დროფშიფინგის მიწოდების სტრატეგიები
მიუხედავად იმისა, რომ დროფშიფინგის ბიზნესები თავად არ აგზავნიან პროდუქტებს, მათ, როგორც წესი, მაინც უწევთ მომწოდებლებისთვის მიწოდების საფასურის გადახდა. დროფშიფინგის ბიზნესებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა სტრატეგია მიწოდების ამ საფასურის დასაფარად:
- შესთავაზონ უფასო მიწოდება და მიწოდების ხარჯები თავიანთი მოგებიდან დაფარონ
- შესთავაზონ უფასო მიწოდება და გაზარდონ თავიანთი პროდუქტების ფასი
- დააწესონ მიწოდების დაბალი ფიქსირებული ტარიფი და ოდნავ გაზარდონ პროდუქტების ღირებულება
- დააკისრონ მომხმარებელს მიწოდების ფიქსირებული ტარიფი
- გადააკისრონ მიწოდების ზუსტი ღირებულება მომხმარებელს
ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ განსხვავებული სტრატეგიები სხვადასხვა პროდუქტისთვის, მაგალითად, მიწოდების ტარიფები თითოეული ნივთისთვის.
ამ გვერდზე
უფასო მიწოდება
მომხმარებლებისთვის უფასო მიწოდების შეთავაზებას შემდეგი უპირატესობები აქვს:
- მარკეტინგული შესაძლებლობები
- მიწოდების უფრო მარტივი დაყენება
- იმის გაზრდილი ალბათობა, რომ მომხმარებელი გააფორმებს შეკვეთას
თუ შენი მომწოდებელი გთავაზობს უფასო მიწოდებას, კარგი იქნება, თუ ამ უფასო მიწოდებას შენს მომხმარებლებსაც შესთავაზებ. თუ შენი მომწოდებელი არ გთავაზობს უფასო მიწოდებას, შეგიძლია მიწოდების ღირებულება პროდუქტის ფასში შეიტანო ან მიწოდების ხარჯები შენი მოგებიდან დაფარო.
პროდუქტების ღირებულებაში მიწოდების გათვალისწინება დაგეხმარება, მომხმარებლებს წინასწარ მიაწოდო ინფორმაცია სრული ხარჯის შესახებ. ბევრი ბიზნესი, რომელიც ასე იქცევა, რეკლამაში უთითებს, რომ მიწოდების საფასური შედის ფასში. სრული ფასის წინასწარ ცოდნა მომხმარებლებს უქმნის ნდობას, რომ შეკვეთის გაფორმებისას არანაირი ფარული გადასახადი არ დაერიცხებათ.
მიწოდების ერთიანი ფიქსირებული ტარიფი
მომხმარებლებისთვის მიწოდების ერთიანი ფიქსირებული ტარიფის შეთავაზებას შემდეგი უპირატესობები აქვს:
- მარკეტინგული შესაძლებლობები
- დაგეხმარება შენი ტრანსპორტირების ღირებულების დაფარვაში
- იმის გაზრდილი ალბათობა, რომ მომხმარებელი გააფორმებს შეკვეთას
იმის რეკლამირება, რომ ნებისმიერ შეკვეთაზე მოქმედებს მიწოდების ფიქსირებული საფასური, მომხმარებლებს აჩვენებს, რომ შეკვეთის გაფორმებისას არანაირი ფარული გადასახადი არ არსებობს.
შენ შეგიძლია განსაზღვრო, რა უნდა მოითხოვო მიწოდებისთვის, კონკრეტულ კვირაში მისაღები შეკვეთების პროგნოზირებით. თუ შეკრებ მომწოდებლისგან მიღებულ მიწოდების ყველა საფასურს და ამ თანხას გაყოფ შეკვეთების რაოდენობაზე, დაინახავ, რა ფიქსირებული ტარიფი უნდა დააწესო თითოეულ შეკვეთაზე, რომ დაფარო შენი ტრანსპორტირების ღირებულება.
მაგალითი
| პროდუქტი | ტრანსპორტირების ღირებულება ერთეულზე | შეკვეთების პროგნოზირებული რაოდენობა | ტრანსპორტირების ჯამური ღირებულების პროგნოზი |
|---|---|---|---|
| თეფში | $5 | 4 | $20 |
| ჯამი | $4 | 4 | $16 |
| ფინჯანი | $4 | 10 | $40 |
| ჯამი | 18 | $66 | |
მაღაზია ელოდება 18 შეკვეთის მიღებას, რომელთა ტრანსპორტირების ჯამური ღირებულება შეადგენს $66-ს. ტრანსპორტირების ყველა ღირებულების დასაფარად, მაღაზიამ თითოეულ შეკვეთაზე მიწოდების ფიქსირებული საფასური — $3,67 ($66 / 18) უნდა დააწესოს.
მრავალდონიანი ფიქსირებული ტარიფები
მომხმარებლებისთვის მიწოდების მრავალდონიანი ფიქსირებული ტარიფების შეთავაზებას შეუძლია შემდეგი უპირატესობების მოტანა:
- დაგეხმარება შენი ტრანსპორტირების ღირებულების დაფარვაში
- მიწოდების უფრო ზუსტი ტარიფები, იმის მიხედვით, თუ რა არის შეკვეთილი
- დიდი მოცულობის შეკვეთებზე ფასდაკლებული მიწოდების შეთავაზების შესაძლებლობა
შეგიძლია თითოეული მიწოდების ტარიფი დააწესო ფასის ან წონის მიხედვით განსაზღვრულ დიაპაზონზე. მაგალითად, შეგიძლია შექმნა მიწოდების სამი ტარიფი იმ კალათებისთვის, რომელთა ფასიც მერყეობს $0-დან $9,99-მდე, $10-დან $29,99-მდე და აღემატება $30-ს.
მაგალითად, დავუშვათ, ყიდი უნიკალურ წებოვან ფურცლებს. შენი მომწოდებელი ერთი შეკვრის მიწოდებისთვის ითხოვს $1-ს, ხოლო შეკვეთაში ყოველ დამატებით შეკვრაზე — $0,25-ს. თუ მიუთითებ, რომ თითოეულ შეკვრას ერთნაირი წონა აქვს (მაგალითად, 1 ფუნტი/lb), მაშინ შეგიძლია ტრანსპორტირების განსხვავებული ღირებულება დააწესო შეკვეთის წონის მიხედვით. 1 შეკვრის, ანუ 1 ფუნტის, შეკვეთებისთვის შეგიძლია დააწესო $1. 2-5 შეკვრის ან 2-5 ფუნტის შეკვეთებისთვის შეგიძლია დააწესო $2. 6-10 შეკვრისთვის კი შეგიძლია დააწესო $4. ეს გეხმარება, რომ მომწოდებლისგან მიღებული მიწოდების თანხის დანაზოგი შენს მომხმარებლებზეც აისახოს.
მიწოდების ტარიფები ერთეულების მიხედვით
მომხმარებლებისთვის თითოეული ერთეულის მიწოდების ტარიფების შეთავაზებას შემდეგი უპირატესობების მოტანა შეუძლია:
- შეუძლია სრულად დაფაროს შენი ტრანსპორტირების ღირებულება
- მიწოდების ძალიან ზუსტი ტარიფები იმის მიხედვით, თუ რა არის შეკვეთილი
- დიდი მოცულობის შეკვეთებზე ფასდაკლებული მიწოდების შეთავაზების შესაძლებლობა
თუ შენი მომწოდებლები თითოეულ პროდუქტზე ითხოვენ ფიქსირებულ საფასურს და არ გთავაზობენ ფასდაკლებას დიდ მოცულობაზე, მაშინ თითოეული ერთეულის მიწოდების ტარიფები გეხმარება ტრანსპორტირების ღირებულების სიზუსტის შენარჩუნებაში და თავიდან გარიდებს დიდი შეკვეთებისგან გამოწვეულ მოგების დანაკარგს. შეგიძლია დაამატო თითოეული პროდუქტი მიწოდების პროფილში, რომელსაც აქვს შესაბამისი მიწოდების ტარიფები. შეკვეთის გაფორმებისას, კალათაში არსებული ყველა პროდუქტის მიწოდების ტარიფი ჯამდება, რათა მიიღო ტრანსპორტირების ჯამური ღირებულება.
მაგალითად, დავუშვათ, ყიდი AA და AAA ელემენტებს. AA ელემენტების თითოეული შეკვრის მიწოდება ღირს $3, ხოლო AAA ელემენტების თითოეული შეკვრის მიწოდება ღირს $2. შეგიძლია შექმნა მიწოდების პროფილი ელემენტის თითოეული ზომისთვის და შესაბამისი მიწოდების ტარიფებისთვის. თუ AA ელემენტებისთვის მიწოდების ერთ პროფილში დააწესებ $3-იან ტარიფს, ხოლო მეორეში AAA ელემენტებისთვის $2-იან ტარიფს, თითოეულის ერთი შეკვრის შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას დაინახავს მიწოდების $5-იან ტარიფს.
ერთეულების მიხედვით მიწოდება შეიძლება გართულდეს, თუ შენი მაღაზია მიიღებს შეკვეთებს, რომლებიც შეიცავს პროდუქტებს მრავალი განსხვავებული პროფილიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე მიწოდების კომბინირებული ტარიფები.
მიწოდების გაფართოებული ტარიფის მაგალითი
იმის მიხედვით, თუ როგორ განსაზღვრავს მომწოდებელი ტრანსპორტირების ღირებულებას, მიწოდების ტარიფების დაყენებისას შეიძლება დაგჭირდეს რამდენიმე დამატებითი ფაქტორის გათვალისწინება:
- ზოგიერთი მომწოდებელი სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა ტარიფს აწესებს.
- შეკვეთა შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ერთეულს, რომელთა მიწოდებისთვისაც მომწოდებლები სხვადასხვა ტარიფს აწესებენ.
- ზოგიერთმა მომწოდებელმა შეიძლება შემოგთავაზოს ექსპრეს მიწოდების ვარიანტი.
დავუშვათ, შენი მომწოდებელი გთავაზობს მიწოდების შემდეგ საფასურებს:
| პროდუქტები შეკვეთაში | ტრანსპორტირების საბაზისო ღირებულება კანადაში* | თითოეული დამატებითი ერთეულის ღირებულება კანადაში | მიწოდების საბაზისო ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში* | თითოეული დამატებითი ერთეულის ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში |
|---|---|---|---|---|
| თეფშები |
სტანდარტული: $5 ექსპრეს: $11 |
სტანდარტული: $2 ექსპრეს: $2 |
სტანდარტული: $3 ექსპრეს: $8 |
სტანდარტული: $1 ექსპრეს: $2 |
| ჯამები |
სტანდარტული: $4 ექსპრეს: $9 |
სტანდარტული: $1 ექსპრეს: $2 |
სტანდარტული: $2 ექსპრეს: $6 |
სტანდარტული: $1 ექსპრეს: $2 |
| ფინჯნები |
სტანდარტული: $3 ექსპრეს: $8 |
სტანდარტული: $1 ექსპრეს: $2 |
სტანდარტული: $1,50 ექსპრეს: $5 |
სტანდარტული: $1 ექსპრეს: $2 |
| თეფშები და ჯამები |
სტანდარტული: $7 ექსპრეს: $13 |
სტანდარტული: $2 ექსპრეს: $3 |
სტანდარტული: $6 ექსპრეს: $11 |
სტანდარტული: $1,50 ექსპრეს: $2 |
| თეფშები და ფინჯნები |
სტანდარტული: $6 ექსპრეს: $11 |
სტანდარტული: $2 ექსპრეს: $2,50 |
სტანდარტული: $5 ექსპრეს: $9 |
სტანდარტული: $1,50 ექსპრეს: $2 |
| ჯამები და ფინჯნები |
სტანდარტული: $6 ექსპრეს: $11 |
სტანდარტული: $2 ექსპრეს: $2,50 |
სტანდარტული: $5 ექსპრეს: $9 |
სტანდარტული: $1,50 ექსპრეს: $2 |
| თეფშები, ჯამები და ფინჯნები |
სტანდარტული: $8 ექსპრეს: $15 |
სტანდარტული: $2 ექსპრეს: $2,50 |
სტანდარტული: $6 ექსპრეს: $13 |
სტანდარტული: $1,50 ექსპრეს: $2 |
*საბაზისო ღირებულება მოიცავს სვეტში „პროდუქტები შეკვეთაში“ მითითებული თითოეული ერთეულიდან ერთის მიწოდებას.
ბაზრის კვლევის საფუძველზე, შენი ვარაუდით, მიიღებ შემდეგ შეკვეთებს და მოგიწევს მიწოდების შემდეგი საფასურების გადახდა:
- 1 ფინჯნის 5 შეკვეთა კანადაში, სტანდარტული მიწოდებით: 5 x $3 = $15
- 1 ფინჯნის 1 შეკვეთა კანადაში ექსპრეს-მიწოდებით: 1 x $8 = $8
- 1 ფინჯნის 7 შეკვეთა აშშ-ში სტანდარტული მიწოდებით: 7 x $1,50 = $10,50
- 2 ჯამის 2 შეკვეთა კანადაში სტანდარტული მიწოდებით: 2 x $5 = $10
- 2 ჯამის და 2 ფინჯნის 1 შეკვეთა აშშ-ში ექსპრეს-მიწოდებით: 1 x $13 = $13
- 4 თეფშის და 4 ფინჯნის 4 შეკვეთა კანადაში სტანდარტული მიწოდებით: 4 x $18 = $72
- 2 თეფშის, 2 ჯამის და 2 ფინჯნის 4 შეკვეთა აშშ-ში სტანდარტული მიწოდებით: 4 x $10,50 = $42
შედეგების მიხედვით, მოსალოდნელია 24 შეკვეთა, რომელთა მიწოდების საფასური იქნება $170,50. ტრანსპორტირების ღირებულების დასაფარად, თითოეული შეკვეთისთვის მიწოდებაზე $7,11 უნდა დააწესო.
უფასო მიწოდების შეთავაზება
თუ გსურს შესთავაზო უფასო მიწოდება და რეკლამირება გაუწიო იმას, რომ შენს ფასში შედის მიწოდება, მაშინ შეგიძლია ტრანსპორტირების ღირებულება — $170,50 გადაანაწილო შენი პროდუქტების ფასზე. წინასწარი გათვლებით, გაყიდი 77 პროდუქტს. ამისთვის დაგჭირდება თითოეული პროდუქტის ფასს დაუმატო $2,22, რათა დაფარო ტრანსპორტირების ღირებულება.
თუმცა, რადგან ვარაუდობ, რომ ორ შეკვეთას დასჭირდება ექსპრეს-მიწოდება, უნდა გადაწყვიტო — შესთავაზო თუ არა მომხმარებლებს ექსპრეს-მიწოდება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, თუ ყველაფერი სტანდარტულ მიწოდებად დატოვო.
თუ ექსპრეს-მიწოდებას ფასიანად სთავაზობ, ჯერ უნდა განსაზღვრო, რა დაჯდება მხოლოდ შენი სტანდარტული მიწოდების დაფარვა, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენით უნდა გაზარდო პროდუქტების ფასი. სტანდარტული მიწოდების შეკვეთებში არის 72 პროდუქტი, რომელთა მიწოდების ჯამური ღირებულებაა $149,50. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის ფასები უნდა გაზარდო $2,08-ით, რათა დაფარო ტრანსპორტირების ღირებულება.
არის ორი შეკვეთა ექსპრეს-მიწოდებით, რომელთა მიწოდების საფასური ჯამში შეადგენს $21-ს. ეს შეკვეთები შეიცავს სულ 5 პროდუქტს. რადგან პროდუქტის ფასები უკვე გაზრდილია $2,08-ით სტანდარტული მიწოდების ხარჯების დასაბალანსებლად, ექსპრეს-მიწოდების მთლიანი საფასურიდან, $21-დან, უკვე გათვალისწინებულია $10,40. რჩება $10,60, რომელიც უნდა ამოიღო ორი ექსპრეს-შეკვეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპრეს-მიწოდებისთვის შეგიძლია დააწესო $5,30 შენი ნავარაუდები ხარჯების დასაფარად.
თუ გადაწყვეტ, რომ ექსპრეს-მიწოდება არ შესთავაზო, მაშინ უნდა გადაიანგარიშო ყველა ექსპრეს-მიწოდების შეკვეთა ისე, რომ მათ ნაცვლად სტანდარტული მიწოდება გამოიყენო. შენი ტრანსპორტირების ღირებულება ახლა ჯამში იქნება $160,50, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ პროდუქტს უნდა დაუმატო $2,09 ამ ხარჯების დასაფარად.
მიწოდების ერთიანი ტარიფის შეთავაზება
ვინაიდან შენი მომწოდებელი გთავაზობს სტანდარტულ და ექსპრეს-მიწოდებას, ლოგიკურია თითოეული ვარიანტისთვის მიწოდების ფიქსირებული ტარიფის შეთავაზება. გათვლებზე დაყრდნობით, მოელი 2 შეკვეთას ექსპრეს-მიწოდებით, რაც ჯამში $21 დაგიჯდება. ასევე მოელი 22 შეკვეთას სტანდარტული მიწოდებით, რაც დაგიჯდება $149,50. მიწოდების საფასურის დასაფარად, ექსპრეს-შეკვეთებისთვის უნდა დააწესო მიწოდების ფიქსირებული ტარიფი — $10,50, ხოლო სტანდარტული მიწოდების შეკვეთებისთვის — $6,80.
შენი ბიზნესის ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, საჭირო გახდება ამ მიწოდების ტარიფების ხშირი კორექტირება, რათა გაითვალისწინო შეკვეთების რეალური რაოდენობა და ტრანსპორტირების ღირებულება და არ დაეყრდნო მხოლოდ თავდაპირველად გაკეთებულ ვარაუდებს.
კიდევ უფრო მეტი სიზუსტისთვის, შეგიძლია შექმნა მიწოდების განსხვავებული ფიქსირებული ტარიფები იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან განხორციელდა შეკვეთა.
მიწოდების დიფერენცირებული ტარიფების შეთავაზება
ასევე შეგიძლია შესთავაზო დიფერენცირებული ფიქსირებული ტარიფები, რათა ტრანსპორტირების ღირებულება უფრო ზუსტი იყოს იმ შემთხვევაში, თუ შენი ვარაუდები არ გამართლდება. გახსოვდეს, რომ შეგიძლია შესთავაზო დიფერენცირებული ფიქსირებული ტარიფები წონის ან ფასის მიხედვით. თუ თითოეულ პროდუქტს 1 lb წონას მიაკუთვნებ და შექმნი მიწოდების ფიქსირებულ ტარიფებს წონის მიხედვით, მაშინ შეძლებ გამოთვალო, რას შეადგენს მიწოდების საშუალო ღირებულება თითოეული წონისთვის.
ღირებულება 1 lb წონის შეკვეთებისთვის
| პროდუქტები შეკვეთაში | ტრანსპორტირების ღირებულება კანადაში | ტრანსპორტირების ღირებულება აშშ-ში |
|---|---|---|
| 1 თეფში | $5 | $3 |
| 1 ჯამი | $4 | $2 |
| 1 ფინჯანი | $3 | $1,50 |
1 lb წონის კანადაში მიწოდების საშუალო ღირებულება არის $4, ხოლო აშშ-ში — $2,17.
ღირებულება 2 lb წონის შეკვეთებისთვის
| პროდუქტები შეკვეთაში | ტრანსპორტირების ღირებულება კანადაში | ტრანსპორტირების ღირებულება აშშ-ში |
|---|---|---|
| 2 თეფში | $7 | $4 |
| 2 ჯამი | $5 | $3 |
| 2 ფინჯანი | $4 | $2,50 |
| 1 თეფში და 1 ჯამი | $7 | $6 |
| 1 თეფში და 1 ფინჯანი | $6 | $5 |
| 1 ჯამი და 1 ფინჯანი | $6 | $5 |
2 lb წონის კანადაში მიწოდების საშუალო ღირებულება არის $5,84, ხოლო აშშ-ში — $4,25.
თუ განაგრძობ გამოთვლებს 3 lb, 4 lb და უფრო მძიმე შეკვეთებისთვის, შეძლებ უფრო ზუსტი მიწოდების ტარიფების დაწესებას, რაც დაგეხმარება შეამცირო მოგების დაკარგვა მოულოდნელი ტრანსპორტირების ღირებულების გამო.
მიწოდების ღირებულების შეთავაზება თითოეული ნივთისთვის
თითოეული პროდუქტისთვის შეგიძლია შექმნა მიწოდების პროფილი და დააწესო მიწოდების ტარიფები შეკვეთილი პროდუქტების მიხედვით.
როდესაც შეკვეთა შეიცავს პროდუქტებს სხვადასხვა პროფილებიდან, შეკვეთის გაფორმებისას მათი მიწოდების ტარიფები ჯამდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრანსპორტირების უფრო მაღალი ღირებულება შენი მომხმარებლებისთვის. მაგალითად, თუ დააყენებ მიწოდების პროფილს თეფშებისთვის ტარიფით — $5 და მიწოდების პროფილს ჯამებისთვის ტარიფით — $4, მაშინ ერთი თეფშისა და ერთი ჯამის შეკვეთის გაფორმებისას მიწოდების ტარიფი იქნება $9.
მიწოდების ტარიფების დაწესების საბაზისო მეთოდი თითოეული მიწოდების პროფილისთვის არის პროფილში შემავალი პროდუქტების საშუალო ღირებულების გამოთვლა, მიუხედავად იმისა, კიდევ რა დევს კალათაში.
თეფშების კანადაში სტანდარტული მიწოდებით ტრანსპორტირების ღირებულება:
- 1 თეფში = $5
- 2 თეფში = $7 ($5 + $2)
- 3 თეფში = $9 ($5 + $2 + $2)
- 1 თეფში და 1 ჯამი = $3,5 ($7 x 0,5)
- 2 თეფში და 1 ჯამი = $6 ($9 x 0,66)
- 3 თეფში და 1 ჯამი = $8,25 ($11 x 0,75)
- 1 თეფში და 1 ფინჯანი = $3 ($6 x 0,5)
- 2 თეფში და 1 ფინჯანი = $5,33 ($8 x 0,66)
- 3 თეფში და 1 ფინჯანი = $7,50 ($10 x 0,75)
ნებისმიერი რაოდენობის თეფშის მიწოდების საშუალო ღირებულება არის $6,04.
ჯამების კანადაში სტანდარტული მიწოდებით ტრანსპორტირების ღირებულება:
- 1 ჯამი = $4
- 2 ჯამი = $5 ($4 + $1)
- 3 ჯამი = 6 $ (4 $ + 1 $ + 1 $)
- 1 ჯამი და 1 თეფში = 3,5 $ (7 $ * 0,5)
- 2 ჯამი და 1 თეფში = 6 $ (9 $ * 0,66)
- 3 ჯამი და 1 თეფში = 8,25 $ (11 $ * 0,75)
- 1 ჯამი და 1 ფინჯანი = 3,5 $ (7 $ * 0,5)
- 2 ჯამი და 1 ფინჯანი = 6 $ (9 $ * 0,66)
- 3 ჯამი და 1 ფინჯანი = 8,25 $ (11 $ * 0,75)
ნებისმიერი რაოდენობის ჯამის მიწოდების საშუალო ღირებულებაა 5,55 $
კანადაში ფინჯნების სტანდარტული მიწოდების ღირებულება:
- 1 ფინჯანი = 3 $
- 2 ფინჯანი = 4 $ (3 $ + 1 $)
- 3 ფინჯანი = 5 $ (3 $ + 1 $ + 1 $)
- 1 ფინჯანი და 1 თეფში = 3 $ (6 $ * 0,5)
- 2 ფინჯანი და 1 თეფში = 5,33 $ (8 $ * 0,66)
- 3 ფინჯანი და 1 თეფში = 7,50 $ (10 $ * 0,75)
- 1 ფინჯანი და 1 ჯამი = 3,5 $ (7 $ * 0,5)
- 2 ფინჯანი და 1 ჯამი = 6 $ (9 $ * 0,66)
- 3 ფინჯანი და 1 ჯამი = 8,25 $ (11 $ * 0,75)
ნებისმიერი რაოდენობის ფინჯნის მიწოდების საშუალო ღირებულებაა 5,07 $
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კანადაში თითოეულ მოსალოდნელ შეკვეთაზე მიიღებ შემდეგ მოგებას:
- 1 ფინჯნის 5 შეკვეთა კანადაში სტანდარტული მიწოდებით: 25,35 $ - 15 $ = 10,35 $ მოგება
- 2 ჯამის 2 შეკვეთა კანადაში სტანდარტული მიწოდებით: 11,10 $ - 10 $ = 1,10 $ მოგება
- 4 თეფშისა და 4 ფინჯნის 4 შეკვეთა კანადაში სტანდარტული მიწოდებით: 44,44 $ - 72 $ = 27,56 $ ზარალი
თითოეულ ერთეულზე მიწოდების ეფექტურად გამოსაყენებლად, სავარაუდოდ დაგჭირდება მიწოდების თითოეულ პროფილში წონაზე ან ფასზე დაფუძნებული მიწოდების დიფერენცირებული ტარიფების დამატება.
თითოეულ ერთეულზე მიწოდების დამატებითი მაგალითებისთვის, იხილე კომბინირებული მიწოდების ტარიფები.