Shopify POS-ის ხაზგარეშე გამოყენება
Shopify POS-ს სჭირდება ინტერნეტთან კავშირი შენს Shopify-ს ადმინთან სინქრონიზაციისთვის, ქვითრების ელფოსტით გასაგზავნად და ბარათით გადახდების მისაღებად. ინტერნეტთან კავშირი შესაძლებელია Wi-Fi ქსელის ან მობილური ინტერნეტის საშუალებით.
თუ ინტერნეტთან კავშირი გაგიწყდება ან ყიდი ისეთი ლოკაციიდან, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ არის, მაინც შეძლებ გაყიდვების განხორციელებას Shopify POS-ის ხაზგარეშე ფუნქციების გამოყენებით:
- ნაღდი ფულითა და ხელით გადახდების მიღება ხაზგარეშე: შეკვეთის ხაზგარეშე გაფორმება გაძლევს ნაღდი ფულითა და ხელით გადახდების ინტერნეტთან კავშირის გარეშე მიღების საშუალებას. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია Shopify POS-ის ყველა მომხმარებლისთვის.
- ბარათით გადახდების მიღება ხაზგარეშე: ოფლაინ გადახდები აფართოებს შეკვეთის ხაზგარეშე გაფორმებას და იძლევა საკრედიტო და სადებეტო ბარათებით გადახდების მიღების საშუალებას. ეს ფუნქცია შენს Shopify-ს ადმინში უნდა გაააქტიურო.
ხაზგარეშე გაყიდვების დაწყებამდე გაეცანი Shopify POS-ის ხაზგარეშე ფუნქციებს იმის გასაგებად, თუ რომელ POS ფუნქციებს სჭირდება ინტერნეტთან კავშირი და აპარატურასთან თავსებადობა.