QuickBooks Desktop POS-ის მონაცემების მიგრაციისას გასათვალისწინებელი ფაქტორები
სანამ QuickBooks POS-ის მონაცემებს Shopify-ში გადაიტანდე, აუცილებლად შეამოწმე, რომელი მონაცემების მიგრაციაა შესაძლებელი QuickBooks Desktop Connector აპის გამოყენებით და რომლის ხელით გადატანა მოგიწევს. მონაცემების რუკირების ტერმინების სრული სიის სანახავად იხილე QuickBooks POS-ისა და Shopify POS-ის ტერმინოლოგია და მონაცემთა რუკირება.
ამ გვერდზე
QuickBooks-ის მონაცემთა მიგრაციის ფარგლები
გადახედე შემდეგ ცხრილს, რათა მეტი შეიტყო იმის შესახებ, თუ QuickBooks Desktop POS-ის რომელი მონაცემების მიგრაციაა შესაძლებელი და რომლის შეუძლებელი Shopify-ში QuickBooks Desktop Connector აპის გამოყენებით:
| QuickBooks-ის მონაცემთა ტიპი | Shopify-ს მონაცემთა ტიპი | მონაცემების მიგრაცია შესაძლებელია |
|---|---|---|
| მომხმარებელი | მომხმარებელი | ✔ |
| მარაგი | პროდუქტები | ✔ |
| მარაგის სტილის ბადე | პროდუქტის ვარიანტები ან პარამეტრები | ✔ |
| პროდუქტის სურათები | პროდუქტის სურათები | ✘ |
| გადატანის ფურცლები | პროდუქტის გადატანები | ✘ |
| მომწოდებლები | მომწოდებელი | ✔ |
| მაღაზიები (POS) ან კლასები (QuickBooks Desktop) | ლოკაციები | ✔ |
| ერთეულის ნომერი ან UPC | შტრიხკოდები | ✔ |
| მომხმარებლის შენიშვნა | მომხმარებლის შენიშვნა | ✔ |
| გაყიდვის ქვითარი | შეკვეთები (გადახდილი/შესრულებული) | ✘ |
| ინვოისი | შეკვეთები (გადაუხდელი/შესრულებული) | ✘ |
| ინვოისი გადახდით | შეკვეთები (ნაწილობრივ გადახდილი/შესრულებული) | ✘ |
| გაყიდვის შეკვეთა | შეკვეთები (გადაუხდელი/შეუსრულებელი) | ✘ |
| გაყიდვის შეკვეთა დეპოზიტით | შეკვეთები (ნაწილობრივ გადახდილი/შეუსრულებელი) | ✘ |
| შესყიდვის ორდერი | შესყიდვის ორდერები (ერთეულები არ არის მიღებული) | ✘ |
| მიღების ვაუჩერი (QuickBooks Desktop POS) | შესყიდვის ორდერები (ერთეულები მიღებულია) | ✘ |
| ანგარიში ან ერთეულის ქვითარი (QuickBooks Desktop) | შესყიდვის ორდერები (ერთეულები მიღებულია) | ✘ |
| ავტომატური ფასდაკლებები | ფასდაკლებები | ✘ |
| ალტერნატიული მოძიება (ALU) | SKU ნომრები | ✘ |
| მაღაზიის კრედიტები | სასაჩუქრე ბარათები | ✘ |
| ლოიალობა | ლოიალობა | ✘ |
QuickBooks-ის მონაცემები, რომელთა მიგრაციაც შესაძლებელია კონექტორის აპით
შემდეგი მონაცემების მიგრაცია QuickBooks POS-დან Shopify-ში შესაძლებელია QuickBooks Desktop Connector აპის გამოყენებით:
- მომხმარებლის მონაცემები
- სახელები
- ელფოსტები
- ტელეფონის ნომრები
- მომწოდებლის მონაცემები (მიგრაციისას Stocky აპში გადადის, როგორც მომწოდებლები)
- ლოკაციის მონაცემები (მაქსიმუმ 20 ლოკაცია)
- მარაგისა და პროდუქტის მონაცემები
- პროდუქტის სათაური
- შტრიხკოდები (ერთეულის ნომერი)
- რაოდენობა
- ლოკაცია
- ფასი
პროდუქტები და პროდუქტის ვარიანტები
მიგრაციის შემდეგ, შენი პროდუქტის ვარიანტები ინპორტირდება Shopify-ში, როგორც ინდივიდუალური პროდუქტები. მიგრაცია არ გადააწერს Shopify-ში უკვე არსებულ პროდუქტებს. შენი მიგრირებული პროდუქტები იმპორტირდება Quickbooks თეგით და მონახაზის სტატუსით. შეგიძლია გააკეთო შემდეგი:
- გაფილტრო და დაახარისხო შენი იმპორტირებული პროდუქტები Quickbooks თეგის გამოყენებით.
- გაყიდვაში ჩაშვებამდე გადახედე პროდუქტის ინფორმაციას და შეიტანე საჭირო ცვლილებები. ცალკეული პროდუქტებისთვის შეგიძლია შეცვალო პროდუქტის სტატუსი მონახაზიდან აქტიურზე, ან გააკეთო ეს მასობრივად მასობრივი რედაქტორის დახმარებით.
მონაცემთა მიგრაციის ერთეულების ლიმიტი
დღეში შეგიძლია 50 000-მდე ერთეულის მიგრაცია. მაგალითად, თუ გაქვს 150 000 ერთეული, მონაცემების QuickBooks POS-დან Shopify-ში მიგრაციას დაახლოებით სამი დღე დასჭირდება. ერთეულების ეს ლიმიტი ვრცელდება იმპორტის ყველა ფაილზე, როგორიცაა პროდუქტები, მომხმარებლები და მარაგი.
მიგრაციის დასრულებას შეიძლება დასჭირდეს ერთიდან ხუთ საათამდე. მიგრაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა შენი QuickBooks POS-ის დაყენების პარამეტრები, მისაგრირებელი მონაცემების მოცულობა ან შენი ლოკაციების რაოდენობა.
ერთეულების ნომრები და UPC-ები
QuickBooks ერთ პროდუქტზე რამდენიმე დასასკანერებელი შტრიხკოდის დამატების საშუალებას იძლევა. Shopify-ს თითოეული პროდუქტისთვის ან ვარიანტისთვის 20-მდე შტრიხკოდის მხარდაჭერა აქვს, ამიტომ შეგიძლია ყველა ეს ნომერი შეინარჩუნო. მიგრაციის დროს შეგიძლია აირჩიო, პროდუქტის რომელი ნომერი დაიმპორტდეს შტრიხკოდის სახით. არჩევანი უნდა გააკეთო Item Number-სა და UPC-ს შორის, რადგან ორივეს არჩევა შეუძლებელია.
მიგრაციის შემდეგ, დარჩენილი ნომრები შეგიძლია დაამატო შტრიხკოდების სახით შენს Shopify-ს ადმინში ან Barcodes სვეტის მეშვეობით პროდუქტის CSV ფაილში. CSV სვეტის სათაური უნდა დარჩეს ინგლისურ ენაზე. შეიტყვე მეტი პროდუქტებზე შტრიხკოდების დამატების შესახებ.
Shopify-ში ასევე შეგიძლია მიაბა SKU ნომერი მარაგის პროდუქტს. Shopify POS-ში SKU სკანირებადი და ძიებადია ისევე, როგორც შტრიხკოდი. მიგრაციის შემდეგ შეგიძლია SKU-ების მასობრივად რედაქტირება CSV ფაილის გამოყენებით.
გაეცანი ინფორმაციას შტრიხკოდებისა და SKU-ების POS-ში გამოყენების შესახებ.
QuickBooks-ის მონაცემები, რომელთა მიგრაციაც კონექტორის აპით ვერ ხერხდება
შემდეგი მონაცემების მიგრაცია QuickBooks POS-დან Shopify-ში QuickBooks Desktop Connector აპის გამოყენებით ვერ ხერხდება, თუმცა შეგიძლია მონაცემების იმპორტის ალტერნატიული მეთოდები მოძებნო:
პროდუქტის სურათები
პროდუქტის სურათების მიგრაცია QuickBooks POS-დან Shopify-ში არ ხდება. თუმცა, შეგიძლია შენი მარაგის სურათების მასობრივად და ხელით ექსპორტირება QuickBooks POS-დან. სურათების ექსპორტირების შემდეგ, შეგიძლია მათი დაიმპორტება Shopify-ში შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთის გამოყენებით:
- გახადე სურათები ონლაინ საჯაროდ ხელმისაწვდომი ისეთი ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა Dropbox ან Google Photos, დააექსპორტე შენი პროდუქტების სია Shopify-დან, დაამატე შესაბამისი სურათის URL-ები თითოეული ერთეულისთვის და შემდეგ ხელახლა ატვირთე სურათები CSV ფაილის გამოყენებით
- გამოიყენე მესამე მხარის აპი, როგორიცაა ifyApps Image Manager, შენი სურათების დასაიმპორტებლად
- დაიქირავე Shopify-ის პარტნიორი, რათა მან პროდუქტის სურათების ექსპორტი და იმპორტი შენ ნაცვლად შეასრულოს
ალტერნატიული მოძიება (ALU-ები)
ალტერნატიული მოძიების (ALU) ველების, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც პროდუქტის SKU ნომრები Shopify-ში, მიგრაცია QuickBooks POS-დან Shopify-ში არ ხდება. მონაცემების საწყისი მიგრაციის დასრულების შემდეგ, შეგიძლია ALU-ების ხელით დაიმპორტება QuickBooks POS-დან Shopify-ის SKU (მარაგის აღრიცხვის ერთეული) ველში.
გადატანის ფურცლები
გადატანის ქვითრების მიგრაცია QuickBooks POS-დან Shopify-ში არ ხდება. გადატანის ქვითრების დაიმპორტება შეგიძლია ხელით, როგორც პროდუქტის ტრანსფერები Shopify-ში.
შეკვეთები, შესყიდვის ორდერები და ფასდაკლებები
შეკვეთების ისტორიის, როგორიცაა შეკვეთები, შესყიდვის ორდერები, ფასდაკლებები და მომხმარებლის შეკვეთების ისტორია, მიგრაცია QuickBooks POS-დან Shopify-ში არ ხდება. Shopify-ში მიგრაციის შემდეგ, შენი ახალი შესყიდვის ორდერები იქმნება Stocky-ს აპში და სინქრონიზდება QuickBooks Desktop-ის საბუღალტრო პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
არსებული მაღაზიის კრედიტი
მაღაზიის კრედიტის მიგრაცია QuickBooks POS-დან Shopify-ში არ ხდება. მაღაზიის კრედიტის სასაჩუქრე ბარათების სახით Shopify-ში მისაგრირებლად შეგიძლია გამოიყენო მესამე მხარის აპები, როგორიცაა Selling Point.
თუ Selling Point აპის გამოყენებას აირჩევ, საჭიროა დააკონფიგურირო სასაჩუქრე ბარათის ანგარიში ექსპორტისთვის, დააიმპორტო შენი ანგარიში Selling Point აპში და შემდეგ ხელახლა გასცე ეს სასაჩუქრე ბარათები თითოეულ მომხმარებელზე მაღაზიაში გამოსაყენებლად.
მომხმარებლის ლოიალობის შესახებ ინფორმაცია
მომხმარებლის ლოიალობის ინფორმაციის მიგრაცია QuickBooks POS-დან Shopify-ში არ ხდება. შენი მომხმარებლის ლოიალობის შესახებ ინფორმაციის Shopify-ში მისაგრირებლად შეგიძლია გამოიყენო მესამე მხარის აპი, როგორიცაა Growave, Smile, Yotpo ან Loyalty Lion.