მომხმარებლის პროფილები Stocky-ში
Stocky-ს მომხმარებლის პროფილები გაძლევს საშუალებას, იქონიო ცალკეული ავტორიზაციის მონაცემები თითოეული თანამშრომლისთვის და შეზღუდო წვდომა აპის გარკვეულ ნაწილებზე. შეგიძლია გაააქტიურო მომხმარებლის რამდენიმე პროფილი Stocky-ში, როდესაც გსურს მოარგო ხელმისაწვდომი შესაძლებლობები კონკრეტულ მომხმარებლებს. მაგალითად, შესაძლოა გსურდეს, რომ პერსონალის ნაწილს შეეძლოს ინვენტარიზაციის ჩატარება Stocky-ში, მაგრამ არა — შესყიდვის ორდერების შექმნა.
თითოეული თანამშრომლისთვის Stocky-ზე წვდომამდე კვლავ სავალდებულოა ჯერ საკუთარი Shopify ანგარიშით შესვლა.
ჯერ უნდა შექმნა ადმინისტრატორის ანგარიში და შემდეგ შეძლებ შექმნა მომხმარებლის ინდივიდუალური პროფილები Stocky-ში. Stocky-ს მომხმარებლების სიაში ყოველთვის უნდა გყავდეს მინიმუმ 1 ადმინისტრატორი.
ამ გვერდზე
- ადმინისტრატორის ანგარიშის შექმნა Stocky-ში
- მომხმარებლის პროფილების შექმნა Stocky-ში
- Stocky-ს მომხმარებლის ანგარიშში შესვლა და გამოსვლა
- მომხმარებლის პროფილების რედაქტირება Stocky-ში
- პაროლის აღდგენის ელფოსტის გაგზავნა Stocky-ში
- მომხმარებლის პროფილის წაშლა Stocky-ში
- ხელმისაწვდომი ნებართვები Stocky-ს მომხმარებლის პროფილებისთვის
ადმინისტრატორის ანგარიშის შექმნა Stocky-ში
მომხმარებლის პროფილების პირველად დაყენებისას, ჯერ ადმინისტრატორის ანგარიში უნდა გაააქტიურო. სხვა პროფილებისგან განსხვავებით, ადმინისტრატორის პროფილებს შეუძლიათ თითოეული პროფილის ნებართვების რედაქტირება და სხვა მომხმარებლის პროფილების წაშლა. ადმინისტრატორებს ასევე შეუძლიათ საკუთარი პროფილის ადმინისტრატორის წვდომის რედაქტირება.
პირველი ადმინისტრატორის დამატების შემდეგ, შეგიძლია სხვა მომხმარებლებიც დააყენო ადმინისტრატორებად. Stocky-ს მომხმარებლების სიაში ყოველთვის უნდა გყავდეს მინიმუმ 1 ადმინისტრატორი.
ნაბიჯები:
- შენს Shopify-ს ადმინში გადადი აქ: აპები > Stocky.
- დააწკაპუნე ანგარიშის ხატულას და შემდეგ — პრეფერენციები.
- დააწკაპუნე მომხმარებლები > მომხმარებლის შექმნა.
- შეიყვანე შემდეგი დეტალები ადმინისტრატორისთვის:
- სახელი
- გვარი
- ელფოსტა
- მონიშნე მოსანიშნი უჯრა ადმინისტრატორი.
- დააწკაპუნე ღილაკს მოწვევის გაგზავნა.
მომხმარებლის პროფილების შექმნა Stocky-ში
ადმინისტრატორის ანგარიშის შექმნის შემდეგ, შეგიძლია შექმნა მომხმარებლის პროფილები პერსონალის სხვა წევრებისთვის. პროფილის შექმნის შემდეგ, მომხმარებელმა უნდა მიიღოს მოწვევა თავისი ავტორიზაციის პაროლის შესაქმნელად. პროფილის შექმნის შემდეგ, მომხმარებელმა 4 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს მოწვევა თავისი ავტორიზაციის პაროლის შესაქმნელად.
Stocky-ს მომხმარებლის პროფილისთვის გამოყენებული ელფოსტის მისამართი არ არის აუცილებელი ემთხვეოდეს პერსონალის იმ ელფოსტას, რომელიც გამოიყენება Shopify-ში შესასვლელად, მაგრამ მომხმარებლისთვის სავალდებულოა ჯერ საკუთარი Shopify ანგარიშით შესვლა, სანამ Stocky-ს მომხმარებლის პროფილში შევა.
პირველი ადმინისტრატორის დამატების შემდეგ, შეგიძლია სხვა მომხმარებლებიც დააყენო ადმინისტრატორებად. ადმინისტრატორებს აქვთ სრული წვდომა ანგარიშზე. მომხმარებლისთვის ინდივიდუალური ნებართვების მისანიჭებლად, ადმინისტრატორის პარამეტრი არ უნდა იყოს მონიშნული.
ნაბიჯები:
- შენს Shopify-ს ადმინში გადადი აქ: აპები > Stocky.
- დააწკაპუნე ანგარიშის ხატულას და შემდეგ — პრეფერენციები.
- დააწკაპუნე მომხმარებლები > მომხმარებლის შექმნა.
- დააყენე მომხმარებლის ანგარიშის დეტალები:
- დაამატე მომხმარებლის სახელი, გვარი და ელფოსტის მისამართი.
- მონიშნე ნებართვები, რომლებიც გინდა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს.
- დააწკაპუნე ღილაკს მოწვევის გაგზავნა.
პერსონალის წევრი Stocky-სგან იღებს ელფოსტას, რომელიც სთავაზობს Stocky-ს ანგარიშის შექმნას. პერსონალის წევრები შესული უნდა იყვნენ თავიანთ Shopify ანგარიშში და შემდეგ დააწკაპუნონ ბმულს თავიანთ ელფოსტაში, რათა შექმნან პაროლი Stocky-ს ანგარიშისთვის. ელფოსტაში მითითებული ბმული აქტიურია მხოლოდ 4 საათის განმავლობაში და ამ დროის გასვლის შემდეგ ვადა ეწურება. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია ხელახლა გაგზავნო პაროლის აღდგენის ელფოსტა.
Stocky-ს მომხმარებლის ანგარიშში შესვლა და გამოსვლა
Stocky-ში მომხმარებლის პროფილების გააქტიურება ნიშნავს, რომ მომხმარებლები Stocky-ში უნდა შევიდნენ და გამოვიდნენ თავიანთი Shopify ანგარიშისგან განცალკევებით.
Stocky-ს მომხმარებლის პროფილში შესასვლელად გახსენი Stocky-ს აპი შენი Shopify-ს ადმინიდან და შეიყვანე ელფოსტის მისამართი და პაროლი, რომლებიც დაკავშირებულია შენს Stocky ანგარიშთან. შემდეგ დააწკაპუნე შესვლა.
იმის შემოწმება, თუ რომელი ანგარიშია შესული, შეგიძლია ამ შეტყობინებით Stocky-ს ნებისმიერი გვერდის ბოლოში: Logged in as NAME at example.myshopify.com. სახელი და myshopify.com მისამართი აჩვენებს სისტემაში შესული მომხმარებლის სახელს და Stocky-ს ანგარიშთან დაკავშირებულ Shopify-ს მაღაზიას.
Stocky-ს მომხმარებლის პროფილიდან გამოსასვლელად დააწკაპუნე ანგარიშის ხატულას Stocky-ში და შემდეგ დააწკაპუნე გამოსვლა. Stocky-ს ბრაუზერის ჩანართის ან ფანჯრის დახურვა ავტომატურად არ გამოგიყვანს სისტემიდან.
მომხმარებლის პროფილების რედაქტირება Stocky-ში
მომხმარებლებს შეუძლიათ დაარედაქტირონ ზოგიერთი დეტალი თავიანთ Stocky-ს პროფილებში, როგორიცაა მათი სახელი, ელფოსტის მისამართი და Stocky-ს ანგარიშის პაროლი. მომხმარებლის ნებართვების განახლება მხოლოდ ადმინისტრატორს შეუძლია.
სხვა მომხმარებლის პროფილის რედაქტირება
ადმინისტრატორებს შეუძლიათ მომხმარებლის პროფილის რედაქტირება Stocky-ში, საკუთარი პროფილების ჩათვლით.
მომხმარებლის პროფილს ვერ წაუშლი ადმინისტრატორის ნებართვებს, როდესაც სხვა ადმინისტრატორები არ გყავს. Stocky-ს მომხმარებლების სიაში ყოველთვის უნდა გყავდეს მინიმუმ 1 ადმინისტრატორი.
ნაბიჯები:
- შენს Shopify-ს ადმინში გადადი აქ: აპები > Stocky.
- დააწკაპუნე ანგარიშის ხატულას და შემდეგ — პრეფერენციები.
- დააწკაპუნე ღილაკს მომხმარებლები.
- იმ მომხმარებლის პროფილის გასწვრივ, რომლის რედაქტირებაც გსურს, დააწკაპუნე ღილაკს რედაქტირება.
- განაახლე მომხმარებლის ანგარიშის დეტალები:
- განაახლე მომხმარებლის სახელი, გვარი და ელფოსტის მისამართი.
- შეიტანე ცვლილებები მომხმარებლის ნებართვებში.
- დააწკაპუნე ღილაკს განახლება.
შენი მომხმარებლის პროფილის რედაქტირება
Stocky-ში ავტორიზაციისას მომხმარებლებს შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი პროფილის სახელი, ელფოსტის მისამართი და Stocky ანგარიშის პაროლი.
ნაბიჯები:
- შენს Shopify-ს ადმინში გადადი აქ: აპები > Stocky.
- დააწკაპუნე ანგარიშის ხატულას, შემდეგ კი – ჩემი პროფილი.
- განაახლე შენი ანგარიშის დეტალები:
- დეტალების განახლება სექციაში შეცვალე შენი სახელი, გვარი ან ელფოსტის მისამართი, შემდეგ კი დააწკაპუნე ღილაკს დეტალების განახლება.
- პაროლის განახლება სექციაში შეიყვანე ახალი პაროლი, შემდეგ კი დააწკაპუნე ღილაკს პაროლის განახლება.
პაროლის აღდგენის ელფოსტის გაგზავნა Stocky-ში
ადმინისტრატორებს შეუძლიათ გაგზავნონ პაროლის აღდგენის ელფოსტა მომხმარებლის პროფილისთვის, თუ მომხმარებელს არ ახსოვს თავისი Stocky პაროლი.
მომხმარებლებს თავადაც შეუძლიათ მოითხოვონ პაროლის აღდგენის ელფოსტა Stocky-ს ავტორიზაციის ეკრანზე დაგავიწყდა პაროლი?-ზე დაწკაპუნებით.
ნაბიჯები:
- შენს Shopify-ს ადმინში გადადი აქ: აპები > Stocky.
- დააწკაპუნე ანგარიშის ხატულას და შემდეგ — პრეფერენციები.
- დააწკაპუნე ღილაკს მომხმარებლები.
- იმ მომხმარებლის პროფილის გასწვრივ, რომლისთვისაც პაროლის აღდგენის გაგზავნა გსურს, დააწკაპუნე ღილაკს რედაქტირება.
- დააწკაპუნე ღილაკს პაროლის აღდგენის ელფოსტის გაგზავნა.
პერსონალის წევრი Stocky-სგან იღებს ელფოსტას, რომელიც სთხოვს მას Stocky ანგარიშის პაროლის აღდგენას. პერსონალის წევრებს გავლილი უნდა ჰქონდეთ ავტორიზაცია Shopify ანგარიშში, შემდეგ კი დააწკაპუნონ ელფოსტაში მითითებულ ბმულზე, რომ აღადგინონ თავიანთი Stocky ანგარიშის პაროლი. ელფოსტაში არსებული ბმული აქტიურია მხოლოდ 4 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც მას ვადა გასდის.
მომხმარებლის პროფილის წაშლა Stocky-ში
ადმინისტრატორებს შეუძლიათ მომხმარებლის პროფილის წაშლა Stocky-ში ნებისმიერ დროს.
შენ ვერ წაშლი ადმინისტრატორის პროფილს, თუ სხვა ადმინისტრატორები არ გყავს. Stocky-ს მომხმარებლების სიაში ყოველთვის უნდა გყავდეს მინიმუმ 1 ადმინისტრატორი.
ნაბიჯები:
- შენს Shopify-ს ადმინში გადადი აქ: აპები > Stocky.
- დააწკაპუნე ანგარიშის ხატულას და შემდეგ — პრეფერენციები.
- დააწკაპუნე ღილაკს მომხმარებლები.
- იმ მომხმარებლის პროფილის გასწვრივ, რომლის წაშლაც გსურს, დააწკაპუნე ღილაკს წაშლა.
ხელმისაწვდომი ნებართვები Stocky-ს მომხმარებლის პროფილებისთვის
მომხმარებლის ახალი პროფილის შექმნისას ადმინისტრატორის და API ნებართვების გარდა ყველა სხვა ნებართვა ნაგულისხმევად აქტიურია. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია მომხმარებლის პროფილის ნებართვების გააქტიურება და დეაქტივაცია.
ადმინისტრატორებს აქვთ სრული წვდომა ანგარიშზე. მომხმარებლისთვის ინდივიდუალური ნებართვების მისანიჭებლად, ადმინისტრატორის პარამეტრი არ უნდა იყოს მონიშნული.
| ნებართვის ტიპი | ნებართვები |
|---|---|
| ადმინისტრატორი |
|
| ზოგადი |
|
| შესყიდვის ორდერები |
|
| კორექტირებები |
|
| ტრანსფერები |
|
| ინვენტარიზაციები |
|
| API |
|