მობილური მოწყობილობის მართვა

თუ შენს ბიზნესში რამდენიმე Shopify POS-მოწყობილობას მართავ, შეგიძლია, გამოიყენო მობილური მოწყობილობის მართვის (MDM) პროგრამული უზრუნველყოფა ყველა მოწყობილობის ერთი ადგილიდან სამართავად. MDM-ის გამოყენება შეგიძლია, თუ მოწყობილობები გაქვს ისეთ ლოკაციებზე, რომლებსაც მარტივად ვერ სტუმრობ, ან თუ გსურს POS-ის განახლებების შემოწმება რამდენიმე მოწყობილობაზე მანამ, სანამ მათ ყველგან დანერგავ.

MDM-ის შესაძლებლობები პლატფორმის მიხედვით განსხვავდება. უმეტესი MDM კონფიგურაცია გაძლევს შემდეგი ამოცანების დისტანციურად შესრულების საშუალებას:

  • POS-მოწყობილობებზე აპების დაინსტალირება
  • Wi-Fi ქსელების ავტომატური კონფიგურაცია
  • აპის განახლებების მართვა
  • უსაფრთხოების პარამეტრების მართვა და მონიტორინგი

გადახედე ამ გზამკვლევებს, რათა გადაწყვიტო, შეეფერება თუ არა MDM გადაწყვეტა შენს მაღაზიებს. ყველა MDM გადაწყვეტა მოიცავს მოწყობილობის მართვის სხვადასხვა ფუნქციას. ასე რომ, თუ გაქვს შეკითხვები კონკრეტულ MDM გადაწყვეტასთან დაკავშირებით, შეგიძლია დაუკავშირდე MDM-ის მომწოდებელს.

ამ სექციაში