Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერი
შეგიძლია Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერის ქვითრის პრინტერი დაუკავშირო Shopify POS-ს შენი მომხმარებლებისთვის ქვითრების დასაბეჭდად. მის შეძენამდე, დარწმუნდი, რომ აკმაყოფილებ Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერის ქვითრის პრინტერის გამოყენების მოთხოვნებს.
გამოიყენე ეს გზამკვლევი, რათა გაიგო, სად შეიძინო Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერის ქვითრის პრინტერი, როგორ დააყენო ის და როგორ აღმოფხვრა ხშირად დაფიქსირებული ხარვეზები.
ამ გვერდზე
- Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერის გამოყენების მოთხოვნები
- გასათვალისწინებელი ფაქტორები Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერის გამოყენებისას
- სად შევიძინოთ Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერი
- დაუკავშირე შენი Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერი ქვითრის პრინტერს
- MCW10-ის ქსელის პარამეტრების ინიციალიზაცია
Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერის გამოყენების მოთხოვნები
ამ აპარატურის შენს Shopify-ს მაღაზიასთან გამოსაყენებლად, უნდა აკმაყოფილებდე შემდეგ მოთხოვნებს:
- იყენებდე Shopify POS-ს
- გქონდეს თავსებადი iPad ან iPhone, რომელიც მუშაობს iOS 15 ან უფრო ახალ ვერსიაზე
- გქონდეს Star Micronics mC-Print3 ქვითრის პრინტერი ან Star Micronics TSP143IVUE ქვითრის პრინტერი
გასათვალისწინებელი ფაქტორები Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერის გამოყენებისას
Wi-Fi ქსელის სახელი (SSID), რომელსაც MCW10-ს უკავშირებ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- SSID არ უნდა შეიცავდეს შემდეგ სიმბოლოებს:
? " $ [ ¥ \ + - SSID არ უნდა იწყებოდეს შემდეგი სიმბოლოებით:
! # ;ან ინტერვალით - SSID არ უნდა მთავრდებოდეს ინტერვალით
სად შევიძინოთ Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერი
Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერი ხელმისაწვდომია Shopify-ს აპარატურის მაღაზიაში ინდივიდუალურად ან არჩევითი დანამატის სახით შესაბამის პრინტერებთან ერთად.
დაუკავშირე შენი Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერი ქვითრის პრინტერს
სანამ Star Micronics MCW10 უსადენო LAN ადაპტერს გამოიყენებ, მოწყობილობა ქვითრის პრინტერს უნდა დაუკავშირო. თავსებადი ქვითრის პრინტერები მოიცავს Star Micronics mC-Print3 ქვითრის პრინტერს და Star Micronics TSP143IVUE ქვითრის პრინტერს.
ნაბიჯები:
- დარწმუნდი, რომ ქვითრის პრინტერი გამორთულია.
- შეაერთე LAN კაბელის ერთი ბოლო MCW10-ის LAN 1 პორტში. დამატებითი ქვითრის პრინტერისთვის შეგიძლია გამოიყენო LAN 2 პორტი.
- შეაერთე LAN კაბელის მეორე ბოლო ქვითრის პრინტერის Ethernet პორტში.
- შეაერთე USB კაბელი MCW10-ის USB პორტში, ხოლო USB კაბელის მეორე ბოლო ქვითრის პრინტერში. ქვითრის პრინტერზე USB პორტი ძირითადად აღნიშნულია, როგორც „iPAD 2.4A“.
- ჩართე ქვითრის პრინტერი.
- შეამოწმე, რომ ჩართვის LED და LAN 1 LED განათებები ანთია, ხოლო WLAN LED განათება ნელა ციმციმებს.
MCW10-ის ქსელის პარამეტრების ინიციალიზაცია
თუ MCW10 მოწყობილობა უკვე გამოყენებული იყო, ან თუ იმეორებ დაკავშირების პროცესს, მაშინ უნდა მოახდინო მოწყობილობის ქსელის პარამეტრების ინიციალიზაცია, რათა MCW10 ახალ ქსელს დაუკავშირდეს.
ნაბიჯები:
- დარწმუნდი, რომ მოწყობილობა დაკავშირებულია ქვითრის პრინტერთან.
- დააჭირე მოწყობილობის გვერდზე არსებულ გადატვირთვის ღილაკს და გეჭიროს 5 წამის ან მეტი ხნის განმავლობაში.
- როდესაც ჩართვის LED განათება აციმციმდება და სხვა LED განათებები გამოირთვება, ინიციალიზაციის დასაწყებად აუშვი გადატვირთვის ღილაკს ხელს.