ანგარიშის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკა

რისკებისგან თავის დასაცავად, შეიტყვე, თუ როგორ უნდა შექმნა უნიკალური პაროლები შენი ანგარიშებისთვის, ასევე როგორ დაიცვა კომპრომეტირებული ანგარიში და გადატვირთო დაბლოკილი ავტორიზაციის მონაცემები.

შექმენი უნიკალური პაროლები პაროლების საცავის გამოყენებით

ბევრი ადამიანი იყენებს ერთსა და იმავე პაროლს რამდენიმე ანგარიშისთვის. ხშირად მას აკავშირებენ ერთსა და იმავე მომხმარებლის სახელთან ან ელფოსტის მისამართთან. უნიკალური პაროლების გარეშე, თუ მომხმარებლის სახელის/პაროლის კომბინაცია გამოაშკარავდა, თავდამსხმელმა შეიძლება მოიპოვოს წვდომა სხვა ანგარიშზე, რომელიც იმავე ავტორიზაციის მონაცემებს იყენებს.

პაროლების საცავის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება შესანიშნავი გზაა პაროლების შესაქმნელად და სამართავად. როდესაც იყენებ პაროლების საცავს, საჭიროა გახსოვდეს მხოლოდ საცავის მთავარი გასაღები (master key), დანარჩენი პაროლები კი შეიძლება იყოს ავტომატურად გენერირებული ასოების, რიცხვებისა და სიმბოლოების კომბინაცია.

არასოდეს გააზიარო შენი ავტორიზაციის მონაცემები

შენი ავტორიზაციის მონაცემები, ანუ მომხმარებლის სახელი და პაროლი, შენი იდენტობაა ციფრულ სამყაროში და უნდა ინახებოდეს დაცულად და კონფიდენციალურად. ამ ინფორმაციის გაზიარება ამცირებს შენი ანგარიშის უსაფრთხოებას. არავის გაუზიარო შენი ავტორიზაციის მონაცემები, მათ შორის არც კოლეგას, ოჯახის წევრს ან პერსონალს.

დაამატე პერსონალის წევრები შენს მაღაზიაში, ნაცვლად იმისა, რომ მისცე მათ შენს ანგარიშზე წვდომა. პერსონალის წევრებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი უნიკალური ავტორიზაციის მონაცემები და შევიდნენ საკუთარ ანგარიშებში.

Shopify-ს მხარდაჭერა არ გთხოვს შენს Shopify-ს პაროლს.

შეიტყვე, როგორ ამოიცნო თავდასხმის გავრცელებული მეთოდები

შეიტყვე, როგორ უნდა ამოიცნო ფიშინგი, ვიშინგი და სმიშინგი, და რა ნაბიჯები უნდა გადადგა, თუ შენი ანგარიში ან იდენტობა კომპრომეტირებული იქნება.

გააქტიურე ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია

გაააქტიურე ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია შენი Shopify ანგარიშისთვის, რათა შეამცირო იმის ალბათობა, რომ ვინმე, ვინც შენს პაროლს მოიპოვებს, ზიანის მიყენებას შეძლებს. შენმა პერსონალმაც უნდა დააყენოს ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია თავისი ანგარიშებისთვის.

ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია (2SA) მნიშვნელოვანია ონლაინ უსაფრთხოებისთვის, რადგან ის შენს ანგარიშს უსაფრთხოების დამატებით შრეს მატებს. მხოლოდ პაროლი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თავდამსხმელმა ვერ შეძლოს შენს ანგარიშზე წვდომა, თუ შენი პაროლი გაზიარებული, გამოცნობილი, გაჟონილი ან ფიშინგის გზით მოპოვებულია. როდესაც ააქტიურებ ორეტაპიან ავთენტიფიკაციას, მომხმარებელმა უნდა იცოდეს შენი პაროლი და ჰქონდეს წვდომა ფიზიკურ მოწყობილობაზე, რომელსაც იყენებ Shopify-ს ადმინში შესასვლელად, როგორიცაა მობილური მოწყობილობა ან უსაფრთხოების გასაღები.

როდესაც ააქტიურებ გადახდის კარიბჭეს, როგორიცაა Shopify Payments, გადახდის ამ კარიბჭის გამოსაყენებლად Shopify მოითხოვს, რომ დააყენო ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია. თუ მომავალში გადაწყვეტ ორეტაპიანი ავთენტიფიკაციის დეაქტივაციას, შენს ანგარიშსა და ფინანსურ ინფორმაციას პოტენციური კრიმინალური თავდასხმების საფრთხის წინაშე დააყენებ.

შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოიყენე ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია შენს სხვა ანგარიშებზე. ძირითადი სერვისები, რომლებსაც აქვთ ორეტაპიანი ავთენტიფიკაციის მხარდაჭერა, არის:

გამოიყენე წვდომის გასაღები

წვდომის გასაღებები პაროლების უფრო უსაფრთხო ჩანაცვლებაა. ისინი გაძლევს ანგარიშში პაროლის შეყვანის გარეშე შესვლის საშუალებას, თუმცა პაროლზე უფრო უსაფრთხო და ეფექტურია. წვდომის გასაღებების გამოყენება გამორიცხავს პაროლის დავიწყებისა და გადატვირთვის აუცილებლობას, ან არასწორი პაროლის შეყვანის გამო ანგარიშის დაბლოკვის შესაძლებლობას.

წვდომის გასაღების გამოყენება დაგეხმარება ფიშინგ-თაღლითობებისა და პაროლის მოპარვის თავიდან აცილებაში.

წვდომის გასაღების დამატება შეგიძლია ნებისმიერი ავთენტიფიკაციის მეთოდის გამოყენებით, რომელსაც იყენებ შენი მოწყობილობის განსაბლოკად, როგორიცაა თითის ანაბეჭდი, სახის ამოცნობა ან მოწყობილობის PIN-კოდი.

შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დააყენოთ წვდომის გასაღებები თქვენს Shopify-ს მაღაზიაში.

ჩამოტვირთე შენი აღდგენის კოდები და შეინახე ისინი უსაფრთხო ადგილას

ორეტაპიანი ავთენტიფიკაციის დაყენების ბოლო ნაბიჯი შენი აღდგენის კოდების ჩამოტვირთვა და შენახვაა. თუ დაკარგავ მოწყობილობაზე წვდომას ან ვერ შეძლებ შესვლას შენ მიერ გააქტიურებული ორეტაპიანი ავთენტიფიკაციის მეთოდის გამოყენებით, შესასვლელად შენი აღდგენის კოდების გამოყენებას შეძლებ. შეინახე აღდგენის კოდები უსაფრთხო და კონფიდენციალურ ადგილას, სადაც წვდომა ნებისმიერი ადგილიდან მარტივად გექნება.

შეიტყვეთ მეტი აღდგენის კოდების შესახებ.

კომპრომეტირებული ანგარიშის დაცვა

თუ შენი ანგარიში კომპრომეტირებულია, დაუყოვნებლივ მიიღე ზომები შენი მონაცემებისა და ფინანსების დასაცავად.

ნაბიჯები:

  1. შედი იმ ელფოსტის ანგარიშში, რომელსაც იყენებ Shopify-ში შესასვლელად და შეცვალე პაროლი.
  2. შედი Shopify-ში და შეცვალე შენი Shopify-ს მომხმარებლის ანგარიშის პაროლი. თუ შესვლას ვერ ახერხებ, გადაატვირთე შენი პაროლი. თუ პაროლის აღდგენის ელფოსტას არ მიიღებ, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას.
  3. შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:
    • გაააქტიურე ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია შესვლისას დამატებითი უსაფრთხოებისთვის.
    • თუ ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია უკვე გააქტიურებულია და თავდამსხმელმა მისი გადალახვა შეძლო (მაგალითად, მოიპარა შენი მოწყობილობა), მაშინ უნდა წაშალო ავთენტიფიკაციის მეთოდი ამ მოწყობილობისთვის და შემდეგ ხელახლა დააყენო ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია სხვა მოწყობილობისთვის.
  4. გადაამოწმე შენი Shopify-ს მომხმარებლის ანგარიში საეჭვო შესვლის აქტივობაზე.
  5. გადაამოწმე შენი ფინანსური ანგარიშები და საბანკო დეტალები არაავტორიზებულ აქტივობაზე. Shopify Credit-ის ვირტუალური ბარათიდან არაავტორიზებული ჩამოჭრები ხშირად ანგარიშის კომპრომეტირების ნიშანია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ფინანსური პროდუქტის გადამოწმება:
  6. გადაამოწმე ანგარიშის შემდეგი ზოგადი პარამეტრები, რათა დარწმუნდე, რომ ყველა სხვა ინფორმაცია სწორია:
  • გადაამოწმე და განაახლე შენი პერსონალის ან კოლაბორატორის ანგარიშები და მათი ნებართვები, რათა დარწმუნდე, რომ მათ წვდომა მხოლოდ საჭირო არეებზე აქვთ, განსაკუთრებით კი იმ პერსონალს, რომელსაც სენსიტიური ნებართვები აქვს მინიჭებული.
  • გადაამოწმე შენი მაღაზიის აქტივობის ჟურნალი ნებისმიერ უცნობ ცვლილებაზე.
  • გადაამოწმე მაღაზიის შემდეგი პარამეტრები, რათა დარწმუნდე, რომ ყველა ინფორმაცია სწორია და მოსალოდნელს შეესაბამება: მაღაზიის საკონტაქტო დეტალები ზოგად პარამეტრებში, შეკვეთის გაფორმება, ტრანსპორტირება და მიწოდება, დომენები, შეტყობინებები.
  • გადაამოწმე კონტენტი > ფაილები, რათა დარწმუნდე, რომ არ არის დამატებული არაავტორიზებული ფაილები.
  • გადაამოწმე შენი Shopify-ს ადმინის ზრდის სექცია და დარწმუნდი, რომ ყველა მარკეტინგული კამპანია ავტორიზაციით არის შექმნილი. შეიტყვეთ მეტი მარკეტინგის შესახებ.
  • გადაამოწმე აპები შენი Shopify-ს ადმინის პარამეტრებში და დაადასტურე, რომ დაინსტალირებული აპები ავტორიზებულია. გადაამოწმე მორგებული აპების სექცია, რათა დარწმუნდე, რომ ყველა აპი ნაცნობია. შეიტყვეთ მეტი მორგებული აპების შესახებ.
  • გადაამოწმე შენი ფასდაკლებები, რათა დარწმუნდე, რომ ისინი სწორია.
  1. გადაამოწმე შენი შეკვეთები, მათ შორის, საეჭვო შეკვეთები ან შეკვეთის მონახაზები, რათა მომხმარებელთან დაადასტურო მათი ლეგიტიმურობა და ჩარჯბექების თავიდან ასაცილებლად გააუქმო ან დააბრუნო თანხა საჭიროებისამებრ. შეიტყვეთ მეტი ჩარჯბექებისა და მოკვლევების და თაღლითობის პრევენციის შესახებ.
  2. მიჰყევი სახელმწიფო გზამკვლევებს, რათა დაიცვა შენი იდენტობა და სენსიტიური ინფორმაცია.

დაიცავი შენი ელფოსტის ანგარიში და მოწყობილობები

დარწმუნდი, რომ ყველა შენი მოწყობილობა, ბრაუზერი და აპი განახლებულია, რათა მინიმუმამდე დაიყვანო მოწყვლადობები.

დარწმუნდი, რომ შენი ელფოსტის ანგარიში უსაფრთხოა.

ნაბიჯები:

  1. შეცვალე შენი ელფოსტის ანგარიშის პაროლი ძლიერი და უნიკალური პაროლით.
  2. გაააქტიურე დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციები, რომლებსაც გთავაზობს შენი ელფოსტის პროვაიდერი, როგორიცაა ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია.
  3. გადაამოწმე და წაშალე ელფოსტის ნებისმიერი ფილტრი, რომელმაც შეიძლება Shopify-ს ელფოსტები გადაამისამართოს სანაგვეში ან სპამის საქაღალდეებში, რათა დარწმუნდე, რომ ისინი მთავარ შემომავალში აღმოჩნდება.
  4. გაფილტვრასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეცვალე პარამეტრები და Shopify-ს ელფოსტა სანდოდ მონიშნე.

Shopify POS მოწყობილობებზე შესასვლელად სპეციალური ანგარიშების გამოყენება

როცა მომხმარებელი Shopify POS მოწყობილობაზე ელფოსტითა და პაროლით შედის, მოწყობილობა ამ მომხმარებლის ანგარიშით ავტორიზებული რჩება. ანგარიშში გარკვეული ცვლილებები ამ ანგარიშით ავტორიზებულ ყველა POS მოწყობილობაზე სისტემიდან ერთდროულად გამოსვლას იწვევს, მაგალითად, პაროლის შეცვლა ან გადატვირთვა, მაღაზიიდან მომხმარებლის წაშლა ან ავტორიზაციის მონაცემების გამჟღავნების გამო ანგარიშის დაბლოკვა. ამ მოწყობილობებით გაყიდვები ვერ განხორციელდება, სანამ მათზე ვინმე ხელახლა არ შევა. ერთი POS მოწყობილობიდან მისი პარამეტრების მეშვეობით გამოსვლა სხვა მოწყობილობებიდან გამოსვლას არ იწვევს.

ერთმა ანგარიშმა ყველა ლოკაციაზე გაყიდვები რომ არ შეაჩეროს, POS მოწყობილობებზე შესასვლელად გამოიყენე სპეციალური მომხმარებლის ანგარიშები, რომლებსაც სერვისულ ანგარიშებსაც უწოდებენ. შექმენი სულ მცირე ორი სპეციალური ანგარიში და მოწყობილობები მათ შორის შემდეგნაირად გაანაწილე:

  • პირველი ანგარიშით შედი თითოეული ლოკაციის მთავარ POS მოწყობილობაზე.
  • მეორე ანგარიშით შედი თითოეულ ლოკაციაზე არსებულ დანარჩენ POS მოწყობილობებზე.

ერთ-ერთი ანგარიშიდან გამოსვლის შემთხვევაში თითოეულ ლოკაციაზე, სადაც ორი ან მეტი POS მოწყობილობაა, მაინც დარჩება სულ მცირე ერთი მოწყობილობა, რომლითაც გაყიდვების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ლოკაციაზე, სადაც მხოლოდ ერთი POS მოწყობილობაა, გაყიდვები შეწყდება, როცა ამ მოწყობილობაზე ანგარიშიდან გამოსვლა მოხდება. თუ რამდენიმე ლოკაციაზე მხოლოდ თითო POS მოწყობილობა გაქვს, ეს მოწყობილობები ორ ანგარიშს შორის გაანაწილე, რათა ერთი ანგარიშიდან გამოსვლამ ყველა მათგანიდან გამოსვლა არ გამოიწვიოს.

თითოეული სპეციალური ანგარიში შემდეგ მითითებებს უნდა შეესაბამებოდეს:

  • პერსონალის წევრთან არ არის დაკავშირებული: გამოიყენე სახელი და ელფოსტის მისამართი, რომლებიც შენს ბიზნესს ეკუთვნის და არა კონკრეტულ პირს. როცა პერსონალის წევრი შენს ბიზნესს დატოვებს და მას მაღაზიიდან წაშლი, POS მოწყობილობები ავტორიზებული დარჩება.
  • ელფოსტით კომუნიკაციისთვის არ გამოიყენება: გამოიყენე ელფოსტის მისამართი, რომელიც მხოლოდ ამ ანგარიშისთვისაა განკუთვნილი და ნუ გამოიყენებ მას სხვა წერილების გასაგზავნად ან მისაღებად. ეს ამცირებს ანგარიშზე ფიშინგური წერილების მიღების რისკს. ანგარიშის დასადასტურებლად ელფოსტის მისამართზე წვდომა მაინც დაგჭირდება.
  • პერსონალთან არ არის გაზიარებული: ავტორიზაციის მონაცემები არავის გაუზიარო, მათ შორის სეზონურ ან დროებით პერსონალსაც. მოწყობილობაზე შესვლის შემდეგ პერსონალი Shopify POS-ზე წვდომისთვის საკუთარ პირად საიდენტიფიკაციო ნომერს (PIN) იყენებს.

თითოეულ სპეციალურ ანგარიშს მიანიჭე მხოლოდ ის ნებართვები, რომლებიც POS მოწყობილობებზე შესასვლელად სჭირდება, მაგალითად, POS მოწყობილობის დაყენების როლი. თითოეული სპეციალური ანგარიშისთვის გაააქტიურე ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია და მისი ავტორიზაციის მონაცემები პაროლების საცავში შეინახე.

დაბლოკილი ავტორიზაციის მონაცემების გადატვირთვა

რადგან ბევრი ადამიანი ერთსა და იმავე პაროლს ერთზე მეტი ანგარიშისთვის იყენებს და აწყვილებს მას იმავე მომხმარებლის სახელთან ან ელფოსტის მისამართთან, მომხმარებლის სახელის/პაროლის წყვილის გამჟღავნების შემთხვევაში, თავდამსხმელმა შესაძლოა მოიპოვოს წვდომა სხვა ანგარიშებზეც, რომლებიც იყენებს იგივე ავტორიზაციის მონაცემებს.

შენს შემთხვევაში ამის რისკის შესამცირებლად, ჩვენ ვიღებთ და ვაანალიზებთ ინფორმაციას მონაცემთა საჯარო გაჟონვის შემთხვევებიდან. თუ შენი ავტორიზაციის მონაცემები ამ გაჟონვებში აღმოჩნდება, ჩვენ ვბლოკავთ შენს ანგარიშს. შესვლის მცდელობისას მიიღებ შეცდომის შეტყობინებას მანამ, სანამ არ გადატვირთავ პაროლს ისეთზე, რომელიც არ არის კომპრომეტირებული.

ყველა შენი ანგარიშის მაქსიმალურად დასაცავად, ასევე უნდა გამოიყენო ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია და პაროლების საცავის პროგრამული უზრუნველყოფა.

საეჭვო შესვლის აქტივობა

თავდამსხმელების მიერ Shopify ანგარიშში შესვლის თავიდან ასაცილებლად, უჩვეულო აქტივობის აღმოჩენისას, Shopify-ს უსაფრთხოების სისტემები აღმოაჩენენ და ბლოკავენ ანგარიშზე წვდომას. ასეთ შემთხვევებში, სისტემაში შესვლის პროცესის ფარგლებში, უნდა დაადასტურო შენი ვინაობა.

შენი ანგარიშის ელფოსტაზე იგზავნება ათნიშნა კოდი. ვინაობის დასადასტურებლად და შესასვლელად შეიყვანე ეს კოდი.

ნაბიჯები:

  1. ვინაობის დადასტურების გვერდზე შეიყვანე შენს ელფოსტაზე გაგზავნილი კოდი და დააწკაპუნე შესვლა.
  2. ვინაობის წარმატებით დადასტურების შემდეგ, გადახედე წინა საეჭვო შესვლის ინფორმაციას და მიუთითე, შესვლა შენი განხორციელებულია თუ არა. ამისათვის დააწკაპუნე დიახ, ეს მე ვიყავი ან არა, ეს მე არ ვყოფილვარ.
  3. თუ დააწკაპუნებ არა, ეს მე არ ვყოფილვარ, ანგარიშზე შესვლამდე უნდა გადატვირთო პაროლი ანგარიშის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

არააქტიურ ანგარიშზე შესვლა

თუ შენს ანგარიშზე სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში არ შესულხარ, სისტემაში შესვლის პროცესის ფარგლებში უნდა დაადასტურო შენი ვინაობა.

შენი ანგარიშის ელფოსტაზე იგზავნება ათნიშნა კოდი. ვინაობის დასადასტურებლად და შესასვლელად შეიყვანე ეს კოდი.

ნაბიჯები:

  1. შესვლის გვერდზე შეიყვანე შენს ელფოსტაზე გამოგზავნილი კოდი.
  2. დააწკაპუნე შესვლა.

უცნობი მოწყობილობიდან შესვლა

თუ Shopify ვერ ამოიცნობს შესვლისთვის გამოყენებულ მოწყობილობას, შენ მიიღებ ელფოსტას Shopify-სგან სათაურით: „ახალი მოწყობილობით შევიდნენ შენს Shopify ანგარიშზე“.

შენი ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უნდა დაადასტურო, რომ იცნობ ახალ მოწყობილობას.

თუ ნაჩვენებ მოწყობილობას ვერ ცნობ, შენი ანგარიში შესაძლოა კომპრომეტირებული იყოს. ანგარიშის დასაცავად, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს.

ნაბიჯები:

  1. გახსენი ელფოსტა და დააწკაპუნე აქტივობის შემოწმება.
  2. გადახედე მოწყობილობას და შესვლის დეტალებს.
  3. შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:
    • თუ მოწყობილობას ცნობ, დააწკაპუნე დიახ, ეს მე ვიყავი.
    • თუ მოწყობილობას ვერ ცნობ, დააწკაპუნე არა, ანგარიშის დაცვა და მიჰყევი ანგარიშის დაცვის ინსტრუქციებს.

თუ პაროლის შეცვლა გჭირდება, ავთენტიფიკაციისთვის ცალკე ელფოსტით გამოიგზავნება უსაფრთხოების კოდი.