დაკარგული სასაჩუქრე ბარათის ჩანაცვლება Shopify POS-ში
თუ მომხმარებელი დაკარგავს შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დეტალებს, შეგიძლია მისი დეაქტივაცია Shopify POS-იდან და ახალი სასაჩუქრე ბარათის შექმნა შენი Shopify-ს ადმინიდან მომხმარებლისთვის სრულიად უფასოდ.
ნაბიჯები:
- Shopify POS-იდან მოძებნე და ნახე შეკვეთა, რათა შეძლო მომხმარებლის ვინაობის დადასტურება.
- შეკვეთის დეტალების ეკრანზე შეეხე სასაჩუქრე ბარათის ნომერს სასაჩუქრე ბარათზე დარჩენილი ბალანსის სანახავად, შემდეგ კი შეეხე ღილაკს დეაქტივაცია. დასადასტურებლად კვლავ შეეხე დეაქტივაციას.
- შექმენი ახალი სასაჩუქრე ბარათი იმ თანხის ოდენობით, რაც დაკარგულ ბარათზე იყო დარჩენილი.