Socket Mobile 1D სკანერის ხარვეზების აღმოფხვრა
შეგიძლია გამოიყენო ეს გზამკვლევი, რათა აღმოფხვრა საერთო ხარვეზები Socket Mobile 1D S700 ან 7Ci სკანერებში. სკანერის პრობლემების სწრაფად მოგვარება უზრუნველყოფს შენი შეკვეთის გაფორმების პროცესის შეუფერხებლად მუშაობას და თავიდან აგარიდებს მომხმარებლების დაყოვნებას. კონკრეტული პრობლემის არჩევამდე, შეასრულე ნაბიჯი 1: Socket Mobile 1D სკანერის ხარვეზების აღმოფხვრის ზოგადი ინსტრუქცია.
ამ გვერდზე
- ნაბიჯი 1: Socket Mobile 1D სკანერის ხარვეზების აღმოფხვრის ზოგადი ინსტრუქცია
- ნაბიჯი 2: აირჩიე Socket Mobile 1D სკანერის პრობლემა
- შეცვალე Socket Mobile 1D სკანერის ელემენტები
- დააბრუნე Socket Mobile 1D სკანერი ქარხნულ პარამეტრებზე
- მხარდაჭერილი შტრიხკოდის ტიპები
- დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას შენი Socket Mobile 1D სკანერის შესახებ
ნაბიჯი 1: Socket Mobile 1D სკანერების ხარვეზების აღმოფხვრის ზოგადი ინსტრუქცია
შეასრულე ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგი ზოგადი ნაბიჯები Socket Mobile 1D სკანერის ყველა პრობლემისთვის:
- დარწმუნდი, რომ Shopify POS უახლეს ვერსიამდეა განახლებული.
- დარწმუნდი, რომ შენი მოწყობილობა განახლებულია:
- iOS მოწყობილობის გასაახლებლად, გადადი შენი მოწყობილობის პარამეტრებში, შემდეგ კი შეეხე: General > Software Update. თუ განახლება ხელმისაწვდომია, შეგიძლია შეეხო ღილაკს Update now.
- Android მოწყობილობის გასაახლებლად, გადადი შენი მოწყობილობის პარამეტრებში, შემდეგ კი შეეხე: Software update. თუ განახლება ხელმისაწვდომია, მის დასაინსტალირებლად მიჰყევი ეკრანზე მითითებულ ინსტრუქციებს.
- გამორთე და ხელახლა ჩართე Bluetooth.
- გადატვირთე მოწყობილობა.
- (iOS მოწყობილობებისთვის) შენს პარამეტრებში, იპოვე Shopify POS დაინსტალირებული აპების სიაში და დაადასტურე, რომ შემდეგი პარამეტრები აქტიურია:
- განყოფილებაში Allow Shopify POS to access, გააქტიურებულია Bluetooth პარამეტრი.
- Allow Cross-Website Tracking პარამეტრი გააქტიურებულია.
- დარწმუნდი, რომ შენი სკანერი იმყოფება 33 ფუტის ან ნაკლებ მანძილზე იმ მოწყობილობიდან, რომელთანაც დაკავშირებულია.
- შეამოწმე, არის თუ არა შენი სკანერი დამუხტული შემდეგი ცხრილის გამოყენებით, რომელიც აღწერს, სკანერის რომელი შუქი შეესაბამება ელემენტის რომელ მოცულობას:
| სკანერის დამუხტვის შუქი | ელემენტის მოცულობა |
|---|---|
| მუდმივი მწვანე | 100%-26% |
| მუდმივი ყვითელი | 25%-10% |
| მუდმივი წითელი | 10%-ზე ნაკლები |
| მოციმციმე წითელი | კრიტიკულად დაბალი |
| მოციმციმე ყვითელი | ელემენტი იმუხტება |
ნაბიჯი 2: აირჩიე Socket Mobile 1D სკანერის პრობლემა
თუ ხარვეზების აღმოფხვრის ზოგადი ნაბიჯები ვერ აგვარებს შენს პრობლემას, აირჩიე Socket Mobile 1D სკანერის პრობლემა და მიჰყევი ხარვეზების აღმოფხვრის ყველა ნაბიჯს.
კავშირის პრობლემების აღმოფხვრა
თუ Shopify POS აღმოაჩენს შენს Socket Mobile 1D სკანერს, მაგრამ სკანერი არ უკავშირდება, აღმოფხვერი პრობლემა შემდეგი ნაბიჯებით:
- გამორთე და ხელახლა ჩართე Bluetooth.
- გადატვირთე მოწყობილობა.
- დარწმუნდი, რომ სკანერის კონფიგურაციისთვის სწორი შტრიხკოდი დაასკანირე. 1D შტრიხკოდი აყენებს სკანერს iOS რეჟიმში, რათა იმუშაოს შენს iPad-თან. თუ შტრიხკოდის დასკანირებისას სამი ხმოვანი სიგნალი არ გაიგონე, ან თუ შემთხვევით დაასკანირე 2D შტრიხკოდი, ეს ნიშნავს, რომ სკანერი არ არის iOS რეჟიმში. გააუქმე სკანერის დაწყვილება და შემდეგ ხელახლა დააწყვილე ის.
თუ შენი Socket Mobile 1D სკანერი მაინც არ უკავშირდება, მაშინ შენს მოწყობილობაზე Bluetooth-ის პარამეტრები გადატვირთე.
გადატვირთე Bluetooth-ის პარამეტრები
გადატვირთე შენი POS მოწყობილობის Bluetooth პარამეტრები ვიდეოსახელმძღვანელოს ყურებით ან ჩამოთვლილი ნაბიჯების შესრულებით.
iOS
ნაბიჯები:
- შენი iOS მოწყობილობიდან, გადადი აქ: პარამეტრები (Settings) > Bluetooth.
- შეეხე ( i ) ხატულას იმ აპარატურის გასწვრივ, რომელზეც ხარვეზს აღმოფხვრი და შემდეგ შეეხე ამ მოწყობილობის დავიწყებას (Forget This Device).
- გამორთე Bluetooth პარამეტრები.
- გამორთე iOS მოწყობილობა 2-3 წუთით.
- გადატვირთე შენი iOS მოწყობილობა და შემდეგ დააკავშირე შენი აპარატურა.
Android
- შენი Android მოწყობილობიდან, გადადი აქ: პარამეტრები (Settings) > Bluetooth.
- იპოვე მოწყობილობა, რომლის დავიწყებაც გსურს და მის გასწვრივ შეეხე მექანიზმის ხატულას.
- შეეხე დავიწყებას (Forget) ან დაწყვილების გაუქმებას (Unpair).
- გამორთე შენი Android მოწყობილობა 2-3 წუთით და შემდეგ ისევ ჩართე.
- ჩართე Bluetooth-ი და შემდეგ დააკავშირე შენი აპარატურა.
Shopify POS-ის „სკანერის დაკავშირების“ ეკრანზე გაჭედილი დაწყვილების მცდელობის ხარვეზის აღმოფხვრა
თუ მოწყობილობის Bluetooth პარამეტრებში შენი Socket Mobile 1D სკანერი ჩანს, მაგრამ Shopify POS-ში კვლავ ჩანს ეკრანი „სკანერის დაკავშირება“, პრობლემის მოსაგვარებლად ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს მიჰყევი.
ნაბიჯები:
- გააუქმე დაწყვილების პროცესი.
- წაშალე სკანერი შენი მოწყობილობის Bluetooth პარამეტრებიდან.
- გამორთე Bluetooth პარამეტრები და შემდეგ ხელახლა ჩართე.
- სცადე სკანერის დაწყვილება.
თუ პრობლემა კვლავ ნარჩუნდება, სცადე შენი სკანერის გადატვირთვა და შემდეგ ხელახლა დაწყვილება.
შტრიხკოდის სკანირებისას გაჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა
თუ Socket Mobile 1D სკანერით შტრიხკოდების კალათაში დასკანირების პრობლემები გაქვს, აღმოფხვერი ხარვეზები შემდეგი ნაბიჯებით:
იძულებით დახურე Shopify POS და შემდეგ ხელახლა გახსენი.
გამორთე Bluetooth შენი მოწყობილობის პარამეტრებში და შემდეგ ისევ ჩართე.
დარწმუნდი, რომ შტრიხკოდებს ასკანირებ Shopify POS-ის კალათაში. ძიების ველზე შეხების და შემდეგ დასკანირების შემთხვევაში, Shopify POS მოძებნის პროდუქტს და არ დაამატებს მას კალათაში.
დარწმუნდი, რომ დაასკანერე მხარდაჭერილი ტიპის შტრიხკოდი.
შეამოწმე, ამოიცნობს თუ არა სკანერი რაიმე შტრიხკოდებს, შენი მაღაზიის პროდუქტების გარდა ნებისმიერი ახლომდებარე ერთეულის შტრიხკოდის დასკანირებით. თუ შენი სკანერი სწორად არის დაწყვილებული, Shopify POS-ში გამოჩნდება შეცდომა ამოუცნობი შტრიხკოდი (Unrecognized barcode). თუ შეცდომა გამოჩნდება, გააგრძელე შემდეგ ნაბიჯებზე. თუ შეცდომა არ გამოჩნდება, გააუქმე სკანერის მოწყობილობასთან დაწყვილება და შემდეგ ხელახლა დააწყვილე ისინი.
დარწმუნდი, რომ სკანერი ნაჩვენებია, როგორც დაწყვილებული დაკავშირებადობის (Connectivity) მენიუში
-ზე შეხებით. თუ სკანერი არ ჩანს, როგორც დაკავშირებული, გადადი შენი მოწყობილობის Bluetooth პარამეტრებში და დაივიწყე სკანერი. შემდეგ ხელახლა დააწყვილე სკანერი შენს მოწყობილობასთან.
დაასკანირე შტრიხკოდი შენი მოწყობილობის კამერით. თუ შენი მოწყობილობა არ ასკანირებს შტრიხკოდს, შესაძლოა პრობლემა იყოს შტრიხკოდის ეტიკეტთან ან შტრიხკოდის ნომერთან და შეგიძლია ხარვეზი აღმოფხვრა შემდეგი ნაბიჯებით:
- შეამოწმე პროდუქტის სტატუსი და ხელმისაწვდომობა შენს Shopify-ს ადმინში. პროდუქტს უნდა ჰქონდეს სტატუსი აქტიური ან სიაში არმყოფი და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გაყიდვის წერტილის გაყიდვების არხზე. პროდუქტები სტატუსით მონახაზი ან დაარქივებული ვერ გაიყიდება Shopify POS-ში.
- დარწმუნდი, რომ შტრიხკოდის ეტიკეტზე არსებული ნომერი ემთხვევა პროდუქტის შტრიხკოდის ნომერს შენს Shopify-ს ადმინში. თუ ნომრის დასაწყისში ან ბოლოში არის ზედმეტი ნულები ან სპეციალური სიმბოლოები, წაშალე ისინი და სცადე ხელახლა.
- დარწმუნდი, რომ შტრიხკოდის ნომერი Shopify-ს ადმინის პროდუქტის გვერდზე არის ველში შტრიხკოდი და არა ველში SKU.
შტრიხკოდის სკანირების სიჩქარესთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა
თუ შენი Socket Mobile 1D სკანერი არ ასკანირებს ისე სწრაფად, როგორც გსურს, აღმოფხვერი ხარვეზები შემდეგი ნაბიჯებით:
დარწმუნდი, რომ შენი სკანერი მისაღებ დიაპაზონშია (33 ფუტი). სკანერსა და შენს მოწყობილობას შორის მანძილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სკანირების სიჩქარეზე.
გადატვირთე მოწყობილობა.
სკანერის მიერ შტრიხკოდების ავტომატურად არდასკანირების ხარვეზების აღმოფხვრა
Socket Mobile 1D სკანერებს არ აქვთ ავტომატური სკანირების მხარდაჭერა. ავტომატური სკანირების მხარდაჭერა აქვთ მხოლოდ Socket Mobile 2D სკანერებს.
სკანერის გათიშვასთან ან მუხტის ვერშენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა
ნაგულისხმევად, Socket Mobile სკანერი ითიშება და კავშირი წყდება 2-საათიანი უმოქმედობის შემდეგ. გამორთე შენი მოწყობილობის Bluetooth და შემდეგ დაასკანირე „სკანერი ყოველთვის ჩართულია“ (scanner is always on) შტრიხკოდი შენი სკანერის კონფიგურაციისთვის, რათა ის ავტომატურად არ გაითიშოს:

შტრიხკოდის დასკანირების შემდეგ, ხელახლა ჩართე Bluetooth-ი და დარწმუნდი, რომ შენი სკანერი ნაჩვენებია, როგორც დაკავშირებული.
თუ შენი Socket Mobile 1D სკანერი კვლავ ითიშება, არ ირთვება ან მუხტს ვერ ინარჩუნებს, აღმოფხვერი ხარვეზები შემდეგი ნაბიჯებით:
- შენს სკანერზე დააბრუნე ქარხნული პარამეტრები.
- ხელახლა ჩადე ბატარეები. მოხსენი ბატარეის საფარი მონაცემთა წამკითხველის უკანა მხარეს, ამოიღე ბატარეები და გადადე 10 წუთით. ხელახლა ჩადე ბატარეები, დააფარე ბატარეის საფარი და შემდეგ დამუხტე მანამ, სანამ ბატარეის ინდიკატორის შუქი არ გახდება მწვანე. დამუხტვას შეიძლება დასჭირდეს 6 საათამდე, ამიტომ საუკეთესო პრაქტიკაა შენი სკანერის დამუხტვა ყოველი დღის ბოლოს.
- დარწმუნდი, რომ სკანერი შესაბამისი ცვლადი დენის კვების ადაპტერით იტენება. არასათანადო წყაროდან, მაგალითად, კომპიუტერის USB პორტიდან, დამუხტვისას წამკითხველს საკმარისი დენი არ მიეწოდება. ამის გამო წამკითხველმა შესაძლოა მუხტის დონე რეალურზე მაღალი აჩვენოს და გამოირთოს.
თუ ხარვეზების აღმოფხვრა პრობლემას ვერ მოაგვარებს, შესაძლოა დაგჭირდეს სკანერის ელემენტების გამოცვლა. სკანერს მოყვება ორი წინასწარ დაყენებული AA NiMH მრავალჯერადი დატენვის ელემენტი. ამ ელემენტების დატენვა შესაძლებელია მოწოდებული USB კვების კაბელით ან სკანერის სადგამით. დატენვის პროცესში ელემენტების ამოღება არ არის საჭირო.
ხარვეზების აღმოფხვრა, როცა სადგამი სკანერს არ ტენის
თუ სატენი სადგამი არ ტენის შენს Socket Mobile სკანერს, ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიჰყევი ამ ნაბიჯებს:
- დარწმუნდი, რომ სატენი კაბელი საიმედოდ არის შეერთებული:

- დარწმუნდი, რომ სატენი პინები სრულად არის ჩასმული სკანერის სატენ პორტებში და ეხება სკანერის სატენ პინებს:

- დარწმუნდი, რომ ელემენტის სახურავის ხრახნი მჭიდროდაა მოჭერილი და სახურავი დახურულია:

- დარწმუნდი, რომ სატენ სადგამზე ანთია მწვანე LED ინდიკატორი. თუ არ ანთია, შესაძლოა სატენი კაბელი სრულად არ იყოს ჩასმული სადგამის სატენ პორტში.

თუ სატენ სადგამზე მწვანე შუქი არ ანთია, ამოიღე კაბელი სადგამიდან და პირდაპირ შეაერთე სკანერის გვერდზე არსებულ სატენ პორტში.

თუ სკანერი დატენვას დაიწყებს, სავარაუდოდ, სატენი სადგამია დაზიანებული. თუ სკანერმა დატენვა არ დაიწყო, სავარაუდოდ, სატენი კაბელია დაზიანებული.
თუ სკანერი მაინც არ იტენება, შეაერთე კვების ადაპტერი სხვა როზეტში. თუ ახალ როზეტში შეერთებისას სკანერი იტენება, ეს ნიშნავს, რომ პირველ როზეტს შესაძლოა დენი არ მიეწოდებოდეს.
ხარვეზების აღმოფხვრა, როცა დატენვისას სკანერი ხურდება
თუ შენი Socket Mobile 1D სკანერი დატენვისას ზედმეტად ხურდება, გამოაერთე სკანერი. დატენვის დროს სკანერი შესაძლოა შეთბეს, მაგრამ თუ შეხებისას ცხელია, დაუყოვნებლივ უნდა გამორთო კვების წყაროდან და დაუკავშირდე Socket Mobile-ის მხარდაჭერის გუნდს
სკანირების ღილაკზე დაჭერისას სკანერის გამორთვის პრობლემის მოგვარება
თუ შენი Socket Mobile 1D სკანერი სკანირების ღილაკზე დაჭერისას სპონტანურად ითიშება, სცადე ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგი ნაბიჯები.
ნაბიჯები:
- მოხსენი სკანერს ელემენტის სახურავი და ამოიღე ელემენტები.
- დატოვე ელემენტები სკანერის გარეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
- ისევ ჩასვი ელემენტები და ტენე სკანერი მანამ, სანამ ელემენტის ინდიკატორი არ გახდება მწვანე.
- სრულად დატენე სკანერი.
თუ პრობლემა კვლავ გრძელდება, გამოცვალე სკანერის ელემენტები.
Socket Mobile 1D სკანერის ელემენტების გამოცვლა
შესაძლოა დაგჭირდეს სკანერის ელემენტების გამოცვლა, თუ სკანერი არ ინარჩუნებს მუხტს, ან ითიშება სკანირების ღილაკზე დაჭერისას. ახალი ელემენტების შეძენა შეგიძლია Socket Mobile-ისგან.
სკანერის ელემენტების გამოსაცვლელად დაგჭირდება შემდეგი ნივთები:
- Phillips-ის სახრახნისი
- 2 ცალი AA NiMH მრავალჯერადი დატენვის ელემენტი (Socket Mobile S700)
- 2 ცალი AAA NiMH მრავალჯერადი დატენვის ელემენტი (Socket Mobile 7Ci)
ნაბიჯები:
- მოუშვი ხრახნი სახრახნისით.
- მოხსენი ელემენტის სახურავი.
- ამოიღე და გამოცვალე ელემენტები.
- დააფარე ელემენტის სახურავი და მოუჭირე ხრახნი.
ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ვიბრაციის პარამეტრებისა და სამუშაო გარემოს მიხედვით. რეკომენდებულია ელემენტების ორ წელიწადში ერთხელ გამოცვლა.
Socket Mobile 1D სკანერის ქარხნული პარამეტრების გადატვირთვა
თუ ხარვეზების აღმოფხვრის ნაბიჯებმა Socket Mobile 1D სკანერის პრობლემა ვერ მოაგვარა, შეგიძლია ქარხნული პარამეტრების გადატვირთვა ქარხნული გადატვირთვის შტრიხკოდის სკანირებით ან სკანერის ხელით გადატვირთვით.
ნაბიჯები:
გადატვირთვა შტრიხკოდის სკანირებით
- დატენე სკანერი მინიმუმ 50%-მდე.
- გააუქმე სკანერისა და შენი მოწყობილობის დაწყვილება.
- ხელახლა ჩართე სკანერი.
- დაასკანერე ქარხნული პარამეტრების აღდგენის შტრიხკოდი. თუ სკანერი შტრიხკოდს მიიღებს, ის ხუთჯერ გამოსცემს ხმოვან სიგნალს და შემდეგ გამოირთვება.

- კვლავ დააწყვილე სკანერი შენს მოწყობილობასთან.
ხელით გადატვირთვა
სკანერის ხელით გადასატვირთად, იხილე ვიდეო სახელმძღვანელო ან დაწერილი ნაბიჯები.
- ჩართე სკანერი.

- დააჭირე და ხანგრძლივად გეჭიროს სკანირების ღილაკი.

- განაგრძე სკანირების ღილაკზე დაჭერა და ერთხელ დააჭირე ჩართვის ღილაკს.
- განაგრძე სკანირების ღილაკზე დაჭერა, სანამ არ გაიგონებ ხმას (დაახლოებით 15 წამი). სკანირების ღილაკიდან ხელის აშვების შემდეგ, სკანერი 5-ჯერ გამოსცემს ხმას და გამოირთვება.
თუ სკანირების ღილაკს ხელს აუშვებ ხმის გაგონებამდე, ქარხნული პარამეტრების გადატვირთვა ვერ მოხერხდება და მოგიწევს ხელით გადატვირთვის ნაბიჯების თავიდან დაწყება.
მხარდაჭერილი შტრიხკოდის ტიპები
Socket Mobile S700 და 7Ci სკანერებს აქვს შემდეგი 1D შტრიხკოდის ტიპების მხარდაჭერა:
- Bookland EAN
- Chinese 2 of 5
- Codabar (ISBT 128-ბიტიანი კონკატენაციის ჩათვლით)
- Code 11, Code 128
- Code 39
- Trioptic Code 39
- Code 39 Full ASCII
- Code 93
- Discrete 2 of 5
- GS1 DataBar (RSS)
- GS1-128 (UCC-128/EAN-128)
- ISBN
- ISBT 128
- Interleaved 2 of 5 (ITF-14)
- MSI
- Standard 2 of 5
- Telepen
- UPC/EAN (UPC-A, UPC-E, UPC-E1, EAN-13, EAN-8, UCC/EAN-128)
- VIN
დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას Socket Mobile 1D სკანერთან დაკავშირებით
თუ შენი Socket Mobile 1D სკანერი კვლავ არ მუშაობს ხარვეზების აღმოფხვრის ზოგადი ნაბიჯებისა და კონკრეტული ხარვეზის აღმოფხვრის ნაბიჯების შესრულების შემდეგ, შეგიძლია დაუკავშირდე Shopify-ს მხარდაჭერას.
Shopify POS-ში შეეხე ხატულას > მხარდაჭერა > მხარდაჭერასთან დაკავშირება.