Launchpad-ის ღონისძიებების შექმნა

შეგიძლია შექმნა ღონისძიება ფასდაკლებების, პროდუქტის დროპებისა და მარაგის შევსების დასაგეგმად. ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვა უზრუნველყოფს შენი ფასდაკლებების, პროდუქტის დროპებისა და მარაგების ზუსტად დაგეგმილ დროს გაშვებას, სამუშაო საათების მიღმაც კი.

სანამ დაიწყებ

სანამ ღონისძიებას შექმნი, დარწმუნდი, რომ იცნობ Launchpad-ის სახელმძღვანელო მითითებებსა და შეზღუდვებს.

ღონისძიების შექმნა

გახსენი Launchpad აპი შენი Shopify-ს ადმინიდან აპებზე (Apps), შემდეგ კი Launchpad-ზე დაწკაპუნებით.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Launchpad.

  2. დააწკაპუნე ღონისძიების შექმნას (Create event).

  3. სათაურის (Title) სექციაში შეიყვანე ღონისძიების სათაური.

  4. დაწყების თარიღის (Start date) სექციაში შეიყვანე დაწყების თარიღი და დრო. თუ ღონისძიების შენახვისას არ მიუთითებ დაწყების თარიღსა და დროს, ღონისძიება შეინახება, როგორც მონახაზი.

  5. აირჩიე ერთი ან მეტი შემდეგი ვარიანტიდან:

    • ახალი პროდუქტების გამოსაშვებად აირჩიე პროდუქტების გამოქვეყნება გაყიდვების არხებში (Publish products across your sales channels), შემდეგ კი დააწკაპუნე ხატულას Adjust. ეს ვარიანტი პროდუქტს ხელმისაწვდომს ხდის გაყიდვების არხისთვის. Launchpad არ ცვლის პროდუქტის სტატუსს და ვერ გამოაქვეყნებს პროდუქტებს, თუ პროდუქტის სტატუსია მონახაზი (Draft) ან დაარქივებული (Archived).
    • მიმდინარე პროდუქტებზე ან მანამდე მიუწვდომელ პროდუქტებზე მარაგის დასამატებლად, აირჩიე პროდუქტების გამოქვეყნება გაყიდვების არხებში (Publish products across your sales channels) და შემდეგ დააწკაპუნე პროდუქტების დამატებას (Add products).
    • პროდუქტების ან კოლექციების ფასდაკლებით ან ფასდაკლებული ფასებით შესათავაზებლად, აირჩიე ფასდაკლებების გამოყენება პროდუქტებსა და კოლექციებზე (Apply discounts to your products and collections) და შემდეგ დააწკაპუნე პროდუქტების დამატებას (Add products) ან კოლექციების დამატებას (Add collections).
    • პროდუქტებზე ან კოლექციებზე ფასდაკლებების ჯგუფურად გამოსაყენებლად აირჩიე ფასდაკლებების გამოყენება პროდუქტებსა და კოლექციებზე (Apply discounts to your products and collections) და შემდეგ დააწკაპუნე ჯგუფურ ფასდაკლებებს (Bulk discounts).
    • იმისთვის, რომ დაგეგმო ღონისძიების კონკრეტულ თარიღსა და დროს ავტომატურად დასრულება, აირჩიე დასრულების თარიღის დაყენება (Set end date). თუ არ მიუთითებ დასრულების თარიღს, ღონისძიება დასრულდება მხოლოდ მისი ხელით დასრულებისას.
    • შენი ღონისძიების მიმდინარეობისას განსხვავებული თემის გამოსაყენებლად აირჩიე თემის შეცვლის ჩართვა (Enable theme switching).
    • ღონისძიებამდე შენი მაღაზიის ჩასაკეტად აირჩიე პაროლის გვერდის ჩართვა (Enable password page).
  6. დააწკაპუნე შენახვას.

თუ შეიყვანე დაწყების თარიღი და დრო, შენი ღონისძიების გაშვება ამ თარიღსა და დროს დაგეგმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღონისძიება შეინახება, როგორც მონახაზი.

ღონისძიების მიმდინარეობისას შეგიძლია წვდომა გქონდეს მართვის პანელზე პროდუქტების გამოქვეყნების ან მარაგის განახლების გარეშე.