პროდუქტის აღწერების ავტომატური გენერირება
ავტომატური ტექსტის გენერირებით პროდუქტის აღწერების დასაწერად, შეგიძლია გამოიყენო Shopify Magic. ეს ფუნქცია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს (AI), რათა შენ მიერ მოწოდებული დეტალებით, მაგალითად, პროდუქტის სათაურითა და საკვანძო სიტყვებით, შექმნას პროდუქტის აღწერის შეთავაზება.
სანამ პროდუქტის აღწერებისთვის ავტომატურ ტექსტს დააგენერირებ, გაეცანი AI-ზე დაფუძნებული ხელსაწყოების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკას.
ამ გვერდზე
მხარდაჭერილი ენები
პროდუქტის აღწერის ავტომატური გენერირება ხელმისაწვდომია Shopify-ს მიერ მხარდაჭერილ ყველა ენაზე. შენი შეხსენება შეგიძლია დაწერო ნებისმიერ ენაზე, ხოლო გენერირებული კონტენტი შენი შეხსენების ენას დაემთხვევა. საუკეთესო შედეგისთვის, დაწერე შენი შეხსენება იმავე ენაზე, რომელზეც გინდა, რომ შენი პროდუქტის აღწერა იყოს.
პროდუქტის სრული აღწერის მონახაზის შექმნა
როცა პროდუქტის ახალი აღწერის დაწერა გჭირდება, დასაწყებად შეგიძლია გამოიყენო ავტომატურად გენერირებული აღწერები.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი სექციაში პროდუქტები.
დააწკაპუნე იმ პროდუქტს, რომლის აღწერის მონახაზის შექმნაც გსურს.
პროდუქტის აღწერის ტექსტის ველში, დააწკაპუნე ხელსაწყოთა პანელზე არსებულ ხატულას ტექსტის გენერირება.
შეიყვანე შეხსენება, რომელიც აღწერს იმ კონტენტს, რომლის გენერირებაც გსურს და შემდეგ გაგზავნე ის. გენერირებული ტექსტი პირდაპირ ემატება პროდუქტის აღწერას. რაც უფრო მეტ დეტალს დაამატებ, მით უფრო რელევანტური იქნება შემოთავაზებული კონტენტი. შეგიძლია პირდაპირ შენს შეხსენებაში ჩართო პროდუქტის მახასიათებლები, საკვანძო სიტყვები, სასურველი ტონი ან ნებისმიერი სხვა ინსტრუქცია.
დაარედაქტირე და დააფორმატე პროდუქტის აღწერა ისე, რომ მოერგოს შენს პროდუქტსა და ბრენდს და შემდეგ დააწკაპუნე შენახვა-ს. გამოქვეყნებული პროდუქტები მაშინვე აჩვენებს პროდუქტის ახალ აღწერას.
მიღებული კონტენტის შეთავაზებების გაუმჯობესება
როდესაც შენი პროდუქტის აღწერებისთვის გენერირებულ შეთავაზებებს აფასებ, გაითვალისწინე, რა ქმნის პროდუქტის კარგ აღწერას. პროდუქტის აღწერები უნდა გადმოსცემდეს შენი პროდუქტის უპირატესობებს არასტანდარტული გზით, რომელიც ასახავს შენი მაღაზიის ბრენდს. როდესაც აღწერის კონტენტს ავტომატურად აგენერირებ, უკეთეს შედეგებს მიიღებ, თუ შეხსენებაში მეტ დეტალს შეიყვან.
გენერირებული შეთავაზებების გაუმჯობესების საუკეთესო გზა შენს შეხსენებაში პროდუქტის შესახებ მეტი დეტალის მითითებაა. აღწერის გენერირებამდე, მინიმუმ, მიუთითე პროდუქტის სათაური და პროდუქტის 2 მახასიათებელი ან საკვანძო სიტყვა მაინც. თუ მეტ საკვანძო სიტყვას ან ფრაზას დაამატებ, უფრო ზუსტ და უნიკალურ გენერირებულ კონტენტს მიიღებ. შენ ასევე შეგიძლია მიუთითო სასურველი ტონი ან წერის სტილი პირდაპირ შენს შეხსენებაში.
შედეგების გასაუმჯობესებლად გაითვალისწინე შენი პროდუქტის აღწერებში შემდეგი ტიპის ინფორმაციის დამატება:
- პროდუქტის ტიპის საკვანძო სიტყვები: თუ შენი პროდუქტის სათაური მკაფიოდ არ აღწერს პროდუქტის ტიპს, მაგალითად, პროდუქტის სახელი Washington, რომელიც არ შეიცავს სიტყვას სათვალე, შეიძლება დაბალი ხარისხის შედეგები მიიღო. მიუთითე საკვანძო სიტყვები, რომლებიც მიუთითებს პროდუქტის ტიპზე ან კატეგორიაზე, როგორიცაა ცხარე სოუსი ან მყარი საპონი.
- ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ: პროდუქტის საუკეთესო აღწერები ასახავს შენი მიზნობრივი მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებს. დაამატე საკვანძო სიტყვები იმის შესახებ, თუ ვისთვის იქნებოდა ეს პროდუქტი შესანიშნავი, მაგალითად, მათი დემოგრაფიული მონაცემები (ახალგაზრდა მშობლები) ან მათი ფასეულობები (ეკოლოგიაზე მზრუნველი, ბუნების მოყვარული). ეს ინფორმაცია სასარგებლოა პროდუქტის უპირატესობების გენერირებისთვის და შენს შედეგებში გამოყენებული ლექსიკის ტიპის განსაზღვრისთვის.
- სპეციფიკური დეტალები მასალების, წარმოების მეთოდის, ზომის, დანიშნულების შესახებ: შენ მიერ მითითებული პროდუქტის ნებისმიერი სპეციფიკაცია შეიძლება იქცეს აბზაცად შენს გენერირებულ აღწერებში.
- მნიშვნელოვანი ბრენდის საკვანძო სიტყვები ან ტერმინოლოგია: მიუხედავად იმისა, რომ შედეგები შენ მიერ მოწოდებული ინფორმაციისთვის სხვადასხვა ფრაზას მოიცავს, სპეციალური სიტყვები ან ფრაზები ხშირად ნარჩუნდება, როგორიცაა ბრენდის სახელები ან უნიკალური აღწერილობითი სიტყვები. მაგალითად, თუ პიტნის ტუჩის ბალზამს საკვანძო სიტყვებში აღწერ, როგორც პიტნასტიურს, გენერირებული შეთავაზებები ხშირად შეიცავს ამ ტერმინს.
- პროდუქტის სხვა დეტალები: შეგიძლია გამოიყენო დეტალები, რომლებიც პროდუქტს Shopify-ში დაუმატე, რათა მიიღო იდეები, თუ რა საკვანძო სიტყვები უნდა მიუთითო. მაგალითად, თუ შენს პროდუქტს აქვს ვარიანტები, შეგიძლია საკვანძო სიტყვებად მიუთითო ვარიანტის პარამეტრები, როგორიცაა ზომა და ფერი. ასევე შეიძლება სხვა დეტალების გათვალისწინებაც, როგორიცაა მომწოდებლის, კატეგორიის ან კოლექციის სახელები.