გადახდის პროვაიდერი Authorize.net

Authorize.net არის გადახდის პროვაიდერი, რომელიც გაძლევს საშუალებას, მიიღო საკრედიტო ბარათით გადახდები შენს Shopify-ს მაღაზიაში.

დააყენე Authorize.net შენს მაღაზიაში

საკრედიტო და სადებეტო ბარათით გადახდების მისაღებად Authorize.net-ის გააქტიურებამდე, უნდა გამორთო სატესტო რეჟიმი.

გამორთე სატესტო რეჟიმი Authorize.net-ისთვის

Authorize.net-ის ანგარიშის გახსნისას შენი კარიბჭე ნაგულისხმევად სატესტო რეჟიმშია. Authorize.net-ის სატესტო სერვერები არ არის თავსებადი Shopify-სთან, ამიტომ გადახდების მიღების დაწყებამდე შენი Authorize.net ანგარიშისთვის უნდა გამორთო სატესტო რეჟიმი.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > გადახდები.

  2. გაიარე ავტორიზაცია მოვაჭრის ინტერფეისში ბმულზე https://account.authorize.net/.

  3. მთავარ მენიუში, ანგარიშის ქვეშ აირჩიე პარამეტრები.

  4. უსაფრთხოების პარამეტრების სექციაში დააწკაპუნე სატესტო რეჟიმი.

  5. შენი ანგარიშისთვის სატესტო რეჟიმის გამოსართავად, დააწკაპუნე ღილაკს Turn Test OFF.

მობილური
  1. Shopify აპიდან შეეხე Menu-ს, შემდეგ კი შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე გადახდებს.

  3. გაიარე ავტორიზაცია მოვაჭრის ინტერფეისში ბმულზე https://account.authorize.net/.

  4. მთავარ მენიუში, ანგარიშის ქვეშ აირჩიე პარამეტრები.

  5. უსაფრთხოების პარამეტრების სექციაში შეეხე სატესტო რეჟიმს.

  6. შენი ანგარიშისთვის სატესტო რეჟიმის გამოსართავად, შეეხე ღილაკს Turn Test OFF.

გაააქტიურე Authorize.net Shopify-ში

სატესტო რეჟიმის გამორთვის შემდეგ შეგეძლება, გაააქტიურო Authorize.net შენს Shopify-ს ადმინში.

დესკტოპი
  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > გადახდები.

  2. შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:

    • თუ გააქტიურებული გაქვს Shopify Payments, მაშინ შეასრულე შემდეგი ნაბიჯები:
      1. Shopify payments-ის სექციაში დააწკაპუნე მართვა.
      2. დააწკაპუნე გადახდის მეთოდების მართვა.
      3. დააწკაპუნე Shopify Payments-ის დეაქტივაცია.
      4. დააწკაპუნე ყველა სხვა პროვაიდერის ნახვა.
    • თუ არ გაქვს გააქტიურებული Shopify Payments, მაშინ Shopify payments-ის სექციაში დააწკაპუნე ყველა სხვა პროვაიდერის ნახვა.
    • თუ Shopify Payments არ არის შენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი, მაშინ გადახდის პროვაიდერების სექციაში დააწკაპუნე პროვაიდერის არჩევა.
  3. გადახდის პროვაიდერების სექციაში პროვაიდერების სიიდან აირჩიე Authorize.net.

  4. დააწკაპუნე ინსტალაცია.

  5. დააწკაპუნე Authorize.net-თან დაკავშირება.

  6. შეიყვანე შენი Authorize.net-ის ავტორიზაციის მონაცემები და შემდეგ დააწკაპუნე გააქტიურება.

  7. დააწკაპუნე ღილაკს შენახვა.

მობილური
  1. Shopify აპიდან შეეხე Menu-ს, შემდეგ კი შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე გადახდებს.

  3. შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:

    • თუ გააქტიურებული გაქვს Shopify Payments, მაშინ შეასრულე შემდეგი ნაბიჯები:
      1. შეეხე გადახდის მეთოდების მართვა.
      2. შეეხე Shopify Payments-ის დეაქტივაცია.
      3. შეეხე ყველა სხვა პროვაიდერის ნახვა.
    • თუ Shopify Payments გააქტიურებული არ გაქვს, Shopify payments-ის სექციაში დააჭირე ყველა სხვა პროვაიდერის ნახვას.
    • თუ Shopify Payments შენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის, გადახდის პროვაიდერების სექციაში დააჭირე პროვაიდერის არჩევას.
  4. გადახდის პროვაიდერების სექციაში პროვაიდერების სიიდან აირჩიე Authorize.net.

  5. დააჭირე ინსტალაციას.

  6. დააჭირე Authorize.net-თან დაკავშირებას.

  7. შეიყვანე Authorize.net-ის ავტორიზაციის მონაცემები და შემდეგ დააჭირე გააქტიურებას.

  8. დააჭირე შენახვას.

Authorize.net-ის გამოყენება სატესტო რეჟიმში

თუ Authorize.net-ის სატესტო რეჟიმში გამოყენება გსურს, უნდა დარეგისტრირდე Authorize.net-ის Sandbox ანგარიშზე. Sandbox ანგარიშზე რეგისტრაციის შემდეგ, უნდა დააყენო სატესტო რეჟიმი შენს Shopify-ს ადმინში.

ნაბიჯები:

დესკტოპი
  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > გადახდები.

  2. Authorize.net-ის სექციაში დააჭირე რედაქტირებას:

  3. მონიშნე სატესტო რეჟიმის გამოყენება და შეიყვანე Sandbox ავტორიზაციის მონაცემები:

  4. დააწკაპუნე ღილაკს შენახვა.

მობილური
  1. Shopify აპიდან შეეხე Menu-ს, შემდეგ კი შეეხე Settings პარამეტრებს.

  2. მაღაზიის პარამეტრების სექციაში შეეხე გადახდებს.

  3. Authorize.net-ის სექციაში დააჭირე რედაქტირებას:

  4. მონიშნე სატესტო რეჟიმის გამოყენება და შეიყვანე Sandbox ავტორიზაციის მონაცემები:

  5. დააჭირე შენახვას ან ✓ ნიშანს.

ახლა უკვე შეგიძლია შეამოწმო შენი Authorize.net-ის კონფიგურაცია და მაღაზიაში შესყიდვა განახორციელო ერთ-ერთი Authorize.net-ის სატესტო ბარათის ნომრით.

Authorize.net-ის ხარვეზების აღმოფხვრა

თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდა სავალდებულო ველის გამო

როდესაც Shopify-ში აბრუნებ Authorize.net-ით გადახდილი შეკვეთის თანხას, შეიძლება მიიღო შეცდომის შეტყობინება, მაგალითად: Bill To Last Name is required. ეს შეტყობინება ნიშნავს, რომ შენს Authorize.net-ის ჰოსტირებულ გადახდის ფორმაში ერთი ან მეტი ველი მითითებულია, როგორც required (სავალდებულო), რაც იწვევს შეცდომას Shopify-ს შეკვეთებთან. სანამ Shopify-ში შეკვეთის თანხას დააბრუნებ, უნდა გადახვიდე ჰოსტირებული გადახდის ფორმაზე შენს Authorize.net-ის ანგარიშში და ყველა ველი არასავალდებულოდ მონიშნო. ჰოსტირებულ გადახდის ფორმაზე ველების დაყენების ინსტრუქციების სანახავად მოიძიე ინფორმაცია Authorize.net-ის მხარდაჭერის ცენტრში.

სად მოიძიო გადახდების მხარდაჭერა

შენს გადახდის პროვაიდერს მხარდაჭერისთვის შეგიძლია დაუკავშირდე შენი Shopify-ს ადმინის პარამეტრების სექციიდან გადახდები.

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > გადახდები.

  2. აირჩიე გადახდის პროვაიდერი, რომელთან დაკავშირებაც გსურს:

  • საკრედიტო ბარათის გადახდის პროვაიდერისთვის დააჭირე მართვას.
  • დამატებითი გადახდის მეთოდებისთვის დააჭირე პროვაიდერის სახელს.
  1. დააჭირე: მეტი მოქმედება > პროვაიდერთან დაკავშირება.
  2. შეიყვანე შენი შეტყობინება და შემდეგ დააჭირე გაგზავნას.