Socket Mobile 2D სკანერების გამოყენების მოთხოვნები

შეიტყვე, სად შეიძინო Socket Mobile 2D სკანერები და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილო მათი Shopify POS-თან ერთად გამოსაყენებლად.

Socket Mobile 2D სკანერის გამოყენების მოთხოვნები

ამ აპარატურის შენს Shopify-ს მაღაზიასთან გამოსაყენებლად, უნდა დააკმაყოფილო შემდეგი მოთხოვნები:

  • იყენებ Shopify POS-ს.
  • გაქვს თავსებადი iPad iPadOS 15.1 ან უფრო ახალი ვერსიით, iPhone iOS 15.1 ან უფრო ახალი ვერსიით ან თავსებადი Android მოწყობილობა Android 10.0 ან უფრო ახალი ვერსიით.

Shopify POS-ის iOS და Android მოწყობილობების თავსებადობის მოთხოვნები

Shopify POS ხელმისაწვდომია მხოლოდ iOS და Android მოწყობილობებისთვის. ის არ არის ხელმისაწვდომი ლეპტოპებისთვის ან დესკტოპებისთვის, ან Amazon Fire პლანშეტებისთვის.

Shopify POS მუშაობს მოწყობილობებზე, რომლებიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

იმ iPhone-ების, iPad-ების, Android მოწყობილობების და POS Go-ს სია, მათთვის საჭირო თაობებთან და ოპერაციულ სისტემებთან ერთად, რომლებიც მუშაობენ Shopify POS-თან.
მოწყობილობააღწერა
iPadმე-5 ან უფრო ახალი თაობა iPadOS 15.1 ან უფრო ახალი ვერსიით
iPad Air მე-2 ან უფრო ახალი თაობა iPadOS 15.1 ან უფრო ახალი ვერსიით
iPad miniმე-4 ან უფრო ახალი თაობა iPadOS 15.1 ან უფრო ახალი ვერსიით
iPad ProiPad Pro-ს ყველა მოდელი iPadOS 15.1 ან უფრო ახალი ვერსიით
iPhoneiPhone 7 ან უფრო ახალი მოდელი iOS 15.1 ან უფრო ახალი ვერსიით
POS GoPOS Go, რომელზეც გაშვებულია Shopify-ს მიერ უზრუნველყოფილი უახლესი პროგრამული განახლებები
Androidტელეფონი ან პლანშეტი, რომელსაც აქვს Android-ის ოფიციალური 10.0 ან უფრო ახალი ვერსია, და გააქტიურებული აქვს Google Play Services და Google Mobile Services

Shopify POS-ს აღარ აქვს iOS 14 ან უფრო ძველი ვერსიების მხარდაჭერა. iOS-ის უფრო ძველ ვერსიებზე შეგიძლია გააგრძელო აპის გამოყენება, თუმცა მის განახლებას ვეღარ შეძლებ. ხარვეზების გამოსწორებითა და ახალი ფუნქციებით სარგებლობისთვის, საჭიროა შენი მოწყობილობის განახლება iOS 15.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ Shopify POS-ის გამოსაყენებლად გადადი სხვა მოწყობილობაზე, რომელსაც აქვს iOS 15.1 ან უფრო ახალი ვერსია.

iOS 14-ის ნებართვის მოთხოვნები

თუ შენს მოწყობილობას განაახლებ iOS 14-მდე ან უფრო ახალ ვერსიამდე, შენი iOS-ის პარამეტრებში უნდა გაააქტიურო ვებსაიტებს შორის თვალყურის დევნება (Cross-Website tracking), რათა გამოიყენო Socket Mobile 2D სკანერი Shopify POS-თან ერთად.

ვებსაიტებს შორის თვალყურის დევნების გასააქტიურებლად შეასრულე შემდეგი ნაბიჯები:

  1. შენს მოწყობილობაზე გახსენი „პარამეტრების“ აპი.
  2. შეეხე Shopify POS-ს.
  3. გაააქტიურე ვებსაიტებს შორის თვალყურის დევნების დაშვება (Allow Cross-Website Tracking).

სად უნდა შეიძინო Socket Mobile 2D სკანერი

Socket Mobile 2D სკანერის შეძენა შეგიძლია Shopify-ს აპარატურის მაღაზიაში მხარდაჭერილ ქვეყნებში.