პროდუქტების ექსპორტი

შეგიძლია დააექსპორტო შენი პროდუქტები CSV ფაილში, რაც დაგეხმარება რამდენიმე ამოცანის შესრულებაში:

  • შენი პროდუქტების სარეზერვო ასლის შექმნა.
  • არსებული პროდუქტების ახალ Shopify-ს მაღაზიაში გადატანა.
  • პროდუქტების მასობრივი რედაქტირება ელექტრონული ცხრილის გამოყენებით.

შენს პროდუქტის CSV ფაილში არსებულ პროდუქტებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოჩნდება შენი მაღაზიის პროდუქტების სიაში, თუ დააიმპორტებ პროდუქტის CSV ფაილს Shopify-ს ადმინში.

დააექსპორტე შენი პროდუქტები

თუ იყენებ ექსპორტის ოფციებს მიმდინარე გვერდი ან არჩეული პროდუქტები, მაშინ მოხდება შემდეგი:

  • თუ რომელიმე ერთ პროდუქტს აქვს 100-ზე მეტი ვარიანტი, მაშინ CSV ფაილი გამოიგზავნება შენს ელფოსტაზე.
  • თუ ყველა პროდუქტს აქვს 100-ზე ნაკლები ვარიანტი, მაშინ CSV ფაილს ჩამოტვირთავს შენი ბრაუზერი.

სხვა შემთხვევაში, CSV ფაილი გამოიგზავნება შენს ელფოსტაზე. თუ არ ხარ მაღაზიის მფლობელი, მაშინ ფაილი ასევე გაიგზავნება მაღაზიის მფლობელის ელფოსტაზე.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი განყოფილებაში პროდუქტები.

  2. დააწკაპუნე ღილაკზე ექსპორტი.

  3. დიალოგური ფანჯრიდან აირჩიე პროდუქტები, რომელთა ექსპორტირებაც გსურს:

  4. აირჩიე რომელი ტიპის CSV ფაილის ექსპორტირება გსურს:

    • CSV ფაილი Excel-ისთვის, Numbers-ისთვის ან სხვა ელექტრონული ცხრილების პროგრამისთვის. გამოიყენე ეს ფორმატი, თუ გეგმავ ელექტრონული ცხრილების პროგრამის გამოყენებას პროდუქტის CSV ფაილის რედაქტირებისთვის.
    • ჩვეულებრივი CSV ფაილი. გამოიყენე ეს ფორმატი, თუ გეგმავ ჩვეულებრივი ტექსტური რედაქტორის გამოყენებას შენი პროდუქტის CSV ფაილისთვის.
  5. დააწკაპუნე ღილაკზე პროდუქტების ექსპორტი.

მიიღე წვდომა პროდუქტის სურათების ფაილებზე

თუ შენი პროდუქტები ახალ ვებსაიტზე გადაგაქვს და გეგმავ მიმდინარე მაღაზიის დახურვას ან მისი ზოგიერთი პროდუქტის ლისტინგის წაშლას, საჭიროა, ატვირთო შენი პროდუქტების CSV ფაილი ახალ მაღაზიაში, სანამ ძველი მაღაზია და მისი პროდუქტის ლისტინგები კვლავ ხილვადია.

პროდუქტების ექსპორტისას, თითოეულ პროდუქტთან დაკავშირებული სურათები CSV ფაილში არ შედის. ახალ მაღაზიაში პროდუქტების იმპორტისას, პროდუქტის სურათები გენერირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი კვლავ ხილვადია საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებსაიტზე.

იმისათვის, რომ პროდუქტის სურათები შენთვის ხელმისაწვდომი დარჩეს, დატოვე შენი თავდაპირველი მაღაზია და მისი პროდუქტები ხელუხლებელი იმპორტის პროცესის დასრულებამდე. ეს საშუალებას აძლევს ახალ მაღაზიას, თითოეულ ლისტინგს მიანიჭოს პროდუქტის სწორი სურათი.

გამოიყენე ტექსტური რედაქტორი პროდუქტების CSV ფაილის რედაქტირებისთვის

თუ არ გაქვს ელექტრონული ცხრილების პროგრამა, შეგიძლია დაარედაქტირო CSV ფაილები ტექსტური რედაქტორის გამოყენებით.

კომპიუტერების უმეტესობას აქვს ტექსტური რედაქტორი, რომელსაც CSV ფაილების გახსნა შეუძლია. შენი CSV ფაილის რედაქტირებისა და ხარვეზების აღმოფხვრისთვის, ასევე შეგიძლია გამოიყენო ისეთი პროგრამები, როგორიცაა Visual Studio Code ან Sublime Text.

CSV ფაილის ტექსტურ რედაქტორში ფორმატირებისას, გაითვალისწინე შემდეგი:

  • სვეტის სათაურები ერთმანეთისგან მძიმეებით უნდა იყოს გამოყოფილი (მაგალითად, First Name,Last Name,Email,Company,Address1).
  • თეგების სია ბრჭყალებში უნდა იყოს ჩასმული (მაგალითად, "tag1,tag2,tag3").
  • თეგები რეგისტრის მიმართ მგრძნობიარე არ არის.
  • სხვადასხვა ჩანაწერი სტრიქონის წყვეტებით უნდა გამოიყოს.

პროდუქტების სიის გაფილტვრა და ექსპორტი

ექსპორტამდე, პროდუქტების სიის ორგანიზებისთვის შეგიძლია ფილტრები გამოიყენო. თუ მხოლოდ რამდენიმე პროდუქტის შეცვლა გჭირდება, შეგიძლია დაამატო ფილტრი. შესაძლოა, პროდუქტების რედაქტირება უფრო მარტივი იყოს შემოკლებული CSV ფაილით, ვიდრე პროდუქტების სრული სიით.

ნაბიჯები:

  1. Shopify-ს პროდუქტების გვერდზე დაამატე ფილტრი იმ პირობების გამოყენებით, რომლებიც მხოლოდ საჭირო პროდუქტებს ასახავს.
  2. გააკეთე პროდუქტების სიის ექსპორტი და დარწმუნდი, რომ ირჩევ მხოლოდ იმ პროდუქტების ექსპორტის ვარიანტს, რომლებიც შენს ფილტრს შეესაბამება.

განხორციელდება იმ CSV ფაილის ექსპორტი, რომელიც მხოლოდ შენს გაფილტრულ სიაში არსებულ პროდუქტებს შეიცავს.

ექსპორტირებული პროდუქტის CSV ფაილში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემდეგ, შეგიძლია დარედაქტირებული CSV ფაილის Shopify-ში კვლავ იმპორტი.

პროდუქტის ექსპორტის ხარვეზების აღმოფხვრა

თუ პროდუქტების ექსპორტისას პრობლემები გექმნება, გაეცანი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ შემდეგ ინფორმაციას.

პროდუქტების ექსპორტისას დაფიქსირდა შეცდომა

შეცდომის შეტყობინება: „პროდუქტების ექსპორტისას დაფიქსირდა შეცდომა. სცადე ხელახლა რამდენიმე წუთში“ მიუთითებს, რომ ექსპორტის პროცესის დრო შესაძლოა ამოიწურა. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ცდილობ ისეთი CSV ფაილის ექსპორტს, რომელიც ათასობით ვარიანტს შეიცავს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ექსპორტამდე დაყავი შენი ექსპორტი რამდენიმე პატარა ფაილად, შენი პროდუქტების Shopify-ს ადმინში გაფილტვრის გზით:

  1. Shopify-ს პროდუქტების გვერდზე დაამატე ფილტრი შენი პროდუქტების უფრო მცირე ნაწილის საჩვენებლად.
  2. გააკეთე გაფილტრული პროდუქტების ექსპორტი.
  3. გაიმეორე ეს პროცესი სხვადასხვა ფილტრით, სანამ არ მოახდენ ყველა შენი პროდუქტის ექსპორტს რამდენიმე CSV ფაილში.