Shopify Messaging-ის შაბლონების მართვა

Shopify Messaging-ის მეშვეობით შეგიძლია შექმნა, მოირგო და მართო ელფოსტის შაბლონები. Shopify Messaging-ის შაბლონები შეიცავს ისეთ სექციებს, როგორიცაა ტექსტი, ღილაკები და სურათები, რომელთა მორგებაც შენი ბრენდის მიხედვით Shopify Messaging-ის რედაქტორში შეგიძლია. ასევე, Shopify Messaging-ის რედაქტორის გამოყენებით მარკეტინგის ავტომატიზაციის ელფოსტებში სექციების მორგებაც შეგიძლია.

შაბლონის სექციის ტიპები

შეგიძლია მოირგო ელფოსტის მარკეტინგული აქტივობების ძირითადი კონტენტი სექციების დამატებით, რედაქტირებით ან ამოშლით. ცვლილებები ინახება მხოლოდ იმ კონკრეტული ელფოსტის მარკეტინგული აქტივობისთვის, რომელსაც არედაქტირებ.

გადახედე შემდეგ ცხრილებს, რათა გაეცნო მორგების ვარიანტებს თითოეული შაბლონის სექციის ტიპისთვის:

ღილაკი

ღილაკის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • შეცვალე შრიფტი, ზომა, კუთხის სტილები (კვადრატული, მომრგვალებული, მრგვალი), შევსება (მთლიანი ან კონტური), სიგანე (ავტომატური, ვიწრო, განიერი), ტექსტის ფერი, ფონის ფერი და გასწორება
  • დაამატე ბმული
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი

კოლექცია

შეგიძლია ელფოსტის შაბლონს დაუმატო კოლექციის სექცია, რათა მარკეტინგულ ელფოსტებში გამოყო 9-მდე კოლექცია.

კოლექციის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • სექციაში შესაძლებელია 9-მდე კოლექციის დამატება
  • აჩვენე ღილაკი კოლექციებისთვის, რომელიც ნაგულისხმევად დამალულია
  • დაარედაქტირე სექციის განლაგება, სვეტების რაოდენობის, გასწორების და შიდა ველის ჩათვლით (თითოეული ელემენტისთვის შიდა ველის რეგულირება შეუძლებელია)
  • დაარედაქტირე სექციის ფონის ფერი
  • დააწკაპუნე ინდივიდუალურ კოლექციაზე სათაურის, სურათის, ღილაკის ტექსტის და ალტ. ტექსტის განსაახლებლად

უკუთვლა

უკუთვლის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • დაამატე დასრულების თარიღი და დასრულების დრო
  • დაამატე არასავალდებულო URL
  • მოირგე შრიფტი, ტექსტის ფერი, ფონის ფერი
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი

დასრულების თარიღის და დროის დამატების შემდეგ ავტომატურად გენერირდება უკუთვლის ლაივ GIF-სურათი. უკუთვლის GIF-სურათს აქვს ჩაშენებული შიდა ველი, რომლის რეგულირებაც შეუძლებელია.

მორგებული Liquid

მორგებული Liquid-ის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • მოირგე სურათის ზომა და სექციის ზომა
  • შექმენი მორგებული ღილაკები, მრავალსვეტიანი სექციები, გვერდიგვერდ სურათები, მარკირებული სიები და სხვა დინამიკური კონტენტი

შეგიძლია შეიყვანო მორგებული Liquid და HTML კოდის რედაქტორში.

შეყვანილი კოდის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 50 კილობაიტს (კბ).

შეიტყვეთ მეტი Shopify Messaging-ისთვის მხარდაჭერილი Liquid ცვლადების შესახებ.

ფასდაკლება

ფასდაკლების სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • მოირგე ტექსტი, შრიფტის ზომა, ტექსტის ფერი და ღილაკი
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი (თითოეული ელემენტისთვის შიდა ველის რეგულირება შეუძლებელია)

ფასდაკლებები ადმინ პანელში უნდა შეიქმნას, ელფოსტის კამპანიის შექმნამდე. მათი შექმნა ან რედაქტირება Shopify Messaging-ის რედაქტორიდან შეუძლებელია.

ექსპრეს-გადახდა

ექსპრეს-გადახდის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • მოირგე ტექსტი, ღილაკი, სვეტები, სურათის სტილი, გასწორება, ფონის ფერი და განლაგება
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი (თითოეული ელემენტისთვის შიდა ველის რეგულირება შეუძლებელია)
  • აირჩიე პროდუქტის ახალი სურათი (ეს არ შეცვლის სურათს შენი პროდუქტის პარამეტრებში)

ამ სექციისთვის მხოლოდ ერთი პროდუქტის არჩევაა შესაძლებელი, ერთი ვარიანტით.

თუ შენს მაღაზიაში გააქტიურებულია Shop Pay, მაშინ ნაგულისხმევად სექციაში გამოჩნდება ორივე ღილაკი – ყიდვა Shop Pay-თი და შეკვეთის გაფორმება ახლავე. შეგიძლია მოხსნა მონიშვნა Shop Pay ღილაკს მის დასამალად, მაგრამ შეკვეთის გაფორმება ახლავე ღილაკის დამალვა შეუძლებელია.

Shop Pay ღილაკისთვის მხოლოდ ღილაკის ზომის და კუთხის სტილის რედაქტირებაა შესაძლებელი.

ქვედა კოლონტიტულის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • მოირგე განლაგება, შრიფტი, ტექსტის ფერი, ბმულის ფერი, ფონი და გასწორება
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი
  • აჩვენე მაღაზიის ინფორმაცია და სოციალური მედიის ხატულები
  • ქვედა კოლონტიტულის სექციის ამოშლა შეუძლებელია

მაღაზიის მისამართის, დასახელების და ტელეფონის ნომრის მორგება შეგიძლია ტექსტის პირდაპირ რედაქტირებით, ან შენი მაღაზიის პარამეტრებში. შეგიძლია დააყენო ქვედა კოლონტიტულის ნაგულისხმევი პარამეტრები შენი შაბლონის ბრენდინგის პარამეტრებში, ან შენი მაღაზიის პარამეტრებში.

სოციალური მედიის ბმულები შეგიძლია დაამატო პირდაპირ შენს ელფოსტაში, ან შენი მაღაზიის ბრენდის პარამეტრებში.

სასაჩუქრე ბარათი

სასაჩუქრე ბარათის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • მორგება ახალი სურათით, ტექსტით, ღილაკით, გასწორებით ან ფონის ფერით
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი (თითოეული ელემენტისთვის შიდა ველის რეგულირება შეუძლებელია)
  • შესაძლებელია დამალვა

ელფოსტის კამპანიის შექმნამდე სასაჩუქრე ბარათები უნდა შეიქმნას ადმინ პანელში. მათი შექმნა ან რედაქტირება Shopify Messaging-ის რედაქტორიდან შეუძლებელია.

თავსართის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • მორგება მაღაზიის ლოგოთი ან მაღაზიის სახელით, ან შრიფტის, ტექსტის ზომის, ტექსტის ფერის, ტექსტის გასწორების და ფონის ფერის შეცვლა
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი
  • შესაძლებელია დამალვა

სურათი და GIF

სურათის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • სექციის შიდა ველის, სურათის სტილის და ფონის ფერის რედაქტირება
  • ალტ. ტექსტის დამატება
  • დაამატე ბმული

შენ შეგიძლია აირჩიო სურათი ან GIF შენი Shopify-ის ფაილებიდან, ან ატვირთო ახალი სურათი ან GIF.

მოთხოვნები
  • ფაილის ზომა: მაქსიმუმ 20 მეგაბაიტი
  • გარჩევადობა: მაქსიმუმ 20 მეგაპიქსელი
  • ეკრანის ფორმატი: 100:1-დან 1:100-მდე
  • მხარდაჭერილი ფაილის ტიპები: gif, jpg ან png

სურათი ტექსტით

„სურათი ტექსტით“ სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • ტექსტის, ღილაკის, სურათის სტილის, პოზიციის, გასწორების და ფონის ფერის მორგება
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი
  • ღილაკებზე ბმულების დამატება
  • ტექსტის და ღილაკების დამალვა ან გამოჩენა, თუმცა სურათები ყოველთვის უნდა იყოს არჩეული

სექციის შიდა ველი ოპტიმიზირებული იქნება მობილურისთვის.

მრავალსვეტიანი

მრავალსვეტიანი სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • ტექსტის, ღილაკის, სურათის სტილის, პოზიციის, გასწორების და ფონის ფერის მორგება
  • სექციის შიდა ველის რედაქტირება და სვეტებს შორის დაშორების დამალვა ან ჩვენება (თითოეული ელემენტის შიდა ველის დარეგულირება შეუძლებელია)
  • ღილაკებზე ბმულების დამატება
  • სურათების, ტექსტის და ღილაკების დამალვა ან გამოჩენა, იმ პირობით, რომ ერთი ელემენტი მაინც დარჩება ხილული

პროდუქტი

როდესაც ელფოსტის შაბლონს უმატებ სექციას პროდუქტი, პროდუქტის ტიპის სექციაში უნდა აირჩიო ქვემოთ მოცემული პარამეტრებიდან ერთ-ერთი:

  • დინამიკური: ავტომატურად აჩვენებს შენი მაღაზიის ყველაზე გაყიდვად ან ბოლოს დამატებულ პროდუქტებს ელფოსტის გაგზავნის მომენტისთვის. რადგან დინამიკური პროდუქტის სექციებში პროდუქტები ავტომატურად ივსება, შენ არ შეგიძლია ხელით დაარეგულირო საჩვენებელი პროდუქტები ან დაარედაქტირო ნაჩვენები პროდუქტის ტექსტი ან სურათი.
  • სტატიკური: ხელით აირჩიე კონკრეტული პროდუქტები, რომელთა ჩვენებაც გსურს შენს ელფოსტაში.
პროდუქტის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • ღილაკის, სვეტების რაოდენობის, სურათის სტილის, გასწორების და ფონის ფერის მორგება
  • ტექსტის მორგება სტატიკური პროდუქტებისთვის
  • სექციის შიდა ველის რედაქტირება და სვეტებს შორის დაშორების დამალვა ან ჩვენება (თითოეული ელემენტის შიდა ველის დარეგულირება შეუძლებელია)
  • შესაძლებელია მრავალსვეტიანი განლაგების გამოყენება სხვადასხვა ორიენტაციით პროდუქტების გამოსაყოფად
  • პროდუქტის ახალი სურათის არჩევა სტატიკური პროდუქტებისთვის (არ შეცვლის სურათს პროდუქტის პარამეტრებში)
  • შესაძლებელია მაქსიმუმ 9 პროდუქტის დამატება

პროდუქტის ფასების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ შენი ადმინ პანელის სექციაში „პროდუქტები“ და არა Shopify Messaging-ის რედაქტორში.

ტექსტი

ტექსტის სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები

ტექსტის სტილის ცვლილებები ვრცელდება მთელ ელფოსტაზე. მაგალითად, როდესაც „თავსართი 1“-ისთვის (Heading 1) დააყენებ შრიფტს Times New Roman, ყველა ტექსტი, რომელსაც მინიჭებული აქვს „თავსართი 1“, Times New Roman შრიფტით გამოჩნდება.

ფასის ტექსტის შეცვლა შეუძლებელია. პროდუქტის ფასი უშუალოდ პროდუქტის პარამეტრებში უნდა შეიცვალოს.

ელფოსტის თემებსა და ტექსტში საერთაშორისო სიმბოლოების დამატებაა შესაძლებელი. ელფოსტის თემებს ასევე აქვთ ემოჯის მხარდაჭერა.

ვიდეო

ვიდეოს სექციის ატრიბუტები.
რედაქტირების ვარიანტები
  • მინიატურული სურათის რედაქტირება
  • ალტ. ტექსტის რედაქტირება
  • ვიდეოს URL-ის განახლება
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი

შენ შეგიძლია აირჩიო მინიატურული სურათი შენი Shopify-ის ფაილებიდან, ან ატვირთო ახალი სურათი.

მოთხოვნები
  • იღებს YouTube ან Vimeo ბმულებს

მარკეტინგის ავტომატიზაციის სექციის ტიპები

სექციის შემდეგი დამატებითი ტიპები ხელმისაწვდომია Shopify Messaging-ის რედაქტორში, როდესაც ქმნი Shopify Messaging-ის მარკეტინგის ავტომატიზაციას.

მიტოვებული დათვალიერება

მიტოვებული დათვალიერების ავტომატიზაციის რედაქტირების პარამეტრებისა და მოთხოვნების ცხრილი.
რედაქტირების ვარიანტები
  • ტექსტის, ღილაკის, სურათის სტილის, გასწორების და ფონის ფერის მორგება
  • დაარედაქტირე სექციის შიდა ველი (თითოეული ელემენტისთვის შიდა ველის რეგულირება შეუძლებელია)

პროდუქტი, რომელიც ელფოსტაში გამოჩნდება, დაემთხვევა ერთეულს, რომელიც მომხმარებელმა დაათვალიერა, მაგრამ არ დაამატა თავის კალათაში.

მოთხოვნებიამ სექციის გამოყენება შეგიძლია მხოლოდ მიტოვებული დათვალიერების ავტომატიზაციაში, ან როდესაც ქმნი მორგებულ სამუშაო პროცესს, რომელიც იყენებს Shopify Messaging-ის ქმედებას მარკეტინგული ელფოსტის გაგზავნა.

მიტოვებული კალათა

მიტოვებული კალათის ავტომატიზაციის რედაქტირების პარამეტრებისა და მოთხოვნების ცხრილი.
რედაქტირების ვარიანტები
  • ტექსტის, ღილაკის, სურათის სტილის, სიგანის, გასწორების და ფონის ფერის მორგება
  • სექციის შიდა ველის რედაქტირება და მწკრივებს შორის დაშორების დამალვა ან ჩვენება (თითოეული ელემენტის შიდა ველის დარეგულირება შეუძლებელია)

პროდუქტები, რომლებიც ელფოსტაში გამოჩნდება, დაემთხვევა ერთეულებს, რომლებიც მომხმარებელმა მიტოვებულ კალათაში დატოვა.

მოთხოვნებიამ სექციის გამოყენება შეგიძლია მხოლოდ მიტოვებული კალათის ავტომატიზაციაში, ან როდესაც ქმნი მორგებულ სამუშაო პროცესს, რომელიც იყენებს Shopify Messaging-ის ქმედებას მარკეტინგული ელფოსტის გაგზავნა.

მიტოვებული გადახდა

მიტოვებული გადახდის ავტომატიზაციის რედაქტირების პარამეტრებისა და მოთხოვნების ცხრილი.
რედაქტირების ვარიანტები
  • ტექსტის, ღილაკის, სურათის სტილის, სიგანის, გასწორების და ფონის ფერის მორგება
  • სექციის შიდა ველის რედაქტირება და მწკრივებს შორის დაშორების დამალვა ან ჩვენება (თითოეული ელემენტის შიდა ველის დარეგულირება შეუძლებელია)

პროდუქტები, რომლებიც ელფოსტაში გამოჩნდება, დაემთხვევა ერთეულებს, რომლებიც მომხმარებელმა მიტოვებულ გადახდაში დატოვა.

მოთხოვნებიამ სექციის გამოყენება შეგიძლია მხოლოდ მიტოვებული გადახდის ავტომატიზაციაში, ან როდესაც ქმნი მორგებულ სამუშაო პროცესს, რომელიც იყენებს Shopify Messaging-ის ქმედებას მარკეტინგული ელფოსტის გაგზავნა.

Shopify Messaging-ის შაბლონების შექმნა და მართვა

ყველა ელფოსტა, რომელსაც Shopify Messaging-ის გამოყენებით ქმნი, შეიძლება დარედაქტირდეს და მოერგოს შენს საჭიროებებს. შენ შეგიძლია შეინახო მორგებული შაბლონები, რათა გამოიყენო ისინი საწყის წერტილად სამომავლო კამპანიებისთვის.

მორგებული შაბლონის შექმნა

შეგიძლია შექმნა და შეინახო მორგებული შაბლონები, რათა გამოიყენო ისინი საწყის წერტილად სამომავლო კამპანიებისთვის. შაბლონების შექმნა ასევე შეგიძლია Shopify Messaging-ის რედაქტორიდან ელფოსტის მარკეტინგული კამპანიის ან ელფოსტის მარკეტინგის ავტომატიზაციის შექმნისას, ან მიმოხილვის გვერდიდან.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Messaging.

  2. დააწკაპუნე: შაბლონები.

  3. დააწკაპუნე: შაბლონის შექმნა.

  4. აირჩიე მოსარგები შაბლონი.

  5. დაარქვი სახელი შენს შაბლონს.

  6. Shopify Messaging-ის შაბლონის რედაქტორში დაარედაქტირე შენი შაბლონი. ყველა ცვლილება ავტომატურად ინახება.

  7. დააწკაპუნე: დასრულება.

მორგებული შაბლონის გამოყენება

შეგიძლია შენი მორგებული შაბლონები გამოიყენო სამომავლო ელფოსტის მარკეტინგული კამპანიებისთვის.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Messaging.

  2. დააწკაპუნე: კამპანიის შექმნა.

  3. მორგებული შაბლონების განყოფილებაში აირჩიე შაბლონი. შაბლონის არჩევის შემდეგ მიჰყევი ნაბიჯებს, რათა შექმნა ელფოსტის მარკეტინგული კამპანია.

მორგებული შაბლონის რედაქტირება, დუბლირება ან წაშლა

თუ გჭირდება არსებული შაბლონის შეცვლა, შეგიძლია დაარედაქტირო ის შაბლონების სიიდან Messaging აპში.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Messaging.

  2. დააწკაპუნე: შაბლონები.

  3. აირჩიე შაბლონი, რომლის მართვაც გსურს.

  4. დააწკაპუნე ღილაკს Horizontal menu და შემდეგ შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:

  • დააწკაპუნე: დუბლირება არჩეული შაბლონის დუბლირებისთვის.
  • დააწკაპუნე: ელფოსტის შექმნა არჩეული შაბლონიდან მარკეტინგული კამპანიის შესაქმნელად.
  • დააწკაპუნე: წაშლა შაბლონის წასაშლელად.

შაბლონის შეცვლა არსებული ელფოსტის მარკეტინგული კამპანიისთვის

თუ გსურს სხვა შაბლონის არჩევა არსებული ელფოსტის მარკეტინგული კამპანიის მონახაზისთვის, შეგიძლია შენი შაბლონი შეცვალო Shopify Messaging-ის რედაქტორიდან. კამპანიის გაგზავნის შემდეგ შაბლონს ვეღარ შეცვლი.

ახალი შაბლონის არჩევის შემდეგ წინა შაბლონის მთელი კონტენტი წაიშლება.

ნაბიჯები:

  1. შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: აპები > Messaging.

  2. დააწკაპუნე კამპანიას, რომლის შაბლონის შეცვლაც გსურს.

  3. დააწკაპუნე: Horizontal menu > შაბლონის შეცვლა.

  4. დააწკაპუნე: გაგრძელება.

  5. დააწკაპუნე ახალ შაბლონს, რომლის გამოყენებაც გსურს და შემდეგ დააწკაპუნე: არჩევა.

  6. შეავსე შენი ელფოსტის კონტენტი.

  7. შეასრულე ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება: