მესამე მხარის გადახდის პროვაიდერის განახლება
მესამე მხარის პროვაიდერების Shopify-ს პლატფორმასთან ინტეგრაციის მეთოდი ახლდება შენთვის უწყვეტი სერვისის უზრუნველსაყოფად. თუ იყენებ მესამე მხარის გადახდის პროვაიდერს და ჯერ არ დაგისრულებია განახლება, შენს ადმინში მიიღებ შეტყობინებასა და ბანერს, რომელიც განმარტავს, რომ მუშაობის გასაგრძელებლად ინტეგრაციის განახლებაა საჭირო.
გადახდის პროვაიდერების უმეტესობას აქვს ახალი ინტეგრაციები, რომელთა დაკავშირებაც მარტივად შეგიძლია შენს Shopify ანგარიშთან. თუ იყენებ გადახდის პროვაიდერს, რომელიც არ გთავაზობს განახლებულ ინტეგრაციას, მაშინ ახალი გადახდის პროვაიდერი უნდა აირჩიო.
ამ გვერდზე
რა უნდა გაითვალისწინო მესამე მხარის გადახდის პროვაიდერის განახლებისას
მესამე მხარის გადახდის პროვაიდერის განახლებისას, უნდა გაითვალისწინო შემდეგი:
- მესამე მხარის აპები და ხელსაწყოები: გადახდის პროვაიდერის განახლებისას მოსალოდნელია მინიმალური გავლენა მესამე მხარის აპებსა და ხელსაწყოებზე. რეკომენდებულია, შეამოწმო ნებისმიერი აპი ან ხელსაწყო – მაგალითად, გამოწერის აპები ან საწარმოს რესურსების დაგეგმვის (ERP) ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებ გადახდის დამუშავების სამართავად, რათა დარწმუნდე, რომ განახლებები ან ცვლილებები საჭირო არ არის.
- მხარდაჭერა: წარმოქმნილი პრობლემიდან გამომდინარე, მხარდაჭერას უზრუნველყოფს Shopify ან შენი გადახდის პროვაიდერი:
- გადახდის პროვაიდერის ინსტალაცია, განახლება ან არჩევა – შეგიძლია დაუკავშირდე Shopify-ს მხარდაჭერას.
- შეკითხვები გადახდის პროვაიდერის ინტეგრაციისა და ფუნქციების შესახებ – შეგიძლია დაუკავშირდე შენს გადახდის პროვაიდერს.
- განახლების შესრულება: გადახდის პროვაიდერი უნდა განაახლო არაპიკურ საათებში და როდესაც პერსონალი ხელმისაწვდომია, რათა შეამოწმონ, რომ გადახდის პროვაიდერის განახლება წარმატებით დასრულდა. თუ გაქვს სატესტო მაღაზია, რეკომენდებულია, გადახდის პროვაიდერის ინტეგრაცია შეამოწმო მასზე, სანამ გადახდის აპს აქტიურ მაღაზიაში დააინსტალირებ.
მესამე მხარის პროვაიდერის რესურსები
გადახდის პროვაიდერის განახლება მთავარ კარიბჭედ
თუ მესამე მხარის პროვაიდერს, რომელსაც საკრედიტო ბარათით გადახდების მისაღებად იყენებ, ახალი ინტეგრაცია აქვს, უნდა ხელახლა დაუკავშირო შენი გადახდის ანგარიში Shopify-ს მაღაზიას მათი გადახდის აპის ინსტალაციით. შენს Shopify-ს ადმინში მიიღებ შეტყობინებასა და ბანერს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ უნდა განაახლო შენი გადახდის პროვაიდერი პროცესის დასაწყებად.
ნაბიჯები:
- შენი Shopify-ს ადმინის ბანერიდან ან შეტყობინებიდან დააჭირე განახლებას.
- გადახდის კარიბჭის გვერდზე დააჭირე ინსტალაციას.
- გადახდის კარიბჭის პარამეტრების გვერდზე დააჭირე ანგარიშის მართვას.
- ინსტალაციის დასასრულებლად მიჰყევი ინსტრუქციებს შენი მესამე მხარის გადახდის პროვაიდერის საიტზე.
თუ შენი გადახდის პროვაიდერი წარმატებით განახლდა, ბანერი, რომელიც გამცნობდა გადახდის პროვაიდერის განახლების აუცილებლობას, აღარ გამოჩნდება შენს Shopify-ს ადმინში. თუ გადახდის პროვაიდერის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ ბანერი შენს Shopify-ს ადმინში კვლავ რჩება, ე.ი. პროცესი წარმატებით არ დასრულებულა და გადახდის პროვაიდერის განახლება ხელახლა უნდა სცადო.
Shop Pay-ს ხელახლა გააქტიურება შენს მთავარ კარიბჭეზე
თუ Shop Pay შენს ძველ გადახდის ინტეგრაციაზე აქტიურია, გადახდის კარიბჭის განახლების შემდეგ Shop Pay შენს Shopify-ს ადმინში ხელახლა უნდა გაააქტიურო.
ნაბიჯები:
Shopify-ს ადმინში გადადი აქ: პარამეტრები > გადახდები.
გადახდის პროვაიდერის გასწვრივ დააწკაპუნე ღილაკს მართვა.
გაააქტიურე Shop Pay.
დააწკაპუნე შენახვა.
PayPal-ის საკრედიტო ბარათების კარიბჭეების განახლება
თუ ამჟამად იყენებ PayPal Payflow Pro, PayPal Payments Pro (US), PayPal Website Payments Pro (UK) ან PayPal Website Payments Pro (CA) კარიბჭეებს, აუცილებელია განახლება და Braintree-ს გადახდების ახალ აპზე გადასვლა.
PayPal-ის საკრედიტო ბარათების კარიბჭეების განახლება გააქტიურებული PayPal Express Checkout-ით
თუ PayPal Express Checkout გააქტიურებული გაქვს PayPal Payflow Pro, PayPal Payments Pro (US), PayPal Website Payments Pro (UK) ან PayPal Website Payments Pro (CA) კარიბჭეებში, Braintree-ს გადახდების აპზე განახლების შემდეგ PayPal Express Checkout ასევე უნდა გაააქტიურო შენი Shopify-ს ადმინის განყოფილებაში გადახდის დამატებითი მეთოდები (Additional payment methods). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე PayPal-ის დაყენება.
განაახლე გადახდის პროვაიდერი, როგორც შენი მეორადი კარიბჭე
თუ ამჟამად იყენებ Stripe-ს, Authorize.net-ს ან Braintree-ს, როგორც მეორად გადახდის კარიბჭეს არსებული მოძველებული გამოწერებისთვის, ასევე უნდა განაახლო და გადახვიდე ახალ გადახდების აპზე ამ პროვაიდერებისთვის, როგორც მეორადი კარიბჭეებისთვის. პროცესის დასაწყებად Shopify-ს ადმინში მიიღებ შეტყობინებას და ბანერს, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა განაახლო გადახდის პროვაიდერი.
ნაბიჯები:
Shopify-ს ადმინში გადადი აქ: პარამეტრები > გადახდები.
ბანერიდან ან შეტყობინებიდან დააწკაპუნე ღილაკს განახლება.
გადახდის კარიბჭის გვერდზე დააწკაპუნე ღილაკს ინსტალაცია, ხოლო შემდეგ დააწკაპუნე გააქტიურება.
ინსტალაციის დასასრულებლად მიჰყევი ინსტრუქციებს შენი მესამე მხარის გადახდის პროვაიდერის საიტზე.
თუ შენს გადახდის პროვაიდერს წარმატებით განაახლებ, ბანერი, რომელიც მიუთითებდა გადახდის პროვაიდერის განახლების აუცილებლობაზე, აღარ გამოჩნდება შენს Shopify-ს ადმინში. თუ გადახდის პროვაიდერის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ ბანერი კვლავ დარჩება Shopify-ს ადმინში, ეს ნიშნავს, რომ პროცესი წარმატებით არ დასრულებულა და გადახდის პროვაიდერის განახლება ხელახლა უნდა სცადო.
შეკვეთების შედარება მესამე მხარის გადახდის აპის გამოყენებისას
მესამე მხარის გადახდის ანგარიშზე შეკვეთების შესადარებლად შეგიძლია გამოიყენო გადახდის ID შეკვეთის ქრონოლოგიიდან. შეკვეთის გადახდის ID არის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც საშუალებას გაძლევს, შეუსაბამო შენს Shopify-ს ადმინში არსებული შეკვეთა შენი გადახდის პროვაიდერის ანგარიშში არსებულ ტრანზაქციასთან.
გასათვალისწინებელი დეტალები გადახდის პროვაიდერის ანგარიშში შეკვეთების შედარებისას
შეკვეთის ქრონოლოგიის გამოყენებით, შენს Shopify-ს ადმინში არსებული შეკვეთების შენი გადახდის პროვაიდერის ანგარიშში არსებულ ტრანზაქციებთან შესაბამისობის დადგენისას, გაითვალისწინე შემდეგი ინფორმაცია:
- შენს გადახდის პროვაიდერს ეგზავნება მხოლოდ გადახდის ID: არ შეგიძლია გამოიყენო შეკვეთის ნომერი ან შეკვეთის ID შენს Shopify-ს ადმინში არსებული შეკვეთების შენი გადახდის პროვაიდერის ანგარიშში არსებულ ტრანზაქციებთან შესაბამისობის დასადგენად. შეკვეთების შედარება შესაძლებელია მხოლოდ გადახდის ID-ის გამოყენებით, რადგან ეს ერთადერთი უნიკალური იდენტიფიკატორია, რომელიც იგზავნება შენს Shopify-ს ადმინში გადახდის პროვაიდერისგან.
- ავტორიზაციის გასაღებები ხელმისაწვდომია მხოლოდ შენი მესამე მხარის გადახდის პროვაიდერის ანგარიშში: ავტორიზაციის გასაღები არ განახლდება შეკვეთის ქრონოლოგიაზე შენს Shopify-ს ადმინში, როდესაც ტრანზაქცია სრულდება მესამე მხარის გადახდის პროვაიდერის გამოყენებით. შეკვეთის ავტორიზაციის გასაღების სანახავად უნდა შეამოწმო მესამე მხარის გადახდის პროვაიდერის ანგარიში.
გადახდის სტატუსები — მომლოდინე და ვადაგასული
მესამე მხარის პროვაიდერის მეშვეობით გადახდების დამუშავებისას, შესაძლოა წააწყდე გადახდის სტატუსებს, რომლებიც შენს ყურადღებას მოითხოვს. შემდეგი სტატუსების გაგება დაგეხმარება შეკვეთების მართვასა და მომხმარებლებთან ეფექტურ კომუნიკაციაში:
- გადახდის სტატუსი — მომლოდინე: გადახდების დამუშავებას შესაძლოა მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს. თუ გადახდის პროვაიდერისგან პასუხი არ მიიღება, გადახდა შესაძლოა აისახოს როგორც მომლოდინე. როდესაც გადახდის სტატუსი შეიცვლება და გახდება გადახდილი, შეძლებ შეკვეთის შესრულებას.
- გადახდის სტატუსი — ვადაგასული: თუ გადახდის სტატუსი შეიცვლება და გახდება ვადაგასული, მომხმარებლისთვის გადახდის ხელახლა მოთხოვნამდე უნდა დაადასტურო, რომ გადახდა არ არის მიღებული შენი გადახდის პარტნიორის ანგარიშში. გადახდის სტატუსი იცვლება და ხდება ვადაგასული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გადახდის დამუშავება ვერ მოხერხდა.
იპოვე გადახდის ID შენს Shopify-ს ადმინში
შეკვეთის გადახდის ID-ის ნახვა შეგიძლია შეკვეთის ქრონოლოგიაში, სექციებში გადახდის ID და ინფორმაცია კარიბჭიდან.
ნაბიჯები:
- Shopify-ს ადმინში გადადი აქ: შეკვეთები.
- დააწკაპუნე შეკვეთაზე, რომლის გადახდის ID-ის პოვნაც გსურს.
- შეკვეთის ქრონოლოგიაში მოძებნე განყოფილება გადახდა დამუშავდა.
- იპოვე გადახდის ID ქვეგანყოფილებაში ინფორმაცია კარიბჭიდან.