მიგრაცია Google Analytics 4-ზე

თავისი მოქნილი მოვლენებზე დაფუძნებული მონაცემთა მოდელით, Google Analytics 4 (GA4) გეხმარება დაინახო მომხმარებლის ერთიანი გზა შენს ვებსაიტსა და აპებში. GA4 იყენებს Google-ის მანქანურ სწავლებას შენს მონაცემებში არსებული ხარვეზების შესავსებად მოდელირებული ინსაითებითა და პროგნოზირების შესაძლებლობებით, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო უკეთესი შედეგების მისაღებად და ბიზნესის გასაზრდელად. რადგან ის ექსკლუზიურად ქუქი-ფაილებს არ ეყრდნობა, Google Analytics 4 შექმნილია ცვალებად ეკოსისტემასთან მოსარგებად, რათა შენი მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია მონაცემებში არსებული ხარვეზების შემთხვევაშიც მიიღო.

მიგრაცია Google Analytics 4-ზე

შეგიძლია გადახვიდე (მოახდინო მიგრაცია) Universal Analytics-ის თეგიდან ახალ Google Analytics 4-ის თეგზე. მიგრაციისთვის უნდა შეასრულო შემდეგი დავალებები:

შენი Universal Analytics-ის პარამეტრებიდან გამომდინარე, შეიძლება ასევე დაგჭირდეს შემდეგი დავალებების შესრულება:

ნაბიჯი 1: შექმენი GA4-ის რესურსი

Google Analytics 4-ის რესურსის შესაქმნელად გჭირდება რედაქტორის როლი Google Analytics-ის ანგარიშისთვის. GA4-ზე მიგრაციისთვის უნდა შექმნა Google Analytics 4-ის რესურსი შენს Shopify-ს მაღაზიაში დასამატებლად. GA4-ის რესურსის შექმნის შემდეგ, შექმენი ვებმონაცემთა ნაკადი (web data stream) და დააკოპირე Tag ID მე-2 ნაბიჯში გამოსაყენებლად.

ნაბიჯი 2: დაამატე GA4 თეგები შენს Shopify-ს მაღაზიაში

თუ არ გაქვს დაყენებული Google & YouTube არხი, მოგეთხოვება მისი დაყენება GA4 თეგების დაყენების პროცესში. შენი GA4 თეგების დაყენების პროცესის დასასრულებლად არ გჭირდება Google Merchant Center-თან დაკავშირება.

Google თეგების დაყენების შესახებ მეტის გასაგებად გაეცანი Google-ის დოკუმენტაციას: Shopify: Set up your Google tag.

ნაბიჯები:

  1. დააყენე Google & YouTube-ის გაყიდვების არხი შენს Shopify-ს მაღაზიაში.
  2. მიჰყევი ნაბიჯებს Google Ads-ის დახმარების სტატიიდან: Shopify: Set up your Google tag.

მას შემდეგ, რაც შენს მაღაზიაში GA4 თეგებს დაამატებ, იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებ Universal Analytics-ს, შეასრულე შემდეგი მოქმედებები:

აუდიტორიების მიგრაცია GA4-ზე

თუ მანამდე იყენებდი Universal Analytics-ის აუდიტორიებს, უნდა შეასრულო აუდიტორიების მიგრაცია შენს GA4-ის რესურსზე. შენი Universal Analytics რესურსიდან Google Analytics 4-ის რესურსზე აუდიტორიების მიგრაციით შეძლებ Google Analytics 4-ის მონაცემებზე დაყრდნობით ამოიცნო მომხმარებელთა იგივე ჯგუფები და გაიტანო ეს აუდიტორიები დაკავშირებულ Google Ads-ის ანგარიშებში იგივე მიზნების მისაღწევად.

კონვერსიის თვალის დევნების მიგრაცია GA4-ზე

თუ მანამდე იყენებდი Universal Analytics-ს შენს Shopify-ს მაღაზიაში Google Ads-ის კონვერსიებისთვის თვალის სადევნებლად, უნდა შეასრულო კონვერსიის თვალის დევნების მიგრაცია GA4-ზე. Google Analytics 4 კონვერსიებისთვის თვალის სადევნებლად და მათ შესაფასებლად იყენებს მოვლენებს, ნაცვლად მიზნებისა და ელ. კომერციის ანგარიშისა, რომლებსაც Universal Analytics იყენებდა. GA4-ში კონვერსიის თვალის დევნების შესახებ მეტის გასაგებად იხილე კონვერსიის ანალიტიკა GA4-ში.

GA4-ზე კონვერსიის თვალის დევნების მიგრაციისთვის შეასრულე შემდეგი:

  1. დააყენე მოვლენები და მონიშნე ისინი როგორც კონვერსიები Google Analytics-ში.
  2. დააკავშირე შენი Google Ads-ის ანგარიში Google Analytics-ის ანგარიშთან.
  3. დააიმპორტე კონვერსიები Google Ads-ში.