შემოსავლები და ანგარიშსწორების დრო Shopify Payments-ით პოლონეთში

პოლონეთში Shopify Payments-ით შემოსავლების მიღება EUR-ში ან PLN-შია შესაძლებელი ყველა გამოწერის გეგმაზე. თუ შენი მაღაზია იყენებს Advanced-ის ან Shopify Plus-ის გეგმას, მაშინ შემოსავლების მიღება სხვადასხვა ვალუტაში შეგიძლია. ვალუტა, რომელსაც მომხმარებლები იყენებენ შეკვეთების გადასახდელად, შეიძლება განსხვავდებოდეს შენი Shopify Payments-ის შემოსავლების ვალუტისგან. შეიტყვე მეტი სხვადასხვა ვალუტაში გაყიდვისა და თანხის მიღების შესახებ.

ეს გზამკვლევი ხსნის განაღდების ვალუტებს, ანგარიშსწორების დროებს, დამუშავების საკომისიოებსა და იმას, თუ როგორ ნახო შენი ტრანზაქციების ისტორია Shopify Payments-ით პოლონეთში.

ანგარიშსწორების დრო Shopify Payments-ისთვის პოლონეთში

ანგარიშსწორების დრო აღნიშნავს პერიოდს მომხმარებლის მიერ გადახდის შესრულების მომენტიდან იმ დრომდე, როცა ეს თანხა ხელმისაწვდომია შენს საბანკო ანგარიშზე გადასარიცხად. მომხმარებლის მიერ გადახდის შესრულების დროის ნიშნული ფიქსირდება კოორდინირებული უნივერსალური დროით (UTC). პარასკევს, შაბათს და კვირას მიღებული გადახდები ერთიანდება და იგზავნება როგორც ერთიანი შემოსავალი.

პოლონეთში ანგარიშსწორების მინიმალური დრო 3 სამუშაო დღეა. როდესაც შემოსავლების მიღებას იწყებ, ანგარიშსწორების დრო უფრო ხანგრძლივია, მაგრამ შეკვეთების დროულად და საიმედოდ შესრულებისას, ანგარიშსწორების დრო შეიძლება შემცირდეს და დაემთხვეს შენი რეგიონისთვის დადგენილ მინიმალურ დროს.

Shopify Payments-ის შემოსავლის მინიმალური ოდენობა პოლონეთში არის 1 EUR. თუ შემოსავალი ამ თანხაზე ნაკლებია, ის რჩება მომლოდინე სტატუსში მანამ, სანამ მეტი თანხა არ გახდება ხელმისაწვდომი გასანაღდებლად.

შეიტყვე მეტი Shopify Payments-ით თანხის მიღების შესახებ.

საკომისიოები Shopify Payments-ისთვის პოლონეთში

Shopify Payments-ის საკომისიოები დამოკიდებულია ლოკაციაზე და შეიძლება განსხვავდებოდეს. საკომისიოების შესახებ ყველაზე ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე გეგმებისა და ფასწარმოქმნის გვერდს პოლონეთისთვის. ამ გვერდზე მოცემულია Shopify Payments-თან დაკავშირებული განაკვეთებისა და საკომისიოების დეტალური ჩამონათვალი შერჩეული გეგმის მიხედვით.

ნახე გადახდის განაკვეთები შენს Shopify-ს ადმინში

თუ პოლონეთში Shopify Payments დააყენე, შეგიძლია ნახო ინფორმაცია მაღაზიის მდებარეობისა და არჩეული გეგმისთვის მოქმედი კონკრეტული განაკვეთებისა და საკომისიოების შესახებ. მოქმედი საკომისიოების შესახებ მეტი დეტალისთვის შეგიძლია გაეცნო Shopify Payments-ის მომსახურების პირობებს Shopify-ს ადმინიდან.

ნაბიჯები:

  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > გადახდები.

  2. Shopify Payments-ის სექციაში დააწკაპუნე მართვას.

  3. ნახე განაკვეთები, რომლებიც ვრცელდება გადახდის სხვადასხვა მეთოდზე.

შემოსავლების მიღება სხვადასხვა ვალუტაში Shopify Payments-ით პოლონეთში

ვალუტა, რომლითაც შემოსავლებს იღებ, შეიძლება განსხვავდებოდეს ვალუტისგან, რომლითაც შენი მომხმარებლები იხდიან. ერთზე მეტ ვალუტაში შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დამოკიდებულია შენს Shopify-ს გეგმაზე.

შემოსავლების მიღება მრავალვალუტიანი გადახდების გარეშე

თუ შენი მაღაზია არ სარგებლობს Advanced ან Shopify Plus გეგმით, არ ხარ უფლებამოსილი ისარგებლო მრავალვალუტიანი გადახდებით და მხოლოდ ერთი განაღდების ვალუტის დაყენება შეგიძლია. შენ კვლავ შეგიძლია გაყიდო სხვადასხვა ვალუტაში, მაგრამ ყველა შემოსავალი დაკონვერტირდება შენს ერთ განაღდების ვალუტაში. თუ მიიღებ შეკვეთას შენი განაღდების ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, თანხა დაკონვერტირდება შენს განაღდების ვალუტაში და ჩამოგეჭრება ვალუტის კონვერტაციის საკომისიო. მაგალითად, თუ შენი განაღდების ვალუტაა EUR და მიიღებ შეკვეთას PLN-ში, PLN დაკონვერტირდება EUR-ში და დაგერიცხება კონვერტაციის საკომისიო.

შემოსავლების მიღება მრავალვალუტიანი გადახდების მეშვეობით

თუ შენი მაღაზია სარგებლობს Advanced ან Shopify Plus გეგმით, შეგიძლია გამოიყენო მრავალვალუტიანი გადახდები, რათა მიიღო შემოსავალი ერთზე მეტ ვალუტაში. შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი მხარდაჭერილი განაღდების ვალუტა ნაგულისხმევ განაღდების ვალუტად და დაამატო საბანკო ანგარიშები სხვა ვალუტებში შემოსავლების მისაღებად. განაღდების ვალუტისა და ვალუტის კონვერტაციის მიხედვით, შეიძლება დაგეკისროს ორი სახის საკომისიო.

მრავალვალუტიანი გადახდების საკომისიო მოქმედებს ყოველთვის, როდესაც იღებ შემოსავალს არაშიდა ვალუტაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვალუტის კონვერტაცია არ ხდება. საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია შენს ლოკაციასა და Shopify-ს გეგმაზე. შენ არ ჩამოგეჭრება მრავალვალუტიანი გადახდების საკომისიო, როდესაც იღებ შემოსავლებს შენს შიდა ვალუტაში: EUR ან PLN.

ვალუტის კონვერტაციის საკომისიო მოქმედებს მაშინ, როცა შეკვეთა კონვერტირდება განსხვავებულ განაღდების ვალუტაში. ეს ხდება მაშინ, როდესაც იღებ შეკვეთას ვალუტაში, რომლის შესაბამისი საბანკო ანგარიშიც არ გაქვს და თანხა ირიცხება შენს ნაგულისხმევ საბანკო ანგარიშზე. შენ არ ჩამოგეჭრება ვალუტის კონვერტაციის საკომისიო, როცა გაქვს შეკვეთის ვალუტის შესაბამისი საბანკო ანგარიში.

მხარდაჭერილი განაღდების ვალუტები Shopify Payments-ით პოლონეთში

ქვემოთ მოცემულია ვალუტები, რომლებშიც შეგიძლია შემოსავლების მიღება პოლონეთში Shopify Payments-ის გამოყენებისას, ასევე მითითებულია, სად უნდა იყოს გახსნილი საბანკო ანგარიში და ერიცხებათ თუ არა მათ მრავალვალუტიანი გადახდების საკომისიო.

ხელმისაწვდომი განაღდების ვალუტები პოლონეთში მრავალვალუტიანი გადახდების გამოყენებისას Shopify Payments-ით.
განაღდების ვალუტასაბანკო ანგარიშის ლოკაციაშიდა ვალუტამრავალვალუტიანი გადახდის საკომისიო
EURავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, გიბრალტარი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფოდიახარა
PLNპოლონეთიდიახარა
AUD, CAD, CHF, CZK, DKK, GBP, HKD, HUF, JPY, NOK, NZD, RON, SEK, SGD, ZARავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, გიბრალტარი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფოარადიახ
USDავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, გიბრალტარი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატებიარადიახ

თუ გსურს შემოსავლების მრავალ ვალუტაში მიღება, უნდა დააკმაყოფილო გარკვეული ვალუტის, Shopify-ს გამოწერის გეგმის, ლოკაციის და საბანკო ანგარიშის მოთხოვნები. შეიტყვეთ მეტი მრავალვალუტიანი გადახდების შესახებ.

შემოსავლების ნახვა

შენი შემოსავლების ნახვა შეგიძლია Shopify-ს ადმინის ფინანსების გვერდიდან.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: ფინანსები > შემოსავლები.
მობილური
  1. Shopify აპიდან შეეხე Menu ხატულას.

  2. შეეხე: ფინანსები.

  3. შეეხე: შემოსავლების ნახვა.

საგადასახადო ანგარიშგება

როგორც მოვაჭრე, შენ ვალდებული ხარ დაიცვა ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, საგადასახადო ანგარიშგება. შენი იურისდიქციის მიხედვით, Shopify Payments-საც შეიძლება მოეთხოვოს შენი გაყიდვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი საგადასახადო ორგანოებისთვის.

Shopify Payments-ის საკომისიოები არ შეიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ) ევროპაში არსებული მაღაზიებისთვის, ირლანდიის გამოკლებით. შეიძლება დაგჭირდეს დღგ-ის აღრიცხვა შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო განაკვეთით შენს დღგ-ის დეკლარაციაში. ამ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლია ჩამოტვირთო გენერირებული ინვოისი ან დააექსპორტო ფაილი შენი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციით.

ირლანდიაში მდებარე მაღაზიებს, Shopify Payments-ის საკომისიოებთან ერთად, ეჭრებათ 23%-იანი დღგ-ც.

გენერირებული ინვოისის ჩამოტვირთვა

შეგიძლია ჩამოტვირთო ყოველთვიური ინვოისები საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენად. თითოეული ინვოისი მოიცავს ტრანზაქციის საკომისიოებზე გადახდილ ჯამურ დღგ-ს იმ თვეში შენს მაღაზიაში შესრულებული ყველა შეკვეთისთვის. გენერირებული ინვოისები იყენებს UTC დროის სარტყელს, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს შენი მაღაზიის დროის სარტყელისგან. თუ გსურს ანგარიში, რომელიც იყენებს შენი მაღაზიის დროის სარტყელს, შეგიძლია დააექსპორტო შენი მაღაზიის ტრანზაქციების სია CSV ფაილის სახით.

თითოეული თვის ინვოისი გენერირდება მომდევნო თვის 5 რიცხვში. მაგალითად, ივნისის ინვოისი გენერირდება 5 ივლისს. თუ კონკრეტულ თვეში არ არის არცერთი ტრანზაქცია Shopify Payments-ით, მაშინ ამ თვის ინვოისი არ გენერირდება.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: ფინანსები > შემოსავლები.

  2. დააწკაპუნე: დოკუმენტები.

  3. საგადასახადო დოკუმენტების ფანჯარაში, იმ ინვოისისთვის, რომლის ჩამოტვირთვაც გსურს, დააწკაპუნე: PDF-ის ჩამოტვირთვა.

ტრანზაქციების ექსპორტი

შეგიძლია დააექსპორტო შენი მაღაზიის ტრანზაქციების სია CSV ფაილის სახით. CSV ფაილი შეიცავს დღგ-ის სვეტს ევროპელი მოვაჭრეებისთვის.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: ფინანსები > შემოსავლები.

  2. დააწკაპუნე: ტრანზაქციები.

  3. დააწკაპუნე: ექსპორტი. ბრაუზერში ჩამოიტვირთება CSV ფაილი.

  4. გახსენი CSV ფაილი ელექტრონული ცხრილების რედაქტორში. CSV ფაილის ბოლო სვეტი აჩვენებს თითოეულ ტრანზაქციაზე შეგროვებული დღგ-ის ოდენობას.

  5. გამოიყენე ინსტრუმენტი SUM შეგროვებული დღგ-ის ჯამური ოდენობის გამოსათვლელად.