  • რეგისტრირებული ბიზნესის სახელი: ბიზნესის იურიდიული სახელი, როგორც ეს მთავრობის ბიზნეს-რეესტრშია მითითებული.
  • კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი (Numru tar-reġistrazzjoni tal-kumpanija): ბიზნესის კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი, როგორც ეს მთავრობის ბიზნეს-რეესტრშია მითითებული.
  • დღგ-ის ნომერი: შენი დღგ-ის სარეგისტრაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ბიზნესის ტელეფონის ნომერი: ბიზნესის აქტიური საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
  • ბიზნესის მისამართი: ბიზნესის ოფიციალური რეგისტრირებული მისამართი, როგორც ეს მითითებულია ბიზნესის სახელმწიფო რეესტრში.

Shopify-ს საბანკო პარტნიორები შენს ინფორმაციას ამოწმებენ მალტის სახელმწიფო რეესტრების მონაცემებთან შედარებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე რეგისტრს, პუნქტუაციასა და სიმბოლოებს.

თუ ბიზნესის შესახებ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დაგჭირდეს ბიზნესის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ დოკუმენტის წარდგენისას დარწმუნდი, რომ შენს ანგარიშში მითითებული რეგისტრირებული სახელი, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და ბიზნესის მისამართი ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია დოკუმენტის შესაბამისად. გადახედე მისაღები ბიზნეს-დოკუმენტების სიას.

გარდა ამისა, უნდა მიუთითო ყველა სხვა პირი, რომლებიც კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან. დარწმუნდი, რომ შეგყავს მათი სახელები, დაბადების თარიღები და საცხოვრებელი მისამართები ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია მათ სახელმწიფო დოკუმენტებში. თუ მათი ვინაობის ავტომატურად გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დასჭირდეთ ფოტოიანი ID-ის ან მისამართის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

შენ მიერ მითითებული მფლობელები უნდა ემთხვეოდეს სახელმწიფოს ბიზნესის რეესტრში მითითებულ მფლობელებს. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოგეთხოვება, რომ დაასრულო ატესტაციის პროცესი ღილაკზე ხელმოწერა დაჭერით, ან წარადგინო მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ატესტაციაზე ხელმოწერა შეუსაბამობის მოსაგვარებლად ყველაზე სწრაფი გზაა, მაგრამ თუ დოკუმენტის გაგზავნას ამჯობინებ, დარწმუნდი, რომ ანგარიშში მითითებული მფლობელების სახელები ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში მითითებულ მფლობელებს. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ინფორმაცია შენს ანგარიშში დოკუმენტის შესაბამისად. თუ შენს ბიზნესს ფლობს ჰოლდინგური კომპანია (მთლიანად ან ნაწილობრივ), ვერიფიკაციის დასასრულებლად ხელი მოაწერე ატესტაციას.

თუ შენს ბიზნესს მფლობელები არ ჰყავს, მოგეთხოვება, ხელი მოაწერო ატესტაციას ან ამის ნაცვლად წარადგინო შენი დირექტორების დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტის გაგზავნას ამჯობინებ, დარწმუნდი, რომ ანგარიშში მითითებული დირექტორების სახელები ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში მითითებულ დირექტორებს. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ინფორმაცია შენს ანგარიშში დოკუმენტის შესაბამისად.

სააქციო კომანდიტური საზოგადოებები

სააქციო კომანდიტური საზოგადოება არის ბიზნესი, რომელსაც ფლობს სულ მცირე ორი პარტნიორი, რომლებიც დარეგისტრირდნენ კომერციული საქმიანობისთვის და მიიღეს კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი. სააქციო კომანდიტურ საზოგადოებებს აქვთ კაპიტალი და საზოგადოება წარმოადგენს ცალკეულ იურიდიულ პირს მფლობელებისგან დამოუკიდებლად.

სააქციო კომანდიტურმა საზოგადოებებმა უნდა დანიშნონ მფლობელი ან პარტნიორი თავიანთი Shopify Payments ანგარიშის წარმომადგენლად. ანგარიშის წარმომადგენელმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  • იურიდიული სახელი და გვარი: შენი სრული იურიდიული სახელი ისე, როგორც ის მთავრობის მიერ გაცემულ დოკუმენტაციაშია მითითებული.
  • დაბადების თარიღი: შენი დაბადების თარიღი.
  • ელფოსტის მისამართი: ვალიდური და აქტიური ელფოსტის მისამართი.
  • ტელეფონის ნომერი: ვალიდური და აქტიური ტელეფონის ნომერი.
  • საცხოვრებელი მისამართი: შენი სახლის მისამართი, რომელიც ემთხვევა დოკუმენტაციას.
  • თანამდებობა: შენი თანამდებობა ბიზნესში.
  • წილი: ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბიზნესის წილის პროცენტი, რომელსაც ფლობ.

თუ შენი ინფორმაციის ავტომატურად გადამოწმება ვერ მოხერხდება, მიიღებ მოთხოვნას იდენტობის დასადასტურებლად. თუ რომელიმე ინფორმაცია (მაგალითად შენი სახელი, დაბადების თარიღი ან სახლის მისამართი) არასწორია, უნდა განაახლო შენი ანგარიშის ინფორმაცია.

თუ ინფორმაცია სწორია და მაინც მიიღებ მოთხოვნას გადამოწმებაზე, მოთხოვნის შესრულება შეგიძლია შემდეგი ამოცანებიდან ერთ-ერთის დასრულებით:

  • დაადასტურე შენი იდენტობა, ვალიდურ პირადობის დამადასტურებელ ფოტოსურათიან მოწმობასთან ერთად სელფის გადაღებით.
  • ატვირთე ცალკეული იდენტობის დამადასტურებელი და მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტები შენს Shopify-ს ადმინში.
    • შენს დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ანგარიშში შეყვანილ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია, რათა ის დოკუმენტებს დაემთხვეს.

სააქციო კომანდიტურმა საზოგადოებებმა ასევე უნდა მიაწოდონ შემდეგი დეტალები თავიანთი ბიზნესის შესახებ:

  • რეგისტრირებული ბიზნესის სახელი: ბიზნესის იურიდიული სახელი, როგორც ეს მთავრობის ბიზნეს-რეესტრშია მითითებული.
  • კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი (Numru tar-reġistrazzjoni tal-kumpanija): ბიზნესის კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი, როგორც ეს მთავრობის ბიზნეს-რეესტრშია მითითებული.
  • დღგ-ის ნომერი: შენი დღგ-ის სარეგისტრაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ბიზნესის ტელეფონის ნომერი: ბიზნესის აქტიური საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
  • ბიზნესის მისამართი: ბიზნესის ოფიციალური რეგისტრირებული მისამართი, როგორც ეს მითითებულია ბიზნესის სახელმწიფო რეესტრში.

Shopify-ს საბანკო პარტნიორები შენს ინფორმაციას ამოწმებენ მალტის სახელმწიფო რეესტრების მონაცემებთან შედარებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე რეგისტრს, პუნქტუაციასა და სიმბოლოებს.

თუ ბიზნესის შესახებ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დაგჭირდეს ბიზნესის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ დოკუმენტის წარდგენისას დარწმუნდი, რომ შენს ანგარიშში მითითებული რეგისტრირებული სახელი, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და ბიზნესის მისამართი ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია დოკუმენტის შესაბამისად. გადახედე მისაღები ბიზნეს-დოკუმენტების სიას.

გარდა ამისა, უნდა მიუთითო ყველა სხვა პირი, რომლებიც არიან მფლობელები ან პარტნიორები. დარწმუნდი, რომ შეგყავს მათი სახელები, დაბადების თარიღები და საცხოვრებელი მისამართები ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია მათ სახელმწიფო დოკუმენტებში. თუ მათი ვინაობის ავტომატურად გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დასჭირდეთ ფოტოიანი ID-ის ან მისამართის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

შენ მიერ მითითებული მფლობელები უნდა ემთხვეოდეს სახელმწიფოს ბიზნესის რეესტრში მითითებულ მფლობელებს. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოგეთხოვება, რომ დაასრულო ატესტაციის პროცესი ღილაკზე ხელმოწერა დაჭერით, ან წარადგინო მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ატესტაციაზე ხელმოწერა შეუსაბამობის მოსაგვარებლად ყველაზე სწრაფი გზაა, მაგრამ თუ დოკუმენტის გაგზავნას ამჯობინებ, დარწმუნდი, რომ ანგარიშში მითითებული მფლობელების სახელები ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში მითითებულ მფლობელებს. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ინფორმაცია შენს ანგარიშში დოკუმენტის შესაბამისად. თუ შენს ბიზნესს ფლობს ჰოლდინგური კომპანია (მთლიანად ან ნაწილობრივ), ვერიფიკაციის დასასრულებლად ხელი მოაწერე ატესტაციას.

არაკორპორაციული ამხანაგობები

არაკორპორაციული ამხანაგობა არის ბიზნესი, რომელსაც ფლობს სულ მცირე ორი პარტნიორი, რომლებსაც არ აქვთ მიღებული კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი, მაგრამ აქვთ პარტნიორობის შეთანხმება. ამ შემთხვევაში, იურიდიულ პირად განიხილებიან თავად მფლობელები, ხოლო ბიზნესი არ წარმოადგენს ცალკეულ პირს.

არაკორპორაციულმა ამხანაგობებმა უნდა დანიშნონ მფლობელი თავიანთი Shopify Payments ანგარიშის წარმომადგენლად. ანგარიშის წარმომადგენელმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  • იურიდიული სახელი და გვარი: შენი სრული იურიდიული სახელი ისე, როგორც ის მთავრობის მიერ გაცემულ დოკუმენტაციაშია მითითებული.
  • დაბადების თარიღი: შენი დაბადების თარიღი.
  • ელფოსტის მისამართი: ვალიდური და აქტიური ელფოსტის მისამართი.
  • ტელეფონის ნომერი: ვალიდური და აქტიური ტელეფონის ნომერი.
  • საცხოვრებელი მისამართი: შენი სახლის მისამართი, რომელიც ემთხვევა დოკუმენტაციას.
  • თანამდებობა: შენი თანამდებობა ბიზნესში.
  • წილი: ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბიზნესის წილის პროცენტი, რომელსაც ფლობ.

თუ შენი ინფორმაციის ავტომატურად გადამოწმება ვერ მოხერხდება, მიიღებ მოთხოვნას იდენტობის დასადასტურებლად. თუ რომელიმე ინფორმაცია (მაგალითად შენი სახელი, დაბადების თარიღი ან სახლის მისამართი) არასწორია, უნდა განაახლო შენი ანგარიშის ინფორმაცია.

თუ ინფორმაცია სწორია და მაინც მიიღებ მოთხოვნას გადამოწმებაზე, მოთხოვნის შესრულება შეგიძლია შემდეგი ამოცანებიდან ერთ-ერთის დასრულებით:

  • დაადასტურე შენი იდენტობა, ვალიდურ პირადობის დამადასტურებელ ფოტოსურათიან მოწმობასთან ერთად სელფის გადაღებით.
  • ატვირთე ცალკეული იდენტობის დამადასტურებელი და მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტები შენს Shopify-ს ადმინში.
    • შენს დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ანგარიშში შეყვანილ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია, რათა ის დოკუმენტებს დაემთხვეს.

არაკორპორაციულმა ამხანაგობებმა ასევე უნდა მიაწოდონ შემდეგი დეტალები თავიანთი ბიზნესის შესახებ:

  • რეგისტრირებული ბიზნესის სახელი: ბიზნესის იურიდიული სახელი, როგორც ეს მითითებულია დოკუმენტაციაში.
  • დღგ-ის ნომერი: შენი დღგ-ის სარეგისტრაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ბიზნესის ტელეფონის ნომერი: ბიზნესის აქტიური საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
  • ბიზნესის მისამართი: ბიზნესის ოფიციალური რეგისტრირებული მისამართი, როგორც ეს მითითებულია დოკუმენტაციაში.

Shopify-ს საბანკო პარტნიორები შენს ინფორმაციას ამოწმებენ მალტის სახელმწიფო რეესტრების მონაცემებთან შედარებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე რეგისტრს, პუნქტუაციასა და სიმბოლოებს.

თუ ბიზნესის შესახებ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დაგჭირდეს ბიზნესის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ დოკუმენტის წარდგენისას დარწმუნდი, რომ შენს ანგარიშში მითითებული რეგისტრირებული სახელი და ბიზნესის მისამართი ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია დოკუმენტის შესაბამისად. გადახედე მისაღები ბიზნეს-დოკუმენტების სიას.

გარდა ამისა, უნდა მიუთითო ყველა სხვა პირი, რომლებიც არიან მფლობელები ან პარტნიორები. დარწმუნდი, რომ შეგყავს მათი სახელები, დაბადების თარიღები და საცხოვრებელი მისამართები ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია მათ სახელმწიფო დოკუმენტებში. თუ მათი ვინაობის ავტომატურად გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დასჭირდეთ ფოტოიანი ID-ის ან მისამართის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

შენ მიერ მითითებული მფლობელები უნდა ემთხვეოდეს სახელმწიფოს ბიზნესის რეესტრში მითითებულ მფლობელებს. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოგეთხოვება, რომ დაასრულო ატესტაციის პროცესი ღილაკზე ხელმოწერა დაჭერით, ან წარადგინო მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ატესტაციაზე ხელმოწერა შეუსაბამობის მოსაგვარებლად ყველაზე სწრაფი გზაა, მაგრამ თუ დოკუმენტის გაგზავნას ამჯობინებ, დარწმუნდი, რომ ანგარიშში მითითებული მფლობელების სახელები ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში მითითებულ მფლობელებს. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ინფორმაცია შენს ანგარიშში დოკუმენტის შესაბამისად. თუ შენს ბიზნესს ფლობს ჰოლდინგური კომპანია (მთლიანად ან ნაწილობრივ), ვერიფიკაციის დასასრულებლად ხელი მოაწერე ატესტაციას.

კორპორაციული არაკომერციული ორგანიზაციები

არაკომერციული ორგანიზაცია (NPO) არის პირი, რომელიც დაფუძნებულია მისი აქციონერებისთვის მოგების მიღების გარდა სხვა მიზნებით. მისი მთავარი მისიაა საზოგადოების ან თემის სასარგებლოდ საქმიანობა. კორპორაციული არაკომერციული ორგანიზაციები დარეგისტრირებულნი არიან კომერციული მიზნებისთვის და მიღებული აქვთ კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი.

კორპორაციულმა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი ანგარიშის წარმომადგენლად უნდა დანიშნონ დირექტორი ან გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე აღმასრულებელი პირი. ანგარიშის წარმომადგენელმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  • იურიდიული სახელი და გვარი: შენი სრული იურიდიული სახელი ისე, როგორც ის მთავრობის მიერ გაცემულ დოკუმენტაციაშია მითითებული.
  • დაბადების თარიღი: შენი დაბადების თარიღი.
  • ელფოსტის მისამართი: ვალიდური და აქტიური ელფოსტის მისამართი.
  • ტელეფონის ნომერი: ვალიდური და აქტიური ტელეფონის ნომერი.
  • საცხოვრებელი მისამართი: შენი სახლის მისამართი, რომელიც ემთხვევა დოკუმენტაციას.
  • თანამდებობა: შენი თანამდებობა ბიზნესში.
  • წილი: ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბიზნესის წილის პროცენტი, რომელსაც ფლობ.

თუ შენი ინფორმაციის ავტომატურად გადამოწმება ვერ მოხერხდება, მიიღებ მოთხოვნას იდენტობის დასადასტურებლად. თუ რომელიმე ინფორმაცია (მაგალითად შენი სახელი, დაბადების თარიღი ან სახლის მისამართი) არასწორია, უნდა განაახლო შენი ანგარიშის ინფორმაცია.

თუ ინფორმაცია სწორია და მაინც მიიღებ მოთხოვნას გადამოწმებაზე, მოთხოვნის შესრულება შეგიძლია შემდეგი ამოცანებიდან ერთ-ერთის დასრულებით:

  • დაადასტურე შენი იდენტობა, ვალიდურ პირადობის დამადასტურებელ ფოტოსურათიან მოწმობასთან ერთად სელფის გადაღებით.
  • ატვირთე ცალკეული იდენტობის დამადასტურებელი და მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტები შენს Shopify-ს ადმინში.
    • შენს დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ანგარიშში შეყვანილ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია, რათა ის დოკუმენტებს დაემთხვეს.

კორპორაციულმა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა ასევე უნდა მიაწოდონ შემდეგი დეტალები თავიანთი ბიზნესის შესახებ:

  • რეგისტრირებული ბიზნესის სახელი: ბიზნესის იურიდიული სახელი, როგორც ეს მთავრობის ბიზნეს-რეესტრშია მითითებული.
  • კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი (Numru tar-reġistrazzjoni tal-kumpanija): ბიზნესის კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი, როგორც ეს მთავრობის ბიზნეს-რეესტრშია მითითებული.
  • დღგ-ის ნომერი: შენი დღგ-ის სარეგისტრაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ბიზნესის ტელეფონის ნომერი: ბიზნესის აქტიური საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
  • ბიზნესის მისამართი: ბიზნესის ოფიციალური რეგისტრირებული მისამართი, როგორც ეს მითითებულია ბიზნესის სახელმწიფო რეესტრში.

Shopify-ს საბანკო პარტნიორები შენს ინფორმაციას ამოწმებენ მალტის სახელმწიფო რეესტრების მონაცემებთან შედარებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე რეგისტრს, პუნქტუაციასა და სიმბოლოებს.

თუ ბიზნესის შესახებ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დაგჭირდეს ბიზნესის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ დოკუმენტის წარდგენისას დარწმუნდი, რომ შენს ანგარიშში მითითებული რეგისტრირებული სახელი, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და ბიზნესის მისამართი ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია დოკუმენტის შესაბამისად. გადახედე მისაღები ბიზნეს-დოკუმენტების სიას.

გარდა ამისა, უნდა მიუთითო ყველა სხვა პირი, რომლებიც არიან შენს დირექტორთა საბჭოში ან არიან მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები. დარწმუნდი, რომ შეგყავს მათი სახელები, დაბადების თარიღები და საცხოვრებელი მისამართები ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია მათ სახელმწიფო დოკუმენტებში. თუ მათი ვინაობის ავტომატურად გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დასჭირდეთ ფოტოიანი ID-ის ან მისამართის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

შენ მიერ მითითებული დირექტორები უნდა ემთხვეოდეს სახელმწიფოს ბიზნესის რეესტრში მითითებულ დირექტორებს. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოგეთხოვება, რომ დაასრულო ატესტაციის პროცესი ღილაკზე ხელმოწერა დაჭერით, ან წარადგინო დირექტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ატესტაციაზე ხელმოწერა შეუსაბამობის მოსაგვარებლად ყველაზე სწრაფი გზაა, მაგრამ თუ დოკუმენტის გაგზავნას ამჯობინებ, დარწმუნდი, რომ ანგარიშში მითითებული დირექტორების სახელები ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში მითითებულ დირექტორებს. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ინფორმაცია შენს ანგარიშში დოკუმენტის შესაბამისად.

არაკორპორაციული არაკომერციული ორგანიზაციები

არაკომერციული ორგანიზაცია (NPO) არის პირი, რომელიც დაფუძნებულია მისი აქციონერებისთვის მოგების მიღების გარდა სხვა მიზნებით. მისი მთავარი მისიაა საზოგადოების ან თემის სასარგებლოდ საქმიანობა. არაკორპორაციულ არაკომერციულ ორგანიზაციას არ გააჩნია კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი, თუმცა დარეგისტრირებულია ადგილობრივ სასამართლოებში და აქვს არაკომერციული სტატუსი.

არაკორპორაციულმა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი ანგარიშის წარმომადგენლად უნდა დანიშნონ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ან ორგანიზატორი პირი და მონიშნონ ის აღმასრულებლად. ანგარიშის წარმომადგენელმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  • იურიდიული სახელი და გვარი: შენი სრული იურიდიული სახელი ისე, როგორც ის მთავრობის მიერ გაცემულ დოკუმენტაციაშია მითითებული.
  • დაბადების თარიღი: შენი დაბადების თარიღი.
  • ელფოსტის მისამართი: ვალიდური და აქტიური ელფოსტის მისამართი.
  • ტელეფონის ნომერი: ვალიდური და აქტიური ტელეფონის ნომერი.
  • საცხოვრებელი მისამართი: შენი სახლის მისამართი, რომელიც ემთხვევა დოკუმენტაციას.
  • თანამდებობა: შენი თანამდებობა ბიზნესში.
  • წილი: ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბიზნესის წილის პროცენტი, რომელსაც ფლობ.

თუ შენი ინფორმაციის ავტომატურად გადამოწმება ვერ მოხერხდება, მიიღებ მოთხოვნას იდენტობის დასადასტურებლად. თუ რომელიმე ინფორმაცია (მაგალითად შენი სახელი, დაბადების თარიღი ან სახლის მისამართი) არასწორია, უნდა განაახლო შენი ანგარიშის ინფორმაცია.

თუ ინფორმაცია სწორია და მაინც მიიღებ მოთხოვნას გადამოწმებაზე, მოთხოვნის შესრულება შეგიძლია შემდეგი ამოცანებიდან ერთ-ერთის დასრულებით:

  • დაადასტურე შენი იდენტობა, ვალიდურ პირადობის დამადასტურებელ ფოტოსურათიან მოწმობასთან ერთად სელფის გადაღებით.
  • ატვირთე ცალკეული იდენტობის დამადასტურებელი და მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტები შენს Shopify-ს ადმინში.
    • შენს დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ანგარიშში შეყვანილ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია, რათა ის დოკუმენტებს დაემთხვეს.

არაკორპორაციულმა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა ასევე უნდა მიაწოდონ შემდეგი დეტალები თავიანთი ბიზნესის შესახებ:

  • რეგისტრირებული ბიზნესის სახელი: ბიზნესის იურიდიული სახელი, როგორც ეს მითითებულია დოკუმენტაციაში.
  • დღგ-ის ნომერი: შენი დღგ-ის სარეგისტრაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ბიზნესის ტელეფონის ნომერი: ბიზნესის აქტიური საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
  • ბიზნესის მისამართი: ბიზნესის ოფიციალური რეგისტრირებული მისამართი, როგორც ეს მითითებულია დოკუმენტაციაში.

Shopify-ს საბანკო პარტნიორები შენს ინფორმაციას ამოწმებენ მალტის სახელმწიფო რეესტრების მონაცემებთან შედარებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე რეგისტრს, პუნქტუაციასა და სიმბოლოებს.

თუ ბიზნესის შესახებ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დაგჭირდეს ბიზნესის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ დოკუმენტის წარდგენისას დარწმუნდი, რომ შენს ანგარიშში მითითებული რეგისტრირებული სახელი და ბიზნესის მისამართი ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიშის ინფორმაცია დოკუმენტის შესაბამისად. გადახედე მისაღები ბიზნეს-დოკუმენტების სიას.

გარდა ამისა, უნდა მიუთითო ყველა სხვა პირი, რომლებიც არიან შენს დირექტორთა საბჭოში ან არიან მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები. დარწმუნდი, რომ შეგყავს მათი სახელები, დაბადების თარიღები და საცხოვრებელი მისამართები ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია მათ სახელმწიფო დოკუმენტებში. თუ მათი ვინაობის ავტომატურად გადამოწმება ვერ ხერხდება, შესაძლოა დასჭირდეთ ფოტოიანი ID-ის ან მისამართის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

შენ მიერ მითითებული დირექტორები უნდა ემთხვეოდეს სახელმწიფოს ბიზნესის რეესტრში მითითებულ დირექტორებს. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოგეთხოვება, რომ დაასრულო ატესტაციის პროცესი ღილაკზე ხელმოწერა დაჭერით, ან წარადგინო დირექტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ატესტაციაზე ხელმოწერა შეუსაბამობის მოსაგვარებლად ყველაზე სწრაფი გზაა, მაგრამ თუ დოკუმენტის გაგზავნას ამჯობინებ, დარწმუნდი, რომ ანგარიშში მითითებული დირექტორების სახელები ზუსტად ემთხვევა დოკუმენტში მითითებულ დირექტორებს. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ინფორმაცია შენს ანგარიშში დოკუმენტის შესაბამისად.

დოკუმენტების მისაღები ტიპები

ეს სექცია განმარტავს, თუ რომელი დოკუმენტების გამოყენება შეგიძლია შენი ვინაობისა და ბიზნესის დეტალების გადასამოწმებლად.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

შემდეგი დოკუმენტები მიიღება პირადობის დამადასტურებელ საბუთად. შენს Shopify Payments ანგარიშზე მითითებული სახელი და დაბადების თარიღი უნდა განახლდეს, რათა ემთხვეოდეს შენ მიერ მოწოდებულ პირადობის დოკუმენტში ასახულ ინფორმაციას. დოკუმენტები უნდა იყოს მოქმედი და არ უნდა იყოს ვადაგასული.

  • Passaport (პასპორტი)
  • Karta Tal-Identita (პირადობის მოწმობა)
  • Liċenzja tas-Sewqan (მართვის მოწმობა)
  • Permess ta' Residenza (ბინადრობის ნებართვა) – აუცილებელია წინა და უკანა მხარის ფოტოები.

მისამართის დოკუმენტები

შენს Shopify Payments ანგარიშზე მითითებული სახელი და მისამართი უნდა განახლდეს, რათა ემთხვეოდეს შენ მიერ მოწოდებულ მისამართის დოკუმენტებში ასახულ ინფორმაციას. მისამართის დამადასტურებელ საბუთად მიიღება შემდეგი დოკუმენტები:

  • Kont tad-Dawl u Ilma (კომუნალური გადასახადი) – გაცემული ბოლო 6 თვის განმავლობაში
  • Kont tal-Bank (საბანკო ანგარიშის ამონაწერი) – გაცემული ბოლო 6 თვის განმავლობაში
  • Dikjarazzjoni ta' self (იპოთეკის ამონაწერი) – გაცემული ბოლო 6 თვის განმავლობაში

ბიზნესის დამადასტურებელი დოკუმენტები

ბიზნესის ვერიფიკაციისთვის მიიღება შემდეგი დოკუმენტები. მათში ნათლად უნდა ჩანდეს იურიდიული პირის სახელი, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და შენი ბიზნესის მისამართი. შენს Shopify Payments ანგარიშზე არსებული დეტალები უნდა განახლდეს, რათა ემთხვეოდეს შენ მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში ასახულ ინფორმაციას:

  • დაფუძნების სერტიფიკატი
  • რეგისტრაციის სერტიფიკატი ან ამონაწერი კომერციული რეესტრიდან
  • მემორანდუმი & წესდება
  • დღგ-ის სარეგისტრაციო სერტიფიკატი

მფლობელობის დოკუმენტები

შემდეგი დოკუმენტები მიიღება მფლობელობის ან დირექტორობის დამადასტურებელ საბუთად იმ პირობით, რომ მათზე ასახულია შენი ბიზნესის იურიდიული პირის დასახელება და ბიზნესის მფლობელების ან დირექტორების სრული სახელები.

მფლობელების დასადასტურებლად გამოსაყენებელი დოკუმენტები:

  • Statuti (კორპორაციის წესდება)
  • Ċertifikat ta' Status Korp ewlieni (კორპორატიული სტატუსის სერტიფიკატი)
  • Ftehim ta' Kumpaniji (ამხანაგობის შეთანხმებები)
  • Dokument ta' Registrazzjoni (რეგისტრაციის დოკუმენტი)
  • Reġistru tal-Proprjetarji Effettivi (საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრი)

დირექტორების დასადასტურებლად გამოსაყენებელი დოკუმენტები:

  • Rapport Annwali (წლიური ანგარიშები)
  • Statuti (კორპორაციის წესდება)
  • Ċertifikat ta' Status Korp ewlieni (კორპორატიული სტატუსის სერტიფიკატი)
  • Dokument ta' Registrazzjoni (რეგისტრაციის დოკუმენტი)
  • Reġistru tal-Proprjetarji Effettivi (საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრი)

შენს დოკუმენტაციაში მითითებული ყველა ბენეფიციარი მესაკუთრე ასევე მითითებული უნდა იყოს შენს Shopify Payments ანგარიშზე და მინიჭებული უნდა ჰქონდეს მფლობელის როლი. ბენეფიციარი მესაკუთრე განიმარტება, როგორც პირი, რომელიც ფლობს ბიზნესის კაპიტალის 25%-ს ან მეტს. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ინფორმაცია შენს ანგარიშზე, რათა ის ემთხვეოდეს დოკუმენტს.

თუ შენს ბიზნესს არ ჰყავს ბენეფიციარი მესაკუთრეები, მათ ნაცვლად დირექტორების დადასტურება მოგიწევს. ასეთ შემთხვევებში, გამოსადეგია დირექტორებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები. დოკუმენტაციაში მითითებული თითოეული დირექტორი ასევე მითითებული უნდა იყოს შენს Shopify Payments ანგარიშზე და მინიჭებული უნდა ჰქონდეს დირექტორის როლი. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ინფორმაცია შენს ანგარიშზე, რათა ის ემთხვეოდეს დოკუმენტს.

თუ შენს ბიზნესს ჰოლდინგური კომპანია ფლობს, ჯერ დარწმუნდი, რომ მფლობელები და დირექტორები სწორადაა შეყვანილი, და შემდეგ დაასრულე ციფრული დამოწმების პროცესი ღილაკზე ხელმოწერა დაჭერით.

დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა

დოკუმენტების მოწოდებისას, დარწმუნდი, რომ ისინი აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს. შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, გადახედე შემდეგ ინსტრუქციებს:

  • სიზუსტე: დარწმუნდი, რომ დოკუმენტებზე არსებული ინფორმაცია ემთხვევა Shopify Payments-ის ანგარიშზე შეყვანილ მონაცემებს. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიში, რათა ის დოკუმენტებს ემთხვეოდეს.
  • სიცხადე და კითხვადობა: დარწმუნდი, რომ შენი დოკუმენტები მკაფიოა და საკმარისად დიდი ზომისაა წასაკითხად. დარწმუნდი, რომ ფოტოზე მთლიანი დოკუმენტი ჩანს.
  • სისრულე: დარწმუნდი, რომ დოკუმენტზე ყველა საჭირო დეტალი ჩანს. გადახედე ამ გვერდზე ჩამოთვლილ დოკუმენტის მისაღებ ტიპებს, რათა გაიგო, რა დეტალები უნდა იყოს შეტანილი დოკუმენტში.
  • ორიგინალი დოკუმენტაცია: გადაუღე ორიგინალი ფოტო შენს დოკუმენტს კამერის გამოყენებით. არ გადაიღო დოკუმენტების ასლები, ეკრანის ანაბეჭდები და არ დაასკანერო ისინი. არ ჩასვა დოკუმენტების ფოტოები სხვა დოკუმენტებში. არ გადაუღო ფოტოები კომპიუტერის ეკრანებს ან ამონაბეჭდებს.
    • თუ დოკუმენტი ციფრულად გადმოგეცა, მოგვაწოდე PDF ფაილი ყველა გვერდით ზუსტად ისე, როგორც თავდაპირველად მიიღე, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე.
  • ვალიდურობა: დარწმუნდი, რომ ფოტოიანი პირადობის მოწმობებს ვადა არ გასვლია და მისამართის დამადასტურებელი საბუთი ახალი გაცემულია. თუ აწვდი ბიზნესის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, შენი ბიზნესი კვლავ აქტიურად უნდა იყოს რეგისტრირებული და სათანადო სტატუსის მქონე უნდა იყოს.

გავრცელებული პრობლემების ხარვეზების აღმოფხვრა

Shopify-ს მხარდაჭერასთან დაკავშირებამდე, გადახედე ონბორდინგის შემდეგ გავრცელებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

ვარ ამხანაგობა მალტაში და მთხოვენ კომპანიის სარეგისტრაციო ნომერს, მაგრამ არ მაქვს.

თუ ხარ ამხანაგობა მალტაში, მთხოვენ კომპანიის სარეგისტრაციო ნომერს და არ გაქვს, მაშინ არასწორი ბიზნესის ტიპი გაქვს არჩეული. თუ Shopify Payments ანგარიშის შექმნის პროცესში ხარ, განაახლე ბიზნესის ტიპი და აირჩიე არაკორპორატიული ამხანაგობა (unincorporated partnership).

თუ ანგარიში უკვე შექმნილი გაქვს და დადასტურების პროცესის ნაწილად გთხოვენ კომპანიის სარეგისტრაციო ნომერს, ბიზნესის ტიპის განახლება შეგიძლია შემდეგნაირად: გადადი პარამეტრები > ზოგადი. დააჭირე სამ წერტილს შენი ბიზნესის დეტალების გვერდით, შემდეგ კი დააჭირე ღილაკს რედაქტირება. თუ ბიზნესის ტიპის განახლებისას სირთულეები შეგექმნება, დახმარებისთვის დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას.

არ მაქვს კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი მალტაში და არ ვარ ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე.

თუ კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი არ გაქვს, ბიზნესის ტიპად შეგიძლია აირჩიო მხოლოდ არაკორპორატიული ამხანაგობა ან არაკორპორატიული არამომგებიანი ორგანიზაცია. შენ მაინც უნდა წარმოადგინო დოკუმენტაცია, რომელიც აჩვენებს, რომ შენი ბიზნესი მალტაში ამ ტიპის ბიზნესად არის რეგისტრირებული.

თუ არცერთი ეს ბიზნესის ტიპი არ შეესაბამება შენს ბიზნესს, უნდა აირჩიო ფიზიკური პირი / ინდივიდუალური მეწარმე და ანგარიშის წარმომადგენლად დანიშნო მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი ან მფლობელი.

ჩემი დოკუმენტი უარყოფილია.

დარწმუნდი, რომ შენს ანგარიშზე არსებული ინფორმაცია ზუსტად ემთხვევა დოკუმენტს და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლე ანგარიში. თუ დოკუმენტები მაინც უარყოფილია, გადახედე ამ გვერდზე მოცემულ შემდეგ სექციებს:

ჩემი მისამართი ავტომატურად ვერ დასტურდება.

Shopify Payments მალტასთვის, თუ შენი მისამართის ავტომატურად დადასტურება ვერ ხერხდება, მოგეთხოვება სელფის პროცესის გავლა ან მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწოდება.

რეკომენდებულია სელფის პროცესის გავლა. ფიზიკურ პირს, რომელიც საჭიროებს დადასტურებას, შეუძლია დააჭიროს ღილაკს სელფი, და დადასტურებისთვის გადაიღოს თავისი ფოტოიანი პირადობის მოწმობისა და საკუთარი თავის ფოტო. მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწოდების ნაცვლად, შეგიძლია გაიარო სელფის პროცესი.

თუ გირჩევნია დოკუმენტის ხელით მოწოდება, შეგიძლია ასე მოიქცე. მისამართის დამადასტურებელ დოკუმენტებზე უნდა ჩანდეს შენი სრული სახელი და სახლის მისამართი. ასევე უნდა უზრუნველყო შემდეგი:

უნდა მოგვაწოდო დოკუმენტი, რომელზეც შენი სახელი იქნება მითითებული. მაგალითად: თუ შენი კომუნალური გადასახადების ქვითრებზე შენი სახელი არ ჩანს, უნდა აირჩიო და მოგვაწოდო სხვა დოკუმენტი ვარიანტების სიიდან.

ჩემი მფლობელის ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.

Shopify Payments მალტასთვის აუცილებელია მფლობელების შეყვანა ისე, რომ მითითებული სახელები ემთხვეოდეს შენი ბიზნესისთვის მთავრობის ბიზნეს-რეესტრში რეგისტრირებულ მფლობელებს. რეკომენდებულია, მოძებნო მფლობელის შესახებ ინფორმაცია რეესტრში და სახელები ზუსტად ისე შეიყვანო, როგორც იქ არის ნაჩვენები. თუ მფლობელები არ გყავს, ანგარიშზე ყველა შენი დირექტორი უნდა მიუთითო.

თუ ეს უკვე გააკეთე და მფლობელობის ან დირექტორობის დადასტურება მაინც ვერ ხერხდება, რეკომენდებულია დააჭირო ღილაკს ხელმოწერა დადასტურების გვერდზე, რათა ციფრულად დაამოწმო შენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორე.

სურვილის შემთხვევაში, დამოწმების პროცესის ნაცვლად, შეგიძლია მოგვაწოდო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მფლობელების ან დირექტორების ვინაობას. Shopify Payments ანგარიშზე შეყვანილი მფლობელისა და დირექტორის ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს შენ მიერ ატვირთულ დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. თუ მფლობელი ან დირექტორი მითითებულია დოკუმენტაციაში, მაგრამ არ არის დამატებული Shopify Payments-ის ანგარიშზე, უნდა დაამატო ეს პირი ანგარიშზე და მიანიჭო მას მფლობელის ან დირექტორის როლი. დოკუმენტების ტიპების სია, რომლებიც შეგიძლია მფლობელობის დასადასტურებლად მოგვაწოდო, ხელმისაწვდომია აქ.

უნდა დარწმუნდე, რომ შენს ანგარიშზე მითითებული მფლობელები და დირექტორები ზუსტად, 1:1 თანაფარდობით ემთხვევა დოკუმენტაციას. არ მიუთითო ზედმეტი მფლობელები ან დირექტორები, რომლებიც არ ჩანს შენს დოკუმენტებში.

ჩემი ბიზნესის ინფორმაცია არ დასტურდება.

Shopify-ს საბანკო პარტნიორები ამოწმებენ შენი ბიზნესის ინფორმაციას, მალტის სამთავრობო რეესტრებთან შედარების გზით. თუ შენი ბიზნესის გადამოწმება ვერ ხერხდება, შეამოწმე შემდეგი დეტალები:

  • დარწმუნდი, რომ შენი რეგისტრირებული ბიზნესის სახელი ზუსტად ემთხვევა მთავრობის ბიზნეს რეესტრებში მითითებულ სახელს, რეგისტრის, პუნქტუაციისა და სიმბოლოების ჩათვლით.
  • დარწმუნდი, რომ შენი კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი სწორია.
  • დარწმუნდი, რომ შენი ბიზნესის მისამართი ემთხვევა მთავრობის ბიზნეს რეესტრში მითითებულ მისამართს.

თუ შენი ინფორმაცია მაინც ვერ გადამოწმდა, შესაძლოა დაგჭირდეს ბიზნესის გადამოწმების დოკუმენტის წარდგენა. დარწმუნდი, რომ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია ემთხვევა იმას, რაც Shopify Payments ანგარიშში შეიყვანე.

ხშირად დასმული კითხვები

გადახედე მალტაში Shopify Payments-ის მოთხოვნების შესახებ ხშირად დასმულ შემდეგ კითხვებს.

რატომ გჭირდებათ ჩემი პირადობის დამადასტურებელი ფოტო ან მისამართის დამადასტურებელი საბუთი, თუ მე ვარ კომპანია, პარტნიორობა ან არამომგებიანი ორგანიზაცია მალტაში?

მაშინაც კი, თუ რეგისტრირებული ხარ როგორც კომპანია, პარტნიორობა ან არამომგებიანი ორგანიზაცია, მალტის რეგულაციების თანახმად, Shopify-ს საბანკო პარტნიორები ვალდებულნი არიან გადაამოწმონ ბიზნესთან დაკავშირებული თითოეული პირის ვინაობა და ლოკაცია.

მალტის მოქალაქე ვარ, მაგრამ ამჟამად იქ არ ვცხოვრობ. შემიძლია გამოვიყენო Shopify Payments Malta?

თუ შენი ბიზნესის ტიპი არის ფიზიკური პირი / ინდივიდუალური მეწარმე, შენ უნდა ცხოვრობდე მალტაში, რათა გქონდეს Shopify Payments Malta-ს გამოყენების უფლება. თუ ამჟამად არ ცხოვრობ მალტაში, მაშინ უნდა შექმნა Shopify Payments ანგარიში იმ რეგიონისთვის, სადაც ცხოვრობ.

განაახლე შენი მაღაზიის მისამართი შენი მიმდინარე ლოკაციით. თუ შენი ლოკაცია დაშვებულია Shopify Payments-ისთვის, შეგიძლია შექმნა Shopify Payments ანგარიში ამ რეგიონისთვის.

თუ შენ ხარ პარტნიორობა, კომპანია ან არამომგებიანი ორგანიზაცია, მაშინ არ გევალება პირადად მალტაში ცხოვრება, მაგრამ შენი ბიზნესი უნდა იყოს იქ რეგისტრირებული და უნდა ჰქონდეს მალტის ბიზნესის მისამართი. თუ დახმარება გჭირდება, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას.

მე ვარ ინდივიდუალური მეწარმე მალტაში. როგორ შევიყვანო ჩემი ბიზნესის ინფორმაცია და კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი?

მალტაში ბიზნესისა და პირადობის გადამოწმების მიზნებისთვის, ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ მფლობელის პირადი ინფორმაცია. შესაბამისად, აირჩიე ბიზნესის ტიპი ფიზიკური პირი / ინდივიდუალური მეწარმე.

თუ ინდივიდუალური მეწარმე ხარ, ნუ ეცდები დარეგისტრირდე სხვა ტიპის ბიზნესად. შესაძლოა გაგიჭირდეს გადამოწმების ეტაპის გავლა.

მე ვარ საჯარო კომპანია მალტაში. ბიზნესის რომელი ტიპი უნდა ავირჩიო?

აირჩიე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ბიზნესისა და პირადობის გადამოწმების მიზნებისთვის, პროცესი საჯარო და კერძო საკუთრებაში არსებული კომპანიებისთვის იდენტურია. შეგიძლია გამოტოვო ანგარიშის დაყენების ფორმის ის ნაწილი, რომელიც გთხოვს მფლობელების დამატებას. შენ არ ხარ ვალდებული მიუთითო ბენეფიციარი მესაკუთრეები, თუ ისინი არ გყავს.

თუ შენ ხარ საჯარო კომპანია მალტაში, უკვე დააყენე Shopify Payments ანგარიში და ახლა გთხოვენ მფლობელობის შესახებ ინფორმაციას გადამოწმების პროცესის ნაწილად, განაახლე შენი მფლობელობის დეტალები, რათა აჩვენო, რომ არ გყავს მფლობელები. ამოიღე მფლობელის როლი ფაილში არსებული ნებისმიერი პირიდან და ნაცვლად ამისა, დარწმუნდი, რომ ყველა შენი დირექტორი მითითებულია ანგარიშში და მინიჭებული აქვთ დირექტორის როლი.

შესაძლოა გთხოვონ დაადასტურო, რომ მითითებული დირექტორები სწორია. თუ შეგიძლია დაადასტურო, რომ ყველაფერი სწორია, დააწკაპუნე ღილაკზე ხელმოწერა ფაილში არსებული ინფორმაციის ციფრულად დასადასტურებლად.

თუ ამ პროცესთან დაკავშირებით რაიმე სირთულე შეგექმნა, დახმარებისთვის დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას.

როგორ განვაახლო ჩემი Shopify Payments ანგარიშის ინფორმაცია?

თუ გთხოვენ ანგარიშის გადამოწმების დასრულებას, შეგიძლია განაახლო შენი ინფორმაცია გადამოწმების გვერდიდან და ამასთანავე წარადგინო ნებისმიერი მოთხოვნილი დოკუმენტი.

გადამოწმების პროცესის მიღმა, მაღაზიის მფლობელს შეუძლია განაახლოს ეს დეტალები შემდეგნაირად: პარამეტრები > ზოგადი > ბიზნესის დეტალები. დააწკაპუნე შენი ბიზნესის სუბიექტის გასწვრივ მდებარე სამ წერტილზე და შემდეგ დააწკაპუნე რედაქტირებაზე, რომ განაახლო ამ ბიზნესის ინფორმაცია, ბიზნესის ტიპის ჩათვლით.

გაითვალისწინე, რომ აქ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად ეგზავნება ჩვენს საბანკო პარტნიორებს განსახილველად და ახალი ინფორმაცია ხელახლა გადის მათი გადამოწმების პროცესს. შესაძლებელია, რომ ცვლილებები ავტომატურად გადამოწმდეს, თუმცა შესაძლოა ასევე მოგთხოვონ დამატებითი დოკუმენტები.

რა მოხდება, თუ გადამოწმების ვადას გამოვტოვებ?

გადამოწმების პროცედურის დასრულებამდე დაინახავ, რომ შენი შემოსავლები დროებით შეჩერებულია. პირველი ვადის გასვლისა და შემოსავლების დროებით შეჩერების შემდეგ, შესაძლოა გამოჩნდეს მეორე ვადა, რომელიც მიუთითებს, თუ როდის შეჩერდება დროებით Shopify Payments-ით შეკვეთების მიღების შესაძლებლობა.

ეს შეჩერებები დროებითია და ავტომატურად უქმდება გადამოწმების დასრულების შემდეგ. შენი ვადების სანახავად გადახედე შენს ადმინ პანელს.

2026 წლის ივნისიდან, სრულიად ახალ Shopify Payments Malta-ს ანგარიშებს ექნებათ 90 დღე პირველი დამუშავებული შეკვეთიდან გადამოწმების დასასრულებლად. თუ 90 დღე გავა, მაშინ ნებისმიერ შეკვეთაზე, რომელიც Shopify Payments-ის მეშვეობით დაამუშავე, შესაძლოა თანხა ავტომატურად დაბრუნდეს.

თანხის დაბრუნების ეს პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ევროპულ ქვეყნებზე და მხოლოდ 2026 წლის ივნისში ან მის შემდეგ შექმნილ ახალ ანგარიშებზე. თუ თანხის დაბრუნების ეს პოლიტიკა შენზე ვრცელდება, მაშინ გაფრთხილებები აცნობებს მაღაზიის მფლობელს, თუ როდის უნდა ელოდოს თანხის დაბრუნების დამუშავებას.

სანამ დაუკავშირდები Shopify-ს მხარდაჭერას მალტაში Shopify Payments-ის შესახებ

სანამ Shopify-ს მხარდაჭერას დაუკავშირდები, შეაგროვე შემდეგი ინფორმაცია, რათა დაგვეხმარო შენი პრობლემის უფრო სწრაფად მოგვარებაში:

  • მიღებული შეცდომის შეტყობინებების ეკრანის ანაბეჭდები (დაფარე სენსიტიური ინფორმაცია, როგორიცაა საბანკო ანგარიშის ნომრები)
  • ბიზნესის ტიპი, რომელიც აირჩიე დაყენებისას
  • შენი კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი (Numru tar-reġistrazzjoni tal-kumpanija), ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • კონკრეტული ეტაპი, სადაც პრობლემა შეგექმნა
  • ბრაუზერი და მოწყობილობა, რომელსაც იყენებ
  • შენი საბანკო ანგარიშის დეტალები (ქვეყანა, ვალუტა, ანგარიშის ტიპი) ანგარიშის სრული ნომრის გაზიარების გარეშე

ამ ინფორმაციის წინასწარ მომზადება ეხმარება Shopify-ს მხარდაჭერას უფრო ეფექტურად დაგეხმაროს.