Socket Mobile 2D სკანერის ხარვეზების აღმოფხვრა

ამ გზამკვლევის გამოყენება შეგიძლია Socket Mobile 2D სკანერთან დაკავშირებული გავრცელებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. სკანერის ხარვეზების სწრაფად მოგვარება უზრუნველყოფს შეკვეთის გაფორმების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას და თავიდან აგარიდებს მომხმარებლებისთვის შეფერხებების შექმნას. კონკრეტული პრობლემის არჩევამდე შეასრულე ნაბიჯი 1: Socket Mobile 2D სკანერის ხარვეზების ზოგადი აღმოფხვრა.

ნაბიჯი 1: ხარვეზების აღმოფხვრის ზოგადი პროცედურა Socket Mobile 2D სკანერისთვის

შეასრულე ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგი ზოგადი პროცედურა Socket Mobile 2D სკანერის ყველა პრობლემისთვის:

  • დარწმუნდი, რომ Shopify POS განახლებულია. აუცილებელია ვერსია 8.16 ან უფრო ახალი.
  • დარწმუნდი, რომ შენი მოწყობილობა განახლებულია:
    • შენი iOS მოწყობილობის განსაახლებლად გადადი მოწყობილობის პარამეტრებში, შემდეგ კი აირჩიე ზოგადი > პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. თუ განახლება ხელმისაწვდომია, შეგიძლია აირჩიო ახლავე განახლება.
    • შენი Android მოწყობილობის განსაახლებლად გადადი მოწყობილობის პარამეტრებში, შემდეგ კი აირჩიე პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. თუ განახლება ხელმისაწვდომია, ინსტალაციისთვის მიჰყევი ეკრანზე მითითებულ ინსტრუქციებს.
  • გამორთე და შემდეგ ხელახლა ჩართე Bluetooth-ი.
  • გადატვირთე შენი მოწყობილობა.
  • (iOS მოწყობილობებისთვის) შენს განყოფილებაში „ პარამეტრები“, იპოვე Shopify POS დაინსტალირებული აპების სიაში და დაადასტურე, რომ შემდეგი პარამეტრები აქტიურია:
  • დარწმუნდი, რომ შენი სკანერი დაკავშირებული მოწყობილობიდან არაუმეტეს 33 ფუტის დაშორებითაა.
  • შეამოწმე, არის თუ არა სკანერი დამუხტული, შემდეგი ცხრილის დახმარებით, რომელიც აღწერს, სკანერის რომელი ინდიკატორი ელემენტის რა მოცულობას შეესაბამება:
სკანერის დამუხტვის ინდიკატორიელემენტის მოცულობა
უწყვეტი მწვანე100%–26%
უწყვეტი ყვითელი25%–10%
უწყვეტი წითელი10%-ზე ნაკლები
მოციმციმე წითელიკრიტიკულად დაბალი
მოციმციმე ყვითელიელემენტი იმუხტება

ნაბიჯი 2: აირჩიე Socket Mobile 2D სკანერის პრობლემა

თუ ხარვეზების აღმოფხვრის ზოგადი ნაბიჯები პრობლემას ვერ მოაგვარებს, აირჩიე Socket Mobile 2D სკანერის პრობლემა და მიჰყევი ხარვეზების აღმოფხვრის ყველა ნაბიჯს.

დაწყვილების პრობლემების აღმოფხვრა

თუ Shopify POS-მა აღმოაჩინა შენი Socket Mobile 2D სკანერი, მაგრამ სკანერი არ უკავშირდება, აღმოფხვერი ხარვეზი შემდეგი ნაბიჯებით:

  • გამორთე და შემდეგ ხელახლა ჩართე Bluetooth-ი.
  • გადატვირთე შენი მოწყობილობა.
  • დარწმუნდი, რომ სკანერის დასაყენებლად სწორი შტრიხკოდი დაასკანირე. 1D შტრიხკოდი აყენებს სკანერს iOS რეჟიმში შენს iPad-თან სამუშაოდ. თუ შტრიხკოდის დასკანირებისას სამი ხმოვანი სიგნალი არ გაგიგია, ან თუ შემთხვევით 2D შტრიხკოდი დაასკანირე, მაშინ სკანერი არ არის iOS რეჟიმში. გააუქმე სკანერის დაწყვილება, და შემდეგ დააწყვილე ის ხელახლა.

თუ სკანერი მაინც არ უკავშირდება, გადატვირთე შენი მოწყობილობის Bluetooth-ის პარამეტრები.

შენი Bluetooth-ის პარამეტრების გადატვირთვა

გადატვირთე შენი POS მოწყობილობის Bluetooth-ის პარამეტრები ვიდეოსახელმძღვანელოს ნახვით ან დაწერილი ნაბიჯების მიყოლით.

iOS

ნაბიჯები:

  1. შენი iOS მოწყობილობიდან გადადი განყოფილებაში პარამეტრები > Bluetooth.
  2. დააჭირე ( i ) ხატულას იმ აპარატურის გვერდით, რომლის ხარვეზსაც აგვარებ და შემდეგ კი აირჩიე ამ მოწყობილობის დავიწყება.
  3. გამორთე Bluetooth-ის პარამეტრები.
  4. გამორთე iOS მოწყობილობა 2-3 წუთით.
  5. გადატვირთე შენი iOS მოწყობილობა და შემდეგ დააკავშირე შენი აპარატურა.
Android
  1. შენი Android მოწყობილობიდან გადადი განყოფილებაში პარამეტრები > Bluetooth.
  2. იპოვე მოწყობილობა, რომლის დავიწყებაც გსურს და შემდეგ დააჭირე კბილანის ხატულას მის გვერდით.
  3. დააჭირე დავიწყებას ან დაწყვილების გაუქმებას.
  4. გამორთე შენი Android მოწყობილობა 2-3 წუთით და შემდეგ ხელახლა ჩართე ის.
  5. ჩართე Bluetooth-ი და შემდეგ დააკავშირე შენი აპარატურა.
იმ ხარვეზის აღმოფხვრა, როდესაც დაწყვილების მცდელობა ჭედავს ეკრანზე „Connecting scanner“ (სკანერის დაკავშირება) Shopify POS-ში

თუ მოწყობილობის Bluetooth პარამეტრებში შენი Socket Mobile 2D სკანერი ჩანს, მაგრამ Shopify POS-ში კვლავ ჩანს ეკრანი „სკანერის დაკავშირება“, პრობლემის მოსაგვარებლად ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს მიჰყევი.

ნაბიჯები:

  1. გააუქმე დაწყვილების პროცესი.
  2. შენი მოწყობილობის Bluetooth-ის პარამეტრებიდან წაშალე სკანერი.
  3. გამორთე Bluetooth-ი და შემდეგ ხელახლა ჩართე ის.
  4. ხელახლა დააწყვილე სკანერი.

თუ პრობლემები კვლავ ნარჩუნდება, სცადე სკანერის გადატვირთვა და შემდეგ ხელახლა დაწყვილება.

შტრიხკოდის სკანირების ხარვეზების აღმოფხვრა

თუ Socket Mobile 2D სკანერით შტრიხკოდების კალათაში დასკანირებისას პრობლემებს აწყდები, აღმოფხვერი ხარვეზი შემდეგი ნაბიჯებით:

  • იძულებით დახურე Shopify POS და შემდეგ ხელახლა გახსენი ის.

  • შენი მოწყობილობის პარამეტრებიდან გამორთე და შემდეგ ხელახლა ჩართე Bluetooth-ი.

  • დარწმუნდი, რომ შტრიხკოდებს Shopify POS-ის კალათაში ასკანირებ. თუ ძიების ველს შეეხები და შემდეგ დაასკანირებ, Shopify POS მოძებნის პროდუქტს და არ დაამატებს მას კალათაში.

  • დარწმუნდი, რომ დაასკანერე მხარდაჭერილი ტიპის შტრიხკოდი.

  • შეამოწმე, ცნობს თუ არა სკანერი შტრიხკოდებს. ამისთვის დაასკანირე ახლომდებარე ნივთის შტრიხკოდი, რომელიც არ არის შენი მაღაზიის პროდუქტი. თუ სკანერი სწორად არის დაწყვილებული, Shopify POS-ში გამოჩნდება შეცდომა ამოუცნობი შტრიხკოდი (Unrecognized barcode). თუ შეცდომა გამოჩნდება, გადადი შემდეგ ეტაპებზე. თუ შეცდომა არ გამოჩნდება, გააუქმე დაწყვილება მოწყობილობასთან და შემდეგ ხელახლა დააწყვილე.

  • დარწმუნდი, რომ სკანერი კავშირის (Connectivity) მენიუში დაწყვილებულად ჩანს Connectivity Icon-ზე შეხებით. თუ სკანერი არ ჩანს დაკავშირებულად, გადადი შენი მოწყობილობის Bluetooth-ის პარამეტრებში და წაშალე (forget) სკანერი. შემდეგ ისევ დააწყვილე სკანერი მოწყობილობასთან.

  • დაასკანირე შტრიხკოდი შენი მოწყობილობის კამერით. თუ შენი მოწყობილობა არ ასკანირებს შტრიხკოდს, შესაძლოა პრობლემა იყოს შტრიხკოდის ეტიკეტში ან ნომერში და შეგიძლია ხარვეზი აღმოფხვრა შემდეგი ნაბიჯებით:

    • შეამოწმე პროდუქტის სტატუსი და ხელმისაწვდომობა შენს Shopify-ს ადმინში. პროდუქტს უნდა ჰქონდეს სტატუსი აქტიური ან სიაში არმყოფი და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გაყიდვის წერტილის გაყიდვების არხზე. პროდუქტები სტატუსით მონახაზი ან დაარქივებული ვერ გაიყიდება Shopify POS-ში.
    • დარწმუნდი, რომ შტრიხკოდის ეტიკეტზე არსებული ნომერი ემთხვევა პროდუქტის შტრიხკოდის ნომერს შენს Shopify-ს ადმინში. თუ ნომრის დასაწყისში ან ბოლოში არის ზედმეტი ნულები ან სპეციალური სიმბოლოები, წაშალე ისინი და სცადე ხელახლა.
    • დარწმუნდი, რომ შტრიხკოდის ნომერი Shopify-ს ადმინის პროდუქტის გვერდზე არის ველში შტრიხკოდი და არა ველში SKU.
შტრიხკოდის სკანირების სიჩქარის ხარვეზების აღმოფხვრა

თუ შენი Socket Mobile 2D სკანერი ისე სწრაფად არ ასკანირებს, როგორც გსურს, აღმოფხვერი ხარვეზი შემდეგი ნაბიჯებით:

  • დარწმუნდი, რომ შენი სკანერი დაშვებულ დიაპაზონშია (33 ფუტი). სკანერსა და შენს მოწყობილობას შორის მანძილმა შეიძლება გავლენა იქონიოს სკანირების სიჩქარეზე.
  • გადატვირთე შენი მოწყობილობა.
ხარვეზის აღმოფხვრა, როდესაც სკანერი ავტომატურად არ ასკანირებს შტრიხკოდებს

თუ შენი Socket Mobile 2D სკანერი ავტომატურად არ ასკანირებს შტრიხკოდებს, შესაძლოა ის არ იყოს „ავტომატური სკანირების“ (Auto scan) რეჟიმში. მიჰყევი ნაბიჯებს შენი სკანერის „ავტომატური სკანირების“ რეჟიმზე კონფიგურაციისთვის.

ნაბიჯები:

  1. გააუქმე სკანერის მოწყობილობასთან დაწყვილება.
  2. დააბრუნე შტრიხკოდის სკანერი ქარხნულ პარამეტრებზე.
  3. გადაიყვანე სკანერი HID (კლავიატურის) რეჟიმში.
  4. დაასკანირე ავტომატური სკანირების (Auto scan) შტრიხკოდი ქვემოთ. ამის შემდეგ სკანერის ნათურა ანთებული დარჩება.
  5. დააწყვილე სკანერი მოწყობილობის Bluetooth პარამეტრების გამოყენებით და არა POS აპიდან.
  6. გაააქტიურე HID რეჟიმი POS აპში.

Barcode to configure the Socket Mobile 2 scanner into auto scan mode

თუ სკანირება წარმატებულია, სკანერი გამოსცემს 3 ხმოვან სიგნალს. თუ სკანერი არ გამოსცემს 3 ხმოვან სიგნალს, გათიშე შენი მოწყობილობის Bluetooth და სცადე „ავტომატური სკანირების“ (Auto scan) შტრიხკოდის ხელახლა სკანირება.

ხარვეზის აღმოფხვრა, როდესაც სკანერი ითიშება ან მუხტს ვერ ინარჩუნებს

Socket Mobile სკანერი ნაგულისხმევად ითიშება და კავშირს წყვეტს 2 საათის უმოქმედობის შემდეგ. გამორთე შენი მოწყობილობის Bluetooth, შემდეგ დაასკანირე შტრიხკოდი „სკანერი ყოველთვის ჩართულია“ (scanner is always on), რათა მოახდინო სკანერის კონფიგურაცია ისე, რომ ავტომატურად არ გამოირთოს:

Barcode to configure your scanner to stay powered on

შტრიხკოდის სკანირების შემდეგ, ხელახლა ჩართე Bluetooth და დარწმუნდი, რომ შენი სკანერი დაკავშირებულად ჩანს.

თუ შენი Socket Mobile 2D სკანერი მაინც ითიშება, არ ირთვება ან მუხტს ვერ ინარჩუნებს, აღმოფხვერი ხარვეზი შემდეგი ნაბიჯებით:

  • დააბრუნე შენი სკანერი ქარხნულ პარამეტრებზე.
  • გადატვირთე ელემენტები. მოხსენი ელემენტების საფარი მონაცემთა წამკითხველის (data reader) უკანა მხარეს, ამოიღე ელემენტები და გადადე გვერდზე 10 წუთით. ხელახლა ჩადე ელემენტები, დაახურე საფარი და დამუხტე სკანერი მანამ, სანამ ელემენტის ინდიკატორი მწვანედ არ აინთება. დამუხტვას შეიძლება დასჭირდეს ექვს საათამდე დრო.
  • დარწმუნდი, რომ სკანერი შესაბამისი ცვლადი დენის კვების ადაპტერით იტენება. არასათანადო წყაროდან, მაგალითად, კომპიუტერის USB პორტიდან, დამუხტვისას სკანერს საკმარისი დენი არ მიეწოდება. ამის გამო სკანერმა შესაძლოა მუხტის დონე რეალურზე მაღალი აჩვენოს და გამოირთოს.

თუ ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოაგვარებს პრობლემას, შესაძლოა დაგჭირდეს ელემენტების შეცვლა. სკანერს მოყვება ორი წინასწარ დაყენებული AA NiMH მრავალჯერადი დატენვის ელემენტი. ეს ელემენტები იტენება მოწოდებული USB დენის კაბელით ან სკანერის სადგამით (cradle). დამუხტვის პროცესისთვის ელემენტების ამოღება საჭირო არ არის.

ხარვეზის აღმოფხვრა, როდესაც სადგამი (dock) არ მუხტავს სკანერს

თუ დამტენი სადგამი (dock) არ მუხტავს შენს Socket Mobile სკანერს, აღმოფხვერი ხარვეზი შემდეგი ნაბიჯებით:

  • დარწმუნდი, რომ დამტენი კაბელი საიმედოდ არის შეერთებული:

Charging cable plugged into the bottom of the cradle securely

  • დარწმუნდი, რომ დამტენის პინები ბოლომდეა ჩასმული სკანერის დასამუხტ პორტებში და კონტაქტშია სკანერის დამტენ პინებთან:

Scanner with charging pins inserted fully

  • დარწმუნდი, რომ ელემენტების საფარის ხრახნი მჭიდროდ არის მოჭერილი და ელემენტების საფარი დახურულია:

Socket Mobile scanner battery door fully closed

  • დარწმუნდი, რომ დამტენ სადგამზე ანთია მწვანე LED ნათურა. თუ არ ანთია, შესაძლოა დამტენი კაბელი ბოლომდე არ იყოს ჩასმული სადგამის დასამუხტ პორტში.

Green LED illuminates from the Socket Mobile charging dock

თუ დამტენ სადგამზე მწვანე შუქი არ ანთია, გამოაერთე კაბელი სადგამიდან და შეაერთე პირდაპირ სკანერის გვერდით არსებულ დასამუხტ პორტში.

Arrow points to the charging port on the side of the Socket Mobile scanner

თუ სკანერი დაიწყებს დამუხტვას, სავარაუდოდ, დამტენი სადგამია დაზიანებული. თუ სკანერი არ დაიწყებს დამუხტვას, დიდი ალბათობით, დამტენი კაბელია დაზიანებული.

თუ სკანერი მაინც არ იტენება, შეაერთე დენის ადაპტერი სხვა შტეფსელში. თუ სკანერი ახალ შტეფსელში შეერთებისას დაიტენება, შესაძლოა, პირველი შტეფსელი დენს არ აწვდიდეს.

ხარვეზის აღმოფხვრა, როდესაც სკანერი დამუხტვისას ცხელდება

თუ შენი Socket Mobile 2D სკანერი დამუხტვისას ძალიან ცხელდება, გამოაერთე სკანერი. დამუხტვამ შეიძლება გაათბოს შენი სკანერი, მაგრამ თუ შეხებისას ის ცხელია, დაუყოვნებლივ უნდა გათიშო დენის წყაროდან და დაუკავშირდე Socket Mobile-ის მხარდაჭერის გუნდს.

სკანირების ღილაკზე დაჭერისას სკანერის გამორთვის პრობლემის მოგვარება

თუ Socket Mobile 2D სკანერი სკანირების ღილაკზე დაჭერისას შემთხვევით ითიშება, სცადე ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგი ნაბიჯები.

ნაბიჯები:

  1. მოხსენი სკანერს ელემენტების საფარი და ამოიღე ელემენტები.
  2. დატოვე ელემენტები სკანერის გარეთ 15-20 წუთით.
  3. დააბრუნე ელემენტები სკანერში და ტენე იქამდე, სანამ ელემენტის ნათურა მწვანედ არ აინთება.
  4. დატენე სკანერი სრულად.

თუ პრობლემა გრძელდება, შეცვალე სკანერის ელემენტები.

შეცვალე Socket Mobile 2D სკანერის ელემენტები

სკანერის ელემენტების შეცვლა შეიძლება დაგჭირდეს მაშინ, როცა სკანერი მუხტს ვერ ინარჩუნებს, ან სკანირების ღილაკზე დაჭერისას ითიშება. ახალი ელემენტების შეძენა Socket Mobile-ში შეგიძლია.

სკანერის ელემენტების შესაცვლელად შემდეგი ნივთები დაგჭირდება:

  • ჯვარედინი სახრახნისი
  • 2 ცალი AA მრავალჯერადად დატენვადი NiMH ელემენტი (Socket Mobile S700)
  • 2 ცალი AAA მრავალჯერადად დატენვადი NiMH ელემენტი (Socket Mobile 7Ci)

ნაბიჯები:

  1. მოუშვი ჭანჭიკი სახრახნისით.
  2. მოხსენი ელემენტების საფარი.
  3. ამოიღე და შეცვალე ელემენტები.
  4. მიამაგრე ელემენტების საფარი და შემდეგ მოუჭირე ჭანჭიკს.

ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ვიბრაციის პარამეტრებისა და სამუშაო გარემოს მიხედვით. სასურველია ელემენტების შეცვლა ორ წელიწადში ერთხელ.

Socket Mobile 2D სკანერის ქარხნული გადატვირთვა

თუ ხარვეზების აღმოფხვრის ნაბიჯები Socket Mobile 2D სკანერის პრობლემას ვერ მოაგვარებს, შეგიძლია ქარხნული გადატვირთვა ქარხნული გადატვირთვის შტრიხკოდის სკანირებით ან სკანერის მექანიკურად გადატვირთვით შეასრულო.

ნაბიჯები:

შტრიხკოდის სკანირებით გადატვირთვა
  1. დატენე სკანერი მინიმუმ 50%-მდე.
  2. გააუქმე სკანერისა და მოწყობილობის დაწყვილება.
  3. ხელახლა ჩართე სკანერი.
  4. დაასკანერე ქარხნული პარამეტრების აღდგენის შტრიხკოდი. თუ სკანერი შტრიხკოდს მიიღებს, ხუთ ხმოვან სიგნალს გაიგონებ და შემდეგ სკანერი გამოირთვება.

Socket Mobile სკანერის ქარხნული გადატვირთვის შტრიხკოდი

  1. ხელახლა დააწყვილე სკანერი მოწყობილობასთან.
მექანიკური გადატვირთვა

სკანერის მექანიკურად გადასატვირთად, იხილე ვიდეო სახელმძღვანელო ან წერილობითი ინსტრუქცია.

  1. ჩართე სკანერი.
    Socket Mobile სკანერის ჩასართავად დააჭირე ჩართვის ღილაკს
  2. დააჭირე და გეჭიროს სკანირების ღილაკი.
    არ აუშვა ხელი Socket Mobile სკანერის სკანირების ღილაკს და ერთხელ დააჭირე ჩართვის ღილაკს.
  3. არ აუშვა ხელი სკანირების ღილაკს და ერთხელ დააჭირე ჩართვის ღილაკს.
  4. არ აუშვა ხელი სკანირების ღილაკს მანამ, სანამ ხმოვან სიგნალს არ გაიგონებ (დაახლოებით 15 წამი). სკანირების ღილაკზე ხელის აშვების შემდეგ 5 დამადასტურებელ ხმოვან სიგნალს გაიგონებ, რის შემდეგაც სკანერი გაითიშება.

თუ სკანირების ღილაკს ხმოვანი სიგნალის გაგონებამდე აუშვებ, ქარხნული გადატვირთვა ვერ მოხერხდება და მექანიკური ქარხნული გადატვირთვის ნაბიჯების გამეორება თავიდან მოგიწევს.

მხარდაჭერილი შტრიხკოდის ტიპები

Socket Mobile S720 2D სკანერს აქვს 1D და 2D შტრიხკოდების ტიპების მხარდაჭერა.

მხარდაჭერილი 1D შტრიხკოდის ტიპები:

  • Bookland EAN
  • Chinese 2 of 5
  • Codabar (მათ შორის ISBT 128 bit concatenation)
  • Code 11, Code 128
  • Code 39
  • Trioptic Code 39
  • Code 39 Full ASCII
  • Code 93
  • Discrete 2 of 5
  • GS1 DataBar (RSS)
  • GS1-128 (UCC-128/EAN-128)
  • ISBN
  • ISBT 128
  • Interleaved 2 of 5 (ITF-14)
  • MSI
  • Standard 2 of 5
  • Telepen
  • UPC/EAN (UPC-A, UPC-E, UPC-E1, EAN-13, EAN-8, UCC/EAN-128)
  • VIN

მხარდაჭერილი 2D შტრიხკოდის ტიპები:

  • Aztec
  • Codablock
  • DataMatrix
  • GS1 Composite (EAN/UCC Composite)
  • GS1 DataBar – Limited
  • GS1 DataBar – Omni-directional
  • Matrix 2 of 5
  • Maxicode
  • QR კოდები

დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას Socket Mobile 2D სკანერთან დაკავშირებით

თუ ხარვეზების აღმოფხვრის ზოგადი ნაბიჯების და კონკრეტული პრობლემის მოგვარების ნაბიჯების გავლის შემდეგაც შენი Socket Mobile 2D სკანერი არ მუშაობს, შეგიძლია დაუკავშირდე Shopify-ს მხარდაჭერას.

Shopify POS-დან შეეხე Horizontal menu ხატულას > მხარდაჭერა > მხარდაჭერასთან დაკავშირება.